გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

იორდასალამის დაყოფა-გადარგვა

ველურად მზარდი იორდასალამი ერთ ადგილზე საკმაოდ დიდხანს ცხოვრობს და უხვადაც ყვავილობს. ჰიბრიდებს კი, რაც ხშირად გვხვდება ეზოებში, გადარგვა პერიოდულად სჭირდება - 10 წელიწადში ერთხელ მაინც. გადარგვისას მის მოზრდილ ბუჩქს ყოფენ კიდეც. ამისთვის გამოდგება მცენარე 4-5 წლის და მეტის. ბუჩქის გაჯანსაღების მიზნით სჯობს შედარებით ხშირი გადარგვა.ვადები - საუკეთესო პერიოდი აგვისტოს ბოლო - სექტემბრის დასაწყისია, როცა ჯერ კიდევ თბილა, არ წვიმს, მცენარეც ასწრებს დაფესვიანებას ზამთრამდე და ეგუება ახალ პირობებს. გადარგვა - მხოლოდ ყვავილობის შემდეგ შეიძლება! თუ მცენარეს რაიმე ემუქრება, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გადარგათ გაზაფხულზე, მაგრამ ასე გადარგული ხშირად ავადმყოფობს და დიდხანს არ ყვავილობს. გასხვლა ყვავილობის მერე - მცენარე მოიყვავილებს მაის-ივნისში, როგორ უნდა მოუაროთ მცენარეს ამის მერე? აქ აზრი ორად იყოფა.

1.არ შეიძლება მისი გასხვლა, რადგან ამ დროს ხდება ახალი საყვავილე კვირტების ფორმირება.

2.უნდა გაისხლას აუცილებლად, რომ რაიმე დაავადების გავითარება არ მოხდეს და დეკორატიულობაც შეუნარჩუნდეს.

ალბათ მაინც სჯობს მაშინვე გასხვლისგან თავის შეკავება და მხოლოდ ბუჩქის ამოღებისას მოხდეს ტოტების ძლიერი დამოკლება - მიწიდან 5-7 სმ მდე. ასე ხდება მცენარის ზრდა. თანაც ერდროულად აკეთებთ 2 საქმეს - კიდეც სხლავთ და მერე გადარგავთ. ბუჩქის ამოღებაც ასე გასხლულის უფრო იოლია, ვიდრე დიდვარჯიანი მცენარის. არ დაგავიწყდეთ მოჭრილი ტოტების გატანა ეზოდან და მათი დაწვა - მასში გროვდება სხვადასხვა მავნე ბაქტერია, სოკო,

ბუჩქის ამოღება - საკმაოდ რთული პროცესია მისი ფესვების თავისებურების გამო .4-5 წლის ასაკში საკმაოდ ღრმად მიდის მიწაში, ზოგი ნაწილი 30სმ ზეც კი. ფესვის ბოლოები კი ძალიან წვრილია და კიდევ უფრო ღრმად ზის მიწაში. მისი ამოღება დაზიანების გარეშე რთულია. ამიტომ:

1.ამოიღეთ მცენარე მშრალ ამინდში, როცა მის ფესვებთან მიმაგრებული მიწა მშრალია და არაა მძიმე.

2.ბარი გასწიეთ ბუჩქიდან 40სმ მოშორებით და ჩაარჭეთ ვერტიკალურად. ირიბად ბარის პირი უეჭველად წააჭრის ფესვებს.

3.ყველა მხრიდან შემოუარეთ ბარით ბუჩქს, მერე კი ფრთხილად მოქაჩეთ, ქვეშ ბერკეტის შედებით ფრთხილად კიდევ ერთხელ შემოუბარეთ და მერე ამოიღეთ.

4.არ მოქაჩოთ ძალით ფოთლებზე და ტოტებზე. იგი ამოღებამდე უნდა გასხლათ და დარჩენილი ტოტებით სცადოთ მისი ამოღება.

რაც არ უნდა ფრთხილად მუშაობდეთ, ფესვების ნაწილი მაინც ჩარჩება ძირს. გაასუფთავეთ ფესურა მიწისგან, კარგად გარეცხეთ.ასე უკეთ შეაფასებთ ფესვების მდგომარეობას და ადვილად განსაზღვრავთ დაყოფის ზონებს.

ბუჩქის დაყოფა - ეს მცენარის გასაახალგაზრდავებლად ერთერთი კარგი მეთოდია. იგი ხელს უწყობს მცენარის მომავალ ყვავილობასაც. ამ პროცედურისთვის საჭიროა ბაღის დანა, სეკატორი, ზოგჯერ ჩაქუჩიც. მცენარე უნდა დაიყოს ერთი დღის მერე ამოღებიდან, ფესურა კარგად უნდა გაშრეს, დათვალიერდეს, თითო ტოტიდან გამოდის 1-3 კვირტი, საიდანაც ვითარდება ფესვთა სისტემა- შედარებით გამოცალკევებული ძირითადისგან. სწორედ ასეთი პატარა დანაყოფებია საჭირო ერთი კვირტით, თუ გსურთ პატარა მოყვავილე ბუჩქის მიღება მომავალი წლისთვის.

თუ ბუჩქს დაჰყოფთ 2-3 კვირტიან ნაწილებად, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მეტყვავილიან ბუჩქს მიიღებთ. პირიქით. ასე მცენარე მეტ ენერგიას დახარჯავს გადაჭრილი ადგილების შეხორცებაზე და ფესვების ლპობის ალბათობაც მეტი იქნება.ზოგ ფესვს მღრღნელების კბილების კვალი ეტყობა, მათ მოსწონთ ტკბილი და წვნიანი ფესვები. ასე დაზიანებული ნაწილები უნდა მოიჭრას.

პირველ რიგში აშორებენ ერთ კვირტიან პატარა ფესურებს, ზოგჯერ ისინი თავადაც იშლება, მთავარია ასეთ ფესურებს ბევრი წვრილი შემწოვი ფესვი ჰქონდეს, რომ მომავალი მცენარე დაიცვას ზამთარში და უზრუნველჰყოს საკვები ნივთიერებით გაზაფხულზე.

მოაშორეთ დაზიანებული და მომპალი ფესვები, მოაყარეთ დახვნილი ნახშირი გადანაჭერზე. ასე შიგნით მავნებლები ვერ შეაღწევს.

მერე აარჩიეთ ნაწილები 2-3 ზრდის წერტილით, მცენარე გაჭრისას სჯობს ხელით გეკავოთ, რადგან მისი სუსტი ფესვები მიწაზე დადებით ადვილად დატყდება, უნდა ეცადოთ ფრთხილად გაჭრათ ბასრი დანით სქელი წვნიანი ფესურები, რომ ძალიან არ დაზიანდეს.

ყველა გადანაჭერი დაამუშავეთ ნახშირით, მოაჭერით მომპალი, დაზიანებული, ძველი და დახლართული ფესვები. ერთი 4-6 წლის ბუჩქიდან 3-4 კარგი ნაწილის მიღება შეიძლება.

დარგვა ღია გრუნტში - იორდასალამისთვის ორმო 3-4 თვით ადრე მზადდება დარგვამდე. დანაყოფების ზომის მიხედვით მისი ზომებიც სხვადასხვაა, საშუალოდ დიამეტრი -50, სიღრმე 50-60სმ.

ორმოში ყრიან ტორფს ან ნეშომპალას, ძვლის ფქვილის და სუპერფოსფატის ნარევს, მერე ზემოდან ნოყიერ ნიადაგს აყრიან. თუ მიწა თიხნარია, ამატებენ კიდევ ქვიშას. (25)

მერე მიწა უნდა დაჯდეს, რომ დაყოფილი ბუჩქი ღრმად არ წავიდეს დარგვისას. მიწა იმ სიღმე უნდა იყოს ამოღებული, რომ მცენარის ზრდის წერტილები მიწის ქვეშ 5 სმ ზე მოექცეს. უფრო მაღლა დარგვისას ეს კვირტები მოიყინება. უფრო ღრმად დარგულს კი ამოსასვლელად ძალა არ ეყოფა.

დანაყოფს მიწაში ოდნავ გვერდულად დებენ, რომ მცენარემ დამოუკიდებლად შესძლოს კვირტების ფორმირება.მერე მიაყარეთ მიწა, მორწყეთ და შემოუტკეპნეთ, როცა წყალს შეიწოვს, მოაყარეთ მულჩა- მშრალი კომპოსტი.

რადგან მცენარეს დიდი და დატოტვილი ფესვები უვითარდება, გვერდებზე თავისუფალი ადგილი აუცილებლად დასჭირდება, ამიტომ ბუჩქებს შორის მანძილი 60-80სმ უნდა იყოს. იორდასალამს არ რგავენ სახლთან ახლოს ან ხის ძირში.

კვება გაზაფხულ-ზაფხულში - გაზაფხულზე იგი აქტიურ ზრდას იწყებს და დიდი ოდენობით შეიწოვს საკვებს. უპირველესად მას აზოტი სჭირდება, და იგი შეაქვთ აპრილის ბოლოდან ივნისამდე, სულ 3 ჯერ. - ზრდის დასაწყისში,(ნაკელი 1ლ 10ლ წყალში გაზავებული) ბუჩქზე 0,5-1ლ.

მეორედ - კოკრობისას 10ლ წყალში გახსნილი 15გ აზოტი და კალიუმი და 20გრ ფოსფორი. ბუჩქზე 1 ლ

მესამედ- 2 კვირის მერე ყვავილობიდან - ბუჩქის ქვეშ 10გრ კალიუმი და 15 გრ ფოსფორი. 

კვება შემოდგომაზე- ფესვები მცენარეს შემოდგომაზეც ეზრდება, ამიტომ სექტემბერშიც სჭირდება დამატებით კვება ფოსფორ-კალიუმით. ჯერ კარგად რწყავენ ბუჩქს, მერე გარშემო უყრიან 15გრ ფოსფორს და 10გრ კალიუმს.

ხანდახან კვებავენ ხის ნაცრით -0,5 ჭ კვ მ ზე. კარგია მისი მოყრა ბუჩქის გარშემო, ზემოდან კი მულჩირება 1 სმ იანი ფენით.

იორდასალამი საკმაოდ ძლიერი მცენარეა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ღონიერდება.მისი სწორი მოვლით ყოველ წელს უხვად მოყვავილე ბუჩქით დატკბებით.
ყვავილების შეძენა გსურთ? გნებავთ გაუხალისოთ დღე თქვენს რჩეულს? შეუკვეთეთ ყვავილები MoMitane.Ge -ს ონლაინ მაღაზიაში და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება*! შეარჩიეთ ვარდების,გერბერების,ქრიზანთემების ან 200-ზე მეტი სხვა კომპოზიციიდან ერთერთი და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
თბილისის მასშტაბი ყვავილების ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს! აქცია გრძელდება 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.


31 July 0 8 032

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно