გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ მოვრწყათ მცენარეები ზამთრის ზესონზე?

დაახლოებით ნოემბრის თვეში, ოთახის მცენარეების უმეტესობისათვის დგება ზამთრის სეზონი, ანუ ე.წ. მოსვენების პერიოდი. ამიტომ მორწყვის რეჟიმი არსებითად განსხვავდება იმისაგან, თუ როგორ ვრწყავთ მცენარეებს ზაფხულში. ინტენსიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში მცენარეს უფრო მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე მოსვენების პერიოდში. ამ დროს მორწყვისას საჭიროა უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე.

სამწუხაროდ, სწორედ, ზამთრის პერიოდში, ან გამოუცდელობის, ან უყურადღებობის გამო, ბევრ დამწყებ მოყვარულს უფუჭდება მცენარე. ერთი შეხედვით, გვექმნება წარმოდგენა, რომ თუ ოთახის ტემპერატურა მაღალია, ნიადაგი მალე შრება და სჭირდება დამატებითი დატენიანება. მაგრამ, ეს არის მცდარი დამოკიდებულება!

ზამთრის, ანუ, მოსვენების პერიოდში მცენარის ფესვთა სისტემა თითქმის არ მუშაობს, ან თუ ფუნქციონირებს, ძლიან დაბალი ტემპებით. აქედან გამომდინარე, ტენის-წყლის შეთვისება ხდება უფრო დაბალი ინტენსიურობით, ვიდრე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

თუ მცენარის ქოთანი დგას გრილ ადგილზე, ზედმეტი დატენიანების და შესაბამისად, ფესვების ლპობის საშიშროება საკმაოდ მაღალია. პირველი საგანგაშო სიგნალი აისახება ფოთლებზე - ფოთოლი ზედმეტი მორწყვის შემთხვევაში ხდება მოშვებული და ყვითლდება. თუ ჩვენს მცენარეს ასეთი რამ დაემართა, მაშინ მცენარე სასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან და გავაშროთ გრუნტი. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დამპალი ფესვების მოჭრა და ნახშირით, ან ფუნგიციდით დამუშავება. ნიადაგის გაშრობის შემდეგ მცენარე ისევ ირგვება ქოთანში და რეგულირდება მორწყვის რეჟიმი.

მორწყვასთან ერთად საჭიროა ქოთანში გრუნტის ზედა ფენის გაფხვიერება, რომ მიწა ზომიერად გაშრეს და შეინახოს საჭირო ტენი. ზამთრის პერიოდში უფრო შედეგიანია პულივიზატორით მიწის ზედაპირისა და ფოთლოვანი სისტემის დანამვა, ვიდრე ინტენსიური მორწყვა.

განსაკუთრებული ყურადრება გვჭირდება ზამთრის სეზონზე დამატებით გათბობის ჩართვისას. გამათბობლები აშრობენ ჰარს, მცენარეს უჭირს მშრალი ჰაერის პირობებში არსებობა და შეცდომით ზედმეტად მორწყვა ნამდვილად არ წაადგება ისედაც სარისკო სიტუაციას. ამ დროს მიზანშეწონილია ჰაერის დამატებით დატენიანება, რომ გავაუმჯობესოთ მცენარეების მდგომარეობა.

რას ვაკეთებთ:

· ვზომავთ და ვაკონტროლებთ ჰაერის ტენიანობას;

· გამათბობელთან ვდგამთ ფართოპირიან ჭურჭელს წყლით;

· გამათბობელთან ვკიდებთ სველ პირსახოცს (ან სხვა ნივთს);

· მცენარეებთან ვდგამთ სპეციალურ დამატენიანებლებს.

თუ ჩვენ მცენარეებს შევუქმნით მორწყვისა და დატენიანების სწორ რეჟიმს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი მცენარეების სილამაზე და უხვი ყვავილობა გარანტირებულია!

16 February 0 5 651

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно