გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

კრინუმი - ამტანი ლამაზმანი (Crinum powellii)

კრინუმი - ამტანი ლამაზმანი. სახლის მცენარეებში სულ უფრო პოპულარულია ბოლქვიანები. უმეტესობა ეგზოტიკური მცენარეა და გარკვეული პირობების დაცვა სჭირდება. მაგრამ მათ შორის არის ერთი უპრეტენზიო, გიგანტი ლამაზი მცენარე ნაზი დიდი ყვავილებით და გრძელი ფოთლებით, საკმაოდ გამძლე და ადვილი მოსავლელი - კრინუმი.იგი ამარილისისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეა, ცხოვრობს ს აფრიკასა და ტროპიკულ ამერიკაში.

მცენარის სიმაღლე 30-80სმ ია, დიდი ზომისაა ბოლქვებიც - მოზრდილი მცენარის ბოლქვი 20-25 სმ ია დიამეტრში. სწორი მოვლის შემთხვევაში ბოლქვი დიდხანს ცხოვრობს.

ტემპერატურა - ზაფხულში სჭირდება 20-25 გრ, ზამთარში მოსვენების ეტაპი აქვს და 10-15 გრ უნდა იყოს. მცენარე გამოდგება გრილი ჰოლებისთვის.

ჰაერის ტენიანობა - საშუალო უნდა იყოს, ზამთარში მშრალი ჰაერი თუა ოთახში, დანამვა მაინც უნდა.

განათება - მოსწონს განათებული ადგილი, გაბნეული სინათლე 3-4 სთ, მისთვის გამოდგება დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარე, შეუძლია იარსებოს ხელოვნურ განათებაზეც.

ნიადაგი - გამოდგება ფხვიერი ნოყიერი მიწა. შემადგენლობა ასეთია - 3 წილი კორდის, 3 წილი ფოთლოვანი, 1 წილი ქვიშა ან პერლიტი. ქოთანში კარგ ფენად დრენაჟიც უნდა ჩაიყაროს.ქოთანი უნდა აირჩეს ფართო და დაბალი, რადგან ფესვები ზედაპირული აქვს

მორწყვა - რწყავენ უხვად ნადგამი წყლით, მორწყვებს შორის მიწა არ უნდა გამოშრეს. შემოდგომიდან ამცირებენ, მაგრამ ბოლომდე არ წყვეტენ,- მიწა ბოლომდე არ უნდა გამოშრეს.

სასუქი - აძლევენ თხევად სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით 3-4 კვირაში ერთხელ.

გამრავლება - შვილეულ ბოლქვებს აცლიან და რგავენ ცალკე ქოთნებში ტორფნარევ ქვიშაში. იმ ადგილებს ამუშავებენ ნახშირით. რომ მოიზრდება, მერე გადააქვთ მუდმივ უფრო განათებულ ადგილზე. თავიდან რწყავენ ზომიერად. ბოლქვის ზრდასთან ერთად იზრდება ქოთნის ზომაც. 2-3 წლის მერე ყვავილობას იწყებს.

კიდევ შეიძლება გამრავლება თესლით, რასაც თესავენ ტორფნარევ ქვიშაში, თითო ცალს ქოთანში. ასე გაზრდილი მცენარე იყვავილებს 4-5 წლის მერე.

ყვავილობა - მცენარე ყვავილობს აგვისტო- სექტემბერში თეთრი, ვარდისფერი ძაბრისებური სუსტად სურნელოვანი ყვავილებით გრძელ საყვავილე ღერზე,

გაერთიანებულია 6-12 ცალი ქოლგისებრ ყვავილედად. მაგრამ თუ მოსვენების პერიოდს გადაწევთ ზაფხულის ბოლო - შემოდგომის დასაწყისში, იგი ზამთარში იყვავილებს, მოყვავილებული ნაწილების მოშორებით ყვავილობა ხანგრძლივდება. ნაყოფი კოლოფია დიდი ხორციანი თესლებით. თესლი ვითარდება მხოლოდ ხელოვნური დამტვერვის შედეგად. მათ გარსში აქვთ წყლის მარაგი, საკმარისი თესლის გავითარების და ახალი ბოლქვის გაზრდისთვის.

გადარგვა - დიდ ბოლქვებს გადარგვა უნდა 2-3 წელიწადში ერთხელ ზრდის დაწყებამდე. იგი უკეთ ყვავილობს მჭიდრო ქოთანში. ბოლქვი მიწაში ნახევრად ირგვება ან ისე, რომ 2/3 იყოს მიწაში. ყოველწლიურად შეიძლება ქოთანში მიწის ზედა ფენის გამოცვლა.

მოვლის თავისებურებები - მისი გაზრდა შეიძლება ღია გრუნტშიც - ბაღში, ბოლქვს რგავენ 20-25 სმ სიღრმეზე მარტ-აპრილში. ყვავილობის დასრულების მერე მიწიდან ამოღება უნდა. მას არ მოსწონს ორპირი. ყვავილის კვირტის ფორმირებისთვის მოსვენების პერიოდი აუცილებელია. ზამთარში იგი ფოთოლს არ იცვენს, მაგრამ რაოდენობა შემცირებულია.მოსვენების პერიოდის გარეშე იგი არ იყვავილებს.

პრობლემები - შედარებით იშვიათად ავადდება, ზოგჯერ ემტერება ტრიპსები, ცრუფარიანა. მათ ებრძვიან ინსექტიციდებით, იშვიათად უჩნდება ნარცისის ბუზი - მერე ულპება ბოლქვი. ან ემართება წითელი დამწვრობა - ფოთოლზე ჩნდება გრძელი წითელი ლაქები. მცენარემ შეიძლება არ იყვავილოს მოსვენების ეტაპის, არასაკმარისი სასუქის ან განათების გარეშე, მორწყვის რეჟიმის დარღვევა ასევე ხდება ამის მიზეზი, შეიძლება ფოთლების ჭკნობის მიზეზიც ეს იყოს.

სახეობები - პოპულარულია : ამერიკული, პაუელის, მურის კრინუმი.  თარგმანი თ. სუპატაშვილის

31 May 0 4 490

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно