ტკიპები - მცენარეების მავნებლები

ტკიპი - მცირე ზომის (0.2-დან 0.4 მმ-მდე),ობობასნაირთა კლასის,ფეხსახსსრიანი ცხოველია.ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია ამ კლასში:აღწერილია 50 ათასამდე სახეობა.ამ სტატიაში ვისაუბრებთ ტკიპებზე,რომლებიც აზიანებენ მცენარეებს.

მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა,ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაჭარბებული ტენიანობა - საუკეთესო პირობებია ტკიპების განვითარებისათვის.ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან,კვერცხის დადებიდან ზრდასრული ინდივიდის წარმოქმნამდე შესაძლოა გავიდეს მხოლოდ 7 დღე.მცირე ზომების გამო მათი დროულად აღმოჩენა საკმაოდ რთულია.დაგვიანებულ შემთხვევებში მცენარის მოშორების გარდა აღარაფერი დაგვრჩენია.მათ სხვადასხვა სახეობასთან ბრძოლის მეთოდები პრაქტიკულად ერთმანეთის მსგავსია.განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ტკიპის სახეობები და მათთან ბრძოლის ხერხები.

აბლაბუდიანი ტკიპები (Tetranychinae) აბლაბუდიანი ტკიპი - მიეკუთვნება ობობასნაირთა კლასს, ტკიპების ოჯახის ქვერიგს, აკაროიდულ (Acariformes) ნამდვილ ტკიპებს.გვხვდება ყველა რეგიონში,მათ შორის ანტარქტიკაზეც.არსებობს 1270 ზე მეტი სახეობა და 95 გვარი.
ისინი მიკროსკოპული ზომისაა, 1 მმ-ზე ნაკლები,აქვს ორი წყვილი თვალი,ხუთი სახსრისგან შემდგარი ფეხი,იკვებება მცენარეებით,გამოყოფს აბლაბუდას.მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპი (Tetranychus erticae).

აბლაბუდიანი ტკიპი - საშიში მავნებელია ნაყოფიანი და კენკროვანი კულტურებისათვის.ის ზიანს აყენებს ჟოლოს,მარწყვს,მოცხარს,ხურტკმელს და სხვა კულტურებს.

ტკიპები მიკროსკოპული ზომისაა.ზაფხულში მათი შეფერილობა მომწვანოა,გაზაფხულსა და შემოდგომაზე - მოწითალო.კვერცხები მრგვალია,გამჭვირველე და წვრილი.ტკიპი სახლდება ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეზე,ფარავს მათ აბლაბუდით და წუწნის მცენარის წვენს,რაც 2-3 დღეში იწვევს ფოთლის შეფერილობის ცვლილებას,ფოთლის დახვევას და გამოშრობას.

შორს წასულ შემთხვევაში მცენარე იფარება აბლაბუდით.საკმარისი საკვების და სითბოს შემთხვევაში ტკიპი მრავლდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე,განსაკუთრებით ინტენსიურად - მშრალ და ცხელ ამინდში.წვიმა და სიგრილე ამცირებს მათ რიცხვს.

ბრძოლის მეთოდები. დასნებოვნების შემთხვევაში მცენარეს უნდა შეასხუროთ აკარაციდი: სანმაიტი,ნისორანი,აპოლო,აგრავერტინი,აკარინი,ობერონი.თუ დაზიანება მცირეა,სცადეთ ფოთლების გაწმენდა საპნიანი ხსნარით.

ბრტყელი ტკიპები (Tenuipalpidae) ბრტყელი ტკიპები ძალიან მცირე ზომის ტკიპებია,მათი სხეულის სიგრძე 0,25 მმ-დან 0,4 მმ-დე მერყეობს.ტანი კვერცხისებურია,ყვითელი ან აგურისფერი.ყველაზე ხშირად გვხვდება წითელი ბრტყელი ტკიპი (ან ნარინჯისფერი ბრტყელი ტკიპი)

Brevipalpus obovatus,ასევე კაქტუსის ბრტყელი ტკიპი Brevipalpus russulus. რომლებიც აზიანებენ ციტრუსებს,კაქტუსებს,ფიკუსებს,აუკუბას და ოთახის სხვა მცენარეებს.ამ უმცირესი ზომის მავნებლების აღმოჩენა ძალიან რთულია,გარდა იმისა რომ ისინი წარმოქმნიან აბლაბუდას.მათი გამოჩენის ნიშანია ფოთლების ჭკნობა,შემდგომ კი მცენარის დაღუპვა.ბრტყელი ტკიპები იმითაც არიან საშიში,რომ ოთახის საშუალო ტემპერატურაზე მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ გამრავლება.

არ აგერიოთ ისინი წითელ ობობებში,რომლებიც არ ქსოვენ აბლაბუდას და იკვებებიან ტკიპებითა და მათი ლარვებით.

ბრძოლის მეთოდები. დასნებოვნების შემთხვევაში გამოიყენება აკარაციდებით შესხურება.

ბრიობია (Bryobia) ყველაზე ცნობილია მარცვლეულის ბრიობია (Bryobia graminum), სამყურას ტკიპი (Bryobia praetiosa).მარცვლეულის ბრიობიის მცენარეზე შემჩნევა საკმაოდ რთულია,თუმცა ის არა რის ისეთი მცირე ზომის როგორიც სხვა ტკიპები: 0,8 მმ-დან 1 მმ-მდე.ტანი მოწითალო ფერის აქვს,ფართოოვალური ფორმის,გრძელი ფეხები.ის ძალიან მოძრავია და სწრაფად გადაადგილდება მცენარეზე.დებს მომსხო, ნარინჯისფერ კვერცხებს ფოთლის ზედა მხარეზე, ძარღვების გასწვრივ.სამყურას ტკიპი შედარებით მ,ომცროა - 0,6 მმ-მდე,აქვს ოვალური სხეული,მწვანე ან ყავისფერი შეფერილობის.დებს მუქი წითელი ფერის კვერცხებს ფოთლებზე.

ამ მავნებლების გამოჩენის მანიშნებელია მოყვითალო ლაქები და შტრიხები ფოთლის ზედაპირზე,ფოთლის კანი სკდება,ფოთოლი დეფორმირდება იჭმუჭნება.ბრიობიის მიერ მიყენებული დაზიანება ძალიან წააგავს თრიპსებით დაზიანებას.მიუხედავად იმისა,რომ ბრიობია არც ისე გავრცელებული და ხშირი მავნებელია,ის მაინც ხვდება ჩვენს სახლებში ეზოდან ან ქუჩიდან,როდესაც მცენარეები გარეთ გვიდგას.

ბრძოლის მეთოდები. რათქმაუნდა გამოიყენება აკარაციდები,შესხურება უნდა გაიმეოროთ 2-3 ჯერ,დასნებოვნების მიხედვით.დაიცავით მითითებული დოზები და ვადები.

ფესვის ტკიპები მათი აღმოჩენა ბევრად რთულია,რადგან ამისათვის მცენარის მიწიდან ამოღებაა საჭირო.ფესვის ტკიპებს რამდენიმე სხვადასხვა სახეობა მიეკუთვნება,მათ აერთიანებთ ის,რომ აზიანებენ მცენარის მიწისქვეშა ნაწილებს.გვხვდება ბოლქვის ფესვების ტკიპი (Rhizoglyphus echunopus) და ბოლქვის ტკიპი (Steneotarsonemus laticeps). ეს ტკიპები პირველ რიგში ბოლქვიან მცენარეებს აზიანებს (გლადიოლუსი,სუმბული,ტიტა,ორქიდეა და სხვა). ბოლქვის ფესვების ტკიპი ზომით 0,5 – 1 მმ-ია,აქვს ფართო ოვალური ღია ყვითელი სხეული,რომელიც ბოლოსკენ ვიწროვდება და ოთხი წყვილი ფეხი.ოდნავ მოზრდილი ზომისაა ბოლქვის ტკიპი.ისინი ღრღნიან ბოლქვის ქსოვილებს,დებენ იქ დიდი რაოდენობით კვერცხებს (300 ც.ერთი მდედრი).საწყის სტადიაზე შესამჩნევია დაზიანებული ადგილები და ტკიპის კვალი,ბოლქვი ხელში იშლება,შეუიარაღებელი თვალით ტკიპები ადვილი შესამჩნევია.

ფესვის ტკიპები აქტიურად მრავლდებიან და ვითარდებიან ფართო დიაპაზონის ტემპარატურაზე - +10-დან +25 გრადუსამდე და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც.პირობების შეცვლისას ისინი კი არ იღუპებიან,არამედ გადადიან დიაპაუზის მდგომარეობაში.ფესვის ტკიპა განასკუთრებით ძლიერად მრავლდება ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს.ამიტომ პროფილაქტიკის ერთერთი მეთოდია ბოლქვების მშრალ და გრილ ადგილზე შენახვა,ტენიანობა 60% არ უნდა აჭარბებდეს.

ბრძოლის მეთოდები. დარგვის წინ კარგად შეამოწმეთ ბოლქვები.ტკიპების წარმოქმნას როგორც იცით ხელს უწყობს ნიადაგის მაღალი ტენიანობა.ნუ მორწყავთ მცენარეს იმაზე მეტად,ვიდრე ესაჭიროება,თავიდან აიცილეთ ფესვებში წყლის ჩაგუბება,ამისათვი საჭიროა კარგი დრენაჟი,სადგამზე გამოსული წყალი კი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ.

დაავადებული ბოლქვები მორწყეთ აკარაციდის ხსნარით ან მოათავსეთ მასში. ციკლამენის ტკიპა (Phytonemus pallidus) – მიკროსკოპული ტკიპია,რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.ზრდასრული მდედრი ინდივიდის ზომა საშუალოდ 250 მიკრონია,კვერცხები კი არაუმეტეს 150 მიკრონი.

ერთი მდედრი ყოველდღიურად დებს სამ კვერცხს,ბუდეში 12-16 კვერცხია,ისინი სამ -შვიდ დღეში იჩეკება,კიდევ 3-4 დღე საჭიროა ლარვების განვითარებისათვის და ჭუპრად გადაქცევისათვის,ერთი კვირის შემდეგ ჭუპრი ზრდასრულ მწერად გადაიქცევა და მზადაა გამრავლებისთვის.

ციკლამენის ტკიპა მრავალი დეკორატიული მცენარის მტერია,ის აზიანებს ციკლამენს,ბეგონიებს,გერბერას,სუროს,ქრიზანთემებს,გერანს,ფუქსიას,პეტუნიას,დელფინიუმდ და მრავალ სხვას.ასევე ემტერება მარწყვს,რის გამოც აქვს სინონიმი - მარწყვის ტკიპი.

ციკლამენის ტკიპი ბინადრობს ახალგაზრდა ყლორტების ზრდის წერტილებში და კვირტის ჩანასახებში.მაღალი ტენიანობა და სითბო ხელს უწყობს ტკიპის განვითარებას.

დაზიანების გარეგნული ნიშნები. მცენარე აჩერებს ზრდას,ფოთლის ნაპირები ეხვევა,ღეროები ეგრიხება,კოკრები ჭკნება.ძლიერად დასნებოვნებული მცენარე ისე გამოიყურება თითქოს მტვრით იყოს დაფარული.

ბრძოლის მეთოდები. დაავადებული მცენარე უნდა მოათავსოთ განცალკევებით.ციკლამენის ტკიპი ვერ იტანს მშრალ ჰაერს,ამიტომ მასთან საბრძოლველად შეაჩერეთ შესხურების პროცედურები,შეამცირეთ მორწყვის რაოდენობა.მოაცალეთ მცენარეს ყველა დაზიანებული ნაწილი.შესასხურებლად გამოიყენეთ ავერმექტინის ჯგუფის პრეპარატები,რადგან ტკიპის კვერცხები მკვრივი გარსითაა დაცული.ასევე გამოიყენეთ აკარაციდი ინსტრუქციის შესაბამისად.მცენარე შეგიძლიათ დაბანოთ ცხელი შხაპითაც (+43 გრადუსი) 10-15 წუთის განმავლობაში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

31 October 0 585
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно