გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

თამბაქო მცენარეების დასაცავად - ვებრძვით მავნებლებს

ალკალოიდი ნიკოტინი,რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს თამბაქოს ფოთლები და ღეროები,მომაკვდინებელია მრავალი მწერისათვის.ნიკოტინი ბუნებრივი დამცავია მავნებლებისაგან,ამის შესახებ დიდი ხანია იციან მებაღეებმა.

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში თამბაქოსგან მიღებულ ნიკოტინს გამოიყენებდნენ როგორც ინსექტიციდს,ასი წლის შემდეგ კი,მავნებლებით დაზიანებულ მცენარეს ამუშავებდნენ თამბაქოს კვამლით.რატომ არ უნდა სცადოთ თქვენც ეს იაფი და ეფექტური საშუალება? მითუმეტეს,რომ თამბაქო არა მხოლოდ ინსექტიციდი,არამედ სასუქიცაა,მის შემდგენლობაში მრავალი სასარგებლო ორგანული და მინერალური ნივთიერებაა,რომელიც ანოყიერებს ნიადაგს.

არსებობს თამბაქოს გამოყენების რამოდენიმე გზა.

თამბაქოს მტვერი ყველაზე ადვილი და შედეგიანი მეთოდია მცენარეებსა და ნიადაგზე თამბაქოს მტვერის მოყრა,რომლის მომზადებაც თავად შეგიძლიათ,თუ თამბაქო მოგყავთ - უბრალოდ კარგად გამშრალი ფოთლები უნდა დაფქვათ.თუმცა უფრო ადვილია სპეციალურ მაღაზიაში პრეპარატის შეძენა.თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სუფთა თამბაქოს ფხვნილი,ისე მისი სხვადასხვა ნაზავი(ტაბაზოლი - თამბაქო+ნაცარი,ტაბაგორი - თამბაქო+მდოგვი და ა.შ)რომლებიც სასუქადაც გამოადგება მცენარეს.

მნიშვნელოვანია! ყველა ეს ნაზავი ადამიანისთვის და ცხოველებისთვის უსაფრთხოა,თუმცა მძაფრი არომატის მტვერმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს,რომელიც სახიფათოა ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას.ამიტომ მისი გამოყენების დროს დაიცავით უსაფრთხოება,გამოიყენეთ სათვალე,რესპირატორი და ხელთათმანები.

თამბაქოს მტვერი ეფექტურია სხვადასხვა ბუგრებისა და მღრღნელპირიანების წინააღმდეგ,რომლებიც აზიანებს კომბოსტოსებრთა ნარგავებს.ამ მხტუნავ მწერებს შეუძლიათ გაანადგურონ კომბოსტოს,ბოლოკის,თალგამის,რაფსის და სხვა ბოსტნეულის მოსავალი,გაუფუჭონ გარეგნული იერი თქვენს ვარდებს და შროშანებს.

წამოზრდილ ჩითილებს თამბაქო დაეხმარება ლოქორების მოცილებაში.ნარგავების გარშემო პატარა თხრილი გააკეთეთ და ჩაყარეთ თამბაქო.ლოქორები ვერ გადაახოხდებიან მას და არ დააზიანებენ მოსავალს.

ასევე ადვილად გაუმკლავდებით კომბოსტოს თეთრულას,ჟოლოს ხოჭოს და მარწყვის ფოთოლჭამიას,მაგრამ უმჯობესია კენკროვანი მცენარეები ადრე გაზაფხულზე დაამუშავოთ,რომ გემოვნებითი თვისებები არ გაუფუჭდეს.

შეფრქვევა ხდება ღრუბლიან,უქარო დღეს,უმჯობესია საღამოს.არ არის რეკომენდებული სეზონზე 2-3-ზე მეტად ჩატარდეს ასეთი დამუშავება(ინტერვალი 1-2 კვირა).

ნახარში და ნაყენი ფოთოლჭამია მავნებლებთან საბრძოლველად -ბუგრი,თრიპსი,ფოთოლრწყილები,მუხლუხოები,აბლაბუდიანი ტკიპი - უფრო ეფექტურია თამბაქოს ნახარშის ან ნაყენის გამოყენება.

მომზადება : 10 ლ. წყალში შეურიეთ 2 ჭიქა თამბაქოს მტვერი და დააყენეთ 2 დღე-ღამე,პერიოდულად ურიეთ.შემდეგ გაწურეთ და შეურიეთ 1 ს/კ თხევადი საპონი,ასევე ეფექტურია 1 ჭიქა ნაცრის დამატება.

ნახარში: ½ ჭიქა თამბაქოს მტვერს დაასხით 1 ლ. წყალი და ადუღეთ ნახევარი სთ.დროდადრო შეავსეთ წყლით,დააყენეთ 1 დღე-ღამე და გაწურეთ,დაუმატეთ წყალი 1:2 თანაფარდობით,დაუმატეთ 10 გრ. სარეცხის საპონი.

ასეთი ნაყენით ან ნახარშით მუშავდება:

- ხეხილი ყვავილობის შემდეგ,ან მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე,

- ბოსტნეული კულტურები ბუგრის წინააღმდეგ,სეზონზე ორ-სამჯერ,დილაობით,7-10 დღის ინტერვალით,

- ოთახის მცენარეები აბლაბუდიანი ტკიპის წინააღმდეგ,10 დღეში ერთხელ,არაუმეტეს სამჯერ შესხურება.

- კარტოფილი კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ - 2-3 ჯერ,5-8 დღის ინტერვალით.

მავნებლებთან ბროლისთვის ინსექტიციდები და ფუნგიციდები არ არის ერთადერთი საშუალება,სხვადასხვა ნაყენი და ნახარში არანაკლებ ეფექტურია.

შებოლება თამბაქოთი შებოლება - კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია მცენარეების მავნებლებისაგან დასაცავად.შესაბოლებლად გამოიყენება თამბაქოს სპეციალური მაშხალები,ან უბრალოდ იწვება წვრილი შეშა და ხის ქერქი მეტალის ჭურჭელში,სადაც ზემოდან იყრება თამბაქოს მტვერი.

სად და როგორ გამოიყენება თამბაქო შესაბოლებლად?

- სათბურებში - პროფილაქტიკის მიზნით,დათესვა- დარგვამდე 2-3 დღით ადრე.

- სათბურებში,სადაც უკვე იზრდება რომელიმე კულტურა და შესამჩნევია დიდი რაოდენობით მავნებელი.

- ბოსტნეულის საცავებში,თუ გამრავლდა მავნებელი მწერი ან მღრღნელი.

- ბაღში - შებოლება ხდება ხეხილზე,ყვავილობის შემდეგ,რომ არ დაფრთხეს დამმტვერავი მწერები და განადგურდეს მხოლოდ მავნებელი.

შენობებში გამოიყენება შესაბოლებელი მაშხალები და არა ღია ცეცხლი,რომლებიც ნელა ბოლავს და გამოყოფს ნახშირორჟანგს,მაგრამ ამ დროს არ ხდება ტემპერატურის აწევა.შებოლება მიმდინარეობს 2-3 საათის განმავლობაში.1 კუბ. სივრცეზე საჭიროა დაახლოებით 5 გრ. თამბაქოს მტვერი(ფხვნილი).რათქმაუნდა შებოლების დროს შენობაში არ უნდა იმყოფებოდეთ.

თამბაქო სასუქად როგორც ვახსენეთ შხამიან ნივთიერებებტან ერთად თამბაქო შეიცავს მცენარისათვის და ნიადაგისთვის სასარგებლო ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს.ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია სასუქად ბაღში და ბოსტანში.

თამბაქოს ფხვნილს ჩვეულებრივ ამატებენ მინერალურ სასუქს ან იყენებენ დამოუკიდებლად ზემოთხსენებული ნარევის სახით (ტაბაზოლი,ტაბაგორი და სხვა).

თამბაქოს ფხვნილი ემატება დაბარვის ან ნარგავების დარგვის დროს იყრება ორმოებში - 150-350 გრ/კვ.მ

მნიშვნელოვანია! სუსტადმჟავე და ტუტე რეაქციის ნიადაგში თამბაქო უნდა შეიტანოთ ნორმაზე ორჯერ ნაკლები,ვიდრე მჟავე ნიადაგში.

თამბაქოს გამოყენება შეიძლება ოთახის მცენარეებთანაც - 10 ლ. გრუნტზე ამატებენ ½ ჩ.კ. თამბაქოს ფხვნილს.

როგორც ხედავთ,თამბაქო შესანიშნავი საშუალებაა,იძლევა სწრაფ და შესამჩნევ შედეგს მავნებლების წინააღმდეგ,იაფი და ხელმისაწვდომია,გამოსაყენებლად კი მარტივი.

თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

15 February 0 3 482

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно