იორდასალამის უხვად ყვავილობისთვის

ეს მცენარე ზოგან დიდი ბუჩქი იზრდება და გადაპენტილია ყვავილებით,ზოგან კი სულ რამდენიმე ყვავილს გაშლის და ეგაა.
მიზეზი მის მოვლაშია. თავიდან, შედარებით ნელა იზრდება და პატარა რჩება, შეიძლება ყვავილის ფერიც არ დაემთხვას მითითებული ჯიშის ფერს.

სრულად თავის თვისებებს იგი 5 წლიდან ავლენს. იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინება:

მორწყვა - წვიმიან და გრილ ამინდში იგი არ ირწყვება. სიცხეში კი მას 7-10 დღეში რწყავენ. განსაკუთრებით სჭირდება მაისის ბოლო- ივნისის დასაწყისში, ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად იზრდება და ამ დროსვე ხდება კოკრების ფორმირებაც. მომდევნო პერიოდი კი ივლის-აგვისტოა, როცა ყალიბდება ზრდის წერტილი.

ბევრი პირდაპირ ბუჩქის ქვეშ ასხამს წყალს, მაგრამ იქ ფესვები არაა - მხოლოდ სქელი ფესურაა, რომელშიც საკვებია მომარაგებული, მას შეწოვა არ შეუძლია. ახალგაზრდა წვრილი ფესვები კი პერიფერიაზეა განლაგებული. ამიტომ შეწოვის ზონა ბუჩქის ცენტრიდან 20-25 სმ რადიუსზეა, დიდ ბუჩქებს კი 40სმ ზე. სწორედ ასეთ რადიუსზე ირწყვება იორდასალამი. ბუჩქის ირგვლივ უნდა ამოითხაროს 10 სმ სიღრმის არხი და შიგ ერთ ბუჩქზე 3-4 სათლი წყალი ისხმება. მცენარეს საღამოს რწყავენ, რომ წყალი მიწამ შეიწოვოს და არ აორთქლდეს.

მიწის გაფხვიერება - ეს საჭიროა ყოველი წვიმის და მორწყვის მერე, რომ ფესვებმა ისუნთქონ და კარგად გაიზარდონ. 

გაფხვიერება ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ ფესვები არ დაზიანდეს: ბუჩქის ახლოს 5-7 სმ სიღრმეზე და 20-25 სმ განზე ცოტა ღრმად - 10-15სმ ზე.

კვება - როდესაც რგავენ იორდასალამს, ორმოში შეაქვთ სასუქი, ამიტომ პირველი 2 წელი მას არ სჭირდება კვება. მესამე წლიდან კი სეზონზე 4 ჯერ შეაქვთ სასუქი.

პირველად - როდესაც მიწიდან წითელი კვირტები გამოჩნდება. 1ს კ ამონიუმის გვარჯილას ხსნიან 10ლ წყალში და ამით რწყავენ, მერე მულჩას აყრიან - ნეშომპალას, იგი თანდათან მიაწვდის საკვებს მცენარეს.

მეორედ - კოკრობისას. ურევენ 0.5 ს კ ამონიუმის გვარჯილას, 0,5 ს კ სუპერფოსფატს და მესამედ ს კ კალიუმის მარილს, ნარევს ყრიან ბუჩქის ძირში და ჩაფარცხავენ შიგ.

მესამედ - ყვავილობისას იმეორებენ იმავეს, რაც კოკრობისას იყო.

მეოთხედ კი სრული მოყვავილების მერე - შეაქვთ 0,5 ს კ სუპერფოსფატი და მესამედი ს.კ კალიუმის მარილი.

სასუქი შეაქვთ წვიმის ან მორწყვის მერე. ჭარბი აზოტი ტოტების ზრდას გამოიწვევს, კოკრები კი ნაკლები ექნება, ამიტომ დოზების დაცვა აუცილებელია.

ყვავილების მოშორება - უხვი ყვავილობისთვის მცენარეს მოყვავილებულ ნაწილებს დროულად აშორებენ.

ეს განსაკუთრებით ეხება პირველ და მეორე წელს. ამ პერიოდში მასიური ყვავილობა არ აძლევს საშუალებას, მცენარემ ფესვთა სისტემა კარგად გაივითაროს.

იმისთვის, რომ ყვავილი დიდი გაიზარდოს ზედა ტოტებზე, გვერდითა კოკრებს აშორებენ, როცა მათი ზომა ბარდის მარცვლისხელა იქნება, მაგრამ თუ თაიგულისთვის მოსაჭრელად კი არ გინდათ ერთეული ყვავილები, არამედ უხვად აყვავებული ბუჩქის ნახვა გსურთ, ეს არ იქნება საჭირო.

მომჭკნარ ყვავილებს აცლიან მანამ სანამ გვირგვინის ფურცლები დასცვივა, რადგან წვიმიან ამინდში მიწაზე დაყრილმა ყვავილებმა შეიძლება ნაცრისფერი ლპობა გამოიწვიოს.

ბუჩქის გაახალგაზრდავება - იორდასალამი ერთ ადგილზე 50-100 წელი ცხოვრობს, მაგრამ რაც მეტი ასაკი აქვს, მით ნაკლებად ყვავილობს.

ამიტომ 8-10 წელიწადში ერთხელ მას განახლება სჭირდება - ბუჩქს თხრიან და ყოფენ ისე, რომ ერთ განაყოფზე 3-4 ზრდის წერტილი ჰქონდეს.ეს ხდება მხოლოდ აგვისტოში!

არც ისე რთული წესების დაცვით იორდასალამი ხანგრძლივად და უხვად იყვავილებს თქვენს ეზოში.
ჩვენი გუნდი facebook _ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

10 December 0 1 457
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно