კალოცეფალუსი-Calocephalus brownii

კალოცეფალუსი (ბრაუნის კალოცეფალუსი) ბერძნულიდან ქართულად პირდაპირ ითარგმნება როგორც “ლამაზთავა”, ეს მცენარე ასევე გხვდება როგორ „ჭაღარას“ ან „ვერცხლის მარჯნის“ დასახელებით. მცენარე ცბობილი გახდა 1817 წელს შოტლანდიელი ბოტანიკოსის, რობერტ ბრაუნის დამსახურებით. ამ უნიკალური ენდემის სამშობლო ავსტრალიაა, ბუნებაში სხვაგან ეს მცენარე აღარსად გვხვდება.

კალოცეფალუსს საკმაოდ უცნაური ფორმა და შეფერილობა აქვს: გაწეწილი, წვრილი ბუსუსებით დაფარული ტოდები ბოლოვდება უწვრილესი მომრგალო ფორმის ფოთლებით. მცენარეს აქვს მოვერცხლისფრო-მოთეთრო შეფერილობა. თუმცა, სპეციალური მეთოდების გმოყენებით, სათბურებში ახერხებენ სხვა შეფერილობის ბუჩქების მიღებას. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ მცენარე ან ხელოვნურია, ან სულაც გამხმარი და შეღებილი. კალოცეფალუსი საკმაოდ შემგუებლური გამოდგა ოთახის პირობების მიმართ, თავისუფლად იტანს ტენიანობისა და წყლის ნაკლებობას, და ამავე დროს, საკმაოდ მომთხოვნია სინათლის მიმართ, მას უყვარს და სჭირდება მზის სინათლის საკმაო რაოდენობა. ბუნებაში დაახლოებით 1მ. დიამეტრის ბუჩქად იზრდება. გაყიდვაში გვხვდება, რა თქმა უნდა კომპაქტური ეგზემპლიარები.

თავად მცენარეს არ გააჩნია რაიმე სამედიცინო ღირებულება, მაგრამ საკმაოდ კარგად მოქმედებს გუნება-განწყობაზე და როგორც ამბობენ, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

მოვლის თავისებურებები განათება: კალოცეფალუსს უყვარს კარგი განათება, კომფორტულად გრძნობს თავს პირდაპირი მზის ქვეშ და უპრობლემოდ იტანს გვალვას. სახლის პირობებში უმჯობესია ზამთრის სეზონზე შევაშველოთ ხელოვნური განათება. სინათლის ნაკლებობის გამო, მცენარე შეიძლება გაიწელოს და დაკარგოს ფორმა.

ტემპერატურა: რადგან მცენარის სამშობლო ავსტრალიაა, ბუნებრივია, რომ ადვილად იტანს გვალვას. დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი ყოფნა ცუდად მოქმედებს მცენარეზე. თუ ჰაერის ტემპერატურა ეშვება 0 გრადუსზე ქვემოთ, მაშინ მცენარე უნდა გადავიტანოთ უფრო თბილ ადგილას. ზაფხულში კალოცეფალუსი უმჯობესია გავიტანოთ ჰაერზე, ხოლო ზამთარში შევიტანოთ გრილ ოთახში. ოპტიმალური ტემპერატურა ზამთრის სეზონისათვის არის +16 გრადუსი.

ჰაერის ტენიანობა: ფაქტიურად ეს მცენარე შეგუებულია გვალვას. მცირე ზომის ფოთლები განაპირობებენ ნაკლებ აორთქლებას და ამიტომ, მცენარე თავის უჯრედებში ინახავს ტენს. ჰაერის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში რეკომენდირებულია სათავსოს კარგი აერაცია.

მორწყვა: სახლის პირობებში მცენარეს არ სჭირდება ხშირი მორწყვა. საკმარისია კვირაში ერთხელ უხვად, იმდენი რაოდენობის წყლით, რომ გრუნტი კარგად გაიჟღინთოს და გამოჟონოს სადრენაჟე ფენიდან. განათებული დღის ხანგრძლივობის შემოკლებისას მეცენარე გადადის მოსვენების ფაზაში, ამიტომ მორწყვა საგრძნობლად უნდა შევუმციროთ.

კვება: მზრდასრულ მცენარეს, თუ დაცულია მისი მოვლის პირობები და გამოიყურება საღად და ჯანმრთელად, არ სჭირდება რეგულარული კვება. ახალგაზრდა ბუჩქები რეკომენდირებულია გამოიკვებოს თვეში ორჯერ, იმავე სასუქებით, რაც გამოიყენება სუკულენტებისათვის.

გადარგვა: კალოცეფალუსი მცირეწლოვანი მცენარეა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 წელს შეადგენს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მცენარე კარგავს დეკორატულ ფორმას. ირგვება როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტში. მცენარის ფესვთა სისტემა საკმაოდ ფართოდ იზრდება, ამიტომ უმჯობესია შევარჩიოთ ფართო და არა ღრმა ქოთანი. გრუნტი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაეროვანი, ნეირტალური pH მჟავიანობის, ასე მაგალითად: კორდი, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა 1: 1: 2. მცენარე ადვილად ეგუება სხვა მეზობელ მცენარეებს. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის მინი-ბაღის კომპოზიცია. აუცილებელია გრუნტის კარგი სადრენაჟე ფენით უზრუნველყოფა და რეკომენდირებულია კერამზიტის გამოყენება.

ფორმირება: მცენარეს თავად, ბუნებრივად აქვს ნახევარსფეროს ფორმა. მაგრამ თუ გვინდა, რომ ფორმები იდეალური იყოს, მოგვიწევს მისი გაკრეჭვა. ყვავილობის შემდეგ ვაშორებთ დამჭკნარ ყვავილებს და ტოტებს.

ყვავილობა: კალოცეფალუსი ყვავის მხოლოდ შესაბამისი მოვლის პირობებში. ჯანმრთელი მცენარე, რომელიც სათბურშია გამოყვანილი, შეიძლება ზაფულში წვრილი, ყვითელი ყვავილებით გადაიპენტოს. მას შემდეგ, რაც ყვავილები მოჭკნდება, უმჯობესია მათი მოჭრა.

გამრავლება: მრავლდება ან თესლით, ან კალმებით (ტოტებით).

თესლი ითესება გრუნტის ზემოდან მარტის თვისათვის. აღმოცენებას სჭირდება დაახლოებით ერთი თვე. პროცესის დაჩქარებისთვის შესაძლებელია სტიმულატორების გამოყენება (ეპინი, კალიუმის გუმატი). როგორც კი წამოიზრდებიან ჩითილები, დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადრება, ტემპერატურის დაჭერა (+20-24 გრადუსი) და დამატებითი სინათლის უზრუნველყოფა (მინიმუმ 12 სთ. დღეში). მცენარეების ზრდის პარალელურად, შესაძლბელია პემპერატურის დაწევა +16 გრადუსამდე.

კალმით გამრავლდება შესაძლებელია ზაფხულში, მცენარის გაკრეჭვის შემდეგ (იჭრება დამჭკნარი ყვავილი ორ მუხლიანი ტოტით), კალმები ირგვება ქვიშიან, კარგად დრენაჟირებად გრუნტში. გრუნტის ტემპერატურა +20 გრადუსს უნდა აჭარბებდდეს. ზამთრის დადგომისას დაფესვიანებული მცენარე გადააქვთ გრილ ადგილზე, გადარგვა მიზანშეწონილია გაზაფხულზე, მაშინ, როცა უკვე კარგად დათბება.

რადგან კალოცეფალუსი თესლს იშვიათად იკეთებს, უმჯობესია გამოვიყენოთ კალმებით გამრავლების მეთოდი.

ავადმყოფობა და მავნებლები: მცენარე თითქმის არ ავადდება. მთავარია არ მოხდეს გრუნტის ზედმეტი დატენიანება. სხვა შემთხვევაში ავადობის პრომლება უკავშირდება მავნებლებს. კალოცეფალუსი უყვართ ლოკოკინებსა და ლოქორებს. მათი მოშრება უმჯობესია ხელით. რაც შეეხება სხვა მავნებლებს და მათ მიერ გამოწვეულ პრობლემებს, გამოიყენება ინსექციდები და ფუნგიციდები.

კალოცეფალუსის გავრცელებული სახეობები:

Silver Nugget - ყველაზე პოპულარული სახეობაა. გამოირჩევა ფორმის კომპაქტურობით და აკურატულობით. სქელი მრგვალი ჭაღარა მცენარე ყვავილობის პერიოდში იპენტება მცირე ზომის ყვითელი ყვავილებით. ადვილად ეგუება სახლის პირობებს, აქტიურად გამოიყენება ლანდშაფტის დიზაინისათვის.

Moonshine - დიდი ზომის, მკვრივი ბურთის ფორმის მცენარეა. აქვს ულამაზესი ყვავილობა. ძალიან კარგად იტანს პირდაპირ მზეს, უწყლოობას და თავს არც თუ ისე ცუდად გრძნობს ჩრდილში.

Silver Stone - ყველაზე პარატარაა ამ მცენარის სახეობებს შორის 25X30 სმ. ეს არ არის ბუნებრივი სახეობა, რადგან გამოყვანილია სელექსიონერების მიერ. განსაკუთრებული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მცენარე არ ყვავის.

Bed Head - მცირე ზომის ბუჩქი, 20 სმ. მდე, გამოყავთ თესლიდან. ახასიათებს ლამაზი ყვავილობა. ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები  თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

10 December 0 344
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно