კაუდექსიანი ბეგონია

სუკულენტური(კაუდექსიანი) ბეგონიები დიდი ხანი არ არის რაც გამოჩნდა ჩვენს ფანჯრის რაფებზე და თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება.ასეთი ბეგონიები არც ისე ბევრი სახეობისაა.უფრო მიმზიდველად ითვლება ბეგონია პარტიტა და დრეგის ბეგონია.ბუნებაში ამ ბეგონიებს ჩამოუყალიბდათ წყლის და მინერალური ნივთიერებების მომარაგების უნარი ქსოვილებში,იმისათვის რომ გადარჩენილიყვნენ არახელსაყრელ პირობებში.

მათ რამოდენიმე უპირატესობა აქვთ სხვა ბეგონიებთან შედარებით: არიან კომპაქტურები,რაც მნიშვნელოვანია ფანჯრის რაფებზე და თაროებზე ადგილის მუდმივი უკმარისობის დროს.შედარებით ადვილად იტანენ სინათლის ნაკლებობასაც და მზის პირდაპირ სხივებსაც გარკვეული დროის განმავლობაში.ეგუებიან ღარიბ ნიადაგს,წყლის ნაკლებობას,ჩრდილს,არ არიან მომთხოვნები მორწყვის მიმართ,რადგან მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები საკმაოდ მკაცრია.მათთვის დამღუპველია მხოლოდ ჭარბი ტენიანობა და მორწყვა.

მარტივია ასეთი ბეგონიების ბონსაის წესით ფორმირება და რაც მთავარია - მათ უყალიბდებათ კაუდექსი.კაუდექსის მქონე ბეგონია
კაუდექსი - ეს არის ღეროს გამსხვილებული ადგილი მცენარის ძირთან ახლოს.კაუდექსი უყალიბდება გვალვის ამტან მცენარეებს,ის თავისებურ რეზერვუარს წარმოადგენს სადაც არახელსაყრელი პირობების დროს გროვდება წყალი და საკვები ნივთიერებები.სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი სუკულენტური ბეგონიების მოვლის დროს: თუ თქვენს ბეგონიას ყველანაირად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით, მას კაუდექსი აღარ განუვითარდება.თქვენი მცენარე მშვენიერ ფორმას მიიღებს,ნოყიერ ნიადაგში სწრაფად გაიზრდება და დაიბუჩქება,მაგრამ მისი ღეროები არ გამსხვილდება და არ ჩამოყალიბდება კაუდექსი.

ბეგონია კაუდექსის გარეშე ნიადაგი: როგორც აღვნიშნეთ,კაუდექსიანი ბეგონიები სუკულენტური მცენარეების ჯგუფს ეკუთვნის,ამიტომ ზედმეტად ნოყიერი ნიადაგი მათთვის გამოუსადეგარია,გამოიყენეთ - მიწის,პერლიტის,ვერმიკულიტის,წვრილი კერამზიტის,ქვიშის,დანაყული აგურის,ცეოლითის და სხვა მსგავსი გამაფხვიერებლების თანაბარი წილების ნარევი.ან შეიძინეთ კაქტუსებისათვის განკუთვნილი მზა ნარევი.

ქოთანი: ასევე არ არის საჭირო დიდი მოცულობის ქოთანი,ეს გამოიწვევს გრუნტის ჭარბ ტენიანობას და ფესვების ლპობას.ამიტომ ყოველი გადარგვისას ქოთნის ზომა უმნიშვნელოდ უნდა გაიზარდოს.უკვე წამოზრდილ სუკულენტურ ბეგონიებს ხშირად რგავენ დაბალ,ბონსაისათვის განკუთვნილ ქოთნებში,სადაც განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურებიან.გადარგვა ხდება ვეგეტატიური

პერიოდის დაწყებამდე(თებერვალ-მარტში).ახალგაზრდა მცენარე ირგვება ყოველწლიურად,მოზრდილი 2-3 წელიწადში ერთხელ.რადგან მათ ფაქიზი ფესვთა სისტემა აქვთ,რომელიც რთულად აღსდგება დაზიანების შემთხვევაში.როგორც წესი, იყენებენ გადასმის მეთოდს(ამ თემაზე ჩვენს საიტზე არის სტატია - ‘’გადარგვა და გადასმა’’).აუცილებელია სადრენაჟე ნასვრეტები და დრენაჟის ფენა.

ზრდის პერიოდში კაუდექსიანი ბეგონიები კარგად იტანენ სიცხეს,მაგრამ ამასთანავე ხშირად უნდა გაანიავოთ შენობა,დილა-საღამოს კი შეასხუროთ ფოთლებზე წყალი,სველ მცენარეს არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი მზე.

მორწყვის თავისებურებანი გაზაფხულზე და ზაფხულში კაუდექსიან ბეგონიას რეგულარული დატენიანება ესაჭიროება,სხვა შემთხვევაში ზრდა შეჩერდება.ნოემბრიდან,როდესაც დღე საგრძნობლად იკლებს,ბეგონია უნდა მოთავსდეს გრილ ადგილზე +10 +15 გრადუსის ფარგლებში.მორწყვის სიხშირე უნდა შეამციროთ ნიადაგის შეშრობამდე,ამ დროს შეიმჩნევა ტოტების დაშვება - ეს ნორმალურია.სწორედ ეს მიგვანიშნებს მორყვის საჭიროებაზე.მორწყვა საჭიროა მინიმალური რაოდენობის წყლით - ეს მთავარი პირობაა კაუდექსის ჩამოსაყალიბებლად.სიცხის დროს მორწყვის სიხშირე უნდა გაიზარდოს,მაგრამ წყლის რაოდენობა მინიმალური უნდა დარჩეს.ნიადაგის სრულიად გამოშრობა დაუშვებელია,ეს ხომ კაქტუსი არ არის.ამიტომ თქვენ თვითონ უნდა შეიმუშავოთ მორწყვის რეჟიმი თქვენი ბეგონიისათვის,რადგან ის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე; ქოთნის და მცენარის ზომა,ტემპერატურა,წელიწადის დრო,ჰაერის ტენიანობა,სახლის მიკროკლიმატი და ა.შ.

კვება კაუდექსიან ბეგონიებს სასუქი მიეწოდებათ მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში,სუკულენტებისათვის განკუთვნილი სასუქების სახით,უკეთესია გამოიყენოთ თხევადი სასუქები,დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული დოზები.

გამრავლება ყველაზე მარტივი ხერხია კალმით გამრავლება,თუმცა ასეთ შემთხვევაში მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ კაუდექსის მისაღებად.

შედარებით რთულია ამ ბეგონიის ფოთლით გამრავლება,საჭიროა შეირჩეს შესაბამისი ფოთოლი, უმჯობესია აიღოთ კარგად დაბუჩქული,კაუდექსის არმქონე ბეგონიიდან,რადგან მას უფრო ძლიერი და მოზრდილი ფოთლები აქვს.დაფესვიანება ხდება წყალში,ფესვების ჩამოყალიბების შემდეგ კი გადაგაქვთ ნიადაგში.დაფესვიანებული ფოთოლი შესაძლოა რამოდენიმე თვე უძრავად იდგეს,არ ამოიტანოს ყლორტები და თქვენ კი იმედი დაკარგოთ,მაგრამ სწორედ ფოთლის კალმებს უყალიბდება კაუდექსის ჩანასახი,მისი ფორმირება უფრო ადვილად და ბუნებრივად ხდება.ამ მეთოდის ნაკლია - ხანგრძლივობა.

გამრავლების მესამე ხერხია - დათესვა.შეძენილი თესლი არასაიმედოა,ამიტომ ხელოვნური ჩარევით უნდა ეცადოთ დამტვეროთ მცენარე და მიიღოთ სათესი მასალა,ეს კი საკმაოდ რთული და სპეციფიკური პროცესია და ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

დაავადებები და მავნებლები ყველაზე ხშირად ბეგონიებს ემტერება აბლაბუდიანი ტკიპი და ცრუფარიანა.ტკიპების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ აკარაციდი,ხშირად დანამეთ მცენარე.ცრუფარიანებთან საბრძოლველად ეფექტურია იმიდაქლოპრიდის შემცველი პრეპარატების გამოყენება.

აგროტექნიკის დარღვევის გამო შესაძლოა წარმოიქმნას სოკოვანი დაავადებები და სიდამპლე,დაავადების შემთხვევაში გამოიყენეთ ფუნგიციდები.დაავადებების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო პროფილაქტიკაა მოვლის წესების და რეკომენდაციების დაცვა.

რამდენიმე მცდარი აზრი კაუდექსიანი ბეგონიების შესახებ:

. კაუდექსი მხოლოდ თესლიდან ამოსულ ბეგონიას უყალიბდება - ეს მოსაზრება სწორია ადენიუმების შემთხვევაში,მაგრამ ბეგონიას სწორი მოვლის პირობებში კაუდექსის ჩამოყალიბება შესაძლებელია.

. მრავლდება მხოლოდ დათესვით და დაკალმებით - ფოთლით გამრავლებაც შეძეძლებელია,თუმცა ცოტა რთულად.

. კაუდექსიან ბეგონიას უყვარ ტენი - ბევრად ნაკლები,ვიდრე სხვა სახეობის ბეგონიებს.სწორი ფორმირებისათვის წყლის რაოდენობა მინიმუმადე უნდა იქნას დაყვანილი.

. სუკულენტური ბეგონია უდა მოირწყას იშვიათად - შედარებით იშვიათად,ვიდრე სხვა ბეგონიები,მაგრამ არა ისე,როგორც კაქტუსები და სხვა სუკულენტები.იპოვეთ ოქროს შუალედი!

და ბოლოს,სუკულენტური ბეგონიის მოვლის პროცესი ძალიან საინტერესოა და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური,შედეგი კი ნამდვილად სასიამოვნო.ვინც დაინტერესდა ამ მცენარეების თავისებურებებით და ზრდის მათ,გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება მათი მოვლის პროცესში.ველით პოსტებს ჩვენს ჯგუფებში ფეისბუქზე.

ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილი


17 September 0 574
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно