გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჭრელფოთოლა (ვარიეგატული) მონსტერას მოვლის თავისებურებანი

მონსტერა მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტენიანი ტყეებიდან,ასევე ბინადრობს აღმოსავლეთ ინდოეთშიც.

ამ მცენარემ ჩვენში უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა და ის დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება ყვავილების მოყვარულებს შორის,განსაკუთრებით მისი ჭრელი ფორმა - ვარიეგატული მონსტერა.მისი ფოთლების ჭრელი შეფერილობა მიღებულია გენური მუტაციით.ასაკთან ერთად მატულობს ფოთლებზე თეთრი უბნების ზომა,თუმცა ზოგჯერ ჰოლანდიიდან შემოსული ჭრელი მონსტერები კარგავენ ფოთლების სიჭრელეს.

ეს მცოცავი ლამაზმანი არ გახლავთ მომთხოვნი და პრეტენზიული,თუმცა მაინც ხშირია მასთან დაკავშირებული პრობლემები,უფრო მეტად კი მისი ჭრელი სახეობა ‘’ჭირვეულობს’’.გავერკვეთ რაშია საქმე.

მონსტერა ტროპიკული ტყეების ბინადარია,სადაც ტენიანობა ჩვეულებრივზე ბევრად მაღალია,ამიტომ მისი მოვლის დროს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ტენიანობის კონტროლი,რასაც გაგიადვილებთ პატარა ხელსაწყო, რომლითაც იზომება ოთახში ჰაერის ტენიანობა.

ბევრს ჰაერის და ნიადაგის ტენიანობა ერთი და იგივე ჰგონია,ამიტომ შეცდომას უშვებს მისი მორწყვისას,არ აცდის ნიადაგის ზედა ფენებს შეშრობას და ხშირად რწყავს მცენარეს,ნაცვლად იმისა რომ ოთახის ტენიანობა ასწიოს,დანამოს მცენარის ფოთლები და სხვა მხრივ დაეხმაროს მცენარეს.

მნიშვნელოვანია: ვარიეგატული სახეობების კვება და ზრდა დამოკიდებულია მცენარის მწვანე ზონებზე,რომლებიც მცენარეს ამარაგებს ქლოროფილით.თუ დომინირებს თეთრი ფერი - მცენარეს დაბალი სიცოცხლისუნარიანობა აქვს.

მოვლის დროს გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები:

 მოსტერას სწორად დასარგავად აუცილებელია ქოთნის ძირში ჩაყაროთ დრენაჟის სქელი ფენა.მნიშვნელოვანია დროულად გადაირგას მცენარე(ადრე გაზაფხულზე) შედარებით მოზრდილ ქოთანში,მისი ზრდის შესაბამისად

ჰაერის ტენიანობა 70% - 80%

ნოყიერი და ფხვიერი ნიადაგი

სტაბილური ოთახის ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში.

რეგულარული შესხურება,დღში ორჯერ

ოთახში ჰაერის მუდმივი დატენიანება და კონტროლი,განსაკუთრებით 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.შედარებით დაბალი ტეპერატურისას უნდა შეამციროთ მორწყვის სიხშირე და რაოდენობა

საშუალო ან კარგი განათება

ჭრელი მონსტერა მომთხოვნია სასუქის მიმართ,მაგრამ ის სწორად უნდა მიეწოდოს.ბევრი ექსპერტის მოსაზრებით მისთვის არასასურველია ორგანული სასუქები,რომ მცენარემ არ დაკარგოს სიჭრელე,ამიტომ მას კვებავენ დეკორატიულ ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქებით,მაგრამ დოზა მცირდება 50%-ით

მოზრდილ მონსტერასაუცილებლად ესაჭიროება მყარი საყრდენი,რომელიც თქვენ თვითონვე შეგიძლიათ მოაწყოთ,ან შეიძინეთ ქოქოსის ბოჭკოდახვეული სპეციალური ჯოხი.

მორწყვა ხდება აუცილებლად ნადგომი,რბილი წყლით.მორწყვის მიმართ ჭრელი სახეობა განსაკუთრებით ჭირვეულია: დაუშვებელია ნიადაგის ძლიერად გამოშრობაც და მუდმივი სისველეც,წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის,ან ოდნავ თბილი.უფრო ჭარბი და ინტენსიური მორწყვის შემთხვევაში ფოთლების თეთრ უბნებზე ჩნდება მუქი ლაქები

ორ კვირაში ერთხელ მცენარეს თბილი შხაპით უნდა ჩამოერეცხოს ფოთლები,მოზრდილი მცენარის შემთხვევაში კი ხდება ნოტიო რბილი ქსოვილით წმენდა.პირველი მეთოდის გამოყენებისას,ონკანის წყალი ქოთანში არ უნდა ჩავიდეს,რადგან გამოიწვევს მცენარის ლპობის ფორმირება

ეს პროცედურა საჭიროა როდესაც მცენარე ძლიერ იზრდება,ან პირიქით - საჭირო ხდება მისი ზრდის პროვოცირება დასაბუჩქად.პროცესი მარტივია: სუფთა ბაღის მაკრატლით გადაჭერით ზედმეტი ტოტები.დაბუჩქვისთვის შეაჭერით კენწეროს,წვეროს ტოტები.ჭრილობაზე მოაყარეთ ნახშირი.ფორმირების პროცესში უნდა შეაჭრათ დაავადებული და შემხმარი ფოთლებიც.

საჰაერო ფესვები მონსტერასათვის საჰაერო ფესვები მისი განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.განსაკუთრებით ჭრელისათვის.მათი მოჭრა არ შეიძლება! ამით მცენარე დასუსტდება და შეიძლება დაიღუპოს.ფესვებსაც ესაჭიროება გარკვეული მოვლა.შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე მეთოდი:

შეკარით კონებად და შემოახვიეთ ხავსი,რომელსაც პერიოდულად დანამავთ

ჩამოკიდეთ მცირე ზომის ჭურჭელი და მასში ჩაუშვით ფესვები,ეს მეთოდი მოხერხებულია სასუქის მისაწოდებლადაც,ჭურჭელში ჩაუმატებთ სასუქიან ხსნარს და მცენარე სწრაფად აითვისებს

საყრდენ ჯოხებს შემოახვიეთ ხავსი და მიამაგრეთ მასზე საჰაერო ფესვების კონები

საკმარისი სიგრძის შემთხვევაში ,თუ ნიადაგამდე აღწევენ - ჩაფალით ისინი ქოთანში

მოსახერხებელია ქოქოსის ბოჭკოებშემოხვეული საყრდენი ჯოხების გამოყენება როგორც მცენარისათვის,ისე მისი ფესვებისთვისაც.

ჭრელი მონსტერა განსაკუთრებით მიმზიდველია, ნებისმიერ ინტერიერში შემოაქვს ტროპიკული სილამაზე,მისი მოზრდილი,ჭრელი ფოთლები ყველას ხიბლავს და იზიდავს.

შეკითხვები დასვით ჩვენს ფეისბუქ ჯგუფებში, ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები თუ პრობლემის გადაჭრა გსურთ განათავსეთ პოსტის სახით თქვენი მცენარის ფოტო,დაწერეთ რა გაინტერესებთ კონკრეტულად.

ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილი

20 September 0 8 009

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно