მცენარეები ალერგიულებისათვის

ითვლება,რომ ოთახის მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს ტოქსინებისაგან,მძიმე ლითონების შენარევებისა და ალერგენებისაგან.მაგრამ მათთვის,ვინც ალერგიით იტანჯება,ისინი თავად ხდებიან ალერგიის წყარო.არსებობს არც ისე მცირე რაოდენობის მცენარეთა ჯგუფი,რომლებიც სახიფათოა ალერგიულებისათვის.ამიტომ,მათ ვინც მიდრეკილია ალეგიისკენ უნდა სწორად შეარჩიონ ოთახის მცენარეები.სწორედ ამაზე მოგითხრობთ სტატიაში.

როგორ ვლინდება ალერგია ოთახის მცენარეებზე?

ოთახის მცენარის შერჩევა მათთვის,ვისაც აწუხებს ხვადასხვაგვარი ალერგია - განსაკუთრებით რესპირატორული და კონტაქტური - დიდი გამოწვევაა.ასპროცენტიან რეკომენდაციას ან გარანტიას ყველაზე ‘’უწყინარი’’ მცენარისთვისაც კი ვერავინ ვერ მოგცემთ.ყველა ალერგიული რეაქცია ინდივიდუალურია.

‘’თქვენი’’ მცენარის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია კონკრეტულად რომელი ალერგენია სახიფათო იმ შემთხვევისათვის - არომატი,მტვერი,ფოთლის კიდეები თუ ბუსუსიანი ზედაპირი - ყველა საშიში ფაქტორი უნდა გაითვალიწინოთ.

ისეთი ოთახის მცენარეების შეძენისას,რომლებიც თეორიულად უსაფრთხოა,ალერგიულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კარანტინის პერიოდზე და არა მხოლოდ მცენარეს უნდა შეუწყონ ხელი ახალ პირობებს შეეგუოს,ასევე თვითონაც უნდა დააკვირდნენ სიმპტომებს მცენარესთან სიახლოვისას, ვიდრე ის ძირითადი კოლექციიდან მოშორებითაა.ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისას უნდა შეელიოთ ამ მცენარეს.

ალერგიული სიმპტომები ასეთია“

· მშრალი,შეტევითი ხველა.

· უკონტროლო და განმეორებითი ცემინება.

· სისველე ცხვირიდან,ან პირიქით ‘’გაჭედილი’’ ცხვირი.

· კანის შეწითლება და ქავილი.

· ცრემლდენა,თვალების შეწითლება,შეშუპება,ქავილი,კონიუნქტივიტი.

· ხანგრძლივი კონტაქტისას ან ძლიერი ალერგიული ნიშნები - გაძნელებული სუნთქვა,ასთმური რეაქციები,ძლიერი თავის ტკვილი,ძილიანობა,აპათია.

სწორად შერჩეული მცენარეც შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციის მიზეზი,თუ მას არ მოვუვლით.მტვრის დაგროვებამ,ნიადაგის დაბინძურებამ(განსაკუთრებით ობის წარმოქმნა) ყველაზე მეგობრულ მცენარიდანაც კი შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები,რადგან თვითონ მცენარე კი არა - მტვერი,ჭუჭყი და ობი იწვევს ალერგიის გამწვავებას.

იმისათვის რომ მცენარეებმა სარგებლობა მოგვიტანოს,ისინი სისუფთავეში უნდა იყვნენ,ფოთლებზე არ უნდა დაგროვდეს მტვერი,ეს განსაკუთრებით დიდფოთოლა მცენარეებს შეეხება.

რეკომენდებულია ხშირად ჩაუტარდეთ მცენარეებს ფოთლების წმენდა და წყლის პროცედურები,უფრო ხშირად უნდა განიავდეს შენობაც.

როგორ უნდა შეირჩეს მცენარე ალერგიულებისათვის?

ოთახის მოსართავად მცენარეის შერჩევის დროს საჭიროა ბალანსის დაცვა უსაფრთხოებასა და დეკორატიულობას შორის.ბევრი ლამაზადმოყვავილე მცენარე მიეკუთვნება არაალერგიულს.შეძენის წინ კარგი იქნება მცენარესთან ‘’ურთიერთობის დამყარება’’ - ცოტა ხანს გაჩერდით მასთან ახლოს,შეეხეთ ფოთლებს,დაყნოსეთ.როგორც წესი,ახლო კონტაქტის დროს მაშინვე მკვეთრად ვლინდება ალერგიული რეაქციები.დარწმუნდით რომ მისი სიახლოვე არ იწვევს ალერგიის პროვოცირებას.

შედარებით რთულია მოყვავილე მცენარის შერჩევა,მაგრამ არსებობს რამოდენიმე წესი,რომლებიც საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ უხვადმოყვავილე მცენარე რისკის გარეშე.

· პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მტვრიანებს და ყვავილის მტვერს,რაც ნაკლებია,მით უკეთესი.მაგალითად,ორქიდეები და ბეგონიები ყვავილის მტვერს ჰაერში არ აფრქვევენ,სპატიფილუმის მტვრიანა კი შეიძლება მის მომწიფებამდე მოიჭრას.

· ხუჭუჭა ყვავილები ყოველთვის უსაფრთხოა - ეს ჯიშები მიიღება მტვრიანების შემცირების ხარჯზე,ამიტომ ისინი მარტივი ყვავილების მქონე მცენარეებზე ბევრად უსაფრთხოა.

· ტროპიკული სახეობები,რომლებსაც ჰაერის მაღალი ტენიანობა ესაჭიროებათ,ალერგიული ადამიანებისათვის თითქმის ყოველთვის უსაფრთხოა - ჰაერში მტვერი მინიმალური რაოდენობით ან საერთოდ არ იფრქვევა და ის სულ სხვაგვარად იყრება,ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის შემთვევაში.

გახსოვდეთ,რომ ‘’საეჭვო’’ მცენარეებთანაც შეიძლება დააყენოთ ყვავილების ვიტრინა,რომლის მეშვეობითაც ოთახი მთლიანად იზოლირებული იქნება ყვავილის მტვერისა და ეთერზეთებისაგან.ასევე შეიძლება მცენარის პერსონალურ ფლორარიუმში ჩასმა.

უსაფრთხო ოთახის მცენარეები ასეთ მცენარეებში შედის ბევრი ყველასთვის საყვარელი და ფავორიტი მცენარე,რომელიც შეიძლება საძინებელშიც თამამად დადგათ: ქლოროფიტუმი,სურო,სპატიფილუმი,არომატის არმქონე ორქიდეები(ყველაზე ჰიპოალერგიულია ფალენოპსისი),დაფნა,ბეგონიები,ბალზამინი,პეპერომია,დრაცენები,ალოე,ტრადესკანციები,როდოდენდრონი,მანანა,ერიკა,კროტონი,ბზა,ანანასი,ბრომელიების ყველა სახეობა,ბუტია,კარიოკა და ოთახის სხვა პალმები,კედარი,კალიზია,ჰიბისკუსი,სეტკრეაზია,არამოყვავილე კაქტუსები,ან ტყის მოყვავილე კაქტუსები(გარდა ძლიერეკლიანი სახეობებისა,პირველ რიგში ოპუნციები),ბოლქვიანი მოყვავილე მცენარეები კროკუსი და ნარცისი,ერთწლიანი ან მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეები - ჰორტენზიები და ვარდები.

‘’მტერს’’ ახლოს უნდა იცნობდე ალერგიული ადამიანებისათვის მცენარის შერჩევისას,საუკეთესო სტრატეგიაა გამოირიცხოს ის სახეობები რომლებსაც ზიანის მოტანა შეუძლია.ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს ყვავილის მტვერი,ზოგიერთი მცენარე კი ჰაერში აქტიურად გამოყოფს ალკალოიდებს,ფერმენტებს,ეთერზეთებს,რომლებსაც მივყავართ ალერგიულ რეაქციებამდე ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენ მცენარეები რომლებიც მიეკუთვნება კანის გამაღიზიანებელ და შხამიან მცენარეებს.თუ არაალერგიული ადამიანისათვის ის მცირეოდენ გაღიზიანებას იწვევს,ალერგიულის შემთხვევაში ბევრად საშიშ რეაქციას წარმოშობს.

უსაფრთხო მცენარის შერჩევისას,პირველ რიგში მოყვავილე მცენარეები,რომლებსაც დიდი მტვრიანები აქვს და გვიმრები უნდა გამორიცხოთ.გვიმრის სპორებს ისეთივე ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია როგორც ყვავილის მტვერს.ალერგიის ტიპი და რეაქცია- მთავარი გასათვალიწინებელი ფაქტორია.

თუ გაქვთ ნებისმიერი ალერგია ბუნებაში და ბაღში მოყვავილე მცენარეზე ან მის მტვერზე,უარი თქვით ყველა უხვადმოყვავილე სურნელოვან მცენარეზე.თუ ყვავილობაზე რეაქცია არ გქონიათ შესაძლოა შეირჩეს ყველაზე უსაფრთხო მოყვავილე მცენარეები.

იმ მცენარეებს,რომლებიც აკრძალულია ალერგიულებისათვის,უნდა დაემატოს:

· ყველა შხამიანი მცენარე, რომელიც ძლიერად აღიზიანებს კანს - აგლაონემა,ფილოდენდრონი,დიფენბახია,ალოკაზია,აკალიფა,კრასულები,ციკლამენი და სხვა.

· სამკურნალო ბალახები და მცენარეები - კალანჰოე,ლავანდა,როზმარინი,ქონდარი და სხვა.

· ოთახის და ბაღის დიდყვავილა მცენარეები - ჰერბერა,ასტრა,ქრიზანთემა.

· ინტენსიური არომატის მქონე მცენარეები - ეუჰარისი,კრინუმი,ალამანდა,კატარანტუსი,შროშანები(ლილია),ოლეანდრი,როდოდენდრონი,კამელია,აბუტილონი და სხვა.

· მცენარეები რომლებიც აქტიურად გამოყოფენ ეთერზეთებს - პელარგონია,მირტი,კვიპაროსი და სხვა წიწვოვნები.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის

20 June 0 675
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно