ეუჰარისი - თვით სინატიფე Eucharis

ეუჰარისი საკმარისია ერთხელ ნახოთ ეს ლამაზი მცენარე ყვავილობის დროს და მისი დავიწყება შეუძლებელი გახდება! მას ასევე ‘’ამაზონის შროშანსაც’’ უწოდებენ. კულტურაში უფრო ხშირად გვხვდება დიდყვავილა ეუჰარისი (Eucharis grandiflora) -ამაზონის შროშანი და ამაზონის ეუჰარისი (Eucharis amazonica). ეს ძვირფასი დეკორატიული ბოლქვიანი მცენარეა,გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში,სადაც ის ბინადრობს ამაზონის დაბლობში,კოლუმბიის ანდების კალთებზე,ჰუმუსით მდიდარ,ფხვიერ ნიადაგში.სტატიაში მოგითხრობთ ეუჰარისის მოვლის წესებს.

მცენარის ბოტანიკური აღწერილობა ეუჰარისის გვარი (Eucharis) 20-მდე სახეობის ამარილისისებრთა (Amaryllidaceae) ოჯახის მცენარეს ითვლის,რომლებიც ყვავიან ზამთრის პერიოდში და განსხვავდებიან მხოლოდ უმნიშვნელო ბოტანიკური ნიშნებით.სიტყვა ‘’ეუჰარისი’’ ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ‘’ნატიფი’’.ასეთი სახელი ყოვლად გამართლებულია - მცენარე გამოირჩევა ოთახის ყვავილებს შორის ფოთლების სილამაზით და ძლიერად არომატული ყვავილებით. ფოთლები მოზრდილია (40 სმ-მდე სიგრძით და 20 სმ-მდე სიგანით), ფართო ოვალური,ბოლოში წამახული,მუქი მწვანე ფერის,პრიალა.ფორმით ასპიდისტრას ფოთლებს წააგავს.ფოთლის ფირფიტა სუსტად ნაოჭიანია,სიგრძივი ამომჯდარი ძარღვებით.ფოთლები ცოცხლობს დიდხანს,რამოდენიმე წელი,მაგრამ შემოდგომის ყვავილობის შემდეგ ნაწილი კვდება.მათ მალევე ენაცვლება ახალგაზრდა ფოთლები,რომლებიც თავიდან მილივითაა დახვეული.

მარჯვე მეყვავილეებთან ეუჰარისი ყვავის წელიწადში ორჯერ.კარგად განვითარებულ ეგზემპლარებს ოქტომბერ-ნოემბერში ეზრდებათ 5-8 საყვავილე ღერო(ზოგჯერ მეტიც),ზაფხულის დასაწყისში - 2-3 საყვავილე.ზოგიერთი მცენარე ახალი წლის პერიოდშიც ყვავილობს.ყვავილები მსხვილია,10 სმ-მდე დიამეტრით,წააგავს ნარცისს,თოვლისფერ-თეთრი,ოდნავ დაშვებული,შეკრულია მარტივ ქოლგად,გრძელ,უფოთლო ღეროებზე (70სმ-მდე)ყვავილის ცენტრში გამოკვეთილია მოწვანო ფერის დაკბილული გვირგვინი.

ეუჰარისის მოვლა სახლის პირობებში ეუჰარისი შესანიშნავად ხარობს კარგად განათებულ ადგილებზე,თუმცა იტანს სინათლის მნიშვნელოვან ნაკლებობასაც.ცუდად ეგუება შუადღის მზეს.მისთვის იდეალური ადგილია - აღმოსავლეთის,ან დასავლეთის ფანჯარა.ზაფხულში შეიძლება სუფთა ჰაერზე გამოიტანოთ,მაგრამ უნდა დაიცვათ პირდაპირი მზისაგან და წვიმისაგან.

გახსოვდეთ,რომ მცენარე სითბოსმოყვარულია,არ დაივიწყოთ მცენარის შეტანა გრილი ღამეების დროს,მითუმეტეს როდესაც უკვე ყინვები დაიწყება.კარგი იქნება თავზე ჩამოაფაროთ პოლიეთილენის პაკეტი,ის სათბურის მოვალეობას შეასრულებს მცენარის გარშემო.

ზრდის პერიოდში ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 18 გრადუსზე დაბლა.ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები იწვევს ყვავილების

დაწვრილებას.გახსოვდეთ ეუჰარისისათვის 7-10 გრადუსი უკვე დამაზიანებელია: შესაძლოა დაყაროს ფოთლები და დაეწყოს ბოლქვის ლპობა.

- ეუჰარისის წარმატებული ყვავილობისათვის აუცილებელია მოსვენების პერიოდი,რომელიც 1-1,5 თვე გაგრძელდება.სასურველია დაასვენოთ მცენარე ყვავილობის შემდეგ,შეუმცირეთ მას მორწყვა და ნახევრად მშრალ მდგომარეობაში ამყოფეთ.

მცენარეს ზომიერი მორწყვა ესაჭიროება,ნუ დაუშვებთ ქოთანში ნიადაგის ზედმეტად დასველებას ან გამოშრობას.უკეთესია თუ ნადგომი,რბილი წყლით მორწყავთ.ზრდის პერიოდში სუბსტრატი უფრო ნოტიო უნდა ჰქონდეს,ვიდრე ჰიპეასტრუმს და სხვა ბოლქვიანებს,მაგრამ ეცადეთ მაინც არ გადააჭარბოთ - ამიტომ მორწყეთ სიფრთხილით,ყვავილობის შემდეგ შეამცირეთ მორწყვა.

ვეგეტაციის პერიოდში სასარგებლოა წყლის შესხურება,ყვავილობის პერიოდში შესხურება არ არის საჭირო,ან შეასხურეთ ძალიან ფრთხილად,ისე რომ წყალი ყვავილებს არ მოხვდეს,რადგან მათზე ჩნდება ყავისფერი ლაქები,რაც დეკორატიულ იერს უკარგავს მცენარეს.ფოთლები მტვრისაგან სველი ტილოთი უნდა გაუწმინდოთ ხოლმე,ან ჩამორეცხოთ,ისე რომ წყალი ქოთანში არ ჩავიდეს.

ბოლქვის გაღვივებიდან დაწყებული სასარგებლოა მცენარის კვება ორგანული და მინერალური სასუქებით (შენაცვლებით) ორ კვირაში ერთხელ.ყვავილობის შემდეგ კვებას წყვეტენ.

მცენარე ძალიან ცუდად იტანს მიწის გუნდის დაშლა,ფესვების დაზიანებას და გადარგვას.მას რგავენ მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ.დროთა განმავლობაში მცენარის ქოთანი თანდათან ივსება ბოლქვებით,მცენარეს აღარ ყოფნის ადგილი და საკვები,ამის გამო ის შეიძლება დაიღუპოს.ყველაზე საუკეთესო დრო გადარგვისათვის მარტის თვეა.ის ფრთხილად უნდა გადასვათ ახალ ქოთანში 3-4 წელიწადში ერთხელ.

ხის ჩხირით ფრთხილად გაუფხვიერეთ ნიადაგი,გაშალეთ ხორცოვანი ფესვები,ძალიან ჩახლართული ადგილები შეგიძლიათ წყლით გაშალოთ რომ არ დაზიანდეს.ბოლქვები ირგვება 2-3 სმ სიღრმეზე,ნიადაგი კარგად უნდა დაუტკეპნოთ გარშემო.თუ ბოლქვს ფოთლები არ აქვს ჩარგეთ ისე,რომ მიწის ზემოთ წვერი ჩანდეს.ეს საშუალებას მოგცემთ უკეთესად დააკვირდეთ ზრდის პროცესს.

გადარგვიდან პირველი 2-3 კვირა მცენარე ფრთხილად უნდა მოირწყას,ნიადაგის ზედაპირის შეშრობის მიხედვით,თუ ფოთლები აქვს დანამეთ უხვად და ხშირად.გადარგვიდან 1-1,5 თვეში ბოლქვიდან გამოჩნდება ახალი ფოთლები.

ეუჰარისის გამრავლება მოვაცილოთ თუ არა შვილეული ბოლქვები დედა ბოლქვს,დამოკიდებულია თქვენს მიზანზე.ბუნებრივია,რომ მჭიდროდ ჩაზრდილი ახალგაზრდა ბოლქვები ნელა ვითარდება.თუ მათ ცალკე ქოთნებში გადაიტანთ,ისინი სწრაფად მიაღწევენ ყვავილობის პერიოდს.ამ შემთხვევაში ყოველ წელს მოგიწევთ ბოლქვების განცალკევება.მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ ეუჰარისის ასე სწრაფად გამრავლება,მაშინ შვილეული ბოლქვები უნდა დაუტოვოთ,ეს უზრუნველყოფს უფრო უხვ ყვავილობას.

იმისათვის რომ მიიღოთ ფუშფუშა,კარგად გაფოთლილი ეუჰარისი,დასარგავად გამოიყენეთ ფართო ქოთანი რომელსაც რამდენიმე სადრენაჟე ნასვრეტი აქვს წყლის უფრო სწრაფად გამოსასვლელად.ქოთნის ძირში იყრება დრენაჟის სქელი ფენა კერამზიტის ან კრამიტის ნამტვრევებისგან,რადგან წყლის ჩაგუბების შემთხვევაში ბოლქვები ლპება.ქოთანში ირგვება 3-5 ძირი,4-5 სმ სიღრმეზე.

- ჯგუფურად ჩარგვა შედარებით ვიწრო ქოთანში - კარგი ყვავილობის ერთ-ერთი პირობაა.ცალკე ჩარგული ერთი ბოლქვი არ ყვავილობს მანამდე,ვიდრე საკმარისი რაოდენობის ბოლქვები არ გაიზრდება.

ეუჰარისისათვის უმჯობესია კარგად გამტარი სუბსტრატი.ის მზადდება ფოთლოვანი ტყის მიწის (4წილი) კომპოსტის (2წილი) მსხვილმარცვლოვანი ქვიშის (2წილი) და თიხნარისაგან (1წილი). ასევე შეიძლება 3 წილი ფოთლოვანი,2 წილი წიწვოვანი და 1-1 წილი ქვიშის და გადამწვარი ნაკელის ნაზავი.წიწვოვანი ნიადაგი შესაძლებელია ტორფიანით ჩაანაცვლოთ.მცენარეს ესაჭიროება კარგი დრენაჟი.ეუჰარისი ყვავილობს მხოლოდ მაშინ როდესაც ქოთანი ევიწროება. შვილეულ ბოლქვებს აცილებენ ფრთხილად,ისე რომ ფესვები არ დაზიანდეს.რგავენ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში.

დაავადებები და მავნებლები საერთოდ ეუჰარისი არ არის მომთხოვნი მცენარე და ყვავილობს ყოველ წელს მინიმალური მოვლის დროსაც.თუ მოინდომებთ გეყოლებათ გაბუჩქული,ლამაზი მცენარე,დიდი რაოდენობით სურნელოვანი ყვავილებით.თუ ქოთანში ბევრ ბოლქვს დატოვებთ და კვებას არ მოაკლებთ,ყვავილობა უხვი და ეფექტური იქნება.უნდა აღინიშნოს რომ ეუჰარისს საკმაოდ ფართო ადგილი ესაჭიროება,ის მარტომდგომი მცენარეა.

ფარიანა ყავისფერი ბალთებისმაგვარი პარაზიტები რომლებიც ჩნდება ღეროსა და ფოთლებზე,წვენს წუწნიან მცენარეს.ფოთლები კარგავს შეფერილობას,ხმება და ცვივა.მავნებელს აცილებენ საპნიანი ხნარით მექანიკურად.შემდეგ ასხურებენ 0,15% აქტელიკის ხსნარს (1-2 მლ 1 ლიტრზე).

თრიპსი ეს მავნებელი ჩნდება მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის დროს.ფოთლის ქვედა მხარეზე ის დებს მრავალრიცხოვან კოლონიებს,ზედა მხარეზე კი ჩნდება ღია ფერის წერტილები.შედეგად ფოთლების ზედა მხარე იღებს მონაცრისფრო - მოყავისფრო შეფერილობას ვერცხლისფერი ელფერით.მცენარეს უნდა შეასხუროთ (რამდენჯერმე) ინსექტიციდები (ფიტოვერმი,დეცისი,ინტავირი,აქტელიკი).

ყვავილობის პერიოდში ეუჰარისი მშვენიერი მცენარეა,რომელიც ნებიმიერ ინტერიერს დაამშვენებს.მოსვენების პერიოდში მისი მუქი მწვანე ფოთლები შესანიშნავად გამოიყურება სხვა მცენარეებთან კომპოზიციაში.ზამთრის ბაღში ეუჰარისი უკეთესია მოათავსოთ მოზრდილი მცენარეების საფარის ქვეშ.
სხვა სტატიები მოცემულია სხვა და სხვა კატეგორიებში. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

09 March 0 600
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно