გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დოლომიტის ფქვილი (კირი, კირქვა)

დოლომიტის ფქვილი (იგივე კირი, კირქვა, ქიმიური ფორმულა CaMg (CO2) წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო და ეკოლოგიურ საშუალებას გრუნტის ხარისხის ასამაღლებლად და მიწის მჟავიანობის გასანეიტრალებლად. დოლომიტი კრისტალური ფრაქციის კარბონატის მინერალია, დამახასიათებელი ბზინვარებითა და მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობით. ზოგიერთ შემთხვევაში, დოლომიტს შეიძლება ქონდეს მოწითალო ან ყავისფერი ტონალობაც კი.

დოლომიტის ფქვილის წარმოება ხდება ქარხნულად მინერალის დაქუცმაცებით, და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს სოფლის მეურნეობასა და მოყვარულ მებაღეებში. ასევე, მისი გამოყენება ხდება ოთახის მცენარეების გრუნტის ფორმირების დროსაც.

სხვა, მსგავს საშუალებებისგან განსხვავებით, დოლომიტის ფქვილი გაცილებით ხელმისაწვდომია და მიზნის მიღწევისათვის არ საჭიროებს განსაკუთრებულად დიდ რაოდენობას. მაგრამ, დოლომიტის გამოყენებისას გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო. ასე მაგალითად, ჩამქრალი კირი, რომელიც შეიცავს კალცის მინერალებს ძალიან კარგად ანეიტრალებს ნიადაგს, რის გამოც მცენარეებს უძნელდებათ ახალ გარემოსთან შეგუება და ძალიან დაბალ ტემპებში ითვისებენ ფოსფორს. ამიტომ, თუ გვინდა ნიადაგის მჟავიანობის შემცირება და განეიტრალება, მაშინ, დოლომიტი უნდა შევიტანოთ შემოდგომით, როცა უკვე მოსავალი აღებულია, რომ ზამთრის პერიოდში ნიადაგმა მოასწროს ქიმიური წონასწორობის შექმნა-აღდგენა, ან ადრე გაზაფხულზე, ხვნა-თესვამდე, ვიდრე მცენარეული საფარი დაიწყებს გამოღვიძებას.

როდესაც დოლომიტის ფქვილი ნიადაგში ხვდება, მიწა არა მხოლოდ ნეიტრალდება,ანუ,მცირდება მჟავიანობა, არამედ მდიდრდება მცენარისათვის აუცილებელი მიკრო და მაკრო ელემენტებით. და გამოიყენება თითქმის ყველა სასოფლო კულტურების მოსავლიანობის ამაღლებისათვის: კენკრა, ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული. დოლომიტის ფქვილი ზოგჯერ შეუცვლელ საშუალებას წარმოადგენს ოთახის მცენარეების კულტივირებისას.

დოლომიტს აქვს კიდევ ის დადებითი თვისება, რომ მისი გამოყენება თანაბრად კარგ ეფექტს იძლევა, როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში და სახლის პირობებშიც. განსაკუთრებულად კარგ შედეგს დოლომიტი იძლევა იმ გრუნტში, სადაც შემცირებულია მაგნიუმის შემადგენლობა.

გამოყენების ეფექტები:

· გრუნტის ბიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესება;

· მიკრო და მაკრო ელემენტებით გამდიდრება;

· სხვა მასალების (სასუქი, მინერალი და ა.შ.) გამოყენების ეფექტურობის გაზრდა;

· მცენარის კვების ხარისხის ამაღლება;

· მოსავლიანობის რაოდენობისა და ხარისხის ამაღლება;

· მოსავლიდან რადიონუკლიდების გამოდევნა (ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება);

· კალცის მაღალი შემცველობის წყალობით ფესვთა სისტემისა და ღეროს ჯანმრთელობის უზრუნველყოფა;

· მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, ფოტოსინთეზის პროცესის გაუმჯობესება.

დოლომიტის ფქვილი ცნობილია, როგორც მავნებლებისა და პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის ეკოლოგიურად სუფთა საშუალება. მისი მოქმედება იზრდება, თუ გამოვიყენებთ სპილენძის სულფატისა და ბორის მჟავასთან ერთად. ეფექტურობის გაზრდისათვის აუცილებელია ფქვილი გრუნტის ზედაპირზე გადანაწილდეს თანაბრად. თუ სამუშოები ჩატარდა სწორად, დოლომიტის ფქვილის მიერ მიღწეული ეფექტი 7-10 წლის მანძილზე გასტანს.

გამოყენება დოლომიტის ფქვილის გამოყენებამდე აუცილებელია გრუნტის მჟავიანობის, ანუ pH მაჩვენებელის წინასწარ გაზომვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დაირღვეს მცენარისათვის აუცილებელი ქიმიურ-ბიოლოგიური ბალანსი. როგორც წესი, ოთახის მცენარეების უმეტესობისათვის გრუნტის pH მაჩვენებელი საშუალოდ უნდა იყოს 6,5. ხოლო ბაღისა და ღია გრუნტის მცენარეებისათვის მჟავიანობის მაჩვენებელი 5,5-7,5 შორის მერყეობს. თუ pH 5,5-ზე დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ გრუნტი მჟავეა. 7,5 ზემოთ ჩვენება ნიადაგის ტუტე თვისებაზე მიანიშნებს. რათქმაუნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მცენარის მოთხოვნა pH მაჩვენებლის მიმართ.

დოლომიტის ფქვილი შეჰყავთ სამიდან ოთხ წელიწადში ერთხელ. გრუნტის არსებული მჟავიანობიდან გამომდინარე.

· pH ნაკლებია 4.5 (მჟავე) - 500-600 გრამი 1 კვ.მ.

· pH 4.5-5.2; საშუალო მჟავიანობა - 450-500 გრამი 1 კვ.მ.

· pH 5.2-5.6 დაბალი მჟავიანობა - 350-450 გრამი 1 კვ.მ.

· pH 6 და მეტი - არ არის აუცილებელი დოლომიტის გამოყენება.

თუ გრუნტის pH მაჩვენებელი ნეიტრალურია, მაშინ დოლომიტის გამოყენება არაა რეკომენდირებული, რადგან, ამ შემთხვევაში დაირღვევა ნიადაგის ქიმიური წონასწორობა.
 

16 February 0 4 685

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно