გადარგვა და გადასმა ოთახის მცენარეების

ოთახის მცენარეებს პერიოდულად სჭირდებათ გადარგვა.გადარგვა აუცილებელია ფესვების საკვები ნიადაგის მოცულობის გასაზრდელად,ამჟავებული გრუნტის შესაცვლელად,დაავადებების დროს ან ფესვთა სისტემის ლპობის შემთხვევაში.

ხშირად უკვე ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ,რომ მცენარეს გადარგვა სჭირდება.რისი პირველი ნიშანიცაა მცენარის ქოთნიდან ამოწევა,ახალი ყლორტების ზრდის შენელება საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო,სადრენაჟე ნასვრეტებიდან ფესვების გამოჩენა,ყვავილობის პერიოდის შემოკლება,ფოთლების შეყვითლება,ქოთანში დიდი რაოდენობით წვიმის ჭიაყელები.იმისათვის რომ დავადგინოთ,სჭირდება თუ არა მცენარეს გადარგვა,როდესაც არ გვაქვს გარეგნული ნიშნები,უნდა ამოიღოთ მცენარე მიწის გუნდიანად და დაათვალიეროთ.ამისათვის მცენარე წინასწარ უნდა მოირწყას,შემდეგ გადმოაბრუნეთ ქოთანი თავდაყირა და ქოთნის ნაპირით მსუბუქად ჩამოარტყით მაგიდას,ან გაშლილი ხელი დაარტყით ძირზე,მცენარე მთლიანად უნდა ამოვიდეს ქოთნიდან.თუ ამოღების შემდეგ ნახავთ რომ ნიადაგი მთლიანად არის ფესვებით შევსებული მცენარეს აუცილებლად სჭირდება ახალი ქოთანი.

გადარგვისათვის საუკეთესო დრო გაზაფხულია (თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ჩათვლით) მოყვავილე ეგზემპლარები უნდა გადაირგას ყვავილობის დამთავრების შემდეგ,ბოლქვიანები ფოთლების გაყვითლების შემდეგ.ახალგაზრდა დეკორატიულ-ფოთლოვანი,ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეების გადარგვა საჭიროა ყოველწლიურად.ზრდასრული,დიდი ზომის მცენარეების ყოველ წელს გადარგვა კი აუცილებლობას არ წარმოადგენს.პალმები,დაფნა,კამელიები - ირგვება 4-5 წელიწადში ერთხელ.ხშირი გადარგვა უარყოფითად აისახება მათ ზრდაზე.

ახალი ქოთანი 2-4 სმ-ით დიდი უნდა იყოს ძველზე,დამოკიდებულია მცენარის განვითარებაზე.სუსტი,პატარა ან დაზიანებული ფესვთა სისტემის მქონე მცენარე შეიძლება უფრო მომცრო ქოთანშიც კი ჩაირგას,განსაკუთრებით მაშინ თუ სიდამპლისაგან დაზიანებული ფესვების დამუშავების შემდეგ მათი ზომა ბევრად მოიკლებს.

თიხის ქოთნები ჩარგვამდე 10-12 საათით წყალში უნდა გააჩეროთ.ძველი ქოთნები კი კარგად უნდა გაირეცხოს და გამოიწვას ღუმელში.

გადარგვის დროს მიწის კომიდან გამოზრდილი წვრილი ფესვები უნდა მოიჭრას სეკატორით,არ შეეხოთ მსხვილ ფესვებს.ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იჭრება როდესაც შეამჩნევთ სიდამპლეს.ჭრილობები უნდა დამუშავდეს ნახშირით.ნიადაგის ზედა ფენა იჭრება,შეძლებისდაგვარად მოაცილეთ ძველი ნიადაგი ფესვების გარედან,მაგრამ ნუ დაფერთხავთ და ნუ დაშლით ნიადაგის გუნდას და ნუ გააშიშვლებთ ფესვებს.

ჩარგვამდე ქოთნის სადრენაჟე ნასვრეტზე დებენ კერამზიტის ან ძველი ქოთნის ნატეხს,ამოზნექილი მხრიდან ზემოთ,შემდეგ იყრება დრენაჟს ფენა,შეგიძლიათ

გამოიყენოთ მსხვილმარცვლოვანი ქვიშა,კენჭები,კერამზიტი,ან პენოპლასტის ნატეხები.დრენაჟს ფენის სისქე პატარა ქოთნისთვის 0,5-1 სმ-ია,დიდი ქოთნისა და კასრებისათვის 3-5 სმ.მიწა ან მიწის ნაზავი უნდა შეესაბამებოდეს ჩასარგავი მცენარის მოთხოვნილებებს.ჯერ იყრება მცირე რაოდენობის მიწა,შემდეგ ჩადეთ მცენარე მიწიანად,რომელიც გამოჰყვა ფესვებს,ფესვის ყელი ქოთნის კიდიდან 2-3 სმ-ით დაბლა უნდა იყოს.ერთი ხელით დაიკავეთ მცენარე,მეორეთი კი ჩაუყარეთ მიწა,თან ოდნავ დაუტკეპნეთ.

ჩარგვის სიმჭიდროვე გავლენას ახდენს მცენარის შემდგომ განვითარებაზე - ფხვიერი ნიადაგი ხელს უწყობს უკეთ ზრდას,უფრო დატკეპნილი - ყვავილობას.

მარადმწვანე მცენარეების დარგვის დროს (პალმა,დრაცენა) ნიადაგს მჭიდროდ უნდა დატკეპვნა.მცენარეს უხვად რწყავენ,ასხურებენ წყალს და დგამენ მზისგან დაცულ ადგილზე.

გადასმა გადარგვისაგან იმით განსხვავდება,რომ გადასმის დროს ნიადაგის გუნდა საერთოდ არ უნდა დაიშალოს.იზრდება მხოლოდ ქოთნის ზომა,რომელიც 2-4 სმ-ით დიდი უნდა იყოს და ნიადაგის მოცულობა.თესლით გამრავლებისას მოყვავილე ბალახოვანი მცენარეების უმრავლესობას (ციკლამენი,გლოქსინია,ცინერარია,კალცეოლარია,პრიმულა და სხვა) ესაჭიროება რამდენჯერმე გადასმა.მაგალითად ციკლამენს და გლოქსინიას 2 -ჯერ,ცინერარიას 3-ჯერ.

გადასმა ბევრად უმტკივნეულო პროცედურაა მცენარისათვის,ამ დროს მცენარის ზრდა არ ჩერდება,რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ძლიერი,კარგად განვითარებული ეგზემპლარები.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის

12 July 0 1 442
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно