გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აქტარა

აქტარა სისტემური ინსექტიციდი,ასევე აქვს ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედება.მოქმედი ნივთიერება: თიამეტოკსამი 250 გ/კგ ან 240 გ/ლ.

გამოიყენება ბაღის და ოთახის მცენარეების დასაცავად მავნებლების ფართო სპექტრის მიმართ (თრიპსი,ფარიანები,ცრუფარიანები,კოლორადოს ხოჭო,ბუგრი და სხვა) არ არის ეფექტური ტკიპების წინააღმდეგ,ნაკლებად ეფექტურია ფრთათეთრასთან.

ინსტრუქცია პრეპარატი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ქიმიურ კლასს,მისი შეღწევა ხდება ფოთლების ძარღვებში და მორწყვიდან 20 საათის განმავლობაში მთლიანად ნაწილდება მცენარის ფოთლის ქსოვილებში,იგი ნაყოფში პრაქტიკულად არ აღწევს.დიდი ზომის მცენარეებში 1-3 დღის შემდეგ პრეპარატი აღწევს ზედა ტოტებსა და ყლორტებში.მდგრადია მზის სინათლის მიმართ,მისი ეფექტურობა არ ქვეითდება მშრალ ან წვიმიან ამინდში.დამცავი მოქმედება გრძელდება 14-28 დღის განმავლობაში ფოთლებზე შესხურების შემთხვევაში,ხოლო ნიადაგიდან მიწოდებისას 40-60 დღე.

შესაძლოა წარმოიშვას რეზისტენტობა განმეორებით გამოყენებისას.ზოგჯერ ხდება მავნებლის განმეორებითი შემოსევები,რაც იმით აიხსნება,რომ აქტარა მოქმედებს მატლებზე,ანუ კვებით სტადიაზე.რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად,აქტარა მონაცვლეობით უნდა გამოიყენოთ სხვა ჯგუფის ინსექტიციდებთან.პრეპარატი შეეთავსება ინსექტიციდების,ფუნგიციდების და ზრდის რეგულატორების უმრავლესობას(ცირკონი,ეპინი,ობერეგი),გარდა იმ პრეპარატებისა,რომლებსაც ტუტე რეაქცია აქვთ (ბორდის ნარევი,საპონი,ნაცარი)

ხარჯვის ნორმები პრეპარატი მზადდება თბილი წყლით (გრანულები იხნება არანაკლებ 25 გრადუსზე),8 გრ/10 ლ წყალში - გრუნტის მოსარწყავად ბუგრების,ფრთათეთრას,თრიფსის,ფარიანების და ცრუფარიანების,ფქვილისებრი ცრუფარიანას და ფესვის ჭიის წინააღმდეგ.სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმაა 10 ლ/10 კვ.მ. დაახლოებით 200 -250 ქოთანი.

აქტარის გამოყენება შეიძლება ერთდროულად მოსარწყავად და შესხურებისთვის.შესასხურებლად 1 პაკეტი აქტარა (4 გრ) იხსნება 5 ლ. წყალში,ეს კი საკმაოდ ბევრია,ამიტომ პაკეტის შიგთავსი გაყავით 4 ნაწილად და გახსენით 1.25 ლ წყალში.

თუ აქტარას იყენებთ შედარებით სუსტი მავნებლების წინააღმდეგ 1გრ. პრეპარატი გახსენით 10 ლ. წყალში და გამოიყენეთ მოსარწყავად.

ბაღში და ბოსტანში ü პამიდორი ღია გრუნტში და სათბურში - ბუგრების,ფრთათეთრას,კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ - მოსარწყავად 4 გრ. აქტარა 10 ლ. წყალში,შესასხურებლად 1.2 გრ 10 ლ. წყალში.

ü კიტრი - თამბაქოს თრიფსის,ბუგრის,ფრთათეტრას წინააღმდეგ - მოსარწყავად 8 გრ. აქტარა 10 ლ. წყალში,შესასხურებლად 2-4 გრ 10 ლ წყალში.

ü ბადრიჯანი და წიწაკა - ფრთათეთრას,თამბაქოს თრიფსის,ვარდის თრიფსის წინააღმდეგ - 4-8 გრ. აქტარა 10 ლ. წყალში,შესასხურებლად 2-4 გრ. 10 ლ. წყალში.

ü ხახვი - თრიფსის და ბოლქვის ბუზის წინააღმდეგ შესასხურებლად - 4 გრ 10 ლ. წყალში.

ü ვაშლი - ფოთოლრწყილების და ნაყოფჭამიების წინააღმდეგ - 3 გრ აქტარა 10 ლ წყალში შესასხურებლად,მსხალი - 4 გ/10 ლ.

ü კომბოსტო - ფოთოლრწყილების და ბუზების წინააღმდეგ ჩითილის მორწყვა - 3 გრ. აქტარა 10 ლ წყალში.

ü ვარდები - თრიფსის წინააღმდეგ შესასხურებლად - 16 გრ/10 ლ. წყალში! ბუგრის წინააღმდეგ - 4 გრ/10 ლ წყალში

ü ვაზი - ციკადების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ - 3 გრ/10ლ წყალში.

ü კარტოფილი - კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ - 1.2 გრ/10ლ წყალში.

ü მოცხარი - ბუგრების წინააღმდეგ - 2 გრ/10ლ წყალში

ბაღის სხვა მცენარეების,კენკროვნების და ბოსტენეულისთვის აქტარას ხარჯვის ნორმები შესხურების და მორწყვისთვის ერთნაირია: 4-8 გრ/10ლ წყალში.

თხევადი აქტარა თხევადი აქტარა კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ გამოდის 9 მლ ან 1.2 მლ-იანი ფლაკონებით.

მიუხედავად იმის,რომ შეფუთვაზე გამოსახულია კოლორადოს ხოჭო და დასახელებაშიც მითითებულია იგივე,თხევადი აქტარა გამოიყენება ყველა მავნებლის წინააღმდეგ გარდა ტკიპისა.ხარჯვის ნორმები იგივეა რაც გრანულებიანი აქტარას შემთხვევაში.

გამოხმაურებები აქტარა საკმაოდ პოპულარული პრეპარატია მებაღეობაში,პრაკტიკულად დაფნის გვირგვინი მას ეკუთვნის ინსექტიციდებს შორის.პირველ რიგში იმიტომ,რომ არ გააჩნია მკვეთრი სუნი.ასევე ის სისტემური პრეპარატია - მორწყვის შემდეგ ადვილად ვრცელდება მცენარის წვენის საშუალებით და ანადგურებს მავნებლებს,შესხურება აუცილებელი არ არის თუმცა სასურველია.საქმე იმაშია რომ ფარიანები,ცრუფარიანები და მატლები საკმაოდ გამძლეა პრეპარატების მიმართ და შესხურება მათზე ნაკლებად მოქმედებს,ამიტომ ამ ჯგუფის მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია მორწყვა და შესხურება ერთდროულად,პრცედურა მეორდება 10-12 დღეში.

ტოქსიკურობა აქტარას გააჩნია საშიშროების მე-2 ან მე-3 კლასი(დამოკიდებულია კონცენტრაციაზე),ფუტკრებისათვის საშიშროების 1 კლასი,ფრინველებისათვის,თევზებისათვის,წვიმის ჭიაყელებისათვის და წყლის ორგანიზმებისათვის სუსტადტოქსიკურია.არ არის ფიტოტოქსიკური.

მოცდის დრო- შესხურების შემდეგ მოსავლის აღებამდე 14-21 დღე ნებისმიერი კულტურისთვის და 40-60 დღე ნიადაგის მორწყვიდან.

უსაფრთხოების ზომები მოოხმარებისას გამოიყენეთ ხელთათმანები,სათვალე და რესპირატორი,პრეპარატით მუშაობისას დაუშვებელია მოწევა,დალევა,საკვების მიღება.სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები საპნით.სამუშაო

ხსნარი არ ინახება! თვალში მოხვედრისას მოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და გამოიწვიეთ ღებინება,მიიღეთ რამოდენიმე ტაბლეტი ნახშირი.მიმართეთ ექიმს.შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

31 May 0 18 216

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно