კაპსიკუმი - მექსიკური წიწაკა

კაპსიკუმი - მექსიკური წიწაკა კაპსიკუმი,ანუ დეკორატიული წიწაკა ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის,იგი ხშირად ერევათ წიწაკაში (Piper),თუმცა საეთო მათ მხოლოდ დასახელება აქვთ.იგი ერთწლიანი ან მრავალწლიანი ბუჩქოვანი ან ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა,მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკები.აქვს წაგრძელებული ფორმის ნაყოფი რომელიც სხვადასხვა შეფერილობისაა - თითქმის თეთრიდან მუქ იისფრამდე.სწორედ ამ ფერადი ნაყოფის გამო გახდა ის პოპულარული.ხშირად მას ზრდიან როგორც ერთწლიან მცენარეს და ნაყოფის დაცვენის შემდეგ აგდებენ,თუმცა გასხვლის და გრილი გამოზამთრების შემდეგ ის კიდევ არაერთი წელი გაგახარებთ ფერადი და მხიარული ნაყოფით.

განათება კაპსიკუმს ესაჭიროება კარგი განათება,სინათლე უნდა იყოს მკვეთრი,მაგრამ გაფანტული.ფოთლებზე მზის პირდაპირი სხივები იწვვევს მათ დამწვრობას.თბილ სეზონზე მცენარე უნდა გაიტანოთ გარეთ,მზის სხივებისაგან დაცულ ნათელ ადგილზე.აცივების შემდეგ სახლში შეტანილ მცენარეს მიუჩინეთ ნათელი ადგილი,სხვა შემთხვევაში ის აიწოწება და დაკარგავს დეკორატიულ შეხედულებას.

ტემპერატურა კაპსიკუმი ტროპიკული,სითბოსმოყვარული მცენარეა.ოთახში სადაც მოთავსებულია მცენარე ტემპერატურა უნდა იყოს ზომიერი და სტაბილური (+20 +25),აუცილებელია ხშირი განიავება.ზამთარში,იმ შემთხვევაში თუ მას ვერ უზრუნველყობთ საკმარისი განათებით,მოათავსეთ გრილ ადგილზე(დაახლ.+15 გრადუსი). მცენარისათვის +12 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა კრიტიკულია.

ჰაერის ტენიანობა როგორც აღვნიშნეთ,კაპსიკუმი ტროპიკული მცენარეა,ამიტომ მას ჰაერის მაღალი ტენიანობა ესაჭიროება.ამისათვის კარგია ხშირი შესხურება.ასევე ქოთნის დადგმა სველ კერამზიტზე,ისე რომ ქოთნის ძირი არ ეხებოდეს წყალს.

ნიადაგი მისთვის გამოდგება ნიადაგის უნივერსალური ნარევი.ასევე შეგიძლიათ თქვენც მოამზადოთ კორდის მიწის,ფოთლოვნი მიწის,ქვიშის და ტორფის თანაბარი ნაზავისაგან.ქოთანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დრენაჟის ფენა და სადრენაჟე ნასვრეტები.

მორწყვა კაპსიკუმს ესაჭიროება უხვი მორწყვა, ნიადაგი მუდამ ნესტიანი უნდა ჰქონდეს,მაგრამ არა - სველი.მორწყვებს შორის უნდა შეშრეს ნიადაგის ზედაპირი,დაუშვებელია მიწის ძლიერად გამოშრობა,ეს გამოიწვევს ფოთლების და ნაყოფის დაცვენას.ირწყვება ნადგომი,რბილი და ოთახის ტემპერატურის წყლით.

კვება მცენარეს უნდა მიაწოდოთ კომპლექსური მინერალური სასუქი ორ კვირაში ერთხელ,აქტიური ვეგეტაციის პერიოდში.სასუქი ასევე საჭიროა ზამთრის წინ გასხვლის შემდეგ.თუ ზამთარში უზრუნველყოფთ დამატებითი განათებით და მცენარე აგრძელებს ვეგეტაციას,მიაწოდეთ სასუქიც - 20-28 დღეში ერთხელ.

გადარგვა ძლიერ გაზრდილ, დაბუჩქულ მცენარეს რგავენ 2-3 სმ-ით განიერ ქოთანში,გადარგვამდე ის უნდა გაისხლას.კაპსიკუმი რთულად ეგუება გადარგვას,ამიტომ გადარგეთ ის გადასმის მეთოდით ოდნავ მოზრდილ ქოთანში.არ დაივიწყოთ დრენაჟის ფენა.

გამრავლება მექსიკური წიწაკა მრავლდება დაკალმებით ან დათესვით.დათესვამდე სათესი მასალა მოათავსეთ კალიუმპერმანგანატის სუსტ(ღია ვარდისფერ) ხსნარში 1 საათით.შემდეგ მოათავსეთ ნესტიან ნაჭერზე ფესვის გამოჩენამდე(პერიოდულად დანამეთ ნაჭერი რომ არ გაშრეს).გაღივებული თესლი გადაიტანეთ მსუბუქ სუბსტრატში ფრთხილად რომ არ დაუზიანოთ ფესვის ღივი.ითესება არაღრმად,თესლის დიამეტრის სიღრმეზე,რომ მალე ამოვიდეს.კონტეინერი დათესილი მასალით მოათავსეთ თბილად (+25 გრ).როდესაც ზედაპირზე გამოჩნდება ყლორტები,შეგიძლიათ შედარებით გრილ ადგილზე გადაიტანოთ.საჭიროა კარგი განათება და დაცვა მზის სხივებისაგან.დათესილი მცენარე ყვავილობს მხოლოდ მეორე წელს.

კაპსიკუმის დაკალმება ხდება გაზაფხულზე ან ზაფხულში.მოჭრილი კალამი მაშინვე უნდა ჩაირგას სუბსტრატში,ისინი საკმაოდ სწრაფად ფესვიანდება.დაფესვიანების შემდეგ მოაწყვიტეთ ღეროების წვერები,რომ უკეთ დაიბუჩქოს.

დაავადებები და მავნებლები მცენარეს ზოგჯერ უჩნდება ფქვილოვანი ცრუფარიანა. თუ ოთახში დაბალი ტენიანობაა მას შეიძლება შეესიოს წითელი აბლაბუდიანი ტკიპი.მწირი მორწყვის და დაბალი ტენიანობის დროს შეიმჩნევა ნაყოფის მოჭმუხვნა,ფოთლების და ყვავილების ცვენა.სინათლის უკმარისობის გამო ასევე სცვივა ფოთოლი.ძლიერ დაბალ ტემპერატურაზე ფოთლები მოშვებულია და მორბილებული.სინათლის ნაკლებობის და კვების უკმარისობის დროს უწვრილდება ფოთლები და ნელდება მცენარის ზრდა.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

05 September 0 882
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно