ვარდების გამრავლება კალმით

ალბათ ბევრი ოცნებობს, ჰქონდეს ულამაზესი მცენარეები ეზოში ან სახლში, ვარდს კი მათ შორისაც გამორჩეული ადგილი უჭირავს, ამიტომ ბევრი ცდილობს მის გახარებას კალმით, თუმცა ყველას არ გამოსდი. ამაში რთული არაფერია, თუ გაითვალისწინებთ მითითებებს

კალამი იჭრება ბუჩქის გრძელი ტოტისგან და მას რამდენიმე ნაწილად ჰყოფენ. ააცლიან ქვედა ფოთლებს. დასაკალმებელ ტოტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კვირტები, მინიმუმ - 3. ზედა გადანაჭერი უნდა იყოს სწორი, ქვედა კი - ღეროს დიაგონალური. გადაჭრა ხდება ორ კვირტს შორის ადგილზე ბასრი ინსტრუმენტით, რომ გადანაჭერს სწორი პირი ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში მცენარე ვერ იხარებს. დაფესვიანების შემთხვევაში მას კვირტები მწვანე რჩება, თუ ასე არ მოხდა, - უშავდება. ტოტის სიგრძე უნდა იყოს 20 -30 სმ მდე. დაკალმების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

დაკალმება ზაფხულში - ვარდს ტოტებს აჭრიან დილით ან გვიან საღამოს. ირჩევენ ზრდასრულ ტოტებს, რომლებზეც ან უკვე იყო ყვავილი, ან აპირებს ყვავილობას. ტოტი ზრდასრულია, თუ მას ეკლები ტყდება. ტოტს ჭრიან ირიბად15-20სმ სიგრძეზე, ისე რომ ზედ 2-3 ფოთოლი და 2-3 კვირტი იყოს. ტოტის ბოლოს ავლებენ ზრდის სტიმულატორში - ჰეტეროაუქსინი ან კორნევინი გამოდგება. მათი ჩარგვა შეიძლება პირდაპირ ეზოში წინასწარ მომზადებულ ნოყიერი მიწის და ქვიშის ნარევში. ტოტებს არჭობენ ირიბად, 45 გრ იანი კუთხით, მერე რწყავენ და აფარებენ ქილას. პერიოდულად მას ხსნიან გასანიავებლად ხანმოკლე დროით. დაახლოებით ერთ თვეში იგი ფესვიანდება და პირველი ტოტებიც ეზრდება, რომელთა სიგრძე ზაფხულის ბოლოს უკვე 30-40 სმ ია. შემოდგომაზე სჯობს მათი შენახვა ქოთნით სიგრილეში დაფესვიანება კარტოფილში - საჭიროა 20სმ სიგრძის ტოტები, რომლებსაც მოშორებული აქვს ეკლები და ფოთლები. ახალ კარტოფილს აშორებენ კვირტებს. კარგად განათებულ უქარო ადგილზე თხრიან 15სმ სიღრმის თხრილს, შიგ ყრიან 5სმ ფენად ქვიშას. კარტოფილში არჭობენ ტოტებს და რგავენ ამ თხრილში ერთმანეთისგან 15 სმ დაშორებით, ზემოდან აფარებენ ქილებს. კარტოფილი სასარგებლო გარემოს ქმნის ვარდის დასაფესვიანებლად. აწვდის ტოტებს სასარგებლო ნივთიერებებს, საჭირო რაოდენობის წყალს, ამიტომ ზედმეტად სასუქის შეტანა საჭირო არაა. მხოლოდ რეგულარულად რწყავენ. 5 დღეში ერთხელ კი შეიძლება შაქრიანი წყლით მათი კვება - 2 ჩ კ შაქარი ერთ ჭ წყალზე. 2 კვირის მერე თანდათან აჩვევენ ქილის მოხსნას და კიდევ 2 კვირის მერე აღარ ახურავენ.

დაფესვიანება პაკეტში - პოლიეთილენის პაკეტში ყრიან სფაგნუმარეულ სტერილურ მიწას. წინასწარ სფაგნუმი იჟღინთება წყალში არეული ალოეს წვენით, - 1:9 თანაფარდობით - (9-წყლის წილია). შიგ დებენ კალმებს, თავს უკრავენ და კიდებენ გარეთ, ერთ თვეში გამოსდის ფესვები.

დაფესვიანება თაიგულიდან - ზოგჯერ ლამაზი თაიგულიდან ცდილობენ ტოტის დაფესვიანებას, ამისთვის სჯობს ადგილობრივი ჯიშები გამოიყენოთ. უცხოეთიდან შემოტანილ თაიგულებს ამუშავებენ სპეციალური პრეპარატებით და ისინი ფესვს არ ივითარებენ. ტოტი უნდა შეარჩიოთ ახალი თაიგულიდან, გახევებული, ყველაზე უკეთ გავითარებული ნაწილიდან, დასაკალმებელი 15-20სმ ტოტიდან აშორებენ ფოთოლს, კოკრებს, ეკლებს, ყვავილებს. და დებენ წყალში. წყალს ცვლიან, სანამ ფესვები არ გამოუვათ, მერე რგავენ ან ღია გრუნტში, ან ქოთანში სეზონის გათვალისწინებით.

სანამ ტოტები წყალშია, ჭურჭელში ბევრ წყალს არ ასხამენ, რომ არ დალპეს. ერთ ჭურჭელში ერთდროულად არ დებენ ბევრ ტოტს. სასურველია დასაკალმებლად აარჩიოთ ახალგაზრდა ტოტები, სჯობს კალმად გამოიყენოთ ვარდის გვერდითა ტოტები. ფოთლიან კალმებს სიბნელეში არ დებენ.

ზამთარში - ზოგჯერ საჭირო ხდება ვარდის ჩარგვა ცივ სეზონზე. მაგალითად ნაჩუაქრი თაიგულიდან მოწონებული ვარდის კალმის ცოცხლად შესანარჩუნებლად, ტოტს რგავენ გრუნტში და აფარებენ ქილას, რომ არ გაიყინოს, თბილ სეზონზე კი მუდმივ ადგილზე რგავენ.

“ბურიტო” - ექსპერიმენტის ჩატარება ვისაც აინტერესებს -ტოტებს ჰყოფენ კალმებად, ბოლოებს ავლებენ კორნევინში ან ეპინში, მერე ახვევენ ნესტიან გაზეთში და დებენ ბნელ, გრილ ადგილზე რამდენიმე კვირით. ბოლომდე ეს მეთოდი მეცნიერულად არაა დადასტურებული, მაგრამ ასეც შესაძლებელია ვარდის დაფესვიანება. “ტრანუა”- მეთოდის იდეა ასეთია - მცენარემ რაც შეიძლება მეტი საკვები მიიღოს - ფოთლებიდან მათ მოჭრამდე. ამისთვის ტოტებს ჭრიან ყვავილობის მერე ივნის-ივლისში. აჭრიან ზედა ნაწილს, მომჭკნარ ყვავილს და ფოთოლს და აკვირდებიან. როცა კვირტები დაიბერება, იწყება მერქნის მომწიფება, კალმებს სწრაფად რგავენ მიწაში, სანამ ფოთოლი გაიშლება 45 გრ კუთხით კარგად განათებულ ადგილზე. შეიძლება ერთად რამდენიმე კალმის დარგვაც.ზემოდან აფარებენ პლასმასის დიდი ბოთლის გადანაჭერს. მათ ხშირად სჭირდებათ მორწყვა, გათოხვნა, რომ ფესვებს ჰაერი კარგად მიეწოდოს.

26 July 0 6 746
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно