ოთახის მცენარეების მორწყვის ათი მთავარი წესი

ნებისმიერი ოთახის მცენარისათვის სწორად ან არასწორად მოვლა ყოველთვის უკავშირდება მორწყვის ხარისხს.კორექტული მორწყვის მთავარი წესებია - ბალანსის პოვნის უნარი,ნიადაგის დატენიანების პროცესთან გონივრული მიდგომა, მცენარის ‘’მოსმენა’’ და უკიდურესობებისაგან თავის არიდება.თუმცა მხოლოდ ეს არა,რადგან ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია.მორწყვის წესების საბაზისო ცოდნა თავიდან აგაცილებთ შეცდომებს ამ მნიშვბელოვანი პროცედურის შესრულებისას.გავეცნოთ ამ წესებს ახლოს.

1. ხარისხიანი მორწყვა იწყება ხარისხიანი წყლიდან ოთახის ყვავილები არ უნდა მოირწყას ისეთი წყლით,რომლის მახასიათებლებიც უცნობია,განსაკუთრებით - ონკანიდან ახლადაღებული,ცივი ან ცხელი წყლით.წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურის შესაბამისი ან ოდნავ თბილი უნდა იყოს.მორწყვამდე კი ის მინიმუმ 2-3 დღით უნდა გავაჩეროთ. იდეალური ვარიანტია ნადნობი,გაფილტრული ‘’სასმელი’’ წყალი,ან წვიმის წყალი(ხელსაყრელი ეკოლოგიური პირობების შემთხვევაში).უკეთესია ოთახის მცენარეები არ მორწყათ ანადუღერი წყლით(იშვიათი გამონაკლისის გარდა),მინერალიზაცია კი საერთოდ მკაცრად აკრძალულია.გარკვეული მცენარეებისათვის შესაძლოა გამოყენებული იყოს დისტილირებული წყალი.

2. მორწყვა ხდება მხოლოდ მაშინ,როდესაც საჭიროა

სუბსტრატის სიმშრალის შემოწმება და ტენის ათვისების კონტროლი,განვითარების სხვადასხვა სტადიაში მყოფი მცენარეებისათვის,თავიდან აგაცილებთ უხეშ შეცდომებს მორწყვისას.როგორიც არ უნდა იყოს სტანდარტული რეკომენდაციები,მორწყვის საჭიროებაზე მხოლოდ ნიადაგის მდგომარეობით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ვიდრე ხელში სარწყავს აიღებთ,შეამოწმეთ ესაჭიროება თუ არა მცენარეს მორწყვა:

- შეამოწმეთ ნიადაგის ზედა ფენა (ზედაპირულად და 1-2 სანტიმეტრამდე სიღრმეში),თითებს შორის მოსრისეთ ნიადაგი.

- შეამოწმეთ ხელში,შემსუბუქდა თუ არა ქოთანი - მისი წონა მორწყვის შემდეგ შესამჩნევად განსხვავებულია.

3. არ მორწყათ ყველა მცენარე ერთდროულად!

მორწყვისათვის ერთი კონკრეტული დღის გამოყოფა და ამ დღეს ყველა მცენარის ერთდროულად მორწყვა - ყველაზე დიდი შეცდომაა.რ ათქმა უნდა,ასე მოსახერხებელია თქვენთვის,მაგრამ ქოთნის მცენარეები განსხვავებულები არიან და მათი მორწყვა სხვადასხვა დროს არის საჭირო,მაშინ როდესაც ეს მცენარეს ესაჭიროება. შეგიძლიათ დააჯგუფოთ მცენარეები ტენისმოყვარულობის მიხედვით(ტენისმოყვარულები,ზომიერად ტენისმოყვარულები და გვალვაგამძლეები),ასევე წარმოშობის მიხედვით (უდაბნოს მცენარეები,სუბტროპიკული მცენარეები,ტროპიკული მცენარეები).მაგრამ ყველაფერს აჯობებს შეისწავლოთ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები და შეადგინოთ თვითოეული მათგანისათვის მორწყვის გარფიკი.

კარგი სტრატეგიაა - გააკეთოთ ჩანაწერები ან შეადგინოთ ცხრილი,გამოიყენეთ მონიშვნები ქოთნებზე,სადაც მიუთითებთ ინფორმაციას:

- რა სიხშირით და რაოდენობით უნდა მოირწყას მცენარე განვითარების სხვადასხვა სტადიაზე,

- რამდენი ხნით უნდა დატოვოთ სადგამზე გამოსული წყალი მორწყვის შემდეგ,

- როგორი წყალი უნდა გამოიყენოთ მორწყვისათვის.

მონიშნეთ მარკერით მცენარეები,რომლებიც ირწყვება სადგამიდან,ფითილით,შუაგულში ჩასხმით ან ჩაძირვით.ასევე მონიშნეთ მცენარეები რომლებსაც რეგულარული ან პერიოდული შესხურება ესაჭიროება.

4. კატეგორიულად დაუშვებელია

ძლიერი გამოშრობა და გადაჭარბებული სისველე - ეს ორი უკიდურესობა არასწორად მორწყვის ორი პოლუსია და ორივე დაუშვებელია.სუბსტრატი არცერთი ოთახის მცენარისათვის არ უნდა იყოს სველი ზედა ფენის 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე მორწყვიდან რამოდენიმე წუთში.

ტენისმოყვარული მცენარეებისაც კი უნდა აცადოთ,რომ ნიადაგის ზედა ფენა შეუშრეთ.გვალვაგამძლე მცენარეებს კი,რომლებიც მინიმალური მორწყვით კმაყოფილდებიან,ბოლომდე არ უნდა გამოუშროთ ნიადაგი(მათ გარდა,რომლებიც იზამთრებენ სრულ სიმშრალეში,ბოლქვიანებისა და გვალვაამტანი კაქტუსებისა).

გაუთველისწინებელი შემთხვევები,მათ შორის სახლიდან გამგზავრება,ყველას აქვს.მაგრამ თუ ყოველდღიური მოვლისას შეცდომებს უშვებთ,ჭარბად რწყავთ ან პირიქით - მორწყვა არარეგულარული და არასაკმარისია,თქვენი მცენარეებისაგან ჯანმრთელ იერს და სილამაზეს ნუ მოელოდებით.

ოთახის მცენარეების მორწყვისას ერთი წესი ყოველთვის გაითვალისწინეთ: უმჯობესია დააკლოთ მორწყვა,ვიდრე ‘’ჩაახრჩოთ’’ მცენარე წყალში.

5. მორწყვის სიხშირე და წყლის რაოდენობა ერთნაირად მნიშვნელოვანია

მორწყვა არსებობს ხშირი - ყოველდღიური ან დღეგამოშვებით,ზომიერი - ყოველ 2-3 დღეში ერთხელ და იშვიათი - კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად.მაგრამ მორწყვის სიხშირის გარდა მნიშვნელოვანია ნიადაგის დასველების ხარისხი.

რამდენად ძლიერად არის სუბსტრატი დატენიანებული - ირკვევა მისი ზედაპირის რამდენიმე სანტიმეტრის მდგომარეობით.უხვი მორწყვისას ნიადაგი ძალიან სველდება,რამოდენიმე წუთის შემდეგ ის ნესტიანია,გარკვეული დროის შემდეგ კი - ნოტიო.

ზომიერი,სტანდარტული მორწყვის დროს ნიადაგი არ არის ნესტიანი: დასველების შემდეგ ის რამოდენიმე წუთში თანაბრად ტენიანი უნდა იყოს და არა სველი.მსუბუქი მორწყვისას კი - ნიადაგი მორწყვიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ნოტიო უნდა გახდეს.

ტენიანობის ხარისხს ამოწმებენ ტაქტილურად(შეხებით):

- სველი ნიადაგი ‘’წვეთავს’’,როდესაც მას ხელს მოვუჭერთ.

- ნესტიანი ნიადაგი იზილება და ხელზე გვეკრობა.

- ნოტიო ნიადაგი მსუბუქად გუნდავდება,მაგრამ ადვილად იშლება და ხელზე არ გვეკრობა.

- მშრალი - ხელის მოჭერით იფშვნება.

ნებისმიერი მორწყვა სწორად ითვლება მხოლოდ მაშინ,როდესაც წყალი თანაბრად ასველებს მთელ ნიადაგს ქოთანში,ძირამდე - ისე რომ მცირე რაოდენობის წყალი გამოდის სადგამზე მორწყვიდან რამოდენიმე წუთში და არა მაშინვე.

თუ მორწყვისას წყალი უცებ ‘’გაიქცა’’,ეს მიგვანიშნებს რომ ნიადაგი ან წყალს ვერ ატარებს ან ვერ ითვისებს მას,რაც ორივე შემთხვევაში არასასურველია.

ხარისხიანი მორწყვისათვის საჭიროა წყლის პორციებად დაყოფა და მცირე ინტერვალებით მორწყვა.ასე ნიადაგი თანაბრად აითვისებს წყალს.

6. ფრთხილი მორწყვა -საუკეთესო სტრატეგიაა

დაუშვებელია ერთ წერტილში ძლიერი ნაკადით მორწყვა,რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვას და დატკეპვნას.სასურველია მორწყვისთვის გამოიყენოთ მოხერხებული სარწყავები,მათ აქვთ წყლის ნაკადის გამშლელი დაბოლოება.წყალი უნდა დაასხათ ქოთნის პერიმეტრთან ახლოს,დაბალი სიმაღლიდან,ეცადეთ არ წარმოქმნათ ორმოები,ნელი დინებით მორწყეთ,ნუ დააყენებთ ქოთანში ‘’გუბეებს’’.

დაუდევარი მორწყვა არცერთ მცენარეს არ მოსწონს,წყალი არ უნდა მიუმართოთ ფესვებზე და ღეროებზე,ფესვის ყელზე და ზრდის წერტილში,ნუ დაუსველებთ ფოთლებს.

თუ შეამჩნევთ რომ ქოთანში ნიადაგი დატკეპნილია,ცუდად ითვისებს წყალს და ზედაპირზე წარმოიქმნება ქერქი - აუცილებლად აუფხვიერეთ ნიადაგი ფრთხილად.ძლიერი დაბინძურების და დაობების შემთხვევაში შეცვალეთ სუბსტრატის ზედა ფენა 2-3 სმ. სიღრმეზე.

7. ნუ მორწყავთ შუადღით ოთახის მცენარეების მორწყვა უმჯობესია დილით ადრე - ცივ სეზონზე, ან საღამოს - თბილ სეზონზე.მორწყვა დაუშვებელია პირდაპირი მზის სხივების ქვეშ და შუადღისით.

8.წყალი არ უნდა დარჩეს სადგამზე იმ მცენარეებსაც,რომლებსაც ჩაძირვის მეთოდით ესაჭიროებათ მორწყვა,ან ირწყვება სადგამზე წყლის დასხმით,ნუ დაუტოვებთ მორწყვის შემდეგ გარეთ გამოსულ წყალს.კლასიკური მორწყვისას,წყლის ნებისმიერი ნარჩენი 5-8 წუთის შემდეგ უნდა გადაიღვაროს.

მაშინაც კი,თუ წყალი 10 წუთზე დიდხანს დაგუბდა ქოთნის ქვედა ნაწილში და დრენაჟის ფენაში,შესაძლოა მგრძნობიარე მცენარეებისათვის დაიწყოს ლპობითი პროცესები.

9. მორწყვის კორექცია მცირე ცვლილებების დროს მორწყვა იშვიათად ხერხდება დადგენილი სიხშირის მიხედვით.თუ სიცხეებია,ან ჩართულია გათბობა,იკლებს ჰაერის ტენიანობა,მცენარე აქტიურად იცრდება და მორწყვა უნდა გახშირდეს.თუმცა ეს ეხება სიხშირეს და არა წყლის რაოდენობას.

ყოველთვის გახსოვდეთ,რომ მორწყვის გრაფიკის ცვლილებებზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი:

- ქოთნის ზომა (რაც უფრო დიდია ის,მით ნაკლები სიხშირით უნდა მოირწყას),

- ქოთნის მასალა(კერამიკული ქოთანში ჩარგული მცენარე შედარებით უხვად ირწყვება),

- ფოთლების ზომა და სიხშირე,

- ქოთნის მდებარეობა ოთახში და განიავების სიხშირე,

- ჰაერის ტენიანობის დონე,

- ქოთანში ფესვების რაოდენობა,რამდენად ავსებს ისინი ქოთანს,

- ორპირი და სხვა.

10.გამოიყენეთ ჭკვიანი დამხმარე საშუალებები ოთახის მცენარეების მოსავლელად შემუშავდა მრავალგვარი სისტემა,მათი საშუალებით შესაძლებელია მორწყვის სირთულის გაიოლება.ხელმისაწვდომია მარტივი ინდიკატორები,ავტომატური მორწყვის კოლბები,ორმაგი ძირის მქონე ქოთნები,ჰიდროპონიკისთვის განკუთვნილი მოწყობილობები,რაც საკმაოდ აიოლებს მორწყვის პროცესს.

უბრალო ინდიკატორიც კი,რომელიც გვიჩვენებს ტენიანობას,გვიხსნის ნიადაგის ხელით ხშირი შემოწმებისგან. თუ კი იმის გასარკვევად,ესაჭიროება მცენარეს მორწყვა თუ სჯობს მოვიცადოთ - სირთულეს აწყდებით,უმჯობესია შეიძინოთ ასეთი ჭკვიანი დამხმარე ხელსაწყოები.
შემოგვიერთდით facebook ჯგუფში, სადაც შეგიძლიათ პოსტის სახით დაგვისვათ კითხვებ,მიიღოთ სხვა და სხვა მცენარეებზე რჩევები და მათი მეთოდები.
დააკლიკე სათაურზე ან გვიპოვე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები 

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

22 November 0 907
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно