ქიმიკატების გამოყენების 10 უნივერსალური წესი
ჩვენ ხშირად ვათვალიერებთ და ვამოწმებთ მცენარეების ღეროებს, ფოთლებსა და ფესვებს მავნებლების ან დაავადებების აღმოსაჩენად, და ვხვდებით, რომ გვერდს ვერ ავუვლით ქიმიკატების, ფუნგიციდებისა და ინსექციდების გამოყენებას. მცენარეთა მოვლის საშულებების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა, მაგრამ ადამიანისათვის ყველაზე უვნებელის გამოყენების დროსაც კი უნდა ვიყოთ უკიდურესად ზომიერები და ფრთხილები, რადგან კანის ზედაპირზე, თვალსა და სასუნთქ გზებში მოხვედრისას შესაძლებელია საკმაოდ სერიუზული ალერგიული რეაქცია მივიღოთ. ამიტომ, მცენარეების დამუშვებისას უნდა გავითვალისწინოთ 10 უნივერსალური წესი.
1. ქიმია ვერ ჩაანაცვლებს მოვლას და ჰიგიენის დაცვას დასნეულებული მცენარის მოსავლელად მხოლოდ ინსექციდებისა და ფუნგიციდების გამოყენება საკმარისი არ არის. მცენარე აუცილებლად უნდა გასუფთავდეს და ჩაუტარდეს გარკვეული მექანიკური სამუშაოები, ასე მაგალითად:
· მავნებლების ხელით მოშორება;
· ფოთლებისა და ღეროების გაწმენდა მტვრისა და ჭუჭყისაგან;
· დამჭკნარი და დაავადებული ფოთლების მოცილება, გრუნტის ზედაპირის გასუფთავება;
· კაშპოს(ქოთნის) ზედაპირის გასუფთავება;
· შხაპის ჩატარება;
· წყლის ხშირი შეშხუპება, ჰაერის ტენიანობის გაზრდის ან პირიქით, ინტენსივობის შემცირება, ტენიანობის შემცირების მიზნით.
მცენარეებიდან სულ მცირე, მტვრის მოშორება, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებების რისკებს.
2. კარანტინის მოწყობა თუ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მცენარე ან ავად არის, ან მავნებლები ასევია, აუცილებელია მისი ქიმიური დამუშავების წინ იზოლაციაში, სხვა მცენარეებისაგან მოშორებით განთავსება. ასეთი ქმედება დაგვაზღვევს მცენარეებზე დაავადებების გავრცელებისაგან. კარანტინის მოწყობა მაშინაც კი არის აუცილებელი, თუ ვფიქრობთ, რომ დაავადება, ან მავნებელი ამ კონკრეტული მცენარისთვისაა დამახასითებელი და სხვა მცენარეებს საფრთხეს არ უქმნის.
3. შესწავლა-გამოკვლევა როგორი კარგი რეკომენდაცია-რეკლამაც არ უნდა ქონდეს ამა, თუ იმ სამკურნალო საშუალებას, აუცილებლად (!) შეისწავლეთ შეფუთვაზე ან ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია (შემადგენლობა, უსაფრთხოების კლასი, სერთიფიკატები, მონაცემები მწარმოებლის შესახებ, გამოყენების წესი, ვარგისიანობის ვადა). ამ გზით თავს ავირიდებთ შეცდომებსა და არასასურველ სიურპრიზებს.
პირველ რიგში უმჯობესია შეისწავლოთ, თუ რომელი მცენარეებისათვის რომელი პრეპარატია რეკომენდირებული. ცნობილია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო არა მხოლოდ ოთახში განთავსებული მცენარების შეწამვლისას, არამედ, ბოსტრნეული და ბაღჩეული კულტურების დამუშავებისას. ზოგიერთი ქიმიური საშულებების გამოყენება მკაცრად არარეკომენდირებულია დახურულ სივრცეებში.
4. პრეპარატის ეფექტურობა და სწორი გამოყენება პრეპარატების დიდი დოზით და ხშირად გამოყენება არ ნიშნავს კარგ შედეგს. ყველა პრეპარატს აქვს გამოყენების წესი და თუ არ დავიცავთ პროპორციას, კონცენტრაციას, გამოყენების სიხშირეს და ა. შ., არ უნდა გვქონდეს კარგი შედეგის მიღების მოლოდინი.
დოზისა და კონცენტრაციის გაზრდა ყოველთვის არ მოქმედებს მცენარეზე დადებითად, მაგრამ რაც შეეხება გარემოს, ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანს, შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მივიღოთ. ქიმიკატების ნაკლები დოზირებით ხმარება უბრალოდ პრეპარატის ფუჭი ხარჯვა და აზრს მოკლებული ქმედებაა. დარწმუნდით, რომ გამოსაყენებელი ნარევის მოცულობის გაზრდის, ან შემცირების შემთხვევაში არ ირღვევა რეკომენდირებული პროპორციები და ნუ შეინახავთ ნაზავს, თუ მითითებული არაა, რომ შენახვა შესაძლებელია.
5. პრეპარატებით დამუშავების ადგილის მომზადება არ არის რეკომენდირებული პრეპარატების გამოყენება ყველა შესაძლო ადგილას! ნუ გამოიყენებთ ფუნგიციდებს და ინსექციდებს პირდაპირ პანჯრის რაფაზე. გამოიყენეთ სამკურნალო საშუალებები ცაკლე, პროდუქტების, ავეჟის, დეკორისა და ადამიანების თავშეყრის ადგილიდან მოშორებით, ღია ცის ქვეშ. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მაშინ სამუშაოები ჩავატაროთ კარგად განიავებად ოთახში, ან აივანზე. შესაძლებელია პრეპარატების მოხმარება სააბაზანოში, ჩართული ვინტილაციის პირობებში და იმ დაშვებით, რომ შემდეგ აბაზანა მთლიანად გაირეცხება კედლებისა და იატაკის ჩათვლით.
6. გამოყნების ვადების დაცვა ვადაგასული პრეპარატების გამოყენება სახიფათოა. მწარმოებლები შეფუთვაზე უთითებენ ვადებს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ვადის გასვლის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია პრეპარატში შემავალმა კომპონენტებმა შეიცვალოს ქიმიური რეაქცია და ნამდვილად არ ღირს მცენარეებზე გაუმართლებელი ექსპერიმენტების ჩატარება.
7. პრეპარატების არევა აკრძალულია თუ არ არის სპეციალური მითითება პრეპარატების არევის შესახებ, ნუ გარისკავთ-ოთახის მცენარეების სამკურნალოდ პრეპარატების არევა რეკომენდირებული არ არის! სასუქებისა და სტიმულატორების გამოყენება აკრძალულია ინსექციდებთან და პესტიციდებთან ერთად. ამავე დროს, აუცილებელია დამუშავებებს შორის დროითი შუალედების დაცვა, რომ მცენარემ შეძლოს პრეპარატის შეთვისება.
8. არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების წესები ნუ გამოიყენებთ მცენარეების დასამუშავებლად ისეთ ქიმიურ საშუალებას, რომელსაც სპეციალური ეკიპირება-კომბინიზონი სჭირდება. სხვა შემთხვევაში აუცილებთად იხმარეთ ხელთათმანები და ისეთი ტანისამოსი, რომელიც შეწამვლის შემდეგ მალევე გაირეცხება.
პირბადე წარმოადგენს ქიმიკატების გამოყენების აუცილებელ ატრიბუტს. უმეტესი ინსექციდები და პესტიციდები გამოიყენება სპრეის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ სითხე იშლება უწვრილეს ნაწილაკებად და მარტივად არის შესახლებელი მოხვდეს სასუნთქ გზებში. ძალიან კარგი საშუალებაა სახის დამცავი ფარი, რაც აგვაცილებს ნაწილაკების არა მხოლოდ სახეზე, არამედ თვალებში მოხვედრასაც.
თუ ნაზავი ან კანზე, ან თვალებში მოგვხვდება, სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანოთ გამდინარე წყლით. ხოლო ალერგიული რექციების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, სუნთქვის გაძნელება და სხვა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. დაიცავით ოჯახის წევრები, განსაკუთრების ბავშვები და შინაური ცხოველები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს არის ქიმია.
9. შენახვის პრობები მცენარეთა მოვლისა და დაცვის ნებისმიერი საშუალება, ორგანული, ქიმიური, სასუქი, ინსექციდი თუ ფუნგიციდი, უნდა ინახებოდეს ცაკლე, გრილ და ბნელ, განსაკუთრებით ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილზე, მოშორებით კვების პროდუქტებისა და მედიკამენტებისაგან. ვადაგასული საშუალებების უტილიზაცია(განადგურება) ხდება ცალკე, შეფუთვაზე მითითებული წესების დაცვით.
10. დასუფთავების წესები მას შემდეგ, რაც დავასრულებთ მცენარეების დამუშავებას, აუცილებელია წესრიგში მოვიყვანოთ სამუშაო სივრცე. ვაშორებთ მცენარეებისა და გრუნტის ნარჩენებს და პერიმეტრს ვალაგებთ სველი დასუფთავების წესით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭურჭელს, სადაც მოხდა პრეპარატების გაზავება. ყველა გამოყენებული ნივთი ექვემდებარება ხანგრძლივ რეცხვას. გულდასხმით გაწმინდეთ სამუშაო ზედაპირები და გაანიავეთ ოთახი. ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი