ორქიდეა პაფიოპედილუმი ანუ ვენერას ქოში
ბალახოვანი მრავალწლიანი ორქიდეა პაფიოპედილუმი (Paphiopedilum),ანუ ვენერას ქოში,ორქიდეების ოჯახს მიეკუთვნება.ბუნებრივ პირობებში გვხვდება სუმატრის,ახალი გვინეის,ჩინეთის,ინდოეთის,კალიმანტანის,ფილიპინების,მალაიზიის,ტაილანდის ტერიტორიებზე.მისი სამეცნიერო დასახელება წამოიქმნა ტოპონიმიდან - პათოსი(ქალღმერთ ვენერას მითოლოგიური სამშობლო) და სიტყვიდან რომელიც ითარგმნება როგორც ‘’ქოში,სანდალი’’.სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს ასე - ქოში პათოსიდან.ეს უკავშირდება ყვავილის ფორმას,რომელიც ქოშს მოგვაგონებს.
მცენარე 1816 წელს აღმოაჩინა ნათანიელ ვალლიხმა, 1820 წელს კი ის პირველად აყვავდა ლივერპულის ბოტანიკურ ბარში.21-ე საუკუნის დასაწყისში სპეციალისტებმა აღწერეს პაფიოპედილუმის დაახლოებით სამოცდაათი სახეობა.მათი დიდი ნაწილი პოპულარობით სარგებლობს მეყვავილეებში.კულტურაში ზრდიან არა მხოლოდ გამოყვანილ ჯიშებს,ასევე ხელოვნურ და ბუნებრივ ჰიბრიდულ ჯიშებსაც.
მოკლე მიმოხილვა
1. ყვავილობა. პირველად ყვავილობს 6-7 წლის ასაკში.ყვავილობა გრძელდება 6 თვემდე.
2. განათება. დღის განმავლობაში განათების ოპტიმალური ხანგრძლივობაა 12 საათი.მცირეყვავილიანი და ჭრელფოთოლა სახეობები უკეთესად გრძნობენ თავს შედარებით ნაკლები ინტენსივობის განათებაზე,მრავალყვავილა და მწვანეფოთლიან სახეობებს კი აუცილებლად ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით გაფანტული მკვეთრი სინათლე.
3. ტემპერატურული რეჟიმი. დამოკიდებულია ჯიშზე,მაგრამ უფრო ხშირად წლის ცივ დროს - +17+19 გრადუსი,გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში კი - +20+23 გრადუსი.გახსოვდეთ,რომ ეს ორქიდეა მოითხოვს დღე-ღამის ტემპერატურებს შორის 3-4 გრადუსიან განსხვავებას.
4.მორწყვა. ვეგეტატიური პერიოდის განმავლობაში ქოთანში სუბსტრატს მუდმივი დატენიანება ესაჭიროება,როგორც კი ზედა ფენა შეშრება.მოსვენების პერიოდში კი მცენარე უნდა მოირწყას სუბსტრატის სრულად გაშრობის შემდეგ.
5. ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს მაღალი.გახსოვდეთ,რომ რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა,მითუფრო მეტი უნდა იყოს მისი ტენიანობაც.
6. სასუქი. მცენარეს კვებავენ ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ,ამასთან ორგანულ და მინერალურ სასუქს მონაცვლეობით აწვდიან.გამოიყენეთ მითითებული დოზინ ნახევარი.მოსვენების პერიოდში მცენარეს კვება არ ესაჭიროება.
7. მოსვენების პერიოდი მკვეთრად გამოხატული არ არის.მცენარე ისვენებს როდესაც ყვავილობას ასრულებს.ამისათვის ის უნდა დადგათ გრილ ადგილზე,შეუწყვიტოთ კვება და იშვიათად მორწყათ.მოსვენების მინიმალური პერიოდი არის 6 კვირა.
8. გადარგვა ხდება გაზაფხულის პერიოდში.ვიდრე მცენარე ახალგაზრდაა მას ყოველ წელს რგავენ,შედარებით ასაკიანს კი - 2-3 წელიწადში ერთხელ.
9. გამრავლება. მრავლდება ბუჩქის დაყოფით.
10. დაავადებები. ავადდება სხვადასხვა სოკოვნი დაავადებებით,ყველაზე ხშირად ლპობით.
11. მავნებლები. აბლაბუდიანი ტკიპა,ფარიანა და ფქვილოვანი ცრუფარიანა.
პაფიოპედილუმის თავისებურებები ამ ორქიდეას აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.ფოთლის ფირფიტების სიგრძე ვარირებს 5-დან 60 სმ-მდე.ფორმით ბრტყელი ქამრისებურია,ოვალურ-წაგრძელებული,ორი ფოთლისგან იქმნება როზეტი.აქვს ერთფეროვანი მწვანე შეფერილობა,იშვიათად შეიმჩნევა მარმარილოსებური ორნამენტები,ოდნავ მუქი ტონით.
საყვავილე ღერო 4-60 სმ-ია.როგორც წესი მათზე იშლება ერთი ყვავილი,მაგრამ არსებობს სახეობები,რომლებსაც ერთ საყვავილე ღეროზე უვითარდება 2-დან 30-მდე ყვავილი.
ამ ორქიდეების უდიდესი ნაწილი ლიტოფიტია,ეს იმას ნიშნავს რომ ისინი იზრდებიან ქვიან გრუნტში,კლდის ფერდობებზე.არსებობს სამი სახეობა,რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრად ეპიფიტებს(შეუძლიათ განვითარება ნიადაგშიც და ხეზეც). ასევე,პაფიოპედილუმის მრავალფეროვან სახეობებში გვხვდება კალცეფილები,რომლებიც იზრდება ცარციან და კიროვან ნიადაგებში.
პაფიოპედილუმის მოვლა სახლის პირობებში
ეს საკმაოდ ჭირვეული და მომთხოვნი ორქიდეაა.თუმცა,თუ თქვენ სირთულეების არ გეშინიათ,შეისწავლეთ მისი მოთხოვნილებები,გაიგეთ როგორ უნდა მოუაროთ მას სწორად,ეს საკმარისი იქნება იმისათვის,რომ დაამშვენოთ თქვენი სახლი ამ უჩვეულო ფორმის ყვავილით.
განათება ასეთი ორქიდეისთვის ოპტიმალური განათება დამოკიდებულია მის სახეობაზე ან ჯიშზე:
მკვეთრი გაფანტული სინათლე ესაჭიროება მწვანეფოთლიან სახეობებს,ასევე მათ,რომლებსაც საყვავილე ღეროზე რამოდენიმე ყვავილი ეშლება.სასურველია სამხრეთის,აღმოსავლეთის და დასავლეთის ფანჯარა.
ჩრდილოეთის ფანჯარაზე უკეთ ხარობს მცირეყვავილიანი და ჭრელფოთლება ჯიშები და სახეობები.
დღის განათების ხანგრძლივობა შეადგენს 12 საათს.ამიტომ ზამთარში,როდესაც დღეები ხანმოკლეა,მცენარეს ესაჭიროება დამატებითი განათება.
ტემპერატურული რეჟიმი სითბოსმოყვარულობის მიხედვით ამ მცენარის ყველა ჯიში და სახეობა იყოფა ოთხ ჯგუფად:
ჭრელფოთლიანი სახეობები თავს კარგად გრძნობენ +18 გრადუსიდან(ზამთარში) +23 გრადუსამდე(ზაფხულში),
იმ სახეობებს,რომლებსაც მწვანე და ვიწრო ფოთლები აქვს,ესაჭიროებათ 2 გრადუსით ნაკლები ოთახის ტემპერატურა,ვიდრე ჭრელფოთლიანებს.
ის ორქიდეები,რომლებიც შეუჩერებლად ყვავილობენ,საჭიროებენ ზამთარში + 19,ზაფხულში კი +22 გრადუსს სითბოს.
ფართო,მწვანე ფერის ფოთლების მქონე პაფიოპედილუმებს ზამთარში +17 გრადუსზე,ზაფხულში კი + 20 გრადუსზე ამყოფებენ.
მიუხედავად იმისა,რომ ტემპერატურებს შორის განსხვავება მცირედშესამჩნევია,ის ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის განვითარებისა და ზრდისათვის.ასევე უნდა გახსოვდეთ,რომ ორქიდეას აუცილებლად ესაჭიროება დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის 3-4 გრადუსიანი განსხვავება.
მორწყვა მცენარე სისტემატიურ რეჯიმში უნდა მოირწყას.ქოთანში სუბსტრატი უნდა დატენიანდეს მას შემდეგ,რაც მისი ზედა ფენა შეშრება.ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში მორწყვა უნდა იყოს ხშირი.კოკრების ჩამოყალიბებამდე ცოტა ხნით ადრე მცენარეს ატენიანებენ მაშინ,როდესაც გრუნტი სიღრმეშიც შეშრება.საქმე იმაშია,რომ მცირე გვალვა ასტიმულირებს ყვავილობას.
მოსვენების პერიოდში მყოფი მცენარე უნდა მოირწყას მხოლოდ მაშინ,როდესაც სუბსტრატი მთლიანად გაშრება.მას შემდეგ კი როდესაც მცენარეზე ახალ ნაზარდებს შეამჩნევთ,ის უნდა მორწყათ ისეთი სიხშირით როგორც ზაფხულში.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მორწყვას ახალგაზრდა როზეტების განვითარების პერიოდში,ამ პერიოდში მცენარეს დიდი რაოდენობით ესაჭიროება ტენი.
პაფიოპედილუმი ირწყვება მინიმუმ სამი დღით ნადგამი წყლით,შეიძლება გაფილტრული წყლის გამოყენებაც,რომლის ტემპერატურა უნდა უახლოვდებიდეს ოთახისას.თუ ფოთლის ფირფიტებზე დარჩება წყლის წვეთები,გაშრობის შემდეგ მათზე ლაქები წარმოიქმნება.ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ქვემოდან მორწყვის მეთოდი - ჩადგით ქოთანი წყლიან,ღრმა ჭურჭელში.იმისათვის რომ სუბსტრატი არ დაიფანტოს,შეგიძლიათ ჩასვათ ბადეში,ან დაადოთ ზემოდან მცირე სიმძიმე.
ჰაერის ტენიანობა გახსოვდეთ,რომ რაც უფრო მეტი სითბოა ოთახში,მით მეტი უნდა იყოს ჰაერის ტენიანობაც.როგორც წესი,მცენარე თავს ნორმალურად გრძნობს 40-50% ტენიანობის დროს,მაგრამ თუ ოთახში ძალიან ცხელა,ტენიანობა უნდა აიწიოს 60-70%-მდე.
კვება ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში ამ ორქიდეას აუცილებლად ესაჭიროება სასუქი,ამასთან კომპლექსური მინერალური სასუქი და ორგანიკა მონაცვლეობით უნდა გამოიყენოთ.სასუქი მიეწოდება თვეში ორჯერ,მიეცით შეფუთვაზე მითითებული დოზის ნახევარი.ნუ გადააჭარბებთ დოზებს,ეს მცენარის დაავადების მიზეზი ხდება.ყვავილობის და მოსვენების პერიოდებში ყველანაირი სასუქის მიწოდება უნდა შეწყდეს.
გადარგვა ახალგაზრდა მცენარე უნდა გადაირგას წელიწადში ერთხელ,გაზაფხულზე.ზრდასრული ძირები კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ.
გადარგვისას შეურჩიეთ ქოთანი სწორად. უკეთესია პლასტმასის ან თიხის ქოთანი ჭიქურის გარეშე.
ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი,ფხვიერი,ნეიტრალური ან სუსტადმჟავე რეაქციის. შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ნაზავი,ან მოამზადოთ ის თვითონ:
1 წილი ტორფი,1 წილი ხის ნახშირი,5 წილი წიწვოვანი ხის ქერქი.შეიძლება დაემატოს პერლიტი,სფაგნუმი და კირქვა.ხის ქერქი კარგად უნდა იყოს გამოხარშული.
ქოთანს ძირში ესაჭიროება დრენაჟის სქელი ფენა,არანაკლებ 2 სმ.ამისათვის გამოიყენეთ კერამზიტი ან კენჭები.ამის შემდეგ დრენაჟზე უნდა დაიყაროს პენოპლასტის ნატეხები ან მსხვილი ფრაქციის ხის ქერქი,მხოლოდ ამის შემდეგ იყრება მზა სუბსტრატი.
გამრავლება ოთახის პირობებში მზარდ პაფიოპედილუმს როგორც წესი დაყოფით ამრავლებენ.დაყოფა შესაძლებელია გადარგვის დროს,გაზაფხულზე.ყურადღება მიაქციეთ, რომ თვითოეულ ძირს მინიმუმ სამი ყლორტი უნდა ეზრდებოდეს.
გადარგვიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ნერგები თბილ ადგილზე უნდა მოთავსდეს(+21+22),დაუშვებელია ყოველგვარი მორწყვა,მაგრამ წვრილი შესასხურებლის საშუალებით მცენარის გარშემო ხშირად უნდა დაატენიანოთ ჰაერი.როდესაც მცენარე განივითარებს ფესვებს მოვლა განაგრძეთ ისე,როგორც ზრდასრულ მცენარესთან. ჩვენი ჯგუფი ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები. https://www.facebook.com/groups/OrqideisMovladamatiMetodebi
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის