პელარგონია - სურნელოვანი შთამბეჭდავი ფოთლები და არომატი

პელარგონიებს შორის არის სახეობები რომლებიც მხოლოდ ყვავილობით არ ფასობენ.მათი მთავარი ღირსებაა საოცარი აჟურული ფოთლები და სურნელი,რომელსაც ისინი გამოსცემენ. მისი ნაზი ყვავილები შეუმჩნეველია უხვადმოყვავილე სხვა პელარგონიებს შორის,მაგრამ იმდენად არომატულია,რომ ყვავილების სიფერმკრთალე მას არ აკნინებს.სურნელოვანი პელარგონია ძალიან ადვილი გასაზრდელია.

სურნელოვანი პელარგონია (Pelargonium graaveolens)–უხვადდატოტვილი,მარადმწვანე ნახევრადბუჩქია ძლიერი ფუნჯა ფესვით და ერთ მეტრამდე სიმაღლით,იგი ხშირად ეშლებათ ბაღის გერანში,მისი მსგავსების გამო.არსებობს მრავალი ჯიში,რომელთა გაზრდაც შესაძლებელია შტამბზე და არის ჯუჯა ჯიშებიც.ღერო გახევებულია მხოლოდ ძირში,დაფარულია ხავერდოვანი ბუსუსით.ფორმირების გარეშეც კი ამ პელარგონიის ბუჩქები სიმეტრიულად და მოხდენილად იზრდება,ასაკთან ერთად იღებს სფეროს ფორმას.ფოთლები შეიცავს ეთერზეთებს,რომლის არომატიც მცირეოდენი შეხების დროსაც კი შეიგრძნობა.ფოთლის მოსრესვის დროს კი საოცარი სურნელი იფრქვევა,მისი სუნი ატარებს სამკურნალო თვისებებს: ადუნებს,ამშვიდებს,აუმჯობესებს განწყობილებას და შრომისუნარიანობას,ხსნის დაძაბულობას სტრესს და თავის ტკივილს.მცენარისაგან მიღებული ეთერზეთი ერთერთი უძვირფასესი ნედლეულია პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში.არსებობს მრავალი ჯიში,რომელთა არომატებიც გამოირჩევა ლიმონის,დარიჩინის,ანანასის,ქოქოსის,ჯინჯერის,ატმის,შოკოლადის,წიწვების,პიტნის,მუსკატის ან ვაშლის სურნელით.

სურნელოვანი პელარგონიის ყვავილობას ხშირად არ აფასებენ სათნადოდ.მისი ყვავილები ძალიან ნაზია და პეპლებს წააგავს,შეფერილია პასტელის ტონებში - თეთრიდან წითელ ფერამდე,ხშირად დაყვება მელნისფერი შტრიხებიც.

ადგილი და განათება: ესაჭიროება მკვეთრი გაფანტული სინათლე ყოველგვარი უკიდურესობის გარეშე,დაიცავით პირდაპირი ხსივებისაგან.შეურჩიეთ ადგილი,სადაც თავისუფლად იგრძნობს თავს და ტოტებს ყველა მხარეს გაშლის.სურნელოვან პელარგონიას არ უყვარს მჭიდრო დაჯგუფებაში ყოფნა - ჰაერი თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს მის ტოტებში.იდეალურია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრები.

ტემპარატურული რეჟიმი და განიავება. პელარგონიებს შორის,სურნელოვანი პელარგონია ყველაზე სითბოსმოყვარულია,ის თითქოს სპეციალურად ოთახის პირობებისთვისაა შექმნილი.ვერ იტანს ტემპერატურის დაწევას +12 გრადუსზე ქვემოთ.ზამთარში უნდა იმყოფებოდეს ჩვეულებრივ ოთახის პირობებში,მაგრამ +12 +16 გრადუსის ფარგლებში მისი ფოთლები უკეთ ინარჩუნებს სიხასხასეს.უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში ესაჭიროება საგულდაგულო მოვლა,დაიცავით გამათბობელი ხელსაწყოებისაგან.ყველაზე ეფექტურად მცენარე გამოიყურება +18 დან +23 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში.ზაფხულში სურნელოვანი პელარგონია თამამად შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე და ბაღში.სუფთა ჰაერზე ის კარგად ვითარდება,ეგუება მზიან ადგილსაც.სახლის პირობებში მას ხშირი განიავება ესაჭიროება,მაგრამ დაიცავით ცივი,გამჭოლი ქარისაგან.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა სურნელოვან პელარგონიას არ უყვარს ჭარბი მორწყვა,ის ვერ იტანს ნესტს,მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოსული წყალი არ უნდა დარჩეს და უნდა გადაღვაროთ მორწყვიდან 10 წუთში.სამაგიეროდ ის ადვილად ეგუება გვალვებს,ადვილად გაპატიებთ თუ მორწყვა დაგავიწყდათ.უმჯობესია მორწყათ როდესაც ნიადაგის ზედა ფენა შეშრება.მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ტემპერატურაზე - უფრო ხშირია ზაფხულში,ზამთარში კი უფრო იშვიათი,როდესაც ნიადაგს უფრო მეტი დრო ესაჭიროება გაშრობისათვის.

კვება და სასუქის შემადგენლობა სურნელოვან პელარგონიას სასუქი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში ესაჭიროება(ან ყვავილობის დამთავრებამდე).მისთვის უმჯობესია გამოიყენოთ კომპლექსური სასუქები,ან დეკორატიულ ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქი.კვება მიეწოდება სტანდარტულად - 2-3 კვირაში ერთხელ.სასუქის სიჭარბე იწვევს არომატის შესუსტებას,ამიტომ უმჯობესია შემცირებული დოზები გამოიყენოთ.

გასხვლა და ფორმირება.

ეს ყველაზე მორჩილი და მარტივი ‘’სამართავი’’ მცენარეა. საკმარისია მისი ტოტის წვეროების წაწყვეტა,რომ დაიბუჩქოს,შეგიძლიათ არეგულიროთ სასურველ სიმაღლეზე და ზომებზე,ის ადვილად ეგუება გასხვლას.რაც უფრო ადრე შეაჭრით წვეროებს მით უფრო უხვად დაიტოტება და ნაკლებად აიწოწება.

გასხვლისას ნუ დაგენანებათ,შეაჭერით ტოტები 2-3 მუხლს ზემოთ,ეს კარდინალურად განაახლებს მცენარეს.ნებისმიერი სხვლა სასურველია ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე,აქტიური ვეგეტაციის დაწყებამდე.

გადარგვა,ქოთანი და სუბსტრატი სურნელოვანი პელარგონია ირგვება მხოლოდ მაშინ როდესაც ფესვებს მთლიანად აქვს ათვისებული ქოთანი.გადარგვა სასურველია ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულის დასაწყისში.

მისთვის უმჯობესია კომპაქტური ზომის ქოთანი.ახალი ქოთანი ძველზე მხოლოდ 2-3 სმ-ით უნდა იყოს განიერი.ქოთნის სიგრძე და სიგანე დაახლოებით ტოლი უნდა იყოს.ქოთნის დიდი მოცულობა გამოიწვევს ფესვების ძლიერ განვითარებას და მიწისზედა მწვანე ნაწილი ნაკლებად გაიზრდება.ეს პელარგონია უმჯობესია გაზარდოთ კერამიკულ ქოთანში.

სუბსტრატი უნდა იყოს მსუბუქი,ფხვიერი,ნოყიერი.გამოიყენება უნივერსალური სუბსტრატი ან ერთწლიანი მცენარეებისათვის განკუთვნილი მიწის ნარევი,სადაც თანაბარი რაოდენობითაა შერეული კორდის მიწა,ფოთლოვანი მიწა და ქვიშა.სურნელოვანი პელარგონია ცუდად ეგუება ტორფს.მას აუცილებლად ესაჭიროება დრენაჟის მაღალი ფენა(ქოთნის 1/3),ნიადაგს ასევე შეიძლება

დაემატოს სხვა გამაფხვიერებლებიც - პერლიტი,ვერმიკულიტი.ასე თავიდან აიცილებთ ნიადაგის დატკეპვნას.მცენარის გადარგვა ხდება გადასმის მეთოდით,ფესვებით შებოჭილი მიწა არ უნდა დაუშალოთ და არ მოაშოროთ.

დაავადებები,მავნებლები და პრობლემები მოვლის დროს სურნელოვანი პელარგონია ერთ-ერთი უძლიერესი ფიტონიციდია,აქტიურად აფრთხობს ჩრჩილს და სხვა მწერებს.მას დაავადებების მხრივ მხოლოდ სიდამპლე ემუქრება,ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე მორწყვისას.

გამრავლება ამ მცენარის მოვლა და გამრავლება საკმაოდ მარტივია.მწვანე,ნორჩი კალმები უნდა აიჭრას გაზაფხულიდან სექტემბრის ჩათვლით.ნახევრადგახევებული კი აგვისტო-ოქტომბერში.ტოტები ადვილად ფესვიანდება სამიოდე კვირაში წყალშიც და ნიადაგშიც,დასათბურების გარეშე.საჭიროა დაახლოებით 5 სმ. კალამი რომელსაც 3-5 ფოთოლი აქვს,რომელთაგანაც უნდა დატოვოთ მხოლოდ 3 და ღრმად ჩაფლათ კალამი ნოტიო სუბსტრატში. რთულია სურნელოვანი პელარგონიის თესლიდან გაზრდა.თესლი ითესება ზედაპირულად,უნდა გადაეკრას გამჭვირვალე ცელოფნის ფირი,სუბსტრატი უნდა იყოს სტაბილურად ნოტიო.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

15 November 0 461
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно