ჯუნკუსი - ჭილი

ჭილი - ან როგორც მას უწოდებენ - ჯუნკუსი, შედარებით ახალი მცენარეა ჩვენს ინტერიერში.მის შესახებ თითქმის არ არის მონაცემები მცენარეთა ენციკლოპედიებში.

ჭილი არც თუ ჩვეულებრივი მცენარეა,უჩვეულო ღეროები,რომლებიც დახვეულია სპირალისებურად,ასევე გრძელი და წვრილი ყლორტები - ეს არის მთავარი თავისებურება,რომელიც გამოარჩევს ჯუნკუსს სხვებისგან.ეს მცენარე საოცრად ტენისმოყვარულია,მაგრამ მისი მოვლა დიდ საზრუნავს არ გაგიჩენთ.იგი მიეკუთვნება ჭილისებრთა ოჯახს,ის მარცვლოვანი მცენარეა,ლათინურიდან ითარგმნება როგორც ‘’დაწვნა’’.ძველად ის ფართოდ გამოიყენებოდა კალათების,ფეხსაცმელის და ჭილოფების დასაწნავად.

ჯუნკუსი არ არის ყინვაგამძლე,მას ესაჭიროება ბევრი ტენი,აქვს მოკლე ფესვთა სისტემა.სახლის პირობებში იზრდება ჭილის მხოლოდ ერთი სახეობა - Juncus effustus ტოტებგართხმული ჯუნკუსი,ის აღწევს 40-50 სმ. სიმაღლეს.მას აქვს უნიკალური გარეგნული იერი,რაც იპყრობს ყურადღებას,საოცარი, დახვეული და უფოთლო ღეროები მართლაც მომხიბლავად გამოიყურება.

მოვლა სახლის პირობებში ჭილი უკიდურესად უჩვეულო მცენარეა.მისი გაზრდა არც ისე რთულია,თუმცა მისი ნორმალური განვითარებისათვის უნდა გაითვალისწინოთ ერთი მთავარი ნიუანსი - მას დიდი რაოდენობით ესაჭიროება ტენი,რადგან ის ჭაობის მცენარეა და პირობებიც შესაბამისი უნდა შეუქმნათ.თუ მის გამოზრდას არ აპირებთ პალუდარიუმში,მაშინ კარგად უნდა შეისწავლოთ მისი ყველა თავისებურება და მოვლის წესი,ვიდრე მას შეიძენთ.

განათება ამ მცენარეს ძალიან უყვარს სინათლე,ამიტომ სახლის პირობებში მას კარგად განათებული ადგილი უნდა შეურჩიოთ.თუმცა სათბურში გამოყვანისას მათ ზოგჯერ აჩვევენ ნაკლებ განათებას,რომ უკეთ შეეგუოს სხვადასხვა პირობებს.სინათლე უნდა იყოს მკვეთრი,მაგრამ გაფანტული,დაიცავით მცენარე პირდაპირი მზის სხივებისაგან.

დამატებითი განათება კარგად მოქმედებს მცენარეზე,მას ასევე შეუძლია მთლიანად ხელოვნურ განათებაზე ზრდა.შეარჩიეთ მისთვის აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა,თუ ოთახი საკმარისად ნათელია,შეგიძლიათ ფანჯრისგან ცოტა მოშორებითაც დადგათ.

ტემპერატურა სახლის პირობებში ჭილს ესაჭიროება სითბო,შეურჩიეთ ოთახი სადაც ტემპერატურა საკმაოდ მაღალია +24 გრადუსი და მეტი,მინიმალური ტემპერატურა +15 +18 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეშვას.ზამთრის პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა გამოიწვევს ჯუნკუსის მოსვენებით მდგომარეობაში გადასვლას,იგი შეწყვეტს ზრდას და გაუხმება ყლორტები.მოსვენების მდგომარეობა მთავრდება გაზაფხულის დადგომისას.

ასაკოვან მცენარეს ყოველ წელს ხელოვნურად უნდა შეუქმნათ ხანმოკლე მოსვენების პერიოდი,გაზაფხულის დადგომამდე 2-3 კვირით ადრე დასწიეთ ოთახის ტემპერატურა +15+18 გრადუსამდე.თუ ჭილი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,მისთვის აუცილებელი არ არის მოსვენების პერიოდის ხელოვნურად გამოწვევა.

გახსოვდეთ,რომ ამ მცენარისათვის მკვეთრად დაბალი ჰაერის ტემპერატურა და ორპირი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.განსაკუთრებით საყურადღებოა,რომ ქოთანში ნიადაგი არ გადაცივდეს.ამის თავიდან ასაცილებლად ჭილის ქოთანი სპეციალურ სადგამზე უნდა დაიდგას.თბილ სეზონზე ჯუნკუსი შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ,რომელიც შემინული უნდა იყოს ან კარგად დაცული ქარისა და მზის სხივებისაგან.

მორწყვა ამ მცენარისათვის მორწყვის კლასიკური სქემა არ გამოდგება.მისი ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია წყალი მუდმივად ერთ დონეზე იყოს ქოთანში,იგი უნდა სცდებოდეს სადრენაჟე ფენას.ორმაგი ძირის მქონე ქოთნებში აკონტროლეთ წყლის სიმაღლე,მან არ უნდა დაიწიოს 8-10 სმ-ზე დაბლა.

ასეთი მცენარე იდეალურია ჰიდროპონიკისათვის,მისი გაზრდა ასევე კარგია ავტომატური მორწყვის სიტემის მქონე ქოთანში.დაუშვებელია სუბსტრატის ოდნავ შეშრობაც,რადგან ეს დამღუპველია მცენარისათვის.

მოსარწყავად გამოიყენება მხოლოდ რბილი,რამდენიმე დღის ნადგამი წყალი,რომელიც უნდა იყოა ოთახის ტემპერატურის,ან უფრო თბილიც,განსაკუთრებით ცივ სეზონზე.

ჰაერის ტენიანობა ჯუნკუსს ესაჭიროება ძალიან მაღალი ჰაერის ტენიანობა.იმ შემთხვევაში თუ ოთახში ტენიანობა 50%-ზე მეტი არაა,ან ჩართულია გამათბობელი საშუალებები,აუცილებელია ხშირად დაინამოს მცენარე და ხშირად მოირწყას.გამოიყენეთ მისასხურებელი და ხშირად გააფრქვიეთ ჰაერში მცენარესთან ახლოს თუ ოთახში მშრალი ჰაერია.ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი მოწყობილობა ან დადგათ წყლიანი ჭურჭელი,აკვარიუმი,ოთახის შადრევანი და სხვა.

ჯუნკუსი არა მხოლოდ ტენისმოყვარულია,ის ასევე თვითონაც კარგად ატენიანებს ჰაერს და დადებითად მოქმედებს ოთახის მიკროკლიმატზე.

სასუქი მცენარეს კვება უნდა მიაწოდოთ აქტიური ზრდის პერიოდში(გაზაფხული-ზაფხული) თვეში ორჯერ.ამისათვის გამოიყენება უნივერსალური ან დეკორატიულფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილლი სასუქი.მოსვენების პერიოდში სასუქის გამოყენება არ არის

რეკომენდებული.მაგრამ თუ ის ზრდას განაგრძობს ზამთარში, მიეცით მას მითითებული დოზის ¼.

გასხვლის თავისებურებები

ჭილს ფორმირებისათვის არ ესაჭიროება გასხვლა,თუმცა მას გარკვეული პროცედურები რეგულარულად უნდა ჩაუტაროთ:

· სპირალისებურ სახეობებს უნდა მოაჭრათ სწორი ფორმის ღეროები,ჭრელფოთოლებს კი - მწვანე(ძირამდე),

· მოაცილეთ დაზიანებული და გამხმარი ტოტები,

· ტოტებს შეაჭერით შემხმარი წვერები.

ქოთანი,გადარგვა,ნიადაგი ჯუნკუსის გასაზრდელად გამოსადეგია როგორც პალუდარიუმი,ასევე ჩვეულებრივი ქოთანი,გაითვალისწინეთ, რომ მას ესაჭიროება ისეთი პირობები, რომლებიც ჭაობის პირობებთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.ის შეიძლება გაზარდოთ ჰიდროპონიკაზეც.ამ მცენარეს ფესვთა სისტემა ზედაპირული აქვს,ასევე ეზრდება წვრილი,ძაფისებური გვერდითა ფესვები,ამიტომ მისთვის უნდა შეარჩიოთ ვიწრო და მაღალი ჭურჭელი.მჭიდრო ქოთანი მისთვის არ არის სასურველი,ახალი ქოთანი ძველზე 5-6 სმ-ით ფართე უნდა იყოს.

ჭილისათვის შეარჩიეთ მჟავე რეაქციის,ფხვიერი,მსუბუქი და ტენის კარგადშემწოვი ნიადაგი.კარგია პალუდარიუმებისათვის ან წყლის მცენარეებისათვის განკუთვნილი ნიადაგის ნარევი. მიწის ნაზავი შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ,ამისათვის შეურიეთ უნივერსალური ნიადაგი,ხავსი,ჭაობის ტორფი,პერლიტი,კენჭები ან კერამზიტი.

გადარგეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,როდესაც მცენარეს ქოთანი ემჭიდროვება,ან მცენარის დაზიანების შემთხვევაში.

ისეთ გარემოში,სადაც იზრდება ჭილი,საუკეთესო პირობები იქმნება ნიადაგში კიროვანი მარილების დაგროვებისთვის ან ლპობის განვითარებისთვის,ამიტომ სპეციალისტების რჩევით მცენარე წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას,ეს პროცედურა მცენარეს არ აზიანებს.შეგიძლიათ მთლიანად მოაცილოთ ძველი ნიადაგი თუ ის გამოუსადეგარი გახდა,დაათვალიეროთ ფესვები,დაზიანებული ფესვები უნდა შეაჭრათ.ჯუნკუსი ადვილად აღდგება გადარგვის შემდეგ.

ქოთანს ძირში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი სადრენაჟე ფენა მსხვილი ფრაგმენტაციით,ამისათვის საუკეთესოა კერამზიტი.არ დაივიწყოთ ნიადაგის ზედაპირისთვის მულჩირება,რისთვისაც გამოსადეგია დეკორატიული კენჭები,ან კერამზიტი.მულჩა ხელს უშლის წენის სწრაფ აორთქლებას და ნიადაგის ზედაპირის გამოშრობას.

დაავადებები და მავნებლები მცენარე მდგრადია დაავადებების და მავნებლების მიმართ.თუ შეამჩნევთ თუნდაც ერთ მწერს,სასწრაფოდ დაამუშავეთ ის ინსექტიციდით.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს სიდამპლე,ასეთ შემთხვევაში მცენარე უნდა გადარგათ ახალ ნიადაგში და დაამუშავოთ ფუნგიციდით.

შესაძლო პრობლემები შესაძლოა დაეწყოს ღეროების ხმობა,თუ მცენარე დგას მშრალი ან ცივი ჰაერის მქონე ოთახში.ზამთრის პერიოდში ღეროების ხმობა მოსვენების პერიოდის

დასაწყისზე მიგანიშნებთ,ზაფხულში კი - ფესვთა სისტემის ლპობის მანიშნებელია.

თუ ჯუნკუსს არ ჰყოფნის განათება,მისი ღეროები გაფერმკრთალდება.

გამრავლება სახლის პირობებში მზარდი ჭილი მრავლდება ვეგეტატიურად,ის უნდა დაიყოს გადარგვის დროს რამდენიმე ნაწილად,თვითოეულს უნდა ჰქონდეს კარგი ფესვები და მინიმუმ 10 ძლიერი რტო.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

25 October 0 554
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно