ეპისცია


მცენარე ეპისცია (Episcia) მიეკუთვნება გესნერისებრთა ოჯახს,მისი სამშობლოა ტროპიკული ამერიკა.ბუნებაში მისი 40-მდე სახეობა არსებობს.ამ მცენარს მისი დეკორატიული ფოთლების გამო ამრავლებენ.ეპისცია მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,რომელსაც უფრო ხშირად დასაკიდ ქოთნებსა და კაშპოებში რგავენ,როგორც ამპელურ მცენარეს.ეს ნაზი და ჭირვეული მცენარე კულტურაში წარმოდგენილია ორი სახეობით:

მიხაკისებრყვავილიანი ეპისცია (Episcia dianthiflora) – ბალახოვანი მცენარე,რომელსაც ორი სახის ყლორტები აქვს - მოკლე ღეროებით,ერთმანეთის ახლოს განლაგებული ფოთლებით და გრძელი ულვაშები,რომლებზეც ინვითარებს შვილეულ როზეტებს.ფოთლები მომცრო ზომისაა,4 სმ-მდე სიგრძის,ელიპსის ფორმით და დაკბილული კიდეებით.ფოთლის ზედაპირი ხაოიანია,მუქი მწვანე ფერის მუქი ძარღვებით.ყვავილები მილისებური,თეთრი ფერისაა,გულში მელნიფერი ხაზებით,გვირგვინი დიამეტრით 4 სმ-მდეა.

სპილენძისფერი ეპისცია (Episcia cupreata) - მოზრდილი,ბალახოვანი მცენარე,დაშვებული მსხვილი ღეროებით.ფოთლები სიგრძით 10 სმ-მდე,ელიპსური ფორმის,დაკბილული კიდეებით.ზედაპირი დანაოჭებულია,სპილენძისფრ-მომწვანო ელფერით.ყვავილი მილისებური,ცალკე ან ორ-ორად არის განლაგებული ყვავილსაჯდომზე,მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერილობის,გვირგვინი 3 სმ-მდე დიამეტრის.სპილენძისფერი ეპისცია საწყისი სახეობაა,მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიშის ეპისცია,რომლებიც ერთმანეთისაგან ძირითადად ფოთლების შეფერილობით განსხვავდებიან.

რჩევები მოვლის შესახებ ტემპერატურა: ზრდის და ყვავილობის პერიოდში ზომიერი,ზამთარში არანაკლებ +18 გრადუსი.დაიცავით ის ორპირი ქარისაგან.

განათება: ეპისციას უყვარს მკვეთრი,გაფანტული სინათლე,სინათლის უკმარისობის შემთხვევაში ფოთლების შეფერილობა ფერმკრთალდება.

მორწყვა: ყვავილობისა და ვეგეტაციის პერიოდში ესაჭიროება ზომიერი მორწყვა.ზამთარში ბევრად ფრთხილი და იშვიათი,მორწყვებს შორის ნიადაგმა შეშრობა უნდა მოასწროს.

სასუქი: იყენებენ მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სასუქებს.კვება უნდა მიაწოდოთ თვეში ორჯერ,ადრე გაზაფხულიდან ოქტომბრამდე.გამოიყენეთ მითითებული დოზის ნახევარი.

ჰაერის ტენიანობა: ეპისციებს ესაჭიროება ჰაერის ძალიან მაღალი ტენიანობა.ამ მცენარეების ქოთნებს დგამენ წყლიან კენჭებზე და ასევე რეგულარულად ასხურებენ ფოთლებზე.

გადარგვა: ეპისციებს ესაჭიროება არაღრმა განიერი ქოთნები.გადარგვა ხდება ყოველ წლიურად,გაზაფხულზე.ნიადაგი უნდა იყოს სუსტადმჟავე ან ნეიტრალური რეაქციის PH = 5,5 – 6,5. ნიადაგის შემადგენლობა ასეთია: 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი ტორფი და 1 წილი მდინარის ქვიშა,ასევე ემატება ცოტაოდენი ხავსი - სფაგნუმი და ხის ნახშირის ნატეხები.ასევე კარგია იებისათვის განკუთვნილი ნიადაგის მზა ნარევები.აუცილებელია კარგი დრენაჟის ფენა და ფართო სადრენაჟე ნასვრეტები.

გამრავლება: მრავლდება ფოთლის დაკალმებით(იის მსგავსად),დათესვით,შვილეული როზეტებით.

შესაძლო პრრობლემები ყავისფერი ლაქები ფოთლებზე -მცენარე მორწყეს ცივი წყლით,მოსარწყავი წყალი უნდა იყოს თბილი.

ფოთლების გაყვითლება - სასუქის სიჭარბე,ოთახის ძლიერ მშრალი ჰაერი ან ჭარბი მზის სინათლე.

ყვავილებსა და ფოთლებზე რუხი ნადები -რუხი(ნაცრისფერი) ლპობა ან ნაცარი,რომელიც წარმოიქმნება არასწორი მოვლის შემთხვევაში - ამჟავებული ნიადაგი და ოთახში ჰაერის ცუდი ცირკულაცია.

მცენარე არ ყვავილობს - განათების უკმარისობის დროს,ნიადაგში საკვები ნივთიერებების ნაკლებობისას,ან ზედმეტად ცივი და მშრალი ჰაერი,არასწორი მოვლა მოსვენების პერიოდში,აზოტოვანი სასუქების სიჭარბე.

მავნებლები - ეპისციას აზიანებს ფრთათეთრა,ბუგრი,თრიპსი,ფქვილოვანი ცრუფარიანა და სხვა მავნებლები.რომელიმეს შემჩნევის შემთხვევაში დაამუშავეთ შესაბამისი ინსექტიციდით.

სასარგებლო რჩევები ეპისცია საკმაოდ სწრაფად იზრდება,ამიტომ საჭიროებს ფორმირებას.ყვავილობის შემდეგ მოაჭერით წაზრდილი ყლორტები,შვილეული როზეტები კი ღეროებიანად ჩაურეთ გვერდზე,რომ მცენარე უფრო დაიბუჩქოს ქოთანში.

ეპისცია ძალიან მგრძნობიარეა მორწყვის მიმართ.ჭარბი სინესტე ფესვებში,ისევე როგორც ძლიერ გამოშრობა,მისთვის დამღუპველია.მოსარწყავად გამოიყენეთ რბილი,წინა დღით აღებული,თბილი წყალი.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

20 June 0 778
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно