გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

წინწკალას-Gypsophila დარგვა მოვლა

ეს მცენარე მიხაკისებრთა ოჯახს ეკუთვნის, სახელი ლათინურია და კირის მოყვარულს ნიშნავს, ამ მცენარის ბევრი სახეობა სწორედ კირიან ნიადაგზე იზრდება, სულ 100 მდე სახეობაა ცნობილი ერთ და მრავალწლიანი ბალახოვანი, რომლებიც ბუნებაში გვხვდება ევრაზიაში, ჩრ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში. საბაღე კულტურად იყენებენ როგორც ერთ, ისე მრავალწლიან მცენარეებს. 

წინწკალას ძლიერი ფესვი აქვს, კარგად დატოტვილი, ღერო თითქმის უფოთლო, სწორმდგომი ან მიწაზე გართხმული, სიგრძეში აღწევს 20-50სმ ს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ან ლანცეტისებრი. ყვავილედები საგველა, მარტივი ან ხუჭუჭა პატარა ყვავილებით, უმეტესად თეთრი ან ვარდისფერი. ნაყოფი - ერთბუდიანია, მრავალთესლიანი. თესლი ამოსვლის უნარს ინარჩუნებს 2-3 წელი.

დათესვა - ერთწლიანი წინწკალა მხოლოდ თესლით მრავლდება. ითესება ზამთარში ღია გრუნტში, გაზაფხულზე ჩითილები გადააქვთ მუდმივ ადგილზე. მრავალწლიანს ზრდიან ჩითილებიდან - თესავენ ადრე გაზაფხულზე კონტეინერებში 0,5სმ სიღრმეზე, აფარებენ მინას და დებენ ნათელ თბილ ადგილზე.

ჩითილები - 2 კვირაში ნათესი ამოდის და გადარგვა სჭირდება მცენარეებს შორის 15 სმ დაშორებით, მერე სჭირდება დამატებითი განათება, რადგან ნორმალური ზრდისთვის 13-14 სთ იანი განათება უნდა, გაზაფხულზე კი დღე ჯერ კიდევ პატარაა. 

დარგვა - როდესაც ნათესს 2-3 ნამდვილი ფოთოლი ამოუვა, მათ რგავენ მუდმივ ადგილზე. მრავალწლიანები დიდხანს ჩერდებიან ერთ ადგილზე. ამიტომ იგი სწორად უნდა შეირჩეს. მისთვის შესაფერისი ადგილია მშრალი, მზიანი, ჰუმუსიან კირიანი ნიადაგით. თუ ნაკვეთში ასეთი მიწა არაა, შეაქვთ 25-50გრ კალციუმის კარბონატი კვ მ ზე. მას არ რგავენ მდინარის პირას - ფესვებში ბევრ წყალს ვერ იტანს.

დარგვისას ფესვის ყელი მიწის ქვეშ არ უნდა მოხვდეს. მეორე წელს დარგვიდან ყოველ მეორე ბუჩქს იღებენ, რადგან ერთ მცენარეს სჭირდება 1კვ მ ფართობი. ამოღებული მცენარე კი გადააქვთ ახალ ადგილზე. ასე იქცევიან დეკორატიულობის გაზრდისთვის, წინწკალა კარგია მოჭრილი ლარნაკშიც და თაიგულების გასაფორმებლადაც. თესლიდან გაზრდილი მცენარე იყვავილებს მას მერე, რაც 12 წყვილი ფოთოლი ექნება, საუკეთესო ფორმაში კი დარგვიდან 3 წლის მერე იქნება. 

მოვლა - მისი მოვლა ადვილია და დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია. მას რწყავენ მხოლოდ გვალვაში. სასუქი შეაქვთ 2-3 ჯერ სეზონზე- მინერალური და ორგანული მორიგეობით. ორგანულისთვის გამოდგება ნაკელის ნაყენი. ახალი ნაკელი არ შეიძლება - წინწკალა მას ვერ იტანს.

გამრავლება - მცენარე კალმითაც მრავლდება. ტოტებს აჭრიან მცენარეს მაისში, კალმებად ჭრიან აგვისტოში. სუბსტრატი უნდა იყოს ფხვიერი, უმატებენ ცოტა ცარცს, რგავენ 2 სმ სიღრმეზე, დებენ 20გრ ზე, 12 სთ იანი განათების ადგილზე 100% ჰერის ტენიანობის პირობებში. ეს პირობები იქმნება სათბურში. ღია გრუნტში დაფესვიანებული კალმები გადააქვთ ისე, რომ საშემოდგომოდ უკვე შეგუებულნი იყვნენ გარემოსთან. 

დაავადებები - არასწორი მოვლისას ემართება ნაცრისფერი ლპობა ან ჟანგა, ზოგჯერ აწუხებს ნემატოდა. დაავადებებს ებრძვიან კონტაქტური ფუნგიციდებით, ნემატოდას კი ფოსფამიდით 3-5 დღიანი ინტერვალებით რამდენჯერმე.

მრავალწლიანი წინწკალა ყვავილობის შემდეგ - შემოდგომაზე მცენარე ხმება და ყვავილის ადგილს პატარა კოლოფი იკავებს თესლით. მათ ჭრიან, ახმობენ, ხსნიან და იღებენ თესლს, კარგად გამშრალს ყრიან ქაღალდის პაკეტებში და ინახავენ. 

შემოდგომის ბოლოს ჭრიან მცენარეს ისე, რომ დარჩეს 3-4 მსხვილი ღერო, ზემოდან აყრიან მშრალ ფოთლებს, თუ მოსალოდნელია ცივი ზამთარი. 

სახეობები - საგველა წინწკალა,- ბურთის ფორმის მრავალწლიანი ბუჩქი წვრილი თეთრი ან ვარდისფერი ყვავილებით. ჯიშები - ბრისტოლ ფეირი, ფინქ სტარ, ფლამინგო.

-მოხდენილი - ერთწლიანი პატარა მცენარე უხვად მოყვავილე. ჯიშები - როზა, კარმინი. დაბლ სტარ - მხოხავი - ერთწლიანი 30სმ იანი დატოტვილი ბუჩქი. ჯიშები -ფრენსის, მონსტეროზა. ჩვენი ჯგუფი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები თარგმანი: თ.სუპატაშვილის

03 December 0 9 806

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно