შეცდომები ძვირფასი და დიდი მცენარეების შეძენისას,როგორ დავიზღვიოთ თავი

რამდენჯერ გძლიათ ლამაზი,უცხო და დიდი ზომის მცენარის შეძენის ცდუნებამ? მომხიბვლელ,მდიდრულად მოყვავილე და დიდ მცენარეს ძნელად თუ აუვლის ვინმე გვერდს,განსაკუთრებით მაშინ,თუ საჩუქარს ეძებთ ძვირფასი ადამიანისათვის.მაგრამ,ზუსტად დიდი მცენარეების ყიდვისას ვაწყდებით ყველაზე მეტ პრობლემებს მათი მოვლის თავისებურებების გამო.ამიტომ,გთავაზობთ რამოდენიმე უნივერსალურ წესს,რომელიც სასურველია გავითვალისწინოთ,ვიდრე მცენარეს მოვაბრძანებთ სახლში.

1. დიდი ზომის მცენარე, მაღალი რისკები მცენარის ზომებმა და ელიტურმა სტატუსმა არ უნდა შეგყვიყვანოს შეცდომაში.ვერც მაღალი ფასი იძლევა დამატებით გარანტიებს,რომ შეეგუება ახალ პირობებს და კარგად გადაიტანს ადაპტაციას.საქმე იმაშია,რომ ახალგაზრდა მცენარეებს ცვლილებებისადმი შეგუების გაცილებით უკეთესი უნარი გააჩნიათ.

2. წელიწადის დრო, სეზონი დიდი ზომის,ზრდასრული მცენარის შეძენა უკვე შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.მაგრამ,ნუ გვავიწყდება ტრანსპორტირების თემა.მკაცრი ზამთრის პირობებში,შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე,გზა სათბურიდან ჩვენი სახლის კომფორტულ კუთხემდე შეიძლება ადაპტაციისათვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.ტრანსპორტირებისას ტემპერატურული,ტენიანობისა და სინათლის ცვლილება შეიძლება აღქმული იყოს,როგორც სეზონის ცვლილება და მცენარეები იწყებენ შესაბამისს რეაგირებას.და უკვე სახლში, განათებულ,დამთბარ და როგორც წესი,მშრალ ადგილზე მოხვედრისას,მცენარე განიცდის სტრესს და უჭირს კიდევ ერთხელ შეცვლილ გარემოსთან შეგუება.ამიტომ,თუ შესაძლებლობა გვექნება შევიძინოთ მცენარე გაზაფხულიდან გვიანი შემოდგომის ჩათვლით.

3. მოვლისა და შენახვის პირობები ზრდასრულ,ელიტურ მცენარეებს,ხშირად მოყვება ინფორმაცია ეტიკეტზე მოვლის შესახებ.თუ ინსტრუქცია არ გვაქვს,არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ინტერნეტში,მაგალითად ჩვენი ფეისბუკ გვერდები,სადაც თავისუფლად შესაძლებელია გამოცდილების მიღება.მაგრამ ყველა რჩევის „გამოცდა“ მცენარეზე რეკომენდირებული არ არის.აქაც საჭიროა გარკვეული ანალიტიკისა და დაკვირვების წარმოება და რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

· თითქმის ყველა დიდი და ელიტური მცენარე მოვლის ერთიდაიგივე პირობებს მოითხოვს - ესაა მუდმივი და ზომიერი ტემპერატურა,ჰაერის ზომიერი ტენიანობა, ადეკვატური მორწყვა,საშუალო სიძლიერის განათება.დააკვირდით რა მდგომარეობაა სალონში(მაღაზიაში),როგორია ტემპერატურა,არის თუ არა ორპირი და როგორია დარბაზების განათება;

· არასასიამოვნო სუნი,ტენიანობის შეგრძნება,ცუდი ვენტილაცია მიმანიშნებელია იმაზე,რომ დარღვეულია მცენარის შენახვის პირობები;

· შეამოწმეთ სუბსტრატი,ტენზე,სუნზე,სისუფთავეზე.სუბსტრატი,თითებით შეხებისას უნდა იყოს ოდნავ ტენიანი.სისველე,ან ობის სპეციფიკური სუნი,ნიშანია იმისა,რომ უკვე დაწყებულია ფესვების გაფუჭების პროცესი.

ნუ შეიძენთ მცენარეს,თუ ნახავთ,რომ მაღაზიაში შენახვის პირობები დარღვეულია.

4. დეტალური დათვალიერება როგორ ჯანსაღადაც არ უნდა გამოიყურებოდეს მცენარე,მაინც დაათვალიერეთ-გამოიტანეთ ზომიერად განათებულ ადგილზე და გულდახსმით შეამოწმეთ:

· ამონაყარი;

· ფოთლების უკანა მხარე;

· კოკრები და ყვავილები;

· გრუნტის ზედაპირი;

· ქოთნის ძირი და სადრენაჟე ნასვრეტები.

მცენარეზე არ უნდა იყოს ფოთლების ფერის ფრაგმენტული ან მთლიანი ცვლილება.არ უნდა ქონდეს მოჭრილი ნაწილები,მოცლილი ფოთლები,გამხმარი ბოლოები.ფესვები,თუ ეს არ არის სპეციფიკური მცენარე,არ უნდა გამოდიოდეს ქოთნის ზედაპირიდან ან სადრენაჟე ნასვრეტებიდან.

5. დაფიქრება, დალოდება ნუ შეიძენთ დიდ მცენარეს იმავე დღეს,როცა ნახეთ და მოგხიბლათ.გაეცანით მოვლის წესებს,მცენარის თავისებურებებს,ხარისხს და შედარეთ თქვენს შესაძლებლობებს,აწონ-დაწონეთ რისკები.თუ აღმონდა,რომ მისი მოვლისათვის არ გვაქვს საკმარისი პირობები და რესურსი,დაფიქრდით,კარგად დაფიქრდით-რამდენად გიღირთ გარისკვა.გარკვეული დროის შემდეგ განმეორებით მიაკითხეთ მცენარეს სათბურში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

6. სატრანსპორტო შეფუთვა ბუნებრივია,რომ მცენარე ტრანსპორტირებისათვის სპეციალურად უნდა იყოს შეფუთული.ეს აუცილებელია,რომ მცენარემ არ განიცადოს დამატებითი სტრესი,განსაკუთრებით ორპირი და ტემპერატურული სხვაობა.თუ ქუჩაში ტემპერატურა +18 გრადუსზე დაბალია,მაშინ უნდა ვიფიქროთ დამატებით შეფუთვაზე,რომ ისევ და ისევ,არ მოხდეს ტემპერატურის მეყსეული ცვალებადობა.

7. კარნატინში განთავსება გამონაკლისის გარეშე,ყველა მცენარის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად სწორად უვლიდით შეძენიდან პირველ ხანებში.დიდი,ელიტური მცენარებისათვის ადაპტაციის პერიოდი ძალიან კრიტიკულია,1-2 კვირა მცენარე აუცილებლად უნდა გავთავსდეს კარანტინში.საკარანტინე გარემო მაქსიმალურად უნდა მივუახლოვოთ მისთვის ჩვეულ პირობებს და რაც მთავარია,მოვარიდოთ სხვა მცენარეებს,დავაკვირდეთ და გამოვავლინოთ მავნებლებისა და დაავადებების ნიშნები.

არ მოსხნათ შეფუთვა სახლში მიტანისთანავე,რომ ტემპერატურის ცვლილების პროვოცირება არ მოვახდინოთ. თუ მცენარეს აქვს დაზიანების ნიშნები,აუცილებლად უნდა მოვაშოროთ,ან მოვაჭრათ და დავუმუშაოთ ზედაპირი.

თუ როგორ შევქმნათ საკარანტინე პირობები ცაკლე სტატიის თემაა,თუმცა არსებობს რამოცენიმე უნივერსალური წესი:

· შევეცადოდთ ავირჩიოთ გრილი სათავსო;

· დავიჭიროთ ჰაერის ზომიერი ტენიანობა;

· შევარჩიოთ ზომიერი განათება;

· ფრთხილად-ვრწყავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ გრუნტის ზედა შრე გაშრება.

თუ მცენარეს უფრო მეტი განათება ესაჭიროება,მაშინ 2-3 დღის შემდეგ გავზარდოთ განათების დრო.სუბსტრატი არ დავატენიანოთ ზომაზე მეტად და არც გამოვაშროთ.კარანტინის მანძილზე,უმჯობესია,თუ მცენარეს არ გამოვკვებავთ.

მხოლოდ მას შემდეგ,რაც მცენარე შეეგუება გარდამავლ გარემოს,და შევხედავთ,რომ კარგ ფორმაშია და ჯანმრთელია,შესაძლებელია მისი გადატანა მუდმივი განთავსების ადგილზე. ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

10 December 0 1 923
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно