ოთახის სურო,ვერტიკალური გამწვანების კლასიკა

სუროს სრულყოფილი და მკაცრი სილამაზე არასოდეს გადადის მოდიდან.მას შეუძლია ზრდა მართლაც მინიმალური მოვლის დროს,რითაც ბევრი მცენარე ვერ დაიკვეხნის.სიცოცხლისუნარიანი,სწრაფადმზარდი და ადვილი მოსავლ;ელი სურო,კვლავ რჩება ოთახების და აივნების ვერტიკალური გამწვანების ფავორიტად.

სურო წარმოადგენს არალიასებრთა ოჯახს (Araliaceae),ის ერთ-ერთი ყველაზე ‘’ცნობადი’’ და უძველესი კულტურული მცენარეა.იგი მიეკუთვნება მხვიარა ლიანებისსკლასს,რომლებსაც აქვს უნარი,ფოთლის კვანძებთან მქონე ფეხვებით მოებღაუჭონ ნებისმიერ საყრდენს,მათ შორის კედელსაც.ბუნებაში მათი მცოცავი ყლორტები 30 მეტრს აღწევს,ოთახში 3 მეტრამდე და მთლიანად დამოკიდებულია ფორმირებაზე.ოთახის პირობებში სურო იშვიათად ყვავილობს,მისი ყვავილები თითქმის შეუმჩნეველი რჩება,ისევე როგორც ყვავილობის შემდეგ გამოსკვნილი შავი ნაყოფი..თუმცა შეუძლებებლია არ შეამჩნიოთ მისი დახვეწილი ყლორტები და სამ ან ხუთწახნაგა ფოთლები.შედარებით იშვიათია რომბისებური ფორმის ფოთოლი წახნაგების გარეშე.განსაკუთრებით ლამაზია სუროს ჭრელფოთოლა ჯიშები.

პირობები. სუროს უყვარს სიგრილე და ჩრდილი,თუმცა შესანიშნავი უნარი აქვს შეეგუოს სხვადასხვა პირობებს.ის იზრდება ფანჯრისგან მოშორებით,ნაკლებად განათებულ ადგილზეც.სურო თავად განიშნებთ როდის გრძნობს ის თავს არაკომფორტულად.

განათება და ადგილი ოთახის სუროსათვის იდეალურად ითვლება რბილი,გაფანტული სინათლე,ან ნახევრადჩრდილი.ძლიერ ჩრდილიანი ადგილი მისთვის არ გამოდგება,რადგან გაიწელება ყლორტები,ფოთლები კი გაფერმკრთალდება.ადგილის შეცვლას უმჯობესია ნელ-ნელა შეაგუოთ,რადგან მკვეთრი ცვლილებები განათებისას,მას არ მოსწონს.ჭრელფოთოლა ჯიშებს მეტი განათება ესაჭიროებათ,მაგრამ პირდაპირი სხივებისაგან აუცილებლად უნდა დაიცვათ.

ტემპერატურული რეჟიმი და განიავება სუროებს არ მოსწონთ ზედმეტი სიცხე და სიცივე,დაიცავით მცენარე +12 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისაგან.გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ის ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება.სასურველია გრილი გამოზამთრება(+15 გრადუსის ფარგლებში),თუმცა არ არის აუცილებელი.

ზაფხულის ძლიერ მაღალი ტემპერატურა შესაძლებელია შეარბილოთ ტენიანობის მომატებით.წელიწადის თბილ დროებში სურო კარგად გრძნობს თავს სუფთა ჰაერზე,მას არ ეშინია ორპირის,მაგრამ ცივ სეზონზე მოარიდეთ გამათბობელ ხელსაწყოებს.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა მიუხედავად იმისა, რომ სუროს შეუძლია მალე აღდგენა და გამოცოცხლება,იტანს ხანმოკლე გამოშრობასაც - მას ესაჭიროება რეგულარული მორწყვა.

აქტიური ზრდის პერიოდში სუროსათვის იდეალურია საშუალოდ ტენიანი ნიადაგი,მას რწყავენ ისე,რომ ნიადაგი სტაბილურად ტენიანი იყოს,მაგრამ სადგამზე არ უნდა ჰქონდეს წყალი,ამიტომ მორწყვის შემდეგ გამოსული ჭარბი წყალი ყოველთვის გადაღვარეთ.ზამთარში მორწყვა მცირდება,აცადეთ ქოთანში ნიადაგს გაშრობა 1/3 ზე.

სურო უნდა მოირწყას მხოლოდ თბილი და რბილი წყლით. სასურველია ჰაერის მაღალ;ი ტენიანობა,მაგრამ ტენიანნობის მომატებაზე ზრუნვა საჭიროა მხოლოდ ძლიერი სიცხის და თბილად გამოზამთრების დროს.ამისათვის საკმარისია რეგულარული შესხურება ან დროებითი დამატენიანებლის დაყენება.ამ მცენარეს ძალიან უყვარს შხაპი. - კვება და სასუქის შემადგელობა სასუქების სიჭარბე სუროსთვის დაუშვებელია.ამ მცენარეს კვებავენ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში, 3 კვირაში ერთხელ,დეკორატიულფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქით,რომლის დოზები ორჯერ უნდა შემცირდეს.

გასხვლა და ფორმირება მიუხედავად იმისა,რომ სურო სწრაფადმზარდ ლიანად ითვლება,მისი ფორმირება და კონტროლი საკმაოდ ადვილია.გასხალით თქვენი სურვილის მიხედვით.გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდია - გაზაფხული,თუმცა მთელი აქტიური ზრდის პერიოდშიც შეგიძლიათ ჩაუტაროთ გასუფთავება და კორექცია.

სურო შეიძლება აუშვათ ნებისმიერ საყრდებზე,როგორც ფიგურულ,ასევე კედელზე ან ბადეზე.

გადარგვა,სუბსტრატი და ქოთანი სურო უნდა გადაირგას ადრე გაზაფხულზე.ახალგაზრდა მცენარეების გადასმა(და არა გადარგვა)ხდება ყოველ წელს,უფრო ხანდაზმულების - მაშინ,როდესაც ფესვები სრულად აითვისებენ სუბსტრატს.

სურო შეიძლება გაზარდოთ კომპოზიციაში,სხვა ლიანებთან და მცენარეებთან ერთად.

მისთვის შესაფერისია ნებიმიერი უნივერსალური ნიადაგი,სუსტადმჟავე რეაქციით.კარგია ტორფის,ქვიშის და ფოთლოვანი მიწის თანაბარი ნაზავი.

ნუ შეარჩევთ სუროსთვის ზედმეტად ღრმა ქოთანს.სასურველია ქოთნის დიამეტრი მეტი იყოს მის სიმაღლეზე.ქოთნის სიგანე რამდენიმე სანტიმეტრით განიერი უნდა იყოს მის ფესვთა სისტემაზე.

გადარგვისას ხდება მცენარის გადასმა თავისივე ნიადაგით,აკონტროლეთ ჩარგვის სიღრმე,ის ისეთივე უნდა იყოს როგორიც ძველ ქოთანში.ძირში აუცილებლად ჩაყარეთ დრენაჟი სქლად(5სმ-ზე მეტი).

დაავადებები,მავნებლები და პრობლემები ზრდის დროს ოთახის სურო ხშირად ზიანდება ზედმეტი ჩრდილის,სიცივის,სიცხის და ტენიანობის გამო,ვიდრე მავნებლების მიზეზით.

თუმცა შეიძლება დაავადდეს აბლაბუდიანი ტკიპით,ფარიანებით,რომლებიც სწრაფად მრავლდებიან მცენარეზე,ამიტომ შემჩნევისთანავე გამოიყენეთ ინსექტიციდები.

გამრავლება გადარგვისას,ასაკიანი და ძლიერი სუროს ბუჩქი შეიძლება დაყოთ რამოდენიმე ნაწილად.სურო ასევე ადვილად მრავლდება გადაწვენით: ჩაამაგრეთ ნიადაგში ერთერთი ყლორტი განცალკევებულ ქოთანში,ჩამაგრების ადგილზე მოაყარეთ თხლად მიწა,პერიოდულად მორწყეთ საჭიროების მიხედვით.რამოდენიმე თვეში გადაწვენილი მცენარე შეიძლება გააცალკევოთ და გაზადროთ დამოუკიდებლად.

სუროები მარტივად მრავლდება კალმებით.შეგიძლიათ დააკალმოთ როგორც კენწერო,ასევე ღეროს ფრაგმენტი რომელსაც აქვს საჰაერო ფესვების ჩანასახები,სტანდარტული სიგრძე დაახლოებით 10-14 სმ.უკეთესად ფესვიანდება გაზაფხულ-ზაფხულის კალმები,მაგრამ შეგიძლიათ დააფესვიანოთ მთელი წლის განმავლობაშიც.

ასევე წარმატებულია წყალში დაფესვიანება,მაგრამ უპირატესობა ნიადაგში დაფესვიანებას ენიჭება.ქოთანში ერთდროულად ჩარგეთ რამოდენიმე კალამი,უფრო ხშირი ბუჩქის მისაღებად.დასათბურება არ არის აუცილებელი,თუმცა სასურველია.დაფესვიანება ხდება დაახლოებით 1-1,5 თვეში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

27 June 0 1 593
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно