ჰავორტიების მოვლის 9 მარტივი წესი
კომპაქტურ სუკულენტებს შორის ჰავორტია პირველი ფავოროტია.მისი უხეში ფოთლები თამამად გამოიყურება ნაყშიანი როზეტებიდან.ჰავორტიების იმდენი სახეობა არსებობს,რომ ნებისმიერი მონახავს თავისი გემოვნების შესაფერისს.ზოგიერთი მათგანი შესანიშნავად ესადაგება ფლორარიუმებს,ზოგი კი სუკულენტების კომპოზიციაში დაიკავებს მკაფიო ადგილს.მიუხედავად იმისა,რომ ყველა მათგანი განსხვავებულია,იმდენად უპრეტენზიოები არიან,რომ მოითხოვენ მსგავს პირობებს და მოვლის წესებს.საკმარისია არ დაივიწყოთ რამოდენიმე საერთო წესი - და ამ სუკულენტთან პრობლემები არ შეგექმნებათ.
ასეთი განსხვავებულები,მაგრამ მსგავსი ჰავორტიები ჰავორტიას(Haworthia) აქვს მოკლე,ხორციანი,უხეში,ლანცეტის ან სამკუთხა ფორმის ფოთლებისაგან შემდგარი როზეტი.ფოთლები შეიძლება იყოს მახვილი ან ბლაგვი დაბოლოებით,მუქი ან ღია ფერის,თეთრი,რელიეფური ნაყშებით შემკული ან თითქმის გლუვი.როზეტის დიამეტრი 5-დან 30 სმ-მდე აღწევს.
ჰავორტიას ყვავილობა უმნიშველოა და შეუმჩნეველი,უმჯობესია თუ საყვავილე ღეროს მოაშორებთ,რადგან მათი უმრავლესობა ყვავილობის შემდეგ კვდება.
ჰავორტია ითვლება კომპაქტურ,მკვეთრ და უფრო მრავალფეროვან სუკულენტად,ვიდრე მისი ალტერნატიული ალოე.მრავალფეროვნება და ცვალებადობა - ჰავორტიების მთავარი ღირსებაცაა და ნაკლიც.
მრავალი ჯიში,რომელიც შედის ჰავორტიების გვარში,ჯერ კიდევ წარსულ ასწლეულში ,,სხვა’’ მცენარეებად მოიაზრებოდა.ამ სუკულენტის კლასიფიკაცია მუდმივად გადახედვის პროცესშია,ეძებენ მის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას,მაგრამ ჰავორტიების საბაზო მოთხოვნები მსგავსია.საკმარისია დაიმახსოვროთ 9 მთავარი და უნივერსალური წესი მათი აგროტექნიკისათვის.
1.ყველა პროცედურა ჩაატარეთ სიფრთხილით
ჰავორტიებთან მუშაობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.მტვრის მოცილება,გადარგვა და მორწყვაც კი,ფრთხილად და მინიმალური კონტაქტით უნდა ჩატარდეს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დასველდას როზეტი და არ ჩაგუბდეს მასში წყალი.უმჯობესია მოირწყას ქოთნის კიდიდან,ისე რომ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს ან როზეტის ცენტრს.
გახსოვდეთ,რომ ჰავორტია ტოკსიკურია,მისი წვენი არანაკლებ საშიშია ვიდრე რძიანების.
2.არანაირი მკვეთრი სინათლე
სინათლისმოყვარული ჰავორტია ცოცხლობს უდაბნოშიც,მაგრამ ოთახის მცენარეებმა ნაწილობრივ დაკარგეს თავისი გამძლეობა მწველი სხივების მიმართ.ჰავორტია ცუდად იტანს პირდაპირ მზის სხივებს,ფოთლებზე უჩნდება დამწვრობები ან კარგავს მკვეთრ შეფერილობას.
თუ მას სამხრეთის ფანჯარაზე მიუჩენთ ადგილს,მოუჩრდილეთ შუადღის მზისგან.აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა მისთვის ბევრად კომფორტულია.
3.ზომიერად მაღალი ტემპერატურა
ჰავორტიები უმკლავდებიან ნებისმიერ ტემპერატურას,არ ეშინიათ სიცხის,ცვალებადი ტემპარატურის,მაგრამ არც ისე კარგად რეაგირებენ ტემპერატურის მკვეთრ დაცემაზე(+10 გრადუსზე დაბლა)
თუ თქვენ ფლობთ იშვიათი სახეობების კოლექციას და ჯიშებს,განსაკუთრებით მკვეთრი შეფერილობის და სიჭრელის მქონე ეგზეპლარებს,ყურადღება უნდა მიაქციოთ,რომ ზაფხულში ტემპერატურა +22 გრადუსზე დაბლა არ დაეცეს,ასეთ პირობებში ნებისმიერი ჰავორტია სრულად დაგანახებთ თავის სილამაზეს.
4.თუ შესაძლებელია გრილი გამოზამთრება
ჰავორტია ინარჩუნებს კომპაქტურობას მრავალი წლის განმავლობაში,იზრდის ძლიერ შვილეულ ამონაყარებს და არ ეკარგება დეკორატიულობა ძველ ფოთლებზე მხოლოდ ერთი პირობით - ესაა გრილი გამოზამთრება.თუმცა ეს არ არის აუცილებელი.ჰავორტია ამტანი მცენარეა და მშვენივრად გამოიზამთრებს სითბოშიც,ამით ის არც თუ ისე დაზარალდება.
მაგრამ ჰავორტიების ნამდვილმა გულშემატკივრებმა იციან,რომ თბილ და გრილ გამოზამთრებებში არის დიდი განსხვავება.ამ მცენარისთვის ზამთრის ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონია +12 +14 გრადუსი.
5.მინუმუმამდე შემცირებული მორწყვა - ზაფხულშიც კი
ჰავორტიას უჩვეულო როზეტი აქვს - მისი ქვედა ფოთლები პირდაპირ ნიადაგს ეხება და თუ ის მუდმივად ნესტიანი იქნება,თანდათანობით განვითარდება სიდამპლე.ჰავორტიებს კატეგორიულად არ ესაჭიროება საშუალო და მაღალი ტენიანობა.
ნიადაგის ზედა ფენა მუდმივად მშრალი უნდა იყოს,სუბსტრატი ქოთნის სიღრმეში კი,ოდნავ ტენიანი.მორწყვა ხდება ისე,რომ წყალმა ოდნავ დაატენიანოს და არ დაასველოს სუბსტრატი ძლიერად.
მორწყვის სიხშირის დადგენა საკმაოდ მარტივია: მოსვენების პერიოდში,შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულამდე,ჰავორტია ირწყვება თვეში ერთხელ,ან უფრო იშვიათად თუ ის გრილად იზამთრებს.თბილ სეზონზე კი,მცენარეს რწყავენ როგორც ჩვეულებრივად სუკულენტებს - კვირაში 1-2-ჯერ.
მორწყვა ხდება მცირე რაოდენობის წყლით,რომელსაც ყოფენ პორციებად,ნიადაგის თანაბრად დატენიანებისათვის.
6.სუფთა ჰაერი
ჰავორტიას ხშირად აკუთვნებენ სხვა სუკულენტებს და ზოგჯერ რეკომენდაციას უწევენ მათ ისე მოუარონ როგორც კაქტუსებს. ჰავორტიებს უყვართ სუფთა ჰაერი,ზაფხულის სიხეებში რაც უფრო ხშირი განიავება ექნებათ,მით უკეთ იგრძნობენ თავს.
7.დაივიწყეთ ჰაერის ტენიანობა
ჰავორტიას არ უყვარს ტენიანობის ტროპიკული მაჩვენებელი.ის უკეთ გრძნობს თავს მშრალ ჰაერზე და ოთახის ჩვეულ პირობებზე.ნებისმიერ ადგილზე შესანიშნავად იზრდება,ამიტომ ტენიანობის კონტოლი მათთვის საჭირო არ არის.
8.მინიმალური სასუქი
იმისათვის რომ ჰავორტიამ დიდხანს შეინარჩუნოს დეკორატიულობა,არ გაიზარდოს უკონტროლოდ და არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი
ფოთლის მორთულობა,ყურადღებით გაითვალისწინეთ რეკომენდაცია მისი მწირი კვების შესახებ.
რა თქმა უნდა,მას ესაჭიროება კვება,მაგრამ მითვის განკუთვნილი სასუქი უნდა იყოს დაბალკონცენტრირებული და იშვიათი.სასუქის მიწოდება უმჯობესია თვეში ერთხელ,ორჯერ შემცირებული დოზით,რაც მითითებულია შეფუთვაზე.მოსვენების პერიოდში მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაწოდოთ კვება.
მნიშვნელოვანია ასევე სასუქის ტიპის შერჩევა.არაპრეტენზიულობის მიუხედავად,მას არ მოუხდება სტანდარტული უნივერსალური სასუქები.ჰავორტიისათვის შესაფერისია მხოლოდ სუკულენტების ადა კაქტუსებისათვის განკუთვნილი კვება,მაკრო და მიკრო ელემენტების განსაკუთრებული ბალანსით.
9.ბასრი ინსტუმენტები
ჰავორტია ითვლება ყველაზე მარტივი გამრავლების უნარის მქონე სუკულენტად.დედა მცენარე იზრდის შვილეულ როზეტებს ძირში,ასევე ადვილია მისი გამრავლება ფოთლის კალმით.მაგრამ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში,თუ დაცულია ჰიგიენის ნორმები.
ამონაყარი ან ფოთოლი გასამრავლებლად უნდა აიჭრას ფრთხილად,ტრავმირების გარეშე,ძალიან ბასრი და წინასწარ დეზინფიცირებული ინსტრუმენტით.იმისათვის რომ,ფოთოლი ან ამონაყარი დაფესვიანდეს,მხოლოდ შეშრობა არ არის საკმარისი.ისინი უნდა დამუშავდეს ხის ნახშირის ფხვნილით.არ იჩქაროთ ჩარგვა - გააშრეთ 3-4 დღის განმავლობაში - ეს ოპტიმალური ვარიანტია.
ჰავორტიას კალმები წყალში არ უნდა ჩადოთ დასაფესვიანებლად.მათ რგავენ ცალკე ქოთანში მსუბუქ სუბსტრატში ან სუფთა ქვიშაში და დიდი ყურადღებით აკონტროლებენ,რომ სუბსტრატი ოდნავ,მსქუბუქად ტენიანი იყოს,სიდამპლის თავიდან ასაცილებლად.
ჰავორტიას გამრავლება ასევე შეიძლება დათესვით,თუმცა რთულია სათესი მასალის შეძენა.ასევე რთულია მინიატურული ნერგების მოვლა,რომლებსაც ეშინიათ მომატებული ტენიანობის.ნამდვილად არ ღირს ამდენ წვალებად,რადგან ჰავორტია შესანიშნავად მრავლდება ვეგეტატიური მეთოდით.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის