კროტონი,როგორ შევინარჩუნოთ ვარჯის სიმეტრიული ფორმა

კროტონი,მდიდარი ფერებით მოხატული ტყავისებური ფოთლებით,დეკორისა და ინტერიერის ნამდვილი მარგალიტია.მაგრამ,ადვილი შესაძლებელია შევინარჩუნოთ მცენარის შეფერილობა,რასაც ვერ ვიტყვით მისი ღეროების სიჯანსაღესა და ვარჯის ფორმაზე.ახალგაზრდა მცენარე ყოველთვის ფუშფუშა და ლამაზია.მაგრამ,დროთა განმავლობაში მცენარის ღერო შიშვლდება.იმისათვის,რომ შევინარჩუნოთ კროტონის ფუშფუშა ფორმა,აუცილებელია რამოდენიმე სტანდარტული რკომენდაციის დაცვა.

1. სტაბილური გარემო კროტონები საკმაოდ მარტივად მოსავლელი მცენარეები არან.მაგრამ,ამავე დროს აქვთ ერთი,არც თუ ისე კარგი თვისება-დროთა განმავლობაში მცენარის ვარჯი კარგავს ფორმას,ღერო დეფორმირდება და იწელება სიმაღლეში.საქმე იმაში მდომარეობს,რომ კროტონები დაგვიანებულად რეაგირებენ მოვლისას დაშვებულ შეცდომებზე და ამიტომ,მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა,ვეღარ ინარჩუნებენ სასურველ ფორმას.პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართავენ ერთდ-ერთ გამოსავალს,აჭრიან ბოლოს,რომ მოახდინონ მომავალში გვერდითა ამონაყრების ზრდის პროვოცირება,ან ამავე მიზნის მიღწევისათვის ასათბურებენ შიშველ ღეროს.

კროტონებს უყვართ სტაბილური გარემო,ერთ მუდმივ ადგილზე ყოფნა,სინათლის რეჟიმის მკვეთრი მერყეობის გარეშე,ისე,რომ მცენარე არ გადავიდეს მოსვენების პერიოდში.ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმალურად სტაბილური +18-20 გრადუსის ფარგლებში.ასეთი პირობების შენრჩუნების დროს კროტონის დაბერებისა და ფოთლების დაცვენის ალბათობა მცირდება.

2. სინათლის კორექცია იმ ფაქტს,რომ კროტონი იწელება სიმალეში და კარგავს დეკორატიულობას,უმეტეს შემთხვევაში სინათლის ნაკლებობას აბრალებენ.მარამ,ეს არ შეესაბამება სინამდვილეს,რადგან მცენარე კარგად იზრდება როგორც გაფანტული განათების დროს,ასევე ზომიერი ჩრდილის პირობებში.

კროტონის ფორმის დაკარგვა განათების ბრალი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში:

· მცენარე დგას ან ძალიან მკვეთრ განათებაზე ან თითქმის სიბნელეში;

· ზამთრის სეზონზე სინათლის კლება და უკმარისობა.

3. ორპირი და დაბალი ტემპერატურა კროტონი ერთნაირად რეაგირებს ტემპერატურის სხვაობასა და სიცივეზე - აჩერებს ზრდას.თუ აღვადგენთ სტაბილურ გარემოს,მცენარე კვლავ დაიწყებს განვითარებს,მაგრამ,შეიძლება დაგვიანებული რეაგირების გამო,დაიწყოს ფოთლების ცვენა.იმისათვის,რომ მცენარემ არ დაიწყოს ღეროს გაშიშვლება,უნდა დავიცვათ ორპრისაგან და არ დავუშვათ ტემპერატურის +16 გრადუსზე დაბლა დაწევა.

4. ზომიერება მორწყვაში კროტონები,როგორც უკვე ავღნიშნეთ,დაგვიანებულად რეაგირებენ მოვლისას დაშვებულ შეცდომებზე,მათ არ მოსწონთ არც ზედმეტი მორწყვა და არც გრუნტის ზომაზე მეტად გამოშრობა.რაც უფრო მეტად და ხშირად დაგვავიწყდება მორწყვა და მოიწყენენ მცენარის ფოთლები,მით უფრო მალე გაიშიშვლებს კროტონი ღეროს.გამოვიყენოთ რბილი,თბილი წყალი, მოვრწყათ გრუნტის ზედა ფენის გაშრობისას და შევამციროთ მორწყვა ზამთრის სეზონზე.

კროტონს მიდრეკილება აქვს ფესვების ლპობისაკენ.შეიძლება წყლის ერთჯერადმა სიჭარბემაც კი გამოიწვიოს მცენარის დეგრადაცია და დაღუპვა.

5. ზომიერი კვება იმისათვის,რომ კროტონის ფოთლებმა შეინარჩუნონ მკვეთრი შეფერილობა,აუცილებელია მისი სწორი კვება.თუ მცენარეს არ ექნება ზრდისა და განვითარებისათვის საკმარისი რესურსი,ფოთლები დაწვრილდება,ღერო გაიწელება და გაშიშვლდება.მაგრამ,არ გადავამეტოთ კვება,რადგან ეს იწვევს დაავადებების პროვოცირებას.

6. ჰაერის ტენიანობა მიუხედავად იმისა,რომ კროტონს არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები ჰაერის ტენიანობის მიმართ,სწორედ ჰაერის ზედმეტი სიმშრალე,გამათბობლისა და კონდენციონერის სამეზობლოში ყოფნა იწვევს ფორმის დაკარგვას.ფუშფუშა ფორმების შესანარჩუნებლად საკმარისია შევინარჩუნოთ ჰაერის ზომიერი ტენიანობა,ხოლო კონდენციონერისა და გამათბობელის ჩართვის შემთხვევაში,ახლოს დავდგათ ფართო პირირიანი,წლით სავსე ჭურჭელი.

7. გადარგვა, ნიდაგი, ქოთანი გადარგვისას ძირითადი შეცდომა მდომარეობს მცენარისადმი არააკურატულ მოპყრობაში.არ უნდა შევეხოთ ფესვებს.დიდ ქოთანში გადატანისას იხსნება გრუნტის მხოლოდ ზედა ფენა და მიწის ის ნაწილი,რომელიც თავისით იშლება.

კროტონებს არ უყვართ არც ძალიან დიდი ქოთანი და არც სივიწროვე.მხოლოდ იმ შემთხვევაში საჭიროებს ქოთნის გამოცვლას,თუ ფესვები გამოდიან სადრენაჟე ნახვრეტებიდან.ახალი ქოთანი სასურველია იყოს 1-3 სმ-ით მეტი დიამეტრში.

არის შემთხვევები,რომ კროტონი სიმაღლეში იწელება პლასტიკურ ქოთნებში,ხშირად ტენი არაათანაბრად არის გადანაწილებული ქოთანში.შესაძლებელია პრობლემა სადრენაჟე ფენაში იყოს,დრენაჟი ან საერთოდ არ არსებობს,ან არასწორად არის გაკეთებული.კროტონის ნიადაგის რაქცია უნდა იყოს pH ნეიტრალური ან ნეიტრალურთან ახლოს.

8. მავნებლები კროტონები იშვიათად ავადობენ,მაგრამ,თუ მაინც გაუჩნდათ მავნებელი,მაშინ მცენარის ყველა ორგანო საფრთხეშია.კტორონები ყველაზე ხშირად წითელი ან აბლაბუდა ტკიპათი ავადდებიან.მავნებლების გაჩენის პროვოცირება,ხდება მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ჰაერის გამო.თუ მავნებელი გაჩნდა, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ მცენარეს. ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

10 December 0 636
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно