სტრომანტეს ჭრელი ორნამენტები
ეს მცენარე ერთერთი ყველაზე ლამაზია ქაბისჩალისებრთა ოჯახიდან. თუმცა მოსავლელად არც ისე ადვილია. მცენარე სულ იცვლება, მუდამ მოძრაობაშია - ხან ზემოთ სწევს ფოთლებს, ხან ჰორიზონტალურად შლის, ხან მალავს ფოთლის ლამაზ ზედა მხარეს და მარტო ფოთლების ქვედა მხარეს გვანახებს. მისი ყურება უსასრულოდ შეიძლება: ფოთლების გრაფიკა, მისი ფერადი ზოლები საოცარ განწყობას ქმნის. მცენარე კი კოლექციის ვარსკვლავად იქცევა ხშირად.
მიუხედავად ამ მცენარის მსგავსებისა კალათეასთან, მისი არევა სხვებთან შეუძლებელია.
ბუნებაში მისი ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ ისინი სახლის კულტურაში გამოყვანილმა ჰიბრიდებმა და ჯიშებმა სულ განდევნა. ეს ახალი ჯიშები მხოლოდ ერთი სისხლისფერ - წითელი სტრომანტესგან შეიქმნა.
სტრომანტე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 40-100სმ სიმაღლის. მის დაბალ ბუჩქებში ტოტები საერთოდ არ ჩანს, მთლიანად დაფარულია ლამაზი, 35 სმ მდე სიგრძის ფოთლებით. ტოტები მეწამული ან ყავისფერია და იმეორებს ფოთლის ქვედა მხარის ფერს. ზედა მხარეზე კი ძირითადი ფერი მუქი მწვანეა,ხშირად ჭაობისფერი, მასზე კი სხვადასხვა ზომის და ფორმის ფერადი ლაქები ან ზოლები გასდევს - კრემისფერი, თეთრი, ვარდისფერი, ღია მწვანე. უზორი ჰგავს ბუმბულს, ან წიწვებს, ან კიდევ იმპრესიონისტების ნახატს. უჩვეულოა ფოთლის ტექსტურაც - იგი ატლასისებური ან ხავერდოვანია. მისი მოძრავი ფოთლები უფრო ძლიერ უსვამს ხაზს წითლის და მწვანის კონტრასტს, ეს უკვე მზისადმი დამოკიდებულების გამო ხდება.
მისი ფოთლები მუდამ მზისკენაა მიმართული.ხშირად ეს მოძრაობა შეუმჩნეველი რჩება და ამის წყალობით ყოველთვის სხვაგვარად წარმოაჩენს საკუთარ სილამაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ იგი დეკორატიულფოთლიანია, არც ისე ცუდი ყვავილობა აქვს. წვრილი თასისებრი ყვავილები წითელი ან თეთრი უცნაური ფორმის თანაყვავილით ინტენსიურად სურნელოვანია, შეკრული საგველა ყვავილედად. სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა პერიოდში ყვავილობს, უმეტესად თებერვალ-მარტში ან ზაფხულში. მაგრამ ყვავილობა ცუდად მოქმედებს მცენარეზე - ფოთლის დეკორატიულობა იკარგება, ბუჩქი წვრილდება, წყვეტს ზრდას და ცუდად აღდგება მერე. ამის გამო ყვავილებს ხშირად აშორებენ.
სტრომანტეს საუკეთესო ჯიშებია - ტრიოსტარი, მულტოკოლორი,ჰორტიკოლორი, მარუუნი, განსხვავებული ფერის ფოთლებით.
მოვლა - რთულია, მცენარე ძალიან პრეტენზიულია.ხშირად მის გაზრდას ურჩევენ სათბურებში, ფლორარიუმებში,ტერარიუმებში, ორანჟერეებში, ზამთრის ბაღებში და არა სახლში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ, იქონიოთ ასეთი ლამაზი მცენარე შინ. ნორმალურ პირობებს თუ შეუქმნით - არ დადებთ ორპირში, სიცივეში, მშრალ ჰაერზე და ხშირად გააკონტროლებთ მის მდგომარეობას, იგი დიდ პრობლემებს არ შექმნის, მით უფრო, რომ არ სჭირდება ზამთარში სპეციალურად სხვა გარემო.
განათება - მიუხედავად მისი მზეზე დამოკიდებულებისა, მცენარე არ ითხოვს ყველაზე ნათელ ადგილს. პირიქით, მზის პირდაპირი სხივები ფოთოლს უწვავს და აფუჭებს, ფოთლები იხვევა და მერე ძნელად აღდგება. მაგრამ არც ძალიან ჩრდილში შეიძლება მისი დადება. სტრომანტე 2 ან მეტი ფერადი ლაქით ფოთოლზე უკეთ ხარობს გაბნეულ სინათლეზე, ჩრდილში კი ფოთლის ფერები იკარგება. ასეთ ჯიშებს ზამთარშიც სტაბილური განათება სჭირდებათ, მათ გადადებენ მეტად განათებულ ადგილზე, სეზონური თავისებურებების კომპენსაციისთვის.
ტემპერატურა - ეს მცენარე ზედმეტად სითბოსმოყვარულია და ძალიან ეშინია სიცივის. ოპტიმალური ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 18-20გრ სჭრდება.უფრო დაბალ ტემპერატურაზე ვერ ძლებს, ზედა ზღვარი კი 30გრ მდეა. მას არც სუბსტრატის და ჰაერის ტემპერატურის დიდი სხვაობა მოსწონს. ამიტომ ქოთანს არ დებენ გამათბობელთან, იატაკზე, ფანჯრის რაფაზე, კონდიციონერთან, არ გააქვთ გარეთ და არ ანიავებენ ხშირად იმ ოთახს, სადაც იგი დგას.
მორწყვა - მთავარი პირობა სტაბილურად ტენიანობის შენარჩუნებაა ქოთანში, რომ არც ზედმეტად დაგროვდეს წყალი და არც მიწა გაშრეს ბოლომდე. რწყავენ მხოლოდ მიწის ზედა ფენის შეშრობისას მთელი წლის განმავლობაში. აუცილებლად უნდა გადაიღვაროს ქოთნიდან სადგამზე გამოსული წყალი რაც შეიძლება სწრაფად.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისთვის კომფორტული ჰაერის ტენიანობის შექმნა და შენარჩუნება. მცირე გადახრაც კი მოქმედებს მასზე და ფოთლის წვერებო უყავისფერდება, უხმება, ახალი ფოთოლი კი პატარა და შეუხედავია. სტრომანტეს სჭირდება 85-90% ტენიანი ჰაერი, რაც მხოლოდ ფლორარიუმ - ტერარიუმში და მათ ანალოგებში მიიღწევა. სახლის პირბებში კი ეს მაჩვენებელი 60-70 მაინც უნდა იყოს. ამ მიზნით მასთან ახლოს დებენ ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობებს ან ქოთანს შემაღლებულად დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე. დასჭირდება კიდევ ხშირი შესხურება. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურაც - ისიც თბილი უნდა იყოს.
კვება - მიუხედავდ მისი პრეტენზიულობისა, დიდად ნოყიერი მიწა არ სჭირდება და არც ხშირი კვება. ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. სასუქი შექვთ მხოლოდ მაის - აგვისტოს შუალედში 2 კვირაში ერთხელ ორჯერ შემცირებული დოზებით .გამოდგება დეკორატიულფოთლიანების სასუქი.
გასხვლა - შემოიფარგლება მხოლოდ საყვავილე ღერების მოცილებით, რომ მცენარის დეკორატიულობა შენარჩუნდეს.
გადარგვა - მისი ნორმალური ზრდა გავითარებისთვის საჭიროა მსუბუქი, ფხვიერი და მომჟავო ნიადაგი. შეიძლება მზა ნარევების გამოყენებაც როდოდენდრონის ან ქაბისჩალასებრთა ოჯახისთვის. ნიადაგი უნდა შეიცავდეს ფოთლოვან მიწას, ტორფის, ნეშომპალის, წიწვოვანი ნიადაგის, ქვიშის და ცოტა ხის ნახშირის დამატებით. გადარგვა ხდება ასაკის მიუხედავად ყოველწლიურად აპრილ-მაისში. რგავენ მოზრდილ ქოთანში კარგი დრენაჟის ფენით. სჯობს მიწიანად გადატანა, რომ ფესვი არ დაუზიანდეს. თუ მცენარე ძალიან გაიზარდა, ბუჩქს ყოფენ, მაგრამ ეს ხელით უნდა მოხდეს, რომ თითო ნაწილს თავისი მიწაც გაჰყვეს დაუშლელად, ესეც იმისთვის, რომ ფესვი არ დაზიანდეს. ქოთანი უნდა იყოს განიერი და არაღრმა, მცენარეს ცოტა მეტად ღრმად რგავენ, ვიდრე წინა ქოთანში იყო დარგული.
დაავადებები - მცენარე საკმაოდ გამძლეა და მხოლოდ არსწორი მოვლისას ავადდება. სიცივე დ ნესტი იწვევს ფესვის და ტოტების ლპობას, ჰაერის სიმშრალე აჩენს აბლაბუდა ტკიპას და ფარიანას, რასაც ებრძვიან ინსექტიციდებით, ფუნგიციდებით.
მშრალი ჰაერი იწვევს ფოთლის წვეროების ხმობა - გაყავისფერებას, და ფოთლებზე ყავისფერ ლაქებს.
პირდაპირი მზის სხივები ფოთლების დახვევას განაპირობებს, ჭარბი კვების დროს ფოთლის ფერი იცვლება, ყვითლდება ან უფერულდება, მაგრამ ტექსტურა შენარჩუნებულია.არასაკმარისი განათების გამო ჭრელი ფოთლები ფერს კარგავს.
გამრავლება - შესაძლებელია ვეგეტატიურად და თესლით, თუმცა სახლის პირობებში თესლი ნელა მწიფს, სჭირდება 2ჯერადი სტრატიფიკაცია და რთული პირობები. ამიტომ უკეთესია ბუჩქის დაყოფა. ეს შეიძლება ყოველი გადარგვისას. ბუჩქს 2-3 ნაწილად ჰყოფენ და ცალკე რგავენ შედარებით პატარა ქოთნებში.
ცოტა რთულია ტოტით გამრავლებაც - გაზაფხულზე აჭრიან ტოტებს მესამე ფოთლის ქვეშ. იგი კარგად ფესვიანდება წყალშიც, მაგრამ აუცილებელია პოლიეთილენის პაკეტის ჩამოცმა. ზოგ სახეობას გვერდითა როზეტები უვითარდება. შეიძლება მათი მოცილება და დაფესვიანება სუბსტრატში ასევე პაკეტში.
ჩვენი ჯგუფი facebook - ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები თარგმანი თ. სუპატაშვილის