გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ორდანი ფუნგიციდია

ორდანი ორკომპონენტიანი კონტაქტური და ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდია, გამოიყენება ალტერნარიოზის, ფიტოფტოროზის, ფუზარიოზის და სხვა დაავადებების დროს ბოსტნეულ და საბაღე კულტურებში, ასევე ოთახის მცენარეებთან. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. პრეპარატი ეფექტურად უმკლავდება სხვადასხვა სახის სოკოვან დაავადებას, მათ შორის ისეთებსაც რომლებთანაც სხვა ფუნგიციდები უძლურია.

ორდანი ორკომპონენტიანია, შეიცავს სპილენძის ქლოროქსიდს, რომელიც თრგუნავს ფიტოპათოგენური სოკოების უჯრედებს და ციმოქსანილს - რომელიც სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილებში და მოქმედებს პათოგენური უჯრედების ბიოსინთეზზე.

ორდანის მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი ერთდროულად იცავს და კურნავს მცენარეს. დამცავი მოქმედება გრძელდება 2 კვირამდე,სამკურნალო 2-4 დღე. ორდანი არ იწვევს რეზისტენტობას, შეთავსებადია სხვა პრეპარატებთან, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა და კონტაქტურ-სისტემური მოქმედება.

სამუშაო ხსნარი მზადდება გამოყენების წინ, შესხურება ხდება ადრე დილით ან საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ, მშრალ, უქარო ამინდში. ერთი სეზონის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სამჯერ. იგი მცირედტოქსიკურია, გამოყენებისას დაიცავით უსაფრთხოების ზომები. შეეთავსება თითქმის ყველა პრეპარატს, გარდა ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა. არ იწვევს რეზისტენტობას. შეწამვლის შემდეგ 5-7 დღეში შესაძლებელია ნაყოფის საკვებად გამოყენება.

ბოსტნეულისა და სხვა კულტურებისათვის გამოიყენება 25 გრ/8-10 ლიტრზე.ოთახის მცენარეებისათვის 1-5 გრ/1ლიტრზე ჩვენების მიხედვით.

თრგმანი: ლ. ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

29 August 0 1 924

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно