მექსიკური წიწაკის-კაპსიკუმის სახეობები
ბოლო პერიოდში დიდი დაინტერესება შეიმჩნევა კაპსიკუმის - მექსიკური წიწაკის მიმართ,მის შესახებ ჩვენს საიტზე სტატიაც დაიდო,სადაც გაეცნობით მისი მოვლის და გამრავლების მინიმალურად აუცილებელ წესებს.თუმცა კაპსიკუმი მხოლოდ ერთი სახეობით არ შემოიფარგლება,არსებობს მრავალი ჯიში,ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს.
ერთწლიანი ანუ ჭოტოსანი წიწაკა (Capsicum Annuum)
ეს მრავალწლიანი ძლიერდატოტვილი,მრავალწლიანი მცენარეა,თუმცა ზრდიან როგორც ერთწლიანს.აქვს კონუსისებური,მწვანე ფოთლის ფირფიტები,რომლებიც შესაძლოა ქმნიდნენ როზეტს,ფოთლის სიგრძე შესაძლოა 25 სმ-ს აღწევდეს.ყვავილები თეთრი შეფერილობისაა,შესაძლოა იისფერი ზოლებითაც,წარმოქმნის კონას.ნაყოფი განსხვავდება ზომით და ფორმით: ბრტყელი ბურთისმაგვარიდან,წვრილ და წაგრძელებულ ფორმებამდე.ფერებიც მრავალგვარია: ყვითელი,ნარინჯისფერი,წითელი,მწვანე.ამ სახეობას აქვს მრავალი ჯიში,რომელთა ნაყოფი შესაძლოა იყოს როგორც ტკბილი,ასევე ცხარე გემოსი.
კაიენის ანუ ბუჩქოვანი წიწაკა (Capsicum Frutescens)ბუჩქისებური მრავალწლიანი მცენარეა,ამშვენებს ელიპსური პრიალა ფოთლები,რომლებიც ორივე ბოლოსაკენ ვიწროვდება.ფოთლები შეფერილია მუქ მწვანე ფერად,გამოკვეთილია ძარღვები.ყვავილები მომწვანო-თეთრია.ნაყოფი წარმოადგენს პარკს,ჭოტს,რომლის სიგრძე 20-დან 50 მმ-მდეა,ზის ვერტიკალურად,აქვს ყვითელი,იისფერი,ან წითელი შეფერილობა დაცხარე გემო.
კენკრინაყოფა წიწაკა (Capsicum Baccatum)ბუჩქოვანი,ორ მეტრამდე სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა.მუქი მწვანე ფოთლები სიგრძით 30 სმ-მდე აღწევს.მომწვანო-თეთრი ყვავილები უმეტეს შემთხვევაში მარტომჯდომია,მათ ზედაპირზე შესაძლოა ჰქონდეთ ღია მწვანე,ყვითელი ან მოყავისფრო ლაქები.ნაყოფის ფორმები სხვადასხვაგვარია - გვხვდება წამახული, გრძელი და უჩვეულო მომრგვალო ფორმები,შეფერილობა მოწითალო-ნარინჯისფერი,ყვითელი ან მოყავისფროა.პირველ ხანებში ნაყოფი ვერტიკალურად იზრდება, დროთა განმავლობაში კი ქვემოთ ეშვება. გემო - ცხარე.
ჩინური წიწაკა (Capsicum Chinense)ამ მრავალწლიანი წიწაკის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს. ფოთლები დანაოჭებულია,კვერცხისებური ფორმის, მომწვანო შეფერილობის.მომცრო ზომის
მომწვანო-თეთრი ყვავილები ქმნის კონას,ან განლაგებულია ცალკეულად.ნაყოფის ფორმები მრავალგვარია. გემო - განსაკუთრებით ცხარე.
ბუსუსიანი წიწაკა (Capsicum Pubescens)ამ ბუჩქოვანი, მრავალწლიანი მცენარის სიმაღლე ბუნებაში შესაძლოა 3-4 მეტრს აღწევდეს,ღეროები დაფარულია ბუსუსით.ასევე ბუსუსიანი ფოთლის ფირფიტები სიგრძით 10-12 სმ-ს აღწევს,აქვს კვერცხისებური ფორმა,თავსა და ბოლოში ვიწროვდება.წყვილად ან ცალკეულად განლაგებული ყვავილები იისფერია.ნაყოფი მოკლეა,ბლაგვი დაბოლოებით,შეფერილია ნარინჯისფერ,ყვითელ,მუქ წითელ ან ყავისფერ ფერში.ზოგიერთ შემთხვევაში, დამწიფებამდე,შესაძლოა მიიღოს შავი ფერიც. ნაყოფი ცხარე გემოსია.
ოთახის წიწაკის პოპულარული ჯიშებია:
‘’ალადინი’’ სწრაფად იზრდება, უხვად და ხანგრძლივად მსხმოიარეა. ღია გრუნტში სიმაღლით 50 სმ-ს აღწევს, ოთახში არაუმეტეს 35-40 სმ-ს.ნაყოფი წვრილია, მრავალრიცხოვანი, წაგრძელებულ-კონუსისებური, ცხარე და არომატული.
ტექნიკური სიმწიფის სტადიაში მწვანე ნაყოფი იღებს კრემისფერ, იისფერ და შემდეგ წითელ შეფერილობას.ოთახის პირობებში ნაკლებად ცხარეა,თუმცა ეს ნაყოფიერებაზე არ მოქმედებს.
‘’ექსკლუზივ ემბერი’’ უჩვეულო,მოიისფრო-მომწვანო ფოთლები. ნაყოფის ფერი დამოკიდებულია სიმწიფის სტადიაზე: იისფერი,ნაღებისფერი, ვარდისფერი, ალისფერი. ნაყოფი მომცროა, სიგრძით 2,5 სმ-მდე, ძალიან ცხარე. ადრეული ჯიშია, დათესვიდან 115-120 დღეში ნაყოფი უკვე მწიფობს. კომპაქტური ჯიშია, სიმაღლით 20-30 სმ.
‘’გარდე ფეირვორკს’ დაბალი ჯიშია, სიმაღლით 25-30 სმ. ბუჩქი უხვადაა დაფარული ნაყოფით, რომელიც ვერტიკალურადაა ‘’დასკუპებული’’.
მცენარეზე ერთდროულად ნახავთ სხვადასხვა შეფერილობის ნაყოფს: მწვანე, იასამნისფერი, ნარინჯისფერი და წითელი ნაყოფი, რომლის სიგრძე 5,5 სმ-მდეა, მართლაც ფეიერვერკს მოგაგონებთ. გემო ცხარე.
‘’ზანზალაკი’’(Christmas Bell) ეს ჯიში მიეკუთვნება კენკრისნაყოფა წიწაკის სახეობას (Capsicum Baccatum).
ნაყოფის ფორმა მოგვაგონებს ზანზალაკს, ან პატისონს, რომელიც ჩამოკონწიალებულია ყუნწებზე. ნაყოფის წონა 60-100 გრ. სიცხარე არათანაბრადაა გადანაწილებული, შუაგული ცხარეა, დანარჩენი ნაწილები კი სასიამოვნო მომჟაო-მოტკბო გემოსია. ღერო და ფოთლები ბუსუსიანია. ნაყოფი სიმწიფეს აღწევს ჩითილის ამოსვლიდან 150 დღეში. ნერგს უნდა აეჭრას გვერდითა გამონაზარდები.
„პუანსეტია“ (Poinsettia) მოგრძო ნაყოფის მტევნები უხვად დაფოთლილი ღეროების ბოლოში წააგავს პუანსეტიას ფერად ფოთლებს, ამიტომაც შეურჩიეს ასეთი სახელი. ბუჩქი სიმაღლეში 30 - 35 სმ იზრდება. ნაყოფი აქვს მომგრძო ფორმის, 7-7,5 სმ სიგრძის, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ნაყოფი დამწიფებისას წითლდება. გემო საკმარისად ცხარე.
დეკორატიულობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან შემდეგი ჯიშები
‘’Shu’- გამოირჩევა ჭრელი ფოთლებით. ნაყოფი უმეტესად ყვითელი ან იისფერია.
’’Purple Tiger’’- დაბალი ბუჩქია, ღია იისფერი წვრილი ნაყოფით და ჭრელი ფოთლებით, კარგია მცენარეთა კომპოზიციებში.
’’Purple Fish’’- დაბალი ჭრელფოთოლა ბუჩქი, ასევე ჭრელი ან ზოლიანი მოგრძო ფორმის ნაყოფით.
’’რიაბინუშკა’’ - წვრილი, ბურთულების ფორმის სხვადასხვა ფერის ნაყოფი, მოგვაგონებს ცირცელის მტევნებს. ბუჩქი კომპაქტურია.
’’Salsa Orange’’ - პოპულარული ჯიშია, აქვს ნარინჯისფერი მომცრო ნაყოფი. ფოთლები მუქი მწვანე, მოზრდილი ზომის.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი - სალთხუციშვილის