რკინის ჰელატი მცენარეებისათვის

ეს პრეპარატი იმ შემთხვევაში გამოიყენება,როდესაც საჭიროა მცენარის განკურნება ქლოროზისაგან.ის ასევე გამოიყენება ღარიბ მიწაში დარგული მცენარეებისათვის,რათა გაუმჯობესდეს ფოტოსინთეზი,იგი სწრაფად შეითვისება მცენარეების მიერ და საკმაოდ ეფექტურია.

რას წარმოადგენს რკინის ჰელატი

რკინის ჰელატი - ეს ეკოლოგიურად სუფთა სასუქია მცენარეებისათვის,პრეპარატი წარმოდგენილია ფხვნილის სახით,აქვს ჭუჭყიანი ნარინჯისფერი,არ აქვს გემო და სუნი.

ნიადაგში,როგორც წესი,სამვალენტიანი რკინაა,რომლის მოლეკულები მცირედმოძრავია,ამიტომ მცენარეების მიერ მცირე რაოდენობით შეითვისება,რკინის ჰელატი კი ორვალენტიან რკინას შეიცავს.რომელსაც მოძრავი მოლეკულები აქვს და ამიტომ სწრაფად და სრულფასოვნად შეითვისება მცენარეების მიერ.

მნიშვნელოვანია!

ორვალენტიანი რკინის მთავარი პრობლემა ისაა,რომ ის სწრაფად იჟანგება და გადადის სამვალენტიან ფორმაში.ამის თავიდან ასაცილებლად რკინას ერევა ჰელატის კომპლექსი(შედგება ორგანული მჟავებისაგან).ასეთი ელემენტი ორვალენტიან სტრუქტურას დიდხანს ინარჩუნებს.

რკინის ჰელატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მცენარეებში,როგორც ბოსტნეულ და ბაღის მცენარეებში,ასევე ოთახის კულტურებში.

რისთვის გამოიყენება

ჰელატის გამოყენების სპექტრი ფართო არ არის,მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის პრაქტიკულად შეუცვლელია.ამიტომ,უმჯობესია ის ყოველთვის ხელთ გქონდეთ.

როდის გამოიყენება ის:

1. არაინფექციური ქლოროზების სამკურნალოდ,როდესაც ფოთლები ფერს კარგავს ფოტოსინთეზის პროცესის დარღვევის გამო.

2. ქლოროზის განვითარების პროფილაქტიკისათვის ყურძენსა და სხვა უხვფოთლიან კულტურებში.

3. მცენარის ფოთლებში ფოტოსინთეზის პროცესის გასაუმჯობესებლად,რაც არახელსაყრელი პირობების და ღარიბი ნიადაგების შემთხვევაში გვხვდება.

საინტერესოა!

რკინა - ყველაზე გავრცელებული ელემენტია ბუნებაში,ალუმინთან ერთად.მაგრამ,რაც არ უნდა გაგიკვირდეთ,სწორედ მის დეფიციტს განიცდიან ყველაზე ხშირად მცენარეები.

გამოყენების წესები: გამოყენებამდე კარგად შეისწავლეთ ინსტრუქცია,რომ მცენარეებს ზიანი არ მიაყენოთ დოზის გადაჭარბებით, რკინის სიჭარბე ისევე საზიანოა მათთვის როგორც ნაკლებობა.რკინის ჰელატს ორი მეთოდით იყენებენ - ფესვის და ფესვგარეთა კვებისათვის.

· ფესვგარეთა კვება რეკომენდებულია პროფილაქტიკური დამუშავებისათვის.პროცედურა ტარდება მცენარის მიწისზედა ნაწილებზე

პრეპარატის ხსნარის შესხურებით.გამოიყენება სპეციალური აპარატი ან პულვერიზატორი.პროფილაქტიკისათვის ორჯერადი შესხურება საკმარისია,სამკურნალოდ საჭიროა ოთხჯერ შესხურება 2-3 კვირის ინტერვალით.ბოსტნეული,მარცვლეული,კენკროვანი,დეკორატიული კულტურები და ვაზი მუშავდება 0,4%-იანი ხსნარით.ხეხილისათვის გამოიყენება 0,8%-იანი ხსნარი.

· ფესვიდან კვება გამოიყენება იმ შემთხვევაში,როდესაც მცენარეს რკინის ნაკლებობა აღენიშნება.საჭიროა 0,8%-იანი ხსნარი,რომლითაც მცენარე ირწყვება ფესვებთან,ისე რომ ხსნარი არ მოხვდეს ღეროებს და ფოთლებს.ერთი ხისათვის საჭიროა 10-20 ლ ხსნარი,ბუჩქისთვის 1-2 ლ,სხვა კულტურებისათვის 4-5 ლ/100 კვ.მ ნარგავზე.

კულტურა გამოსაყენებელი დოზა გამოყენების დრო და თავისებურებები

ბოსტნეული,ყვავილოვანი,

დეკორატიული,ნაყოფ-

კენკროვანი კულტურები 2-5 გ/ლ წყალზე. ხსნარის ხარჯი - 1-1,5ლ/10 კვ.მ ფესვგარეთა კვება ვეგეტაციის პერიოდში 1-2 ჯერ 10-15 დღის ინტერვალით

5-10გ/ლ წყალზე. ხსნარის ხარჯი - 1-1,5 ლ/1კვ.მ ფესვის კვება ვეგეტაციის პერიოდში 1-2ჯერ 10-15 დღის ინტერვალით

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის გამოყენებისას დაიცავით მიღებული უსაფრთხოების წესები.გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - პირბადე,ხელთათმანები,სათვალე.თვალში ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.თუ შეამჩნევთ სიწითლეს,გამონაყარს და წვას - მიმართეთ ექიმს.

მნიშვნელოვანია!

წყალში გახსნილი პრეპარატი სწრაფად კარგავს თავის თვისებებს,ამიტომ პრეპარატი მხოლოდ მშრალი სახით უნდა შეინახოთ,მომზადებული ხსნარი კი მაშინვე გამოიყენოთ.

შენახვა

ინახება მშრალ ადგილზე.დასაშვები ტემპერატურა - 0-დან +30 გრადუსამდე.შენახვის მაქსიმალური ვადაა 1,5 წელი.დაიცავით მზის სხივების ზემოქმედებისაგან,მოარიდეთ ბავშვებს,შინაურ ცხოველებს და ფრინველებს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

26 September 0 760
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно