ბალზამინის მოვლის დროს 5 შეცდომა

ბალზამინი,ანუ უკადრისა,ერთერთი უძველესი და უცვლელად პოპულარული ოთახის მცენარე,ადვილად მოსავლელი მცენარეა.
ის საკმაოდ ამტანი და უპრეტენზიოა,მხოლოდ მოვლაში დაშვებული სერიოზული შეცდომები აფერხებს მის ზრდას და განვითარებას.მას გააჩნია რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა,რისი დარღვევაც არ არის სასურველი,რადგან შეცდომები მორწყვის,კვების და გასხვლის დროს,ამ მცენარისათვის კატასტროფულად მთავრდება.

ბალზამინი მცირე ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,მიდრეკილია გადაგვარებისა და დეფორმაციისაკენ,ამიტომ ხშირად ზრდიან როგორც ერთწლიან მცენარეს.იზრდება სწრაფად,ხშირად ყრის ქვედა ფოთლებს,გასხვლის და კონტროლის გარეშე ადვილად იზრდება 60 სმ-მდე.

მისი მთავარი ღირსებაა უხვი ყვავილობა.ოთახის ბალზამინები ყვავის გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე,იდეალური მოვლისას კი - მთელი წლის განმავლობაში.მრავალი ჯიშია: მარტივი და ხუჭუჭა,ჭრელი,თეთრი,ვარდისფერი ან წითელი ყვავილებით.ყველას შეუძლია შეარჩიოს თავისი გემოვნების მიხედვით.

უკადრისას არ აქვს ბევრი მოთხოვნილება:

· კარგი განათება

· სითბო ვეგეტაციის პერიოდში და სიგრილე ზამთარში

· პატარა,მჭიდრო ქოთანი

· ფხვიერი,ჰაერგამტარი ნიადაგის ნაზავი

· დრენაჟის კარგი ფენა

განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები ბალზამინის მოვლის დროს და მათი გამოსწორების მეთოდები.

1.მზის პირდაპირი სხივებისაგან დაუცველობა ბალზამინი კარგად ყვავილობს მკვეთრ განათებაზე,ზოგიერთი ჯიში ეგუება ნახევრად ჩრდილსაც,მაგრამ მაინც,ყველაზე ხშირად მათ ფანჯრის რაფაზე დგამენ,მას კი შუადღის მზისაგან აუცილებლად ესაჭიროება დაცვა.ზაფხულის ცხელი მზე საშიშია ბალზამინებისათვის,პირდაპირი სხივებისაგან იწვება ფოთლებიც და ყვავილებიც.თუ ასეთი განათებისაგან მცენარეს არ დაიცავთ,პრობლემებს ვერ ასცდებით.

2.ტენიანობის სიჭარბე უკადრისა მგრძნობიარეა მშრალი და არასაკმარისად ტენიანი ნიადაგის მიმართ,ის სწრაფად რეაგირებს ნიადაგის გამოშრობაზე და თქვენს თვალწინ მოიწყენს,გაყვითლდება,დაყრის ფოთლებს და კვირტებს, თუ მორწყვა დააკლდება.იგი მორწყვის შემდეგ რამოდენიმე საათში აღდგება,მაგრამ ასეთი შემთხვევა უკვალოდ არ ჩაივლის მცენარის ფოთლებისათვის.მათავარია შეინარჩუნოთ ნიადაგის სტაბილური ტენიანობა.
სწორედ აქ ვაწყდებით სირთულეს - ტენიანობა აუცილებელია,მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ - ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა.

მცენარეს აქვს ტენიმოყვარულის სტატუსი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ის იტანს სისველეს.მართალია მას აქვს უნარი განთავისუფლდეს ჭარბი ტენისაგან ფოთლების მეშვეობით,მაგრამ მის ფესვებს ჰაერიც ესაჭიროება.გამუდმებული სისველე და წყლის ჩაგუბება კი გამოიწვევს დაავადების გავრცელებას და სიდამპლეს.ამიტომ მორწყვიდან 5 წუთის შემდეგ აუცილებლად გადაღვარეთ სადგამზე გამოსული წყალი.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სწორად მორწყვისათვის:

· ბალზამინები უნდა მოირწყას ხშირად,მაგრამ აკონტროლეთ ნიადაგის მგომარეობა,ზაფხულში ზედა ფენა ოდნავ უნდა შეშრეს,ზამთარში კი 2-3 სმ სიღრმეზე.

· მორწყეთ მცენარე პატარა პორციებით,გაანაწილეთ რამდენიმე მორწყვაზე წყალი,ასე ნიადაგი თანაბრად დასველდება.

3.შესხურებაზე უარის თქმა ნიადაგის სტაბილურად ტენიან მდგომარეობაში ყოფნა ზოგჯერ ბალზამინისთვის საკმარისად მიაჩნიათ.მაგრამ ეს არ არის მისი ტენისმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი.არ არის საჭირო სპეციალური დამატენიანებლების დაყენება,შესხურებაზე საკმაოდ პოზიტიური რეაგირება აქვს და ამ პროცედურაზე უარი არ უნდა ითქვას.

შესასხურებლად გამოიყენება მხოლოდ თბილი წყალი.თუ მცენარე ყვავილობს მიასხურეთ ფრთხილად მხოლოდ ფოთლებზე,იფრთხილეთ, რომ ყვავილებს და კვირტებს არ მოხვდეს წყალი.ბალზამინი უარს არ იტყვის პერიოდულ თბილ შხაპზეც,განსაკუთრებით აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობის აწყებამდე,ასევე დიდი სიცხეების დროს.

4.არასაკმარისი განიავება იდეალურ შემთხვევაში ოთახის ბალზამინი თბილ სეზონზე გარეთ უნდა გაიტანოთ.შეუდარებელია სუფთა ჰაერზე აყვავებული უკადრისას უხვი ყვავილობა და ხასხასა ფოთლები.

თუ ბალზამინს ზაფხულში გარეთ ვერ გაიტანთ,დადგით ის ფანჯარასთან,რომელიც ხშირად იღება ან მუდმივად ოდნავ გამოღებულია.

მუდმივად ოთახში ყოფნისას,მიუხედავად წელიწადის დროისა,ბალზამინი არ გაიზრდება ნორმალურად განიავების გარეშე მცენარე აქტიურად დაყრის ფოთლებს.სიგრილეშიც კი მას სუფთა ჰაერი ესაჭიროება,მაგრამ საჭიროა გამჭოლი ორპირისაგან დაცვა.

ბალზამინის ქოთანი არ უნდა დადგათ სხვა მცენარეებთან ძალიან ახლოს,მის გარშემო ჰაერი ადვილად უნდა ცირკულირებდეს.

5.გასხვლაზე უარის თქმა ბალზამინის ნაზი ყლორტები არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას გასხვლისათვის,ის თვითონ გიჩვენებთ როგორ შეუნარჩუნოთ ფორმა. იმისათვის რომ მცენარემ დიდხანს შეინარჩუნოს კომპაქტურიბა,კარგად დაიბუჩქოს და იყვავილოს - უნდა შეაჭრათ ყოველი ახალი ყლორტის წვერი,ასევე გვერდითა ყლორტებისაც.ცენტრალურ ღეროს სიმაღლეც რეგულირდება კენწეროს გადაჭრით.გასხვლა ხდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში.

თუ ბალზამინმა დაკარგა ფორმა და მწირი ყვავილობა აქვს,თქვენ კი არ გაქვთ გამოზამთრებისათვის შესაფერისი პირობები,უკეთესია დააკალმოთ ახალი

მცენარეები და გამოზარდოთ ზამთარში.მცენარე გასაოცრად მარტივად მრავლდება,კალმები შეგიძლიათ უბრალოდ დააფესვიანოთ წყალში.ასეთი მეთოდით თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ დაზიანებული მცენარე ახალი ნერგებით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი - სალთხუციშვილის

29 August 0 2 703
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно