ოთახის მცენარეების დაკალმების თავისებურებები

არ არსებობს უფრო პოპულარული,ხელმისაწვდომი და მარტივი ვარიანტი ოთახის ახალი მცენარის მისაღებად,ვიდრე დაკალმება.კენწერო,ანაჭერი ტოტები და ფოთლები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ახალი მცენარე ჯიშითვის დამახასიათებელი ნიშნების დაკარგვის გარეშე. ოთახის ზოგიერთი მცენარე ადვილად კალმდება,ზოგი კი მოითხოვს მომზადებას და სპეცაილური გარემოს შექმნას.დაკალმება ოთახის ყველა მცენარისათვის ექვემდებარება მარტივ წესებს და ის გამოუცდელებსაც კი შეუძლიათ.

როგორი კალმები არსებობს დაკალმება შემთხვევით არ გახდა ყველაზე პოპულარული მეთოდი ოთახის მცენარეების გასამრავლებლად.ყველა კულტურის გაზრდა შეუძლებელია დათესვით,ისე რომ არ დაიკარგოს ჯისის მახასიათებლები,ზოგიერთი მცენარის დაყოფა გასამრავლებლად კი შეუძლებელია.დაკალმება კი შეიძლება გამოვიყენოთ თითქმის ყველა ოთახის მცენარის გასამრავლებლად.

ხეები,ბუჩქები,ლიანები და ამპელური მცენარეები,დეკორატიულ ფოთლოვნები და მოყვავილეები - ამ კულტურების უმრავლესობის გაზრდა შესაძლებელია ერთი ყლორტიდან,ტოტის ნაჭრიდან ან ფოთლიდანაც კი.
გასამრავლებლად შეიძლება გამოიყენოთ:

· კენწეროს კალმები.

· ღეროს კალმები.

· ფოთლის კალმები.

კენწეროს კალმებით მრავლდება - ტრადესკანცია,პეპერომია,ციპერუსი,ცისუსი,ეპიპრემნუმი,სურო,ბენჟამინის ფიკუსი,ჰოია,პელარგონია და სხვები.

ღეროს კალმებით მრავლდება - იუკა და დრაცენა.

ფოთლის კალმებით შეიძლება მიიღოთ ია,ბეგონიაბი,მსუქანები,სტრეპტოკარპუსი,ეხევერია,კაუჩუკის ფიკუსი,სანსევიერია,ასევე კაქტუსები და სუკულენტები - შობის კაქტუსი,შლუმბერგერა,რიფსალიდოპსისი,ოპუნცია.

გასამრავლებელი ღეროს ასაკის მიხედვით განასხვავებენ:

· მწვანე კალმებს

· ნახევრადგახევებულ კალმებს (რომლებსაც მხოლოდ ორიოდე სანტიმეტრი აქვს გახევებული ღეროს დასაწყისში)

· ასაკოვან კალმებს

უფრო სწრაფად და მარტივად შსაძლებელია მწვანე კალმების დაფესვიანება,მაგრამ ზოგიერთი მცენარის შემთხვევაში მწვანე კალმებს ვერ ვაფესვიანებთ.

 


საერთო წესები დაკალმებისთვის არსებობს რამდენიმე წესი:

· დაიცავით კონკრეტული მცენარის თავისებურებებზე მორგებული რეკომენდაციები,შეარჩიეთ ამ მცენარისათვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდი დასაკალმებლად.

· დასაკალმებლად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ ჯანმრთელი მცენარე.

· კალმებთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია დაიცვათ ჰიგიენა და სიფრთხილე.

· აუცილებელი პირობაა: სუფთა,ბასრი ინსტრუმენტები,რაც თავიდან აგარიდებთ მცენარის ქსოვილების ზედმეტ ტრავმას,წინასწარ მომზადებული სამუშაო ადგილი,ქოთნები და ჩასარგავი კონტეინერები უნდა იქნეს დეზინფიცირებული.

დაკალმების მეთოდი დამოკიდებულია მცენარეზე.ადვილი გამრავლების უნარის მქონე კულტურები,როგორიცაა სპატიფილუმი ან ტრადესკანცია,წყალშიც ადვილად ფესვიანდება.დაკალმების კლასიკური მეთოდია - ნიადაგში დაკალმება.

კალმების აჭრა.

დაკალმების დროს ნიშვნელოვანია შეირჩეს ‘’ხარისხიანი’’ მასალა - ყველაზე ჯანმრთელი,ძლიერი და ლამაზი ტოტები ან ფოთლები.ყურადღება მიაქციეთ მკაფიო შეფერილობას და ფოთლების ზომას.

ღეროების სწორად გადასაჭრელად საჭიროა ბასრი დანა ან სამართებელი.კალამი უნდა გადაიჭრას ერთი მოძრაობით,ისე, რომ ნაკლები ტრავმა მიიღოს მცენარის ქსოვილმა.

დასაკალმებელი ფოთოლი აკურატულად უნდა მოიჭრას ყუნწით.სანსევიერიას მოზრდილი ფოთლები იჭრება ნიადაგის პირზე,შემდეგ კი 5-6 სმ-იან ზოლებად.სენპოლიას და ღეროიანი ფოთლის მქონე მცენარეს ფოთოლს ატეხავენ ან აჭრიან ღეროს დასაწყისში.

დასაკალმებელი კენწეროს კალამი უნდა იყოს 2-3 მუხლით,ან ყლორტის ჩანასახით.მოზრდილი მცენარისათვის სტანდარტულად ითვლება 10-დან 15 სმ-მდე სიგრძის კალამი.კომპაქტური მცენარეებისათვის 5-10 სმ.მაგრამ თუ მუხლები განლაგებულია დიდი დაშორებებით,კალმის სიგრძე შეიძლება გავზარდოთ 25 სმ-მდე.

საერთო წესი ყველა მცენარისთვის - კალმის გადაჭრა ხდება ფოთლის კვანძების ქვემოთ 1-1,5 სმ-იანი დაშორებით,,ჭრილი უნდა იყოს ირიბი 450 .

იუკას და დრაცენას ღეროს კალმებს აჭრიან ბასრი დანით,რის შემდეგაც კალმები უნდა შეშრეს ჩარგვამდე.

ამპელური მცენარეების და ლიანების გრძელი ღეროები უნდა დაიჭრას რამდენიმემუხლიან, 5-დან 15 სმ-მდე მონაკვეთებად,ზრდის მხარეს უნდა გადაიჭრას ფოთლის ზემოთ,ჩასარგავი მხარიდან ისე, როგორც სხვა კალმების შემთხვევაში.

ყველა კალამს ქვედა ფოთლები უნდა მოაცალოთ,ასევე უნდა გაანახევროთ სხვა ფოთლების ფართობი,გარდა ზედა წყვილისა.კაქტუსებისა და სუკულენტების შემთხვევაში,ასევე იმ სახეობების,რომლებიც წვენს გამოყოფენ გადაჭრის შემდეგ,კალმები უნდა შეშრეს რამდენიმე საათი ან დღე.მოჭრისას გამოსული წვენი ან რძე შეშრობამდე უნდა ჩამოირეცხოს თბილი წყლით.

ხის ნახშირით კალმების დამუშავება ამცირებს ლპობის რისკს,ზრდის სტიმულატორით დამუშავება კი მხოლოდ მაშინ არის საჭირო თუ კონკრეტული მცენარისათვის არის მითითებული.

დაკალმების ვადები მცენარეების უმეტესობისთვის დაკალმება ხდება აქტიური ზრდის პერიოდში.დამოკიდებულია იმაზე,როგორი კალმით მრავლდება მცენარე.დაკალმების პერიოდი იწყება ადრე გაზაფხულიდან შემოდგომის ნახევრამდე.

· ჩვეულებრივ,კალმებს აჭრიან მაშინ,როდესაც ხდება მცენარის გადარგვა-განახლება - თებერვალ-მარტში.

· ნახევრადგახევებული კალმები იჭრება ვეგეტაციის პერიოდიდან 3-4 თვის შემდეგ.

· სრულად გახევებული კალმები უკეთესია აიჭრას მოსვენების პერიოდში და ზამთრის დასასრულს.

თუ კალმები ვინმესგან შეიძინეთ ან არ გაქვსთ საშუალება მაშინვე ჩარგათ დასაფესვიანებლად,მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში,ნაჭერში,ან კონტეინერში,რომ დაიცვათ ისინი გამოშრობისაგან.

წყალში დაფესვიანება ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ გამჭვირვალე ჭურჭელი,რომ უკეთ დააკვირდეთ დაფესვიანების პროცესს და კალმების მდგომარეობას.კალმები უნდა ჩაალაგოთ ვერტიკალურად,ისე რომ წყლის დონე აღწევდეს პირველ ქვედა მუხლამდე.

მრავალი პოპულარული ოთახის მცენარე,ისინი რომლებიც უპრეტენზიოდ ითვლება,წყალში სწრაფად ფესვიანდება - 1-3 კვირაში.

დაფესვიანებული კალმების გადარგვას ნუ იჩქარებთ,აცადეთ ფესვებს განვითარება,შემდეგ კი ფრთილად გადარგეთ სუბსტრატში.

კლასიკური დაფესვიანება ნიადაგში სუბსტრატში დაფესვიანება ბევრ დამწყებ მეყვავილეს რთულად მიაჩნია.რეალურად კი,ეს საიმედო ‘’სტანდარტული’’ მეთოდია.

ჭურჭელი შეავსეთ ნებისმიერი უნივერსალური,წყალგამტარი,მსუბუქი, ტორფიანი სუბსტრატით,ან კონკრეტული მცენარისათვის მისადაგებული მიწის ნაზავით. იმ მცენარეებისთვის რომლის გაზრდაც შესაძლებელია ჰიდროპონიკაზე - გამოიყენება ქვიშა ან ინერტული ნიადაგები,რომლებიც საშუალებას იძლევა აკონტროლოთ კალმის გადანაჭერი ადგილი.ნიადაგი არ უნდა დაიტკეპნოს.

ნიადაგში უმჯობესია წინასწარ გააკეთოთ ჩაღრმავება,კალმების ნაკლები ტრავმირებისათვის.კალმებს შორის დატოვეთ მანძილი 3-დან 5 სმ-მდე.

კალამი ირგვება გადაჭრილი ადგილით ქვემოთ,ვერტიკალურად ან ოდნავ დახრილი.კენწეროს და ღეროს კალმებს რგავენ მუხლამდე,ფოთლის კალმებს 1-2 სმ სიღრმეზე.დაიცავით ბუნებრივი ზრდის მიმართულება.მაქსიმალური ჩარგვის სიღრმეა 5 სმ.

ჩარგულ კალმებს მსუბუქად რწყავენ თბილი წყლით და თავზე აფარებენ სპეციალურ ან შემცვლელ თალფაქს(პლასტიკური პაკეტი,ბოთლი,ჭიქა ან სხვა).

გამონაკლისია სუკულენტები,რომლებიც ნიადაგში ადვილად ფესვიანდება დასათბურების გარეშეც.

შედეგიანი დაკალმებისათვის ოპტიმალურად ითვლება ნიადაგის 70% და ჰაერის 90% ტენიანობა.(დაბალი ტენიანობის მოყვარული მცენარეებისათვის მაჩვენებელი უფორ დაბალია,რადგან არის დალპობის საშიშროება).სასათბურე პირობები უნდა შენარჩუნდეს ფესვების წარმოქმნამდე,კონტროლდება საჭირო ტემპერატურაც.

მცენარეების უმრავლესობისათვის რეკომენდებულია 23-25 გრადუსი.მაგრამ ყურადღებით შეამოწმეთ ინფორმაცია მითითებული ტემპერატურის შესახებ კონკრეტული მცენარისათვის,რადგან ზოგიერთ მცენარეს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს.სიგრილის მოყვარული მცენარეები უმჯობესია დააფესვიანოთ 18-20 გრადუსზე,სითბოსმოყვარულები კი 25 გრადუსიდან ზემოთ.

განათება უმრავლეს შემთხევაში(გარდა სინათლისმოყვარული სახეობებისა) უნდა იყოს ზომიერად გაფანტული,მზის პირდაპირი სხივების გარეშე.

ზრდის პირველი ნიშნები გამოჩენისთანავე,რაც ადასტურებს ფესვების წარმოქმნას,კალმები ირგვება ცალკე ჭურჭელში,გადარგვის წესების სრული დაცვით კონკრეტული მცენარისათვის. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

12 July 0 5 636
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно