მცენარეები რომლებიც არ ყვავილობს გრილი გამოზამთრების გარეშე
ზამთარი - ყველაზე რთული პერიოდია ნებისმიერი ოთახის მცენარისთვის.მაგრამ ლამაზადმოყვავილეების უმრავლესობისათვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია.რადგან მნიშვნელოვანია როგორ ‘’ისვენებს’’ მცენარე,გამოზამთრებაზე დამოკიდებულია გაგახარებთ ყვავილებით თუ არა.მცენარის ყვავილობას თითქმის ყოველთვის სიგრილე სჭირდება,რომლის მიღწევაც არც ისე ადვილია საცხოვრებელ ბინაში.გრილად გამოზამთრება ესაჭიროებათ კაქტუსებს,პელარგონიებს,როდოდენდრონებს და ეგზოტიკური მცენარეების უმრავლესობას.ამ სტატიაში მოგითხრობთ რომელი მცენარე არ იყვავილებს არასწორად გამოზამთრების შემთხვევაში.
ცივი ან გრილი გამოზამთრების აუცილებლობა არის ფაქტორი,რომელიც ხშირად აფრთხობს მოყვავილე მცენარეების მოყვარულებს,რადგან ამ პირობის მკაცრად დაცვა აუცილებელია მორიგი ყვავილობისათვის.სახლში კი არც ისე ბევრი ადგილია სადაც შესაბამისი სიგრილე და განათებაა.
თითქმის ყველა მკვეთრი და უხვადმოყვავილე მცენარე მხოლოდ გრილი გამოზამთრების შემთხვევაში ყვავილობს,მხოლოდ მცირე გამონაკლისებია ამის გარეშე.სიგირლის პერიოდი იმ მცენარეებსაც ესაჭიროებათ რომლებიც ზამთარში ყვავილობენ.
1.კაქტუსები - ყველა მოყვავილე სახეობა
მოყვავილე კაქტუსებისათვის საჭიროა მკვეთრი განათება,სწორი მოვლა გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში და აუცილებელია სიგრილე ზამთარში.,საშუალო ტემპერატურა კაქტუსებისათვის 5-დან 10 გრადუსამდე.ტენისმოყვარული ტყის კაქტუსები კი +15 გრადუსზე იზამთრებენ(დიკოკაქტუსი,მელოკაქტუსი).
2.ყველა სახეობის და ჯიში პელარგონია
კლასიკური ზონალური პელარგონია თავისი მოხატული ფოთლებით და თვალისმომჭრელი ქოლგა ყვავილედებით,სურნელოვანი პელარგონია,რომელიც შეიძლება ლიმონის,ვაშლის,კედრის,მუსკატის ან ფორთოხლის სურნელს აფრქვევდეს,ამპელური,სამეფო - ყველა მათგანი გრილად უნდა გამოაზამთროთ.იდეალურია +10 გრადუსი ცელსიუსით,თუმცა უფრო დაბალი ტემპერატურის ატანაც შეუძლიათ(+3).
3.აზალია-როდოდენდრონები და სხვა მოყვავილე ბუჩქები
მინიატურული ქოთნის როდოდენდრონები განთქმულია თავისი უხვი ყვავილებით.ამ ლამაზი,ვარდისფერის და წითლის ყველა გამაში მოყვავილე მცენარის ნახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ნოემბრიდან მათ +5 დან +10 გრადუსამდე ტემპერატურაზე მოათავსებთ(პირველი კვირტების გაშლამდე).
ასეთივე პირობები ესაჭიროება მირტს,ციტრუსებს,კამელიებს,აბუტილონს,ნემატანტუსს,მანუკას.მოყვავილე ბუჩქოვანი მცენარეებიდან მხოლოდ ჰიბისკუსი იზამთრებს უფრო თბილად.
4.შესანიშნავი ეთიოპიური ზანტედესკია
ფრთათეთრა- კალა,როგორც ჩვენ ვუწოდებთ ამ მცენარეს.მას ამშვენებს ფართო,დატალღული ფოთლები და დიდებული ყვავილები.იზამთრებს + 8 გრადუსიდან +12-მდე დეკემბრის ბოლომდე და შემდეგ +15 გრადუსი იანვარ - თებერვალში.
5.სტეფანტოსი და სხვა მოყვავილე ლიანები
უნაზესი მადაგასკარის ჟასმინის ყვავილობისათვის საჭიროა ზამთარში + 12,მაქსიმუმ +15 გრადუსი სითბო.ასევე მნიშვნელოვენია ფრთხილი განიავება და მეტი სინათლე.
პასიფლორას ვარსკვლავის მსგავსი ყვავილების გასაშლელად ზამთარში +7- დან +12 გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება.მანდევილა და მედინილა თავისი მკვეთრი ყვავილობით უპირატესობას ანიჭებენ +15 გრადუს სითბოს.ბუნგენვილია,მრავალყვავილა ჟასმინი და მეჩხერი მანდევილა კი +5 +10 გრადუსზე უნდა გამოაზამთროთ.
6 სტრეპტოკარპუსი
მომხიბვლელი ზანზალაკები მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება,თუ სტრეპტოკარპუსს ნოემბრიდან სიგრილეში ამყოფებთ.ოპტიმალურია +12-დან +14 გრადუსამდე.ფრთხილი ქვედა მორწყვის პირობებში,ისე რომ მორწყვა ჭარბი არ იყოს.
7.სინინგია-გლოქსინია და მისი კონკურენტები
უზარმაზარი,დიდებული რუშების მქონე ზანზალაკები სინინგიას მხოლოდ სრულად მშრალი პერიოდის შემდეგ ეშლება.ბოლქვები მშრალ სუბსტრატში(ან მის გარეშე) უნდა შეინახოთ +10 დან + 15 გრადუსამდე.
+12-დან +15 გრადუსამდე ტემპერატურა ესაჭიროება ჰემანტუსს,ჰიპეასტრუმს,ციკლამენს,კლივიას.
8.ცრუწიწაკისებური ძაღლყურძენა
შხამიანი და მკაფიო იერუსალიმის ალუბალი უკეთესია გამოაზამთროთ არა სიგრილეში,არამედ თითქმის სიცივეში +8 +10 გრადუსამდე.ეს ერთადერთი პირობაა მისი ყვავილობისა და შემდეგ ნაყოფის გამოღებისათვის.
ასეთივე ტემპერატურა სჭირდება ნერტერას.
9.ვარდი და სხვა ბაღის მცენარეები
ბალახოვანი მრავალწლიანი ბუჩქები,რომლებიც წარმატებით იზრდება ოთახის ან ნაწილობრივ ბაღის ფორმატში,საჭიროებენ საბაღე მცენარეების ანალოგიურად გამოზამთრებას.
ქოთნის ვარდები,ჰორტენზია,პლუმბაგო უნდა გამოაზამთროთ მკვეთრ განათებაზე და +5 გრადუსის ფარგლებში.მრავალწლიანები,როგორიცაა პრიმულა და კამპანულა საჭიროებენ +10 +15 გრადუსს სითბოს.
10.ერთწლიანები
ყველა მათგანი,სეზონურიც და დროებითიც,მოითხოვს ხშირ განახლებას ახალგაზრდა მცენარით.მათ გრილი გამოზამთრება ესაჭიროებათ.ასეთია ბიზანტიური სხიზანტუსი და ეუსტომა(+5 დან +10გრადუსამდე),კალცეოლარია(ერთი თვე +10 გრადუსი), ცინერარია (+8 +10),ჰერბერა,ეკზაკუმი და კატარანტუსი(+15 +16).
მრავალ სხვა მცენარეს ზამთარში +15 გრადუსი სითბო სჭირდება - იაკობინია,იკსორა,ბალზამინები,გლორიოზა,პუანსეტია,კოლუმნეა,ბრიოფილუმი,ბროვალია,არდიზია,ანთურიუმი,ანიგოზანტუსი,ალამანდა,ესხინანტუსი და სხვა.
რომელ მცენარეებს არ სჭირდება სიგრილე ზამთარში? თუ თქვენ არ გაქვთ პირობები ამ ლამაზმანების გრილი გამოზამთრებისათვის,არ იდარდოთ,არსებობს უამრავი მცენარე,რომლებიც მოსვენების ცივი პერიოდის გარეშე ყვავილობს.მათ შორისაა - სპატიფილუმი,ბეგონიები,კალანჰოე,მორცხვი მიმოზა, და სენპოლიები.ასევე ეგზოტიკური და ექსტრავაგანტური მცენარეები - ჰოია,გარდენია,ეპისცია,კროსანდრა,აკალიფა,კლეროდენდრონი,პახისტახისი,რუელია.
საყურადღებოა ფალენოპსისები და სხვა ორქიდეები,რომლებისთვისაც საკმარისია დღეღამური ტემპერატურული განსხვავება(ზიგოპეტალუმი,ვანდა,პაფიოპედილუმი,კატლეა)
სწორად მოვლა სიგრილეში
ნებისმიერი მცენარე,რომელიც სიგრილეში იზამთრებს,საჭიროებს ყურადღებით დაკვირვებას,პერიოდულად დათვალიერებას,სისუფთავეს,მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - კვების და მორწყვის კორექციას.
მორწყვები მცირდება ჯერ კიდევ შემოდგომიდან,თანდათან ხდება სუბსტრატის მეტად შეშრობა და რეკომენდაციების ზუსტი დაცვა კონკრეტული მცენარისათვის.
სრული მოსვენების პერიოდში ყოფნის და ფოთლების დაცვენის შემთხვევაში მორწყვა თითქმის წყდება.იმ მცენარეს კი რომელსაც შენარჩუნებული აქვს ფოთლები - რწყავენ ფრთხილად,ნიადაგის ოდნავი ტენიანობის შენარჩუნებით.კვება და სასუქის მიწოდება სრულიად წყდება ტემპერატურის მომატებამდე და ვეგეტაციის დაწყებამდე.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის