რატომ არ იზრდება ოთახის მცენარე

ადრე თუ გვიან ნებისმიერი მეყვავილე აწყდება პრობლემას - როდესაც ოთახის მცენარე ანელებს ზრდას.თუ ზრდის შენელება ხდება მოსვენების ფაზაში,ან გადარგვის შემდეგ,ეს ბუნებრივია.მაგრამ ზრდის შენელების ან შეწყვეტის ნებისმიერი ნიშანი ‘’ჩვეულებრივ’’ პერიოდში არის მოვლისას დაშვებული შეცდომა ან მცენარის დაავადება.არასწორ მორწყვას,საკვები ნივთიერებების ან მიკროელემენტების უკმარისობას მიყავს მცენარე ზრდის სერიოზულ პრობლემასთან.რაც უფრო ადრე მოხდება მიზეზის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება,მით უფრო ადრე დაუბრუნდება თქვენი მცენარე ნორმალურ მდგომარეობას.

ზრდის შეფერხების მიზეზები პრობლემაზე მიმანიშნებელი მცენარის ზრდის შეფერხება ყოველთვის თვალში საცემია.ეს უფრო გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში შეიმჩნევა,როდესაც ნებისმიერი ნორმალური მცენარე იზრდის თუნდაც რამოდენიმე ფოთოლს.ზრდის შეფერხების ბუნებრივი მიზეზები არ საჭიროებს ჩარევას,რადგან ეს მხოლოდ განვითარების სტადიის ან ადაპტაციის პერიოდია.მაგრამ ყველა სხვა მიზეზი სერიოზულ ანალიზს და ჩარევას მოითხოვს.

იმისათვის,რომ გავიგოთ რატომ შეფერხდა მცენარის ზრდა,უნდა გავაანალიზოთ ყველა ბუნებრივი ფაქტორი და მიზეზი.ესენია:

1. ახალ პირობებთან შეგუება-აკლიმატიზაცია.

2. მოსვენების პერიოდი.

3. ფესვების განვითარება და სუბსტრატის ათვისება(ბევრი მცენარე სიცოცხლის პირველ წლებში ნელა ვითარდება,ვიდრე საკმარისი რაოდენობის ფესვები არ გაეზრდება)

4. სახეობის ან ჯიშის ბუნებრივი თავისებურებები - ძალიან ნელი,თითქმის შეუმჩნეველი განვითარება.

5. გადარგვის შემდგომი პირველი თვე(ბუჩქებსა და ხეებთან გრძელდება 3 თვემდე).

6. მცენარის დაყოფა და გამრავლების სხვა ვეგეტატიური მეთოდები,რომლებიც მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ ადაპტაციას.

ყველა ამ ბუნებრივი მიზეზის გამორიცხვის შემდეგ უნდა გაარკვიოთ სხვა ფაქტორი და მიიღოთ ზომები.ზრდის შეჩერების ძირითად პრობლემებს მიეკუთვნება:

1. ზედმეტად მჭიდრო ქოთანი,ფესვების მიერ სუბსტრატის სრულად ათვისება.

2. ნიადაგის გამოფიტვა ან არასწორი,არასაკმარისი კვება და ამით გამოწვეული საკვები ნივთიერებების ნაკლებობა(უმნიშვნელო ან სერიოზული).

3. არასწორი მორწყვა,ნიადაგის სრული გამოშრობით.

4. ნიადაგში კალცის უკმარისობა.

5. სუბსტრატის მარილებით გაჯერება.

6. ნიადაგის დაბინძურება ტოქსინებით და მძიმე ლითონებით.

7. ფოთლების ლაქიანობა.

8. ინფექციური დაჯუჯავება,ნიადაგის დასნებოვნება ნემატოდებით.

ოთახის მცენარეებს სხვადასხვა მიზეზით უფერხდებათ ან უჩერდებათ ზრდა,ყველაზე ხშირად ამის მიზეზია არასწორი მოვლა.მაგრამ გვხვდება სფეციფიური დაავადებები ან მავნებლები,რომლებთან ბრძოლაც არც ისე მარტივია.ბრძოლას ვიწყებთ იმ მიზეზთან,რის გამოც ზრდა შეფერხდა.თუ მიზეზი არასწორი მორწყვა და კვებაა,ის შედარებით სწრაფად გამოსწორდება,ვიდრე სერიოზული დასნებოვნება ან დაავადება,რომლებთან ბრძოლაც მოთმინებას მოითხოვს.

უნდა გახსოვდეთ,არასწორი მოვლა ზრდის პრობლემის წარმოშობის ალბათობას,არასწორად მიწოდებული სასუქი იწვევს ფოთლების ლაქიანობას და დაჯუჯავებას,ჭარბი მოწრყვა და არასწორად შერჩეული ნიადაგი კი ნემატოდების გამრავლების მიზეზი ხდება.თუ დაიცავთ მცენარისათვის საჭირო ყველა მოთხოვნილებას,შეისწავლით მის თავისებურებებს,მაშინ ზრდის შენელების ან სრულიად შეჩერების რისკი მინიმალური იქნება.

საკვები ნივთიერებების უკმარისობა ან გადარგვის საჭიროება ჩვეულებრივ,სწორედ კვების უკმარისობა ან ნიადაგის გამოფიტვა,არასწორად შერჩეული სასუქები და მჭიდრო ქოთანი იწვევს ზრდის შეფერხებას.ის თავითავად იწყებს გამოვლენას და მიუთითებს პრობლემაზე.ასეთ დროს არ არის გამოხატული რაიმე უჩვეულო ნიშანი: არ ჩანს დაზიანებული ფოთლები,არ კარგავს დეკორატიულობას,არ ეტყობა გახმობის ნიშნები - უბრალოდ მცენარე ანელებს ან წყვეტს ზრდას.ამ პრობლემების მოგვარება მარტივია:

1. თუ სადრენაჟე ნასვრეტებიდან მოჩანს ფესვები - ეს აშკარად მიგანიშნებთ რომ სუბსტრატი მთლიანად არის ათვისებული და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოცვლილა.აუცილებელია ასეთი მცენარე გადაირგას.

2. თუ ნიადაგი საკმარისადაა,საჭიროა მიაწოდოთ კომპლექსური სასუქი.გაითვალისწინეთ ამ მცენარისათვის მითითებული რეკომენდაციები და შეურჩიეთ მისთვის შესაფერისი სასუქი.ყურადღებით გაეცანით მცენარის აღწერილობას.

მცენარეებს ხშირად არ ყოფნით გარკვეული მიკრო და მაკროელემენტები.მათი უკმარისობა ვლინდება ფოთლის ფერის შეცვლით და არა ზრდის შენელებით,გარდა ერთი გამონაკლისისა: სხვა მინერალებთან ერთად კალცის ნაკლებიბა იწვევს ზრდის შენელებას და მცენარის დაჯუჯავებას.ამ დროს ასევე შეიმჩნევა ზედა კვირტების ჩანასახების კვდომა ყლორტებზე,ტოტების შესქელება,ფესვების დამოკლება,მათზე ლორწოვანი ნადების წარმოქმნა.

პრობლემები მორწყვასთან და წყლის ხარისხთან დაკავშირებით

თუ ზრდის შენელება დაკავშირებულია არასწორ მორწყვასთან,ამ პრობლების გამოვლენა არ არის რთული.ის მცენარეებს რომლებსაც არარეგულარული და არასაკმარისი მორწყვის რეჟიმი აქვთ,ზრდის შეფერხებასთან ერთად მოშვებული აქვს ფოთლები,უხმება ფოთლის წვერები,ყვითლდება,მოჭმუხნულია და გამხმარია ცალკეული ფოთოლი,ჩერდება ყვავილობა,სცვივა კოკრები და ყვავილები.

ასეთ პრობლემასთა საჭიროა კომპლექსური ბრძოლა:

1. ჩადგით ქოთანი მოსარწყავად განკუთვნილ წყალში,როდესაც ის ბოლომდე დასველდება ფრთხილად ამოიღეთ და აცადეთ წყალს დაწრეტვა.ეს მეთოდი არ გამოდგება ისეთ მცენარეებთან რომლებიც ჭარბი წყლისგან შეიძლება დალპეს: სუკულენტებთან,წვნიანი ღეროების მქონე მცენარეებთან,ბოლქვიან მცენარეებთან.

2. დაიწყეთ სადგამიდან მორწყვა წყლის პატარა ულუფებით,ნიადაგი ნელ ნელა აითვისებს წყლის ულუფებს თანაბრად.

3. ჩვეულებრივი მორწყვისათვის განკუთვნილი წყლის რაოდენობა რამდენიმე ნაწილად გაყავით და მორწყეთ მცენარე 4-5 საათიანი ინტერვალებით.მსუბუქი,მაგრამ ხშირი მორწყვა,რომელიც აღადგენს მცენარისათვის კომფორტულ ტენიანობას.

ასეთი ტენის აღმდგენი მორწყვის შემდეგ აცადეთ ნიადაგის ზედა ფენას შეშრობა,ამის შემდეგ კი შეარჩიეთ მორწყვის ისეთი რეჟიმი რომელიც ესაჭიროება მცენარეს.

თუ მოსარწყავად გამოიყენებთ ჩვეულებრივი ონკანის წყალს,თუნდაც ნადგომს მაგრამ ხისტს,მაშინ ნიადაგში საკმაოდ დაგროვდება ჭარბი მარილები,შეიცვლება ნიადაგის მჟავიანობა,დაგროვდება ისეთი მიკროელემენტები რომლებიც წარმოქმნის მცენარის განვითარების პრობლემებს.ნიადაგში ჭარბი მარილების მიმანიშნებელია თეთრი ნადები მის ზედაპირზე.ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გადარგვით და ნიადაგის შეცვლით გამოსწორდება მდგომარეობა.

თუ მარილების დაგროვების ნიშნები დასაწყისში შეამჩნიეთ,შეგიძლიათ ოდნავ შემჟავებული წყალი გამოიყენოთ მოსარწყავად.მაგრამ ასეთი მეთოდი ბოლომდე ვერ გიხსნით და დროებითია.

დაავადებები,მავნებლები და ნიადაგის დაბინძურება ფოთლის ლაქიანობა - არის დაავადება,რომელიც თან სდევს ზრდის შენელებას.მისი გამოცნობა შესაძლებელია ყავისფერი,შავი,ან რუხი ფერის ლაქებით ფოთლებზე.ასევე ფოთლების გაყვითლებით და კვდომით.ზრდის შეჩერება არის თანმხლები ნიშანი,რის გარეშეც ლაქიანობა არასოდეს არ ვლინდება.

მცენარის გადასარჩენად საჭიროა გამოიყენოთ ფუნგიციდები,ასევე სპილენძის შემცველი პრეპარატები და სისტემური შხამქიმიკატები.თუმცა დაავადების საწყის სტადიაზე შესაძლოა სხვადასხვა შინაური ნაყენი გამოიყენოთ.

ინფექციით გამოწვეული ჯუჯობა დასტურდება მხოლოდ ყველა სხვა შესაძლო მიზეზის გამორიცხვის შემდეგ.ხშირად ის უკავშირდება ნიადაგის ნემატოდებით დასნებოვნებას,მაგრამ ზოგჯერ დამოუკიდებლადაც ვლინდება.მასთან ბრძოლა შეუძლებელია,მცენარე უნდა დადგათ სხვა მცენარეებისაგან იზოლირებულად,დაამუშავოთ ინსექტიციდებით და ფუნგიციდებით,თუმცა წარმატების შანსი არის დაბალი.

თუ ზრდის შენელება ნემატოდებით არის გამოწვეული,მას უნდა ებრძოლოთ არა მხოლოდ ექსტრემალური გადარგვით,საჭიროა ნიადაგის მავნებლების საწინააღმდეგო ინსექტიციდები,ნიადაგის ტენიანობის შემცირება,მოვლის წესების კორექცია. გადარგვისას ფესვებს დამატებით უტარდება დეზინფექცია,ისევე როგორც ახალ ნიადაგს და ქოთანს. სუბსტრატის დაბინძურება მძიმე ლითონებითა და ტოქსინებით - არც ისე იშვიათია.ხშირად მცენარეები ზაფხულობით გარეთ გამოაქვთ,გარემოდან კი ნიადაგში ხვდება ტოქსინები,შესაძლოა მძიმე ლითონებს შეიცავდეს წყალი,რომელსაც მოსარწყავად იყენებენ,ან გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა არ იყოს სახარბიელო,ასევე სახლის სიახლოვე მსხვილ სამრეწველო ობიექტებთან ან მაგისრტალთან - ეს ყველაფერი ხდება ნიადაგში ტოქსინების დაგროვების მიზეზი.ჩვეულებრივ,კერამზიტის და ვერმიკულიტის დრენაჟის ფენა ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარებას გვიწევს,მაგრამ უმჯობესია მცენარე დაიცვათ ასეთი დაბინძურებისაგან.თუ თქვენს გარშემო ეკოლოგიური მდგომარეობა არასასურველია მცენარისათვის,ნუ გაიტანთ მას გარეთ,წყლისათვის და გარედან შემომავალი დაბინძურებული ჰაერისათვის გამოიყენეთ სპეციალური ფილტრები.

თარგმანი:მლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

13 September 0 2 273
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно