პაფიოპედილუმ კონკოლორი - Paphipedilum concolor

ეს ორქიდეა პირველად აღწერა ერნსტ ჰიუგო ჰეინრიხ პიტცერმა 1888 წელს.

პაფიოპედილუმ კონკოლორი არის საშუალო ზომის ორქიდეა. ფოთლები ღია და მუქი მწვანე შფერილობით აქვს მოხატული. ეს არის ცხელი და ზომიერად თბილი ტემპერატურის ორქიდეა. ლიტოფიტი. ფოთლების სიგრძე 10-16 სმ, სიგანე 2-4 სმ.

ყვავის გაზაფხულზე და ზაფხულის დასასრულს. მსუბუქად არომატული. 10 სმ საყვავილე ღეროზე იკეთებს 7 სმ ყვავილს.

განათება: პაფიოპედილუმ კონკოლორი აუცილებლად უნდა იდგეს სხვა მცენარის ჩრდილში, რადგან პირდაპირი მზის სხივები ცუდად მოქმედებს.

ტემპერატურა: ზრდა-განვითარებისთვის იდეალური ტემპერატურაა, დღე 20-25 oC, ღამე 16-22 oC. სახლის პირობებში საუკეთესოა, თუ დღის ტემპერატურასთან შედარებით ღამით ყოველთვის იქნება 3 oC გრადუსით ნაკლები.

ტენიანობა: ნორმალური ზრდისთვის საკმარისია 50-70 % ჰაერის ტენიანობა. თუმცა, როდესაც ტემპერატურა იქნება 27 oC სჯობს ჰაერის ტენიანობა აწიოთ 70%-ზე, რადგან ძალიან გამომშრალი ჰაერი უარყოფითად აისახება ამ ჯიშის ორქიდეას ფოთლებსა და ფესვებზე. რეკომენდირებულია ბევრი სუფთა ჰაერი და ჰაერის კარგი ცირკულაცია.

სუბსტრატი: პაფიოპედილუმ კონკოლორი აუცილებლად მხოლოდ ქოთანში უნდა ჩაირგას. ფიჭვის ხის ქერქისა და ტორფის ნაზავს იყენებენ სუბსტრატად. აუცილებელია კირქვის შემადგენლობის დამატებაც. მაგალითად: ნიჟარები გარეცხეთ კარგად , რომ მარილები ჩამოირეცხოს, შემდეგ დაფშვენით და წყალში გარეული დაუსხით ორქიდეას. ან კიდევ, 6 თვეში ერთხელ დოლომიტის ფქვილი მოაყაროთ დანის წვერით სუბსტრატზე.

ყოველწლიურად გადარგვა აუცილებელია. ამისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული - ვეგეტაციის დასაწყისი. ძალიან მნიშვნელოვანია როგორაა ჩარგული. თუ ყელი სუბსტრატის ზემოთაა ახალი ფესვები ვერ გაეზრდება. ამიტომ ორქიდეების ეს სახეობა სუბსტრატში უნდა ჩაირგას ისე, რომ ყელი ნაწილობრივ სუბსტრატში მოექცეს. ამასთან, სუბსტრატი არ უნდა ჩატკეპნოთ, რადგან ფესვებიდან შეძლოს სუნთქვა. აუცილებელია დრენაჟის გაკეთება.

მორწყვა: საჭიროა მთელი წლის განმავლობაში ხშირი მორწყვა. წყალი არ უნდა გაჩერდეს დიდხანს არც ქოთანში და არც ქოთნის ლამბაქზე. ეს ფესვების ლპობას გამოიწვევს. მორწყვებს შორის სუბსტრატი ოდნავ უნდა გამოშრეს, მაგრამ არა მთლიანად. ფოთლებზე წყლის მოხვედრის შემთხვევაში, ხელსახოცით უნდა ამოამშრალოთ. ფოთლების დანამვა არ შეიძლება.

სასუქი: საერთოდ, გაზაფხულზე და ზაფხულში 2 კვირაში ერთხელ არის საჭირო სასუქის მიცემა, ხოლო შემოდგომით და ზამთარში 4 კვირაში ერთხელ.

სასუქი, რომლის NPK შეადგენს 30-10-10, ჩაის კოვზის ¼ გაზავებული წყალში უნდა მიეცეს ზაფხულში ყოველ კვირა, ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ. ყოველთვე სუბსტრატი უნდა გაურეცხოთ გამდინარე წყალით, რომ არ მოხდეს მარილების დაგროვება.

მოსვენების პერიოდი: პაფიოპედილუმ კონკოლორის ყვავილობის სტიმულაციისთვის საჭიროა მოსვენების პერიოდი, რომელიც იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და ამ პერიოდში უნდა შედარებით დაბალი ტემპერატურა, მორწყვის შემცირება და არ უნდა სასუქის მიცემა. ამ პერიოდში ღამის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15 oC. მორწყვა უნდა ჩანაცვლდეს სუბსტრატის ზემოდან დანამვით. საყვავილე ღერო რომ დაიწყებს ამოსვლას ამის შემდეგ მთავრდება მოსვენების პერიოდი და ამის შემდეგ ორქიდეა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ტემპერატურას და მორწყვის რეჟიმს.

16 November 0 1 872
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно