ოპუნცია კაკტუსი

მიეკუთვნება კაქტუსების ოჯახს.ოპუნციები ქმნიან საკმაოდ მოზრდილ ოპუნციასებრთა ქვეოჯახს.ზოგიერთი მათგანი სრულიად არ გავს იმ ოპუნციებს რომლებსაც ვიცნობთ,მაგრამ მათ აერთიანებთ მსგავსი ნიშნები,რითაც შეიძლება მათი ოპუნციებად ცნობა.პირველ რიგში მათ აქვსთ უწვრილესი ეკლები - გლოქიდიები,რომლებიც ბევრისათვის შეუმჩნეველია,მაგრამ მტკივნეულად შესაგრძნობი,მათთან შეხების შემდეგ ხელებზე იგრძნობთ ჩხვლეტას და ქავილს.

გლოქიდიები ადვილად იფანტება მათზე შეხებისას,ბუნებაში მათ დამცავი ფუნქცია აქვთ.კაქტუსების ბევრი მოყვარული ოპუნციებს არ ამრავლებს გლოქიდიების გამო.

სხვებთან შედარებით ბევრად მარტივი მოსავლელია თეთრეკლებიანი ოპუნცია - ის არ ფანტავს გლოქიდიებს მთელ სახლში,ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ ოპუნციების უმრავლესობა გამოუსადეგარია ბინის პირობებში გასაზრდელად.პირველ რიგში იმიტომ,რომ ისინი იზრდება საკმოდ დიდი ზომის,მეორე მიზეზია არც ისე მიმზიდველი იერი.ბევრი მათგანი სახლის პირობებში არასოდეს ყვავილობს,რადგან ყვავილობა იწყება მხოლოდ გარკვეული ზომების მიღწევისას,რაც ბინის პირობებში შეუძლებელია.ამიტომ,ოპუნციის შერჩევისას,უპირატესობა მიანიჭეთ კომპაქტურ სახეობებს.გამოიჩინეთ სიფრთხილე თუ სახლში გყავთ პატარა ბავშვები - შესაძლოა ისინი შეეხონ კაქტუსს და თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგიწევთ ეკლების მოცილება მათი ტირილის აკომპანიმენტის ქვეშ.გლოქიდიები ადვილად აღწევს კანში,მათი იქიდან ამოცლა კი საკმაოდ რთული და მტკივნეულია.

ოპუნციის სახეობები: ცილინდრისებური ოპუნცია Opuntia cilindrica - მას ყოველთვის არ მიიჩნევენ ოპუნციად,აქვს ცილინდრისებური ღეროები,თავიდან აქვს მარტომდგომი ღერო,ასაკთან ერთად კი იწყებს დატოტვას.სწრაფად აღწევს 1,5-1,8 მ სიმაღლეს.ყვავილობს ფართო ვარდისფერი ყვავილებით.

შემოსილი ოპუნცია Opuntia vestita - აქვს ცილინდრისებური ტოტები,რომლებიც დაფარულია ფაფუკი ბეწვის მსგავსი ბუსუსებით.ყვავილობს წვრილი წითელი ყვავილებით.

მოკლებუსუსა ოპუნცია Opuntia microdasys - მისი სეგმენტების ზედაპირი მოფენილია ღია ფერის გლოქიდიების კონებით.ყვავილობს დიდი ზომის ყვითელი ყვავილებით.მისი სახესხვაობაა Opuntia microdasys albinospina -თეთრი გლოქიდიებით და წითური ოპუნცია Opuntia microdasys rufida - მისი ტოტები დაფარულია ჟანგისფერ-წითელი გლოქიდიის კონებით.ამ ოპუნციის მცირე ზომა საშუალებას იძლევა გამოვზარდოთ ის სახლის პირობებში.

მუქეკლიანი ოპუნცია Ountia phaeacantha – მისი ბრტყელი,ოვალური,დანაწევრებული ტოტები დაფარულია მოყვითალო ყავისფერი გლოქიდიებით და გრძელი,წვრილი ეკლებით. Opuntia stricta, Opuntia monacantha fma monsrosa, Opuntia subulata, Opuntia microdasys var.alba
ოპუნციას მოვლა ტემპერატურა: ზაფხულში ჩვეულებრივი.ზამთარში იდეალურ შემთხვევაში საჭიროებს მოსვენების პერიოდს.ბუნებაში მისთვის მოსვენების პერიოდი მშრალ სეზონს ემთხვევა,ტემპერატურა +7+10 გრადუსი,მინიმუმ +5.თუ საშუალება გაქვთ დაიცავით იგივე რეჟიმი.გამოაზამთრეთ შემინულ აივანზე (დასაშვებია +2 გრადუსამდე),კარგად შეფუთეთ ქოთანი,გრუნტი უნდა იყოს მშრალი.

სასარგებლოა ზაფხულის პერიოდში კაქტუსების სუფთა ჰაერზე გატანა,კაქტუსი უფრო ამტანი ხდება დაავადებები და მავნებლების მიმართ.

განათება: ოპუნციებს უყვართ ბევრი სინათლე,მაგრამ ის გაზაფხულიდან თანდათან უნდა შეაგუოთ მზის სხივებს.არასაკმარისი განათების შემთხვევაში მცენარე იწოწება და კარგავს დეკორატიულ მიმზიდველობას.ტოტები სინათლის მიმართულებით იხრება და შესაძლოა ქოთანი გადაბრუნდეს სიმძიმის ცენტრის გადახრის გამო.

მორწყვა: გაზაფხულსა და ზაფხულში საჭიროებსზომიერ მორწყვას,მხოლოდ გრუნტის კარგად გაშრობის შემდეგ რამოდენიმე დღეში.შემოდგომიდან,როდესაც დაიწყება სიგრილე,მორწყვა მცირდება და უფრო იშვიათდება.ზამთარში მორწყვა დამოკიდებულია ტემპერატურაზე.

სასუქი: კვება მიეწოდება მხოლოდ აქტიური ვეგეტაციის პირობებში.გამოიყენება კაქტუსებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასუქები,ორ კვირაში ერთხელ.

ჰაერის ტენიანობა: ოპუნცია კარგად იტანს მშრალ ჰაერს,თუმცა წვრილი პულვერიზატორიდან მისხურება ზაფხულის ცხელ დღეებში მას არ აწყენს.

გადარგვა: ნიადაგი უნდა შედგებოდეს 1 წილი კორდის მიწის,1 წილი ფოთლოვანი მიწის,1 წილი წვრილი ხრეშისგან,შესაძლოა დაემატოს აგურის ფხვნილი.ზრდასრული და ასაკოვანი კაქტუსებისათვის კორდის მიწა ემატება 2 წილი.ახალგაზრდა მცენარეების გადარგვა ხდება ყოველ წელს,მოზრდილების 2 წელიწადში ერთხელ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე გადარგვისას. ზრდასრული დიდი ზომის კაქტუსებს ქოთნის ძირში ჩაუდეთ მოზრდილი ქვა,რადგან სიმძიმის გამო შესაძლოა ქოთანი გადაბრუნდეს.მაღალი ტანის კაქტუსები კი მიამაგრეთ ბამბუკის მსხვილი ჯოხის საყრდენებზე.

გამრავლება: მრავლდება დათესვით და დაკალმებით.დასაკალმებლად გამოიყენება სეგმენტები,რომლებიც უნდა ჩარგათ ქვიშანარევ ნიადაგში დასაფესვიანებლად.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის

31 October 0 633
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно