ოთახის თავყვითელა

 ეს საკმაოდ დიდი გვარი აერთიანებს როგორც ბაღის, ისე სახლის თავყვითელასა. ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან არც გარეგნობით და ფორმით, არც ფოთლების აგებულებით, არც ზომით. მაგრამ მათ ერთნაირი პირობები სჭირდებათ და მოვლაც მსგავსი უნდათ. ამრიგად, ეს გვარი მრავალფეროვანი, მაგრამ ძალიან “შეკრული“ ჯგუფია.ოთახის თავყვითელები სუკულენტების ამ დიდ გვარს ეკუთვნის.

ერთი შეხედვით, როულის თავყვითელას ბურთები, ჰავორტის წიწვები, მსხვილფოთოლას სუროსმაგვარი მცენარეები რთული წარმოსადგენია, ერთ გვარს მიეკუთვნებოდნენ. ისინი ერთწლიანები ან მრავალწლიანები არიან და იზრდებიან კომპაქტურ ლიანებად ან ბუჩქის სახით. ტოტები ან შიშველი აქვთ, ან შებუსული, სწორმდგომი, ან ჩამოშვებული. კიდევ უფრო მრავალფეროვანია ფოთლები - სწორკიდიანი, დაჭრილი, კვერცხისებური, ელიფსისებრი,ხორციან-წვნიანი,მაგრამ ყველას აქვს ერთი საერთო - ყვავილის აგებულება. ყვავილედი კლასიკურ კალათას წარმოადგენს. ბუნებაში 3 000 სახეობა არსებობს, სახლში კი გვხვდება ძალიან ცოტა, ათეულამდე მცენარე. ეს სუკულენტები სამართლიანად ითვლება განსაკუთრებულ მცენარეებად. კოლექცებში სრულიად განსხვავებული გარეგნობის მცენარეებს აგროვებენ. სახლის პირობებში ყველაზე ცნობილი თავყვითელები:

როულის თავყვითელა მარადმწვანე მრავალწლიანი მცენარეა, სწრაფად იზრდება, აქვს ჩამოკიდებული ან მხოხავი წვრილი ტოტები, 60სმ მდე სიგრძის, რაც ეფექტურადაა გადმოკიდებული ქოთნიდან. პატარა წვეტიანი ბურთისებრი ფოთლები ძაფზე ასხმულ მძივს ჰგავს. ბურთის მსგავსია მისი ყვავილედიც. მას დარიჩინის სურნელი დაჰკრავს.

მხოხავი თავყვითელა - დაბალი და სულ სხვაგვარი მცენარეა. აქვს 10სმ მდე სქელი ღეროები ხორციანი ლანცეტისებრი ფოთლებით, რომლებიც როზეტებად არის განლაგებული ღეროზე. მისი ცისფერ-ნაცრისფერი შეფერილობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. თეთრი ყვავილები პატარა კალათა ყვავილედადაა შეკრული.

ფესვიანი თავყვითელა მარადმწვანე სუკულენტია მხოხავი ტოტებით, რომელთა სიგრძე 50 სმ ია, ისინი იტოტება და ეფექტური 3 სმ მდე სიგრძის სქელი მონაცრისფრო ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული მათზე.

ჰავორტის თავყვითელა ბუჩქისებური მცენარე 30სმ სწორმდგომი ტოტებით და ცილინდრული, ბოლოში დავიწროებული ფოთლებით, რომლებიც მჭიდროდ და სპირალურად ზიან ტოტზე. ფოთლები ვერცხლისფერი ნადებითაა დაფარული. ბურთისებრი ყვავილედი ნარინჯისფერი ან ყვითელია. გასაზრდელად ძალიან რთული მცენარეა და სახლში ძალიან იშვითად გვხვდება.

სტაპელიასებრი თავყვითელა ეფექტური მრავალწლიანი სუკულენტია, აქვს სქელი, ხორციანი წიბოებიანი 50სმ სიგრძის ტოტები, კარგად დატოტვილი ძირიდანვე, ზედ კი არც ისე ხშირად აქვს ეკლიანი წანაზარდები. ღერებზე გრძელი მუქი და ღია ფერის ზოლებია და ქერცლისებური 0,5სმ სიგრძის ფოთლები, ყვავილედი კი წითელი კალათაა ტოტების ბოლოებზე. 

არსებობს კიდევ მსხვილენოვანი - 3მ მდე სიგრძის სუსტად დატოტვილი ღეროებით, სუროსმაგვარი ფოთლებით, გვირილის მსგავსი ყვავილებით, მსუქანასებრი - კარგად დატოტვილი 45 სმ სიმაღლის ბუჩქი ოვალური 6 სმ სიგრძის ფოთლებით და ყვითელი ყვავილებით ყვავილედში მაღალ საყვავილე ღერზე, ჰერას - გრძელი მხოხავი ტოტებით ზედ 2 სმ იანი სქელი ფოთლებით მათზე ღია და მუქი ფერის ზოლებით, ისრისებრი - ვერცხლისფერი, ფესვთან ახლოს როზეტად შეკრული ფოთლებით და მაღალ საყვავილე ღეროზე ნარინჯისფერ-ყვითელი გვირილას მსგავსი ყვავილებით. მარადცოცხალი -მაღალ ტოტებზე არც ისე ხშირ როზეტად ოვალის ფორმის ფოთლებით, რომლის ქვედა მხარე მოცისფრო მწვანეა, ზედა კი ღია მწვანე ფერის ლაქებიანი. წითელი- 1 მ მდე სიგრძის ტოტებით და მათზე ლანცეტისებრი ფოთლებით როზეტად ფესვთან, მაღალ საყვავილე ღეროზე კი მკვეთრი ვარდისფერი კალათა ყვავილედებით, ლიმონისმაგვარი, იაკობსონის თავყვითელა და სხვა...

მოვლა - ეს სუკულენტები ყველაზე გამძლე ოთახის მცენარეებია.არ ეშინია გვალვის.საკმაოდ ფრთხილად მორწყვა სჭირდება. ოდნავ ზედმეტი წყალი მის ლპობას იწვევს. ამიტომ იშვიათად რწყავენ. არც გრილი გამოზამთრება უნდა, სხვა მხრივაც ბევრი არაფერი სჭირდება. ამიტომ გამოდგება დამწყები მოყვარულებისთვის.

განათება - თავყვითელა სინათლისმოყვარულია, უძლებს რამდენიმე საათი მზის პირდაპირ სხივებსაც, მას დებენ დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯრაზე. ჩრდილში მცენარე იწელება.

ტემპერატურა - ეს შედარებით რთული შესარჩევია, მიუხედავად მათი სამხრეთული წარმოშობისა, სიცხისმოყვარულ მცენარეებს არ ეკუთვნიან. მათთვის ოპტიმალური 22-26 გრ ია.სჭირდებათ ასეთი სტაბილური სითბო. ზამთარში მოსვენების პერიოდი აქვთ და სასურველია სიგრილეში გადადება - 12-15 გრ ის ფარგლებში.

ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ვერ იტანენ, მაგრამ კარგად უძლებენ ორპირს. უყვართ სუფთა ჰაერი და ზაფხულში ხშირად გარეთ გააქვთ, სადაც არ ხვდება ნალექი და ქარი, გარეთ მცენარე გააქვთ, როცა ტემპერატურა მის ოპტიმალურ მოთხოვნას გაუტოლდება, აჩვევენ თანდათან. შინ კი უცებ შეაქვთ, თუ სერიოზულდ აცივდება.

მორწყვა - განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან წყლის მიმართ, მორწყვა მკაცრ კონტროლს საჭიროებს. ზაფხულშიც კი ზომიერად უნდა მოირწყას და შედარებით იშვიათად. მომდევნო მორწყვა - მხოლოდ 2 დღის მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. სექტემბრიდან თანდათან კიდევ უფრო ამცირებენ მორწყვას, ზამთარში კი სულ წყვეტენ. და მხოლოდ ნამავენ მიწას, რომ ბოლომდე არ გახმეს მცენარე. ზოგს კი საერთოდ არ სჭირდება წყალი ზამთარში. მათ რწყავენ ნადგამი რბილი წყლით.

მათ არ სჭირდებათ ჰაერის მაღალი ტენიანობა.ამიტომ არ ინამება.

კვება - სასუქს აძლევენ 2 კვირაში ერთხელ, მარტიდან აგვისტომდე სპეციალური სასუქით სუკულენტების და კაქტუსებისთვის.

გადარგვა - თავყვითელას ურჩევენ ნეიტრალურ ფხვიერ ნოყიერ სუბსტრატს. კარგად გრძნობენ თავს ფოთლოვნი მიწის და ქვიშის ნარევისგან 2:1 თანაფარდობით. ზოგს მოსწონს თიხნარ-ქვიშიანი ნიადაგი. მათ გადარგავენ საჭიროებისას.აქტიურად მზარდ ახალგაზრდა კულტურებს ყოველწლიურად რგავენ. ოპტიმალური პერიოდი გაზაფხულია. ქოთნის ძირში მაღალი დრენაჟი იყრება. ზოგჯერ ზრდიან ამპელურადაც.

დაავადებები - ეს მცენარეები ოთახის კულტურებში ერთერთ ყველაზე მდგრად მცენარეებად ითვლება, მაგრამ მოვლისას დაშვებული შეცდომები პრობლემებს იწვევს. - ლპობას, ნაცარს, აჩენს ბუგრს, აბლაბუდა ტკიპას, ცრუფარიანას. ამ ყველაფერს ებრძვიან შეცდომების გამოსწორებით, ინსექტიციდებს და სხვა პრეპარატებს კი ყველაზე შორს წასულ შემთხვევებში იყენებენ.

გავრცელებული პრობლემები - ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები,მერე ხმება და ცვივა სიცხეში და სიმშრალეში.

მშრალი ლაქები ფოთოლს უჩნდება მზეზე ყოფნისას. ტოტები იწელება, მათზე წვრილი ფოთლები იშვიათადაა განლაგებული ჩრდილში ყოფნისას.

ჭრელფოთლიანები ფერს ჰკარგავენ განათების ნაკლებობის ან გადარგვის საჭიროებისას.

გამრავლება - შესაძლებელია თესლით გადაწვენით. კალმით. ეს ბოლო ყველაზე მარტივია - აჭრიან 10სმ სიგრძის ტოტებს, 2-3 ქვედა ფოთოლს აცლიან. გადანაჭერს აშრობენ რამდენიმე საათი. მერე დებენ პატარა ჭურჭელში, სადაც ქვიშანარევი

მიწაა.სითბო- სინათლეში სწრაფად ფესვიანდება, უმეტესობას წყალი საერთოდ არ სჭირდება, ან მხოლოდ მიწას უნამავენ.

გადაწვენით მრავლდება გრძელტოტიანი თავყვითელები. ქოთნის გვერდით დებენ მიწიან პატარა ჭურჭელს და ადებენ ტოტებს, ოდნავ ჩატენიან მიწაში და ამაგრებენ. დაფესვიანების მერე აშორებენ დედა მცენარეს.

თესლით იშვიათად ხდება ამ მცენარეების გამრავლება, სახლის პირობებში ეს მცენარე არ მსხმოიარობს და არც თესლი ექნება. შეძენილი თესლი კი ახალი უნდა იყოს, რადგან მალე ჰკარგავს ამოსვლის უნარს. მათ წინასწარ ალბობენ და წამოზრდიან დარგვამდე. მერე რამდენიმე ერთად ირგვება საშუალო ზომის ქოთანში და ნამავენ. კარგად რომ მოიზრდებიან, გადააქვთ ცალკე ქოთნებში. თარგმანი თ. სუპატაშვილის

08 March 0 740
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно