ოთახის ვარდების ადაპტაცია

ოთახის ვარდების ადაპტაცია-არსებობს ისეთი ადამიანი  ვინც ერთხელ მაინც არ მოხიბლულა მინიატურული ვარდების მშვენიერებით? ზოგს საჩუქრად უძღვნიან თაყვანისმცემლები ან კოლეგები,მაგრამ ყველამ ყველამ ვერ შეძლო მასთან დამეგობრება და ახლა მიაჩნია რომ მინიატურული ვარდი ძალიან ჭირვეული და ნაზი მცენარეა,რომელიც დიდხანს არ ცოცხლობს.ამ სტატიაში მიიღებთ პასუხებს რომლებიც ხშირდ გიჩნდებათ მინიატურული ვარდების სახლის პირობებში მოვლის პროცესში.ამაში დახმარებას გაგვიწევს ვარდების მცოდნე სპეციალისტი,დიდებული ბაღის დიასახლისი,რომელიც 270 სახეობის ვარდის კოლექციონერია - იულია თადეუში.

როგორ ვარდებს ვყიდულობთ?-ი.თადეუში: ‘’ყველაზე ხშირად ყიდიან ქოთანში ჩარგულ მინიატურული ვარდების სხვადასხვა სახეობას.ეს კორდანის სახეობის ვარდებია,რომელსაც კომპაქტური ბუჩქი და მომცრო ყვავილები ახასიათებს.მათი ანალოგია  Turbo-ს ჯიშის ვარდები,მათ უფრო მსხვილი ყვავილები აქვთ,მაგრამ Patio-ს ყველაზე მსხვილი ყვავილები აქვს კომპაქტურ ვარდებს შორის.Patio -ეს არის ვარდების ჯგუფი რომელიც ბაღშიც ხარობს.მათთვის დამახასიათებელია შედარებით დიდი ზომის ყვავილები და ბუჩქი.’’ქოთნის ვარდები რომელიც შეძენილია ყვავილების მაღაზიაში,ხასიათდება კომპაქტური ზომით (15-25სმ.) და  შეუჩერებელი ყვავილობით მაისიდან ოქტომბრამდე.მათი ყვავილების დიამეტრი არ აღემატება1,5-2 სანტიმეტრს,აქვთ მრავალგვარი შეფერილობა,სავსე და ხუჭუჭი ბუტონები,ხშირად კი არომატიც.ამ მცენარეების ასაკი 2-3,5 თვეს არ აღემატება დაფესვიანებიდან.როგორც წესი ჩარგულია 4-4 ცალი 10 სანტიმეტრიან ქოთნებში,ან 3-3 ცალი 6 სანტიმეტრიან ქოთნებში.ისინი ჯერ არც კი მოღონიერებულან და უცებ იღებენ ასეთ სტრესს - კომფორტული სათბურებიდან ხვდებიან თქვენს ბინებში,სადაც სულაც არაა მათთვის იდეალური პირობები.

ი.თადეუში: ‘’ვიდრე შეიძენთ ასეთ ვარდებს კარგად დაათვალიერეთ ბუჩქი,მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული რამდენად ხანგრძლივად იცოცხლებს მცენარე.მხოლოდ ძალიან გამოცდილ მეყვავილეებს შეუძლიათ დასუსტებული მცენარის გადარჩენა.პირველ რიგში დაათვალიერეთ ტოტები და ფოთლები.ტოტებზე არ უნდა შეინიშნებოდეს შავი ლაქები,ეს მიგვანიშნებს რომ შეიძლება მცენარე სოკოთია დაავადებული.ფოთლები უნდა იყოს მწვანე ფერის,ხშირი და არ უნდა ცვიოდეს ტოტებიდან ადვილად.ფოთლებზე თეთრი ნადები მცენარის ნაცრით დაავადებაზე მიგვანიშნებს,ყავისფერი ან შავი ლაქები -ფოთლების სოკოვან დაავადებაზე.გაყვითლებული და ჩამოცვენილი ფოთლები დასუსტებული და გამოფიტული მცენარის ნიშანია,ან იგი ზედმეტად იქნა მორწყული.კარგად შეამოწმეთ მავნებლების კვალი ხომ არ ეტყობა მცენარეს.ვარდი ყველაზე ხშირად ავადდება ფარიანათი,აბლაბუდიანი ტკიპით და ვაზის ცრუფარიანით.’’

როგორ დავეხმაროთ ვარდებს ადაპტაციაში?

როგორც კი ვარდი მოხვდება თქვენს ბინაში,მაშინვე გაანთავისუფლეთ იგი პოლიეთილენისაგან,რაშიც ხშირად ყიდიან ვარდებს.გაასუფთავეთ მიწის ზედაპირი ჩამოცვენილი ფოთლებისაგან და ყურადრებით დააკვირდით ხომ არ შეინიშნება მავნებლები.გახსოვდეთ,რომ ყიდვის შემდეგ პირველი 2-3 კვირა ვარდისთვის ყველაზე რთული და სტრესული იქნება.მზად იყავით რომ შეიძლება მან დაყაროს ყველა ფოთოლი და ბუტონი.თუმცა ადაპტაციის გავლის შემდეგ ვარდი კვლავ განაგრძობს ზრდას და 1-1,5 თვის შემდეგ ყვავილობას იწყებს.

ყიდვიდან  პირველი 2-3 კვირა ვარდებისათვის ყველაზე რთული და სტრესული იქნება.

ი.თადეუში: ‘’დაიწყეთ ვარდზე ზრუნვა მისი ყიდვის შემდეგ.თუნდაც მას ვერანაირი მავნებელი ვერ აღმოუჩინოთ,მოტანისთანავე ჩამორეცხეთ თბილი შხაპით,ეს აბლაბუდიანი ტკიპის კარგი პროფილაქტიკაა.ასევე კარგი იქნება ვარდის დამუშავება სისტემური პრეპარატით -აქტარით.მხოლოდ გახსოვდეთ რომ აქტარა ტკიპის წინააღმდეგ ვერ მოქმედებს,დანარჩენ მავნებლებს კი ანადგურებს.’’

აბლაბუდიანი ტკიპის საწინააღმდეგოდ ვარდს შესხურეთ პრეპარატი ფიტოვერმი ან აგროვერტინი.

‘’თუ თქვენ უკვე დაყვავილებული ვარდი შეიძინეთ,შეგიძლიათ გადარგათ მაშინვე,უფრო სწორად გადასვათ მიწის კოშტის დაუშლელად,ოდნავ დიდი ზომის ქოთანში,დაუმატეთ ვარდების შესაფერისი ნოყიერი გრუნტი.კარგი იქნება მზა სუბსტრატის შეძენა.გადარგვის შემდეგ ვარდი რამდენჯერმე დაამუშავეთ ზრდის სტიმულატორებით - ეპინით ან ცირკონით.’’

ვარდის ძირითადი მოვლის წესები სახლის პირობებში

მდებარეობა-ვარდი მიჩვეულია ღია ადგილებში ინტენსიური მზის სხივებით განათების პირობებში ყოფნას.ამიტომ მისთვის ყველაზე ნათელი ადგილი უნდა შეარჩიოთ სახლში.საუკეთესო იქნება აღმოსავლეთის და დასავლეთის ფანჯრები.

მორწყვა-მუდვიმად ტენიანი ნიადაგი ვარდის ხანგრძლივი ყვავილობის და სიცოცხლის ხელისშემწყობი ფაქტორია.მორწყვა ხდება ზედა ფენის შეშრობისთანავე.დაუშვებელია სადგამ თეფშზე წყლის ჩარჩენა და კიროვანი ნალექის გაჩენა,რასაც თეფშზე რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის დაგუბება იწვევს,თითქოს ‘’ლბება’’ ნიადაგი,როგორც ტაშტში ჩამბალი სარეცხი.ნიადაგის შემოწმების ყველაზე კარგი ინდიკატორია მისი შემოწმება თითის ოდნავ დაწოლით.თუ დაწოლისას წყალი გამოჟონავს ან თითზე სისველეს იგრძნობთ,მაშინ მორწყვა სჭირო არაა.თუ თითი მშრალი დარჩა მაშინ მორწყვის დროა.ასე უნდა მოიქცეთ ყოველდღე რომ დარწმუნებული იყოთ ნიადაგის ტენიანობაში.ვარდი ირწყვება ოთახის ტემპერატურის,ან ოდნავ თბილი,ნადგომი წყლით.ოპტიმალური მეთოდია ნიადაგის ზემოდან დასხმა,არ დაგავიწყდეთ თეფშზე გამოსული წყლის გადაღვრა.

მუდამ ტენიანი ნიადაგი ვარდის ხანგრძლივი ყვავილობის და სიცოცხლის წინაპირობაა.

კვება-ვარდი ნამდვილი ‘’ღორმუცელაა’’! ოთახის პირობებში ვარდი უმჯობესია კვებოთ უნივერსალური,კომპლექსური ან მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი ორგანული სასუქით.სასუქის მიწოდება ხდება მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ინსტუქციაში მითითებული კონცენტრაციით.

ი.თადეუში: ‘’რაც შეეხება კვებას.უპირატესობას ვანიჭებ ‘’ბონა ფორტეს’’ ვარდებისათვის.მასში ყველა აუცილებელი მიკროელემენტია შეტანილი.შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფოთლებზე შესასხურებელი ისე მოსარწყავი საშუალება.’’

გადარგვა

სასუქის რეგულარული მიწოდებისას ნიადაგი ვერ ასწრებს გამოფიტვას,ამიტომ გადარგვა არ ღირს,მაგრამ თუ მიწამ შეიცვალა ფიზიკური მახასიათებლები - დამძიმდა ან პირიქით, მტვერს დაემსგავსა,ანდა მცენარისთვის ქოთანი უკვე პატარაა მაშინ უნდა მოხდეს გადარვა.ეს პროცედურა თებერვალში უნდა ჩატარდეს,ვიდრე ვარდი ზამთრის ძილისაგან გამოფხიზლდება.ქოთნის ძირში იყრება კერამზიტი,თუ ქოთანს საკმარისი ზომის და რაოდენობის ნასვრეტები აქვს წყლის გამოსასვლელად მაშინ შეიძლება დრენაჟის ფენის გარეშეც გადაირგას.ასევე საჭიროა გადაირგას რამდენიმე ერთად ჩარგული ვარდიც ცალკე,ინდივიდუალურ ქოთნებში.ცალკე დარგული ვარდი უფრო თანაბრად და სრულფასოვნად იზრდება.

ნიადაგი-ვარდისთვის ნებისმიერი უნივერსალური ან სპეციალური ნიადაგი გამოდგება.დამოუკიდებლად სუბსტრატის შერევის შემთხვევაში აიღეთ 2 წილი კორდის მიწა,1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა ან ნეშომპალა,1 წილი ტორფი ან ჩამოცვენილი წიწვები და 0,5 წილი ქვიშა.

გასხვლა-ვარდი ისხვლება ზამთრის დადგომამდე.უნდა მოეჭრას ყველა სუსტი და განუვითარებელი ტოტი,ასევე ბუჩქის შიგნითა მხარეს მზარდი ყლორტებიც.მოჭრილი ტოტები შესაძლოა დაკალმდეს,დაუტოვეთ  2-4 მუხლი - რაც უფრო ღონიერი ტოტია მით ნაკლებ მუხლს უტოვებენ.ფესვთან ახლოს ამოსული ახალი ამონაყარი ტოტები ძალიან ფასეულია,იგი გვანიშნებს რომ მცენარე ჯანსაღია,დროთა განმავლობაში ეს ამონაყარები ძველ,მობერებულ ტოტებს ჩაენაცვლება.გასხალით ასეთი ამონაყარები 3-4 მუხლის სიმაღლეზე და მოუფრთხილდით მათ.

გამრავლება-ვარდების კალმებით გამრავლებისას პრეპარატი გეტეროაუქსინი ყველაზე კარგ შედეგს იძლევა.კალმების აჭრა უნდა მოხდეს მაისიდან აგვისტომდე.მათი სისქე 2,5 -3,5 მილიმეტრი უნდა იყოს და 2-3 მუხლი გააჩნდეს.გამჭვირვალე ჭიქაში 3 სანტიმეტრის სიმაღლეზე ჩაასხით წყალი,გახსენით მასში გეტეროაუქსინის ტაბლეტი (დოზა მითითებულია ეტიკეტზე) და ჩადეთ მომზადებული კალმები.ჩვეულებრივ კალმები 2-3 კვირაში ფესვიანდება,მთავარია ამ პერიოდში წყალი არ გამოუცვალოთ,მხოლოდ მოკლების შემთხვევაში  ჩაუმატეთ ცოტ-ცოტა.როდესაც ფესვები 1,5-2 სანტიმეტრს მიაღწევს სიგრძეში,კალმების გადარგვა უკვე შესაძლებელი იქნება მომცრო ქოთნებში.გადარგვის შემდეგ რამდენიმე დღე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.კალმები მალევე იწყებენ ზრდას და თუ დაფესვიანება გაზაფხულზე მოხდა,ორ თვეში აყვავდებიან კიდეც.

ტაბუ ვარდებისათვის!-სხვადასხვა წყაროებში შეიძლება ამოიკითხოთ რომ ვარდს უყვარს წყლის შესხურება და ჰაერის მაღალი ტენიანობა.პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ასეთი შესხურებები მხოლოდ სოკოვანი დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს,რომლებიც ვარდს  რამოდენიმე დღეში გაანადგურებენ.ვარდი შესანიშნავად იზრდება სტანდარტული ტენიანობის პირობებშიც ნებისმიერ ოთახში.

მომზადება და მოვლა ზამთრისათვის-აცივებასთან ერთად ჩვენს ბინებში ირთვება გამათბობლები,დღის ხანგრძლივობა იკლებს.ვარდს მოწყენილობა ეტყობა,უმცირდება ყვავილების რაოდენობა,ყვავილები განუვითარებელია,ფოთლებიც ცვენას იწყებენ.ყველაზე საუკეთესო რაც ამ დროს შეიძლება გააკეთოთ ისაა,რომ მისცეთ ვარდს დასვენების საშუალება.ამისათვის ნოემბერში თანდათან შეამცირეთ მორწყვა კვირაში 1-2 მდე,გასხალით ვარდი და დაგდით გრილ ადგილზე (5-8C) თებერვლამდე.ასეთი ადგილებია ლოჯი,სარდაფი,შემინული აივანი ან გრილი სათავსო.

ი.თადეუში:’მთავარი პრობლემაა - მშრალი ჰაერი,განსაკუთრებით ზამთარში,როდესაც მცენარე იძინებს.მისთვის განკუთვნილი ადგილი მზიანი უნდა იყოს,მაგრამ არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები.ძირითადი სიძნელე ვარდისათვის არის გამათბობელი ან ცენტრალური გათბობა.ამიტომ უკეთესია ზამთარში ვარდს შეუმციროთ მორწყვა და დადგათ გრილ ადგილას.ოთახში შეიძლება ძლიერი სინათლის ნაკლებობა იგრძნობოდეს,ამიტომ გამოიყენეთ დღის სინათლის ან სპეციალური ფიტონათურები.თუ განათების გამოყენების საშუალება არაა,მაშინ ტემპერატურა მინიმალური უნდა იყოს,დაახლოებით 10C,რათა ბოლომდე შეჩერდეს მცენარის განვითარება.ტენიანობის შესანარჩუნებლად ხანდახან გააფრქვიეთ შესასხურებლის მეშვეობით მცენარის მახლობლად წყალი,მაგრამ მცენარეს არ შეასხუროთ.სოკოვანი დაავადებებისაგან თავის დასაცავად შეიძლება ბუნებრივთან მიახლოებული პირობების შექმნა ვარდისათვის.მორწყვა მინიმუმამდე დაიყვანეთ,დადგით მცენარე ისეთ ადგილზე სადაც ტემპერატურა 0-თან ახლოსაა.მცენარე დაყრის ფოთლებს და ამის შემდეგ სინათლის საჭიროება აღარ ექნება.’’უკეთესია ზამთრის პერიოდში შეუმციროთ ვარდს მორწყვა და დადგათ გრილ ადგილზე.თებერვალში უკვე კვირტებდაბერილი ვარდი  გადააქვთ ჩვეულ ადგილზე და თანდათან აჩვევენ ტენიან ნიადაგს.ი.თადეუში:’ზაფხულში უკეთესია ვარდის გარეთ გატანა,კარგია თუ გაქვთ აივანი,მაგრამ უმჯობესია ბაღში დადგათ მთელი ზაფხულის განმავლობაში.ვარდების განვითარებისა და ყვავილობისათვის იდეალურია სუფთა ჰაერი’’.

ვარდი საკმაოდ ჭირვეული ტემპერამენტის მქონე ქალბატონია,ვერ ეგუება მკვეთრად გარემოს შეცვლას,შეიძლება უეცრად დაავადდეს,არ გაპატიებთ გამშრალ ნიადაგს და უყურადღებობას.თავისი ხასიათის სიმკაცრეს  ავლენს  ყველა ყვავილისა და კვირტის ჩამოცვენით.სამაგიეროდ მას სამი თვის განმავლობაში სძინავს და შვიდი თვე ყვავილობს.პირდაპირ უნდა ითქვას რომ ეს ყვავილი დაუღალავი და თავდაუზოგავი სილამაზის მოყვარულებისთვისაა,რომლებიც დღეს იწყებენ თავისი ყვავილების კოლექციის დათვარიელებითა და შემოვლით და ამთავრებენ თავისი მცენარეული ‘’განძეულის’’ მედიტაციური ტკბობით.
თარგმანა ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილი

04 February 0 21 002
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно