გიმნოკალციუმი

კაქტუსების ოჯახი უზარმაზარი რაოდენობის სახეობას ითვლის,მათგან ერთერთი უპრეტენზიო და გამორჩეულია გიმნოკალციუმი.მას აფასებენ არა მხოლოდ მოვლის სიმარტივით,არამედ მიმზიდველი გარეგნული იერითაც.

გიმნოკალციუმი იზრდება და ვითარდება ღარიბ,ქვიან,კარგად დრენირებულ ნიადაგში,სადაც შესაძლოა ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცეს.ეს კაქტუსი შესაძლოა ტროპიკებშიც გაახაროთ,სადაც საკმაოდ მაღალი ტენიანობაა.ამ სუკულენტს შეუძლია იხაროს კლდის ბზარებში,ქვებზე და სხვა მცენარეების ჩრდილქვეშაც.გიმნოკალციუმის მრავალი სახეობა გვხვდება არგენტინაში,ბრაზილიაში,ბოლივიაში. არსებობს სხვადასხვა სახეობის გიმნოკალციუმი: შიშველი,კუზიანი,იაპონური,მიქსი,მიხანოვიჩი.ამათგან გამოვარჩევთ გიმნოკალციუმ მიხანოვიჩს,ეს სახეობა უფრო მოთხოვნადია,რომელსაც აქვს ბრტყელი ბურთისებური ფორმა,ზომით არ აღემატება 5 სმ-ს,აქვს მოღუნული ეკლები,ყვავილები ვარდისფერი ან ჟოლოსფერია.სწორედ ამ სახეობიდან გამოიყვანეს უქლოროფილო ჰიბრიდული კაქტუსები და ახლა ხშირად შეხვდებით ყვითელ,ვარდისფერ,ნარინჯისფერ და სხვა შეფერილობის გიმნოკალციუმებს.

განათება მიხანოვიჩის გიმნოკალციუმს უყვარს მკვეთრი სინათლე,ამიტომ წელიწადის დროიდან გამომდინარე უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული ნიუანსები.შემოდგომა-ზამთრის თვეებში მცენარეს ესაჭიროება დამატებითი განათება,ზაფხულში მოარიდეთ პირდაპირ სხივებს რომ თავიდან აიცილოთ დამწვრობა.

ტემპერატურული რეჟიმი კომფორტული პირობების შესაქმნელად გიმნოკალციუმი ოთახის საშუალო ტემპერატურაზე უნდა იზრდებოდეს (20-240C).შემოდგომა ზამთრის პერიოდში ტემპერატურა უნდა იყოს 15-18 გრადუსი, 5 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა მცენარისათვის დამღუპველია.

ჰაერის ტენიანობა ამ მაჩვენებლის მიმართ კაკტუსები არ არიან მომთხოვნი.სახლის პირობებში ისინი შესანიშნავად იტანენ მშრალ ჰაერს,არ საჭიროებენ შესხურებას.

მორწყვა ოთახის კაქტუსების მორწყვა ონკანის ხისტი წყლით დაუშვებელია.აღებული წყალი უნდა გააჩეროთ 24 საათის განმავლობაში თავღია ჭურჭელში.მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ის მოსარწყავად.მოსარწყავად კარგია გაფილტრული წყალი.

გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის და არა ცივი წყალი.ზაფხულში კაქტუსი მორწყეთ უხვად,მაგრამ მორწყვებს შორის ნიადაგი ბოლომდე უნდა შრებოდეს.თბილი სეზონის დასასრულს მორწყვის რეჟიმი უნდა შეამციროთ თანდათან,შემოდგომის ბოლოს კი - მკვეთრად.ზამთარში მას მორწყვა პრაქტიკულად არ ესაჭიროება,ყველაფერი დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობაზე

და ოთახის ტემპერატურაზე,გაზაფხულის დადგომასთან ერთად მორწყვა თანდათან გაახშირეთ.

ნიადაგი ამ მცენარისათვის ნებისმიერი ნიადაგი გამოდგება,მთავარია იყოს ფხვიერი და კარგად დრენირებული.საუკეთესო ვარიანტია უკვე მზა ნარევის შეძენა,რომელიც განკუთვნილია კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის.ნიადაგის მომზადება თქვენც შეგიძლიათ, აიღეთ თითო წილი: ქვიშა,კორდის მიწა ,ტორფი,ხის ნახშირი და კერამზიტი ან აგურის წვრილი ნამტვრევები.გიმნოკალციუმი ვერ იტანს მჟავე ნიადაგს,ამიტომ მისი გრუნტი ნეიტრალური ან დაბალი მჟავიანობის უნდა იყოს.

კვება მცენარეს უნდა მიაწოდოთ მხოლოდ მინერალური სასუქი,ორგანული სასუქით ის დაიღუპება.სასუქი მიეწოდება თვეში ერთხელ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. მოსვენების დროს სასუქს არ ვუმატებთ.ახალგადარგული კაქტუსი არ საჭიროებს სასუქებს,ახალ ნიადაგში მას საკმაო საკვები აქვს.

ზამთრის პერიოდში მას სრული მოსვენება ესაჭიროება,ამ დროს არ უნდა გადარგათ და არ შემოატრიალოთ ქოთანი.კაქტუსი ამ პერიოდში ძალას იკრებს აქტიური ზრდისა და ყვავილობისათვის.

ყვავილობა როგორც წესი გიმნოკალციუმი ყვავილობას 2-3 წლის ასაკიდან იწყებს,ყვავილობს გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.ყვავილები განლაგებულია მცენარის კენწეროსთან,აქვთ ზანზალაკის ფორმა,ზომით 2-7 სმ.მათი შეფერილობა მრავალგვარია - ყვითელი,წითელი,ვარდისფერი,თეთრი,იისფერი ან კრემისფერი.

გამრავლება გიმნოკალციუმი მრავლდება ვეგეტატიური ან დათესვის გზით.

ვეგეტატიური გზით გამრავლება საკმაოდ ეფექტურია თუ დაიცავთ ზოგიერთ წესს.ზრდის პერიოდში მათი უმრავლესობა ინვითარებს გვერდით განშტოებებს, ე.წ. ‘’შვილებს’’,რომლების ადვილად ფესვიანდება ნიადაგში. ამისათვის მოაცილეთ კაქტუსს ნაზარდი,დადეთ გასაშრობად ერთი დღე-ღამე მშრალ ადგილზე.შემდეგ ჩარგეთ წინასწარ მომზადებულ ადგილზე.ჩარგვის წინ ნიადაგი დაატენიანეთ(არ დაასველოთ).საყრდენებად შეგიძლიათ ასანთის ღერების გამოყენება,რომ ‘’შვილი’’ არ გადაგორდეს და ადვილად დაფესვიანდეს.თუ გამრავლება ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში,მცენარეს დამატებითი განათება დასჭირდება. ხშირად შვილები ძირთან ახლოს ვითარდება და თავიდანვე აქვთ ფესვები,მაგრამ ისინი დედა მცენარესთან ძლიერად არის მიზრდილი.ასეთ შემთხვევაში ‘’შვილის’’ მოცილება უმჯობესია გადარგვისას.

თესლით გამრავლება დათესვით კაქტუსების გამრავლება რთულია.ეს სახეობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს,თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ დათესვით ამოსული ნერგები უფრო სიცოცხლისუნარიანი და გამძლეა.

დასათესად მოამზადეთდაბალი,გაშლილი კონტეინერი,ჩაყარეთ ქვიშანარევი გრუნტირომელიც წინასწარ უნდა გააცხელოთ ღუმელში 2-3 საათის განმავლობაში გააგრილეთ და დაატენიანეთ.დამუშავებულ ნიადაგზე ფრთილად გაანაწილეთ კაქტუსის თესლები და თხლად მიაყარეთ მიწა.ყურადღება უნდა მიექცეს

სუბსტრატს,რომ ის ბოლომდე არ გამოშრეს.ოპტიმალური ტემპერატურაა დაახლოებით 20-22 გრადუსი.თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის პირველი ღივები 10 დღის შემდეგ გამოჩნდება.დათესვა შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს.ნერგები გადაიტანეთ თბილ,ნათელ ადგილზე,გადარგეთ ცალკე ქოთნებში ერთი წლის შემდეგ.

დამყნობა დამყნობა ესაჭიროება ფერად,უქლოროფილო სახეობებს,რადგან მათ არ შეუძლიათ ფოტოსინთეზი და ვითარდებიან მხოლოდ დამყნობილი სახით.

დამყნობა საჭიროა სხვა შემთხვევაბშიც: თუ მოკლე პერიოდის განმავლობაში საჭიროა გაზარდოთ იშვიათი სახეობის კაქტუსი,ან თუ კაქტუსმა დაიწყო ლპობა და საჭიროა მისი გადარჩენა.

მიხანოვიჩის გიმნოკალციუმის დამყნობა ხდება ნებისმიერი სახეობის მწვანე კაქტუსზე,გარკვეული წესების დაცვით.პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ ჯანმრთელი,ძლიერი მცენარე,შემდეგუნდა მოხდეს დასამყნობად გამოსაყენებელი ყველა ინსტუმენტის დეზინფიცირება.

საძირე კაქტუსს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.გადაჭრა ხდება ბასრი ინსტუმენტით და სწრაფადვე უნდა მოხდეს სანამყენეს დაფიქსირება სახვევით.დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ქსოვილები იწყებენ შეზრდას და ფიქსატორი შეგიძლიათ მოხსნათ.

გადარგვა ნელი ზრდის გამო გიმნოკალციუმი არ საჭიროებს ხშირ გადარგვას.უკეთესია ეს 2-3 წელიწადში ერთხელ გააკეთოთ.ახალგაზრდა მცენარე კი ყოველ წელიწადს უნდა გადაირგას გაზაფხულზე.ყოველი მომდევნო ქოთანი 1-2 სანტიმეტრით განიერი უნდა იყოს ძველზე.

გადარგვის დროს:

· გაასუფთავეთ ფესვები ძველი ნაწილებისაგან.

· ფესვები ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

· გააშრეთ მცენარე ორი დღის განმავლობაში.

· მოამზადეთ ნიადაგი: ფოთლოვანი ტყის მიწა,ქვიშა,კორდის მიწა,ხის ნახშირი და ტორფი.დაუშვებელია ნიადაგში კიროვანი ნალექები.

· შემშრალი მცენარე ჩარგეთ ახალ ქოთანში და მორწყეთ შემჟავებული წყლით.

შესაძლო პრობლემები

კაქტუსის ეს სახეობა ამტანია მავნებლების მიმართ,ეგუება მრავალნაირ პირობებებს და არ არის ჭირვეული,მაგრამ ზოგჯერ პრობლემებს მაინც ვხვდებით,რაც იწვევს ზრდის შეჩერებას,ან მცენარის დაკარგვას.ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

· არასწორი მოვლა

· ხისტი წყალი

· ნიადაგის დამჟავება

· გამრავლების დროს მცენარის დაზიანება და ჭრილობები.

ზოგჯერ გიმნოკალციუმი ზიანდება მავნებლებით: წითელი ბრტყელი ტკიპი ან ფქვილოვანი ცრუფარიანა.ტკიპი რთული შესამჩნევია,მაგრამ ის ტოვებს ლაქბს კაქტუსზე,ლაქები მშრალი და ჟანგისფერია,ამ დროს მცენარე უნდა ჩამორეცხოთ

ცხელი წყლით კარგად და დაამუშავოთ სპირტით.რთულ შემთხვევაში გამოიყენეთ აკარაციდი.

ფქვილოვანი ცრუფარიანა პარაზიტობს ყველა სახის კაქტუსზე,ცხოვრობს ფესვებზე და ღეროებზე.შემჩნევის შემთხვევაში ჩამორეცხეთ ცხელი წყლით 15 წუთის განმავლობაში შემდეგ და შეასხურეთ ინსექტიციდი.

ფესვის ლპობა ამ დაავადების გაჩენის მთავარი მიზეზი გადაჭარბებული მორწყვა ან ზედმეტად ნოყიერი ნიადაგია.ამ შემთხვევაში მოაშორეთ დაზიანებული ფესვები,ჩამორეცხეთ და დაამუშავეთ ფუნგიციდით.დადეთ მცენარე გასაშრობად და გადარგეთ ახალ ნიადაგში ერთი ორი დღის შემდეგ.

თუ ყველა პირობას შეასრულებთ,ეს საოცარი კაქტუსი ყოველთვის კარგ განწყობას შეგიქმნით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

24 April 0 918
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно