ყვავილი ოქროს თევზი – Mina Lobata . Cerv

ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე წარმოშობით არის მექსიკიდან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან. სიმაღლით 35 სმ. ყვავის ძირითადად გაზაფხულზე. ყვავილები ფორმით ძალიან წააგავს „ოქროს თევზებს“ და სახელიც ამიტომ ეწოდა Mina Lobata. Cerv.

სილამაზიდან გამომდინარე ხშირად რგავენ ტროპიკულ ბოტანიკურ ბაღებში.  მას არა მხოლოდ ლამაზი ყვავილები აქვს, არამედ ფოთლებიც.

Mina Lobata.Cerv თავისუფლად იხარებს სახლშიც. მთავარია გავერკვეთ როგორი კლიმატი და პირობები უყვარს.

მაშ, ასე, მინა ლობატა ბუნებაში იზრდება ტყეში - ხის ტოტებსა და კლდეებზე. უყვარს სითბო და მაღალი ტენი ჰაერში. მზის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თხელი ფოთოლი და რთული აყვავება. იგი მდგრადია გვალვის და წვიმის ნალექების მიმართ, საუკეთესოდ იზრდება ფხვიერ, ნოყიერ, კარგად გაჟღენთილ, ოდნავ მჟავე ნიადაგებზე.

გამრავლება: რადგან რთულად მიიღწევა თესლის მიღება, ამიტომ გაზაფხულზე ან შემოდგომით10 სმ. (3-4 მუხლით ) ტოტს აჭრიან, რგავენ ქვიშაში. 20-25 ° C ტემპერატურაზე  ერთ თვეში ფესვიანდება. ამის შემდეგ ნერგი იწყებს განტოტვას. დაახლოებით 1-2 თვეში რგავენ უკვე ქოთანში.

ნიადაგი: ოქროს თევზის ყვავილისთვის, ქოთანში ნიადაგი, უნდა იყოს კარგი საჰაერო ჯიბეებით უზრუნველყოფილი კარგი ვენტილაციისთვის და მდიდარი ორგანული ქვიშიანი ნიადაგით, სასურველია ტორფის ან ჰუმუსის ნიადაგი, ან შერეული  პერლიტი და ტორფი სხვადასხვა პროპორციით. უნდა იყოს ოდნავ მჟავე, ზრდის გასაადვილებლად.

ტემპერატურა: ოქროს თევზის ზრდის ტემპერატურაა 16-26 ° C. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, ეს გავლენას ახდენს ზრდაზე. თბილ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, შეიძლება ბევრი და გრძელი ფოთოლები გაეზარდოს, როდესაც ზაფხულში ტემპერატურა აღემატება 30 ° C- ს, ზრდის შეჩერება ხდება. მორწყვა უნდა გაკონტროლდეს სიგრილის დროს, ხოლო ზამთარში 10 ° C- ზე დაბლა უკვე ძილის მდგომარეობაში გადადის. ზამთარში ოთახის ტემპერატურა 5 ° C- ზე დაბალი არ უნდა ჩამოვიდეს, ეს ტემპერატურა მცენარესთვის ექსტრემალურია და გაიყინება.

სასუქი: ოქროს თევზისთვის საჭირო სასუქის რაოდენობა დამოკიდებულია მცენარის ზრდაზე. აქტიური ზრდის დროს ოსმოკოტის 20-30 ცალ, ორგანული სასუქის გრანულებს, ამატებენ ქოთნის ნიადაგის 1/3-ს.  ყოველთვიურად 1-2 ჯერ იყენებენ თხევად სასუქს აყვავებისთვის ფოსფორის და კალიუმის მეტი შემადგენლობით. სასუქის მიცემა უნდა შეწყდეს, როდესაც მცენარეს ზრდა შეჩერდება ზაფხულში და ზამთარში, ან როდესაც უკვე ყვავილობს.

დაავადებები: მინა ლობატას ძირითადად სოკოვანი დაავადება უჩნდება. ადრეულ სტადიაში მინა ლობატას ფოთლები იხვევა და იჭმუჭნება მოჭარბებული წყლისგან, რომლის შემდეგაც ჩნდება მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები ფოთლებზე. დაზიანებულ ფოთლებს აშორებენ და სამკურნალოდ 2-3 ჯერ ასხურებენ ფუნგიციდს. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს რამდენად ნიავდება ადგილი, სადაც მცენარეა განთავსებული, რომ კვლავ არ მოხდეს სოკოვანი დაავადების გაჩენა. yvavilebi.ge სტატია: ლელა ჩიტაშვილი
გსურთ თბილისში ყვავილების იაფად ყიდვა? MoMitane.Ge-ს ყვავილების მაღაზია 200-ზე მეტ საუცხოო კომპოზიციას გთავაზობთ შეუკვეთეთ ახლავე და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ თაიგულზე*!  შეკვეთიდან სულ რამდენიმე საათში ყვავილები თქვენს რჩეულთან გაჩნდება.თბილისის მასშტაბით თაიგულების ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.მიჰყევით ბმულს https://momitane.ge/ka/37-yvavilebi *აქცია გრძელდება 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.


27 August 0 537
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно