ია რატომ არ ყვავილობს?

ლამაზად მოყვავილე ოთახის მცენარეებს შორის არის სენპოლია,ანუ აფრიკული ია.თითქოს ყველას ჰგონია,რომ ისინი უბრალოდ ყველა სახლში უნდა ყვავილობდნენ თითქმის მთელი წლის განმავლობაში.მაგრამ აფრიკულ იას,ამ უპრეტენზიო და ამტან მცენარესაც კი,ესაჭიროება თუნდაც მინიმალური პირობები და ზრუნვა,იმისათვის რომ იყვავილოს.

განათების შერჩევის,ტემპერატურის,ნიადაგის,ყველაზე ხშირად კი მორწყვის და გადარგვის პრობლემებს მივყავართ იქამდე,რომ მომხიბვლელი თაიგულის ნაცვლად ქოთანში მხოლოდ მისი ხავერდოვანი ფოთლები იზრდება.საბედნიეროდ ამ პრობლემის მოგვარება იების შემთხვევაში,იოლია.

სწორად შერჩეული ადგილი იები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოთახის მცენარეებია.მათი მოვლა დამწყებსაც შეუძლია,რადგან ეს არ არის რთული.მათ აქვთ უნიკალური თვისება იყვავილონ ხანგრძლივად და თითქმის შეუსვენებლად.პრობლემა სწორედ აქ წარმოიქმნება,თუ ია არ ყვავის ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია,ვიდრე სხვა მცენარეების შემთხვევაში.

უკეთესია ვიცნობდეთ ამ მცენარის მოვლის თავისებურებებს,თავიდან ავიცილოთ უხეში შეცდომები მოვლის დროს და არ დავუშვათ პრობლემები,რის გამოც ია არ იყვავილებს.

ადგილის შერჩევა ოთახის იებისათვის ადვილია კომფორტული ადგილის შერჩევა.მოარიდეთ ისინი პირდაპირი მხის სხივებს და ძლიერ ჩრდილს.მათ მოსწონთ რბილი განათება,ფანჯარასთან ახლოს ან ფანჯარაში,ჩრდილოეთის,აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს.

იის თანამედროვე ჯიშები გამოირჩევა საოცარი შეფერილობით და ფორმებით,მათ ესაჭიროებათ 12 საათიანი დღის სინათლე.დამატებითი განათება სასურველია,რადგან სენპოლიები ხელოვნურ განათებაზეც ისე რეაგირებენ,როგორც ბუნებრივზე.

სირთულეები წარმოიქმნება საჭირო ტემპერატურის შერჩევისას.ამ მცენარეს უყვარს სტაბილური პირობები და ყველაზე კარგად ვითარდება 20-25 გრადუს ტემპერატურაზე.მათთვის სასურველია დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის მცირე სხვაობა,მაგრამ ვერ იტანენ სიცივეს (+16 გრადუსზე დაბლა),ორპირს და ტემპერატურულ მაჩვენებლებს შორის მკვეთრ განსხვავებას.ოთახის იები კარგად ეგუებიან ბინების მშრალ ჰაერს.

მინიმალური მოვლა სენპოლია ითვლება მცენარედ,რომელსას ესაჭიროება მინიმალური მოვლა,რომ დატკბეთ მისი ჯანსაღი და უხვი ყვავილობით.მათ ესაჭიროებათ:

· მორწყვის კომფორტული რეჟიმი (სადგამიდან,ფითილით,წვეთოვანი,კლასიკური) და ნიადაგის მუდმივად ოდნავ ნესტიან მდგომარეობაში შენარჩუნება,ისე რომ ზედა ფენა შეშრეს მომდევნო მორწყვამდე.კარგი ორიენტირია - ფოთლები,რომლების

ინარჩუნებენ სიმკვრივეს და ინტენსიურ შეფერილობას კარგი მორწყვისას,და კარგავენ ტურგორს სიმშრალეში.

· სიფრთხილე მორწყვის დროს და წყლის ნაკადზე თვალის მიდევნება კლასიკური მორწყვის შემთხვევაში(არ დაასველოთ როზეტის ფუძე და ფოთლები).

· კვება შემცირებული დოზებით,მხოლოდ ზრდის პერიოდში,სპეციალური სასუქებით რომლებიც განკუთვნილია იებისათვის.

· ფოთლების სისუფთავე.

· გაზრდა სპეციალურ სუბსტრატში,კარგი ჰაერგამტარი თვისებებით.

· გადარგვა აუცილებლობის შემთხვევაში,საჭიროების შემთხვევაში ძირის დაყოფით და გადარგვა მცირე მოცულობის არაღრმა ჭურჭელში კარგი დრენაჟით(სტანდარტული ზომაა 9 სმ-მდე) ამ საბაზო მოთხოვნილებების დარღვევის შემთხვევაში იები არ ყვავილობენ.ერთი გამონაკლისიც უნდა ვახსენოთ - ასაკოვანი,დაბერებული ძირი რთულად ყვავილობს,ამიტომ საჭიროა მისი გახალგაზრდავება.

ასაკოვანი იები გაახალგაზრდავების საჭიროება აისახება ყვავილობაზე,განსაკუთრებით თუ მცენარეს განუვითარდა მრავალი შვილეული როზეტი.კომფორტული პირობების დროს,იები ყოველწლიურად რამოდენიმე ამონაყარს გვაძლევს.რამოდენიმე წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი ათეულებს აღწევს. თუ შვილეულ ამონაყარებს დროულად არ გადარგავთ,ყველაზე ძლიერი დედა მცენარეც კი დასუსტდება და არ იყვავილებს.

იდეალურ შემთხვევაში ია უნდა იზრდებოდეს ინდივიდუალურ ქოთანში.შვილეული ამონაყარების განვითარება არ უნდა აგერიოთ დიდი რაოდენობით ფოთლების ზრდაში,ნუ მოაცლით მცენარეს ‘’ზედმეტ’’ ფოთლებს,მისი ძალების დაზოგვის მიზნით,რადგან ფოთლის უპეებიდან ვითარდება საყვავილე კვირტები და ეს რათქმა უნდა,ყვავილობაზე აისახება.

ყვავილობის პრობლემა გვხვდება იმ მცენარეებშიც,რომლებიც არ ინვითარებენ შვილეულ როზეტებს და უბრალოდ იწოწებიან.ზოგიერთ ჯიშს მაღალი,გაშიშვლებული ღერო უკვე სამიოდე წელიწადში უყალიბდება.ქვედა ფოთლების ჭკნობის შემდეგ შიშვლდება და ვითარდება თავისებური ღერო,ამ შემთხვევაში უნდა გადაიჭრას და დაფესვიანდეს კენწერო.

იის დაბერების პრობლემასთან გამკლავება ადვილია.ამისათვის დააფესვიანეთ ფოთლები და გამოზარდეთ ახალი მცენარე.იების გამრავლება საკმაოდ ადვილია,ყოველ წელს ერთი ძირიდან შესაძლებელია ათეულობით ახალი მცენარის მიღება არა მხოლოდ შვილეული ნაზარდების მოცილებით.

ფოთლის დაფესვიანება - იის გადარჩენის საუკეთესო მეთოდია.ასე მიიღება ჯანმრთელი და ახალგაზრდა ძირი,რომელიც უკვე რამოდენიმე თვეში გაგახარებთ ყვავილობით.

10 ძირითადი მიზეზი,რის გამოც ია არ ყვავილობს

1. არასაკმარისი განათება. მზის პირდაპირი სხივები წვავს ფოთლებს და მცენარეს დეკორატიულობას უკარგავს,მაგრამ ეს იშვიათად აისახება ყვავილობაზე.სინათლის უკმარისობა კი,პირველ რიგში ვლინდება ორი

ნიშნით - ფერმკრთალი და დეფორმირებული ფოთლები და ყვავილობის შეჩერება,ან მცირე რაოდენობის ყვავილები.

2. +16 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. ეს იისთვის გადაციებაა.

3. მორწყვა ცივი წყლით. ამაზე სენპოლია ისევე რეაგირებს როგორც ცივ ჰაერზე.

4. მორწყვა არანადგომი წყლით. ეს იწვევს ნიადაგში მარილების დაგროვებას.

5. სინესტე. ჭარბი მორწყვა,წყლის დაგუბება და დაუდევრობა მორწყვისას იწვევს ფესვის ყელის დაზიანებას და ლპობას.

6. ზედმეტად მაღალი ტემპერატურა. + 25 გრადუსს ზემოთ.

7. ექსტრემალურად მშრალი ნიადაგი.ჩვეულებრივ, ესაა გამათბობელ ხელსაწყოებთან სახიფათო სიახლოვე.

8. კირისშემცველი,ან არასწორი ტექსტურის მქონე ნიადაგი. ზედმეტად მსუბუქი - ვერ იკავებს წყალს,თიხნარი და მძიმე - ფესვებს არ აძლევს სუნთქვის საშუალებას,გამოფიტული და ასე შემდეგ.

9. ძალიან ღრმა და დიდ ქოთანში ჩარგვა. ან სადრენაჟე ნასვრეტების და დრენაჟის ფენის უქონლობა.

10. უნივერსალური სასუქების გამოყენება - იწვევს აზოტის და კალიუმის სიჭარბეს,მიკროელემენტების ნაკლებობას.

რა თქმა უნდა,მავნებლებით დაზიანებული მცენარეც შესაძლოა არ აყვავდეს,მაგრამ ეს ძალიან მიშვებულ შემთხვევებში ხდება.

როგორც დაავადების შემთხვევაში,მავნებლის გაჩენის მიზეზი მაინც არასწორ მოვლაში უნდა ვეძებოთ.

ამიტომ საკმარისია აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ მიზეზი.დაამატეთ განათება,შეუცვალეთ მცენარეს ადგილი,აკონტროლეთ ტემპერატურა,წყლის ხარისხი,სასუქის შემადგენლობა.ეს მცირე ცდომილებები დროულად თუ გამოსწორდა სენპოლია აუცილებლად გაგახარებთ ყვავილობით!

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

26 June 0 1 321
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно