ბზა (Buxus)

ბზა მიეკუთვნება ბზისებრთა ოჯახს,ეს არის ნელამზარდი ბუჩქი ან მცირე ზომის ხე,სიმაღლთ 2-დან 12 მეტრამდე.ბოლო მონაცემებით ითვლიან ბზის 100-მდე სახეობას.ცნობილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი.იზრდება ბაღებში,ხშირად ზრდიან ქოთნებშიც.ასევე ბონსაის მეთოდითაც ერთერთი საუკეთესო მცენარეა,რადგან ადვილად იტანს ფორმირებას,მცირე ზომის ქოთანშიც იზრდება,ადვილად იბუჩქება.

ბზის მოვლა - ტემპერატურა ქოთანში ჩარგული ბზა უმჯობესია თბილ სეზონზე გარეთ გაიტანოთ და გვიან შემოდგომით შეიტანოთ შენობაში.მისთვის აუცილებელია გრილი გამოზამთრება +10 +12 გრადუსი და მორწყვის შეზღუდვა ზამთარში.ბზის ყინვაგამძლე ჯიშები ჩვეულებრივ იზამთრებენ ღია გრუნტში,ზოგჯერ საჭიროებს შეფუთვას.

განათება ბზას უყვარს მკვეთრი გაფანტული სინათლე.ზაფხულში მოარიდეთ შუადღის მზეს.ბაღში ბზა უნდა დაირგას ბუნებრივად ჩრდილიან ადგილზე მაღალი მცენარეების ქვეშ.

მორწყვა ზაფხულში ესაჭიროება უხვი მორწყვა,ზამთარში - ტემპერატურის მიხედვით,შედარებით ნაკლები.

სასუქი აქტიური ვეგეტაციის პერიოდში ესაჭიროება სასუქის მიწოდება 2 კვირაში ერთხელ.მისთვის გამოსადეგია აზალიისათვის განკუთვნილი სასუქი.

ჰაერის ტენიანობა ბზა კარგად რეაგირებს ნადგომი წყლით პერიოდულ შესხურებებზე.

გადარგვა ბზის გადარგვა ხდება ყოველწლიურად,ნეიტრალური რეაქციის PH მქონე ნიადაგში.მისთვის შესაფერისია ნიადაგის ასეთი ნაზავი: 2 წილი ფოთლოვანი ნიადაგი,1 წილი ქვიშა(ვერმიკულიტი,პერლიტი),კარგია არყის ხის ნახშირის ნატეხების დამატებაც.აუცილებელია კარგი დრენაჟი და სადრენაჟე ფენა.ქოთანი არ უნდა იყოს ძალიან ფართე,რადგან მზენარე ზრდას შეაფერხებს.

გამრავლება ბზა მრავლდება კალმებით და დათესვით.ჩვეულებრივ ამრავლებენ გაზაფხულის ან შემოდგომის კალმებით,რადგან თესლს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი მოსვენების პერიოდი.ბზის კალმები ფესვიანდება რთულად და ხანგრძლივად.კალამი უნდა იყოს ნახევრად გახევებული,არაუმეტეს 7 სმ,2-3 მუხლით.დასაფესვიანებლად რეკომენდებულია ფიტოჰორმონების გამოყენება(კორნევინი,ჰეტეროაუქსინი) და ოთახის სათბურში ნიადაგის ქვემოდან გათბობა.

ბზა - ერთ -ერთი უძველესი დეკორატიული მცენარეა,რომელიც გამოიყენებოდა გამწვანებისათვის.ძალიან ფასობს მისი ხშირი და ლამაზი ვარჯი,პრიალა

ფოთლები და კრეჭვის ამტანობა.მას რგავენ ცოცხალ ღობეებად და ბორდიურებად,ასევე ფიგურული ბუჩქების მისაღებად,ის დიდხან ინაჩუნებს მიცემულ ფორმას რადგან ნელამზარდია.ასევე დიდად ფასობს მისი მერქანი.ბზა გამოიყენება მედიცინაშიც როგორც სამკურნალო მცენარე.თუმცა მთელი მცენარე და განსაკუთრებით ფოთლები ტოქსიკურია.მცენარე შეიცავს 20-მდე ალკალოიდს,რომელთა შორისაა ციკლობუქსინი D.ამიტომ სიფრთილით იმუშავეთ ამ მცენარესთან.

და ცოტა მისტიკაც... ბზას იყენებენ თილისმების და ავგაროზების დასამზადებლად.მისი ტოტები ითვლება ავი სულებისაგან და შავი მაგიისაგან დამცავად.ბალიშის ქვეშ დადებული ბზის ტოტი კი ცუდი სიზმრებისაგან დაგიცავთ.

ასევე ითვლება,რომ ბზის ბატარა ტოტის ტარება იცავს უბედური შემთხვევებისგან.

ქრისტიანობაში ბზის ტოტებს იყენებენ ბზობის დღესასწაულზე.

სამწუხაროდ ეს მცენარე დიდი რაოდენობით ნადგურდება,ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვაშენოთ ის.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

12 July 0 1 603
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно