გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ნიგელა ანუ სოინჯი

ეს ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ხალხში მისი სხვადასხვა სახელია გავრცელებული და უმეტესობა მისი სასარგებლო თვისებების აღმნიშვნელია. მცენარის თესლს სხვადასხვაგვარი დანიშნულება აქვს - იყენებენ კულინარიაში, პარფიუმერიაში, მედიცინაში. 

ცნობილია მისი 25 სახეობა. გავრცელებულია ჩრ აფრიკაში, დას აზიაში, ევროპაში. უმეტესად კულტურაში 2 სახეობაა გავრცელებული. - ესპანური და დამასკური. პირველს მუქი ლურჯი სურნელოვანი ყვავილები აქვს. მეორეს კი თეთრი, ცისფერი ან ლურჯი, და წიწვისებრი წვრილი ფოთლები. 

მედიცინაში მის თესლს და ფოთლებს იყენებენ, ახალგაზრდა ფოთლებში ბევრი სასარგებლო ნივთიერებებია, ამიტომ სალათებს აჭრიან ხშირად. იყენებენ კონსერვირებისთვის, ჩაის, ჟელეს ან ნაყინის არომატიზირებისთვის. მის თესლს ინახავენ დახუფულ ფაიფურის ან შუშის ჭურჭელში.

ეს პატარა შავი თესლი შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინ ც ს, კაროტინს, ფერმენტ ლიპაზას. მას ტკივილდამაყუჩებელი, შარდმდენი, ანტისპაზმური, ანტიბაქტერიული, სოკოს, ალერგიის საწინააღმდეგო, ბრონქოლიტური, იმუნომასტიმულირებელი უნარი აქვს. იყენებენ მაღალი არტერიული წნევის, ყაბზობის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, პარადონტოზის, ჰორმონების გამომუშავების დარღვევის, პანკრეასის და ღვიძლის დაავადებების დროს. წამლებთან ერთად იყენებენ ეპილეფსიის, ასთმის, დიაბეტის, სიმსივნის, ნარკომანიის სამკურნალოდაც კი. მისი თესლით მომზადებულ ჩაის კი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება შეუძლია და გასახდომად იყენებენ. აღმოსავლეთის ქვეყნებში სწამთ, რომ მისი თესლი ყველაფერს კურნავს, სიკვდილის გარდა. ყველაფერ ამასთან ერთად ეს მცენარე ძალიან დეკორატიულია. იყენებენ ბორდიურად, კლუმბებში, სხვადასხვა მრავალწლიან და ერთწლიან მცენარეებთან ერთად - ლამაზია ყაყაჩოს, სელის, ღიღილოს გვერდით.

იგი 30-60სმ სიმაღლის სწორმდგომღეროიანი მცენარეა, ჰგავს კამას ფოთლებით. ყვავილი კი თეთრი, ცისფერი, ლურჯი, იშვიათად ვარდისფერია. მისი ყვავილობა იწყება ივლისში, თითო ყვავილი ერთ კვირამდე სძლებს, სულ ყვავილობა გრძელდება თვენახევარი. 

ნაყოფი 5 განყოფილებიანი კოლოფია, შიგ კი პატარა შავი ფერის თესლებია.

მოვლა - მცენარეს მოსწონს ღია, მზით კარგად გამთბარი ადგილი. ჩრდილში ცუდად იზრდება და არ ყვავილობს. მეზობლად ვერ იტანს ნიადაგმფენ მცენარეებს. ნიადაგის მიმართ უპრეტენზიოა. კარგად იზრდება ნოყიერ და მსუბუქ ნეიტრალურ ნიადაგზე. არ მოსწონს მჟავე ნიადაგი. არ სჭირდება მულჩირება

მორწყვა - ზომიერად ირწყვება, არ მოსწონს არც გადაჭარბებული წყალი, არც სიმშრალე მიწაში. სასუქიც ზომიერად უნდა შეიტანონ, რადგან მას ცუდად გადააქვს ნებისმიერი სასუქის სიჭარბე.

კარგად იტანს სიცივეს და გაზაფხულის ყინვებსაც უძლებს, იშვიათად აწუხებს მწერები და პრაქტიკულად არ ავადდება. დარგულ მცენარეს მხოლოდ სისტემატური მორწყვა და გათოხვნა სჭირდება.

გამრავლება - მისი გამრავლება მხოლოდ თესლით ხდება. მას აგროვებენ, როცა კოლოფების 2/3 მომწიფდება - აგვისტო სექტემბერში. ტოტებს აჭრიან, კონებად კრავენ და აშრობენ კარგად ვენტილირებად შენობაში, სანამ კოლოფი არ გადაიხსნება. თესლი ამოსვლის უნარს ინარჩუნებს 3 წელი.მას პირდაპირ ღია გრუნტში თესავენ ადრე გაზაფხულზე არც ისე ღრმად, კარგად რწყავენ და აფარებენ აგრობოჭკოს. შეიძლება მისი დათესვა მაშინვე, აღების მერეც (5)

დაახლოებით 2 კვირაში ამოდის. შეიძლება მისი დათესვა ჩითილებისთვისაც, კონტეინერში, ნათესი სწრაფად ამოდის, ძალას იკრებს და მაისში მისი გადატანა შეიძლება გრუნტში. მათ რგავენ 15-20სმ დაშორებით. აყვავდება 40 დღის მერე.

რადგან მულჩა არ უნდა, მიწას ხშირი გაფხვიერება სჭირდება. იგი უკეთ იზრდება ნიადაგზე, სადაც ადრე ორგანიკით გაზარდეს კულტურები. როდესაც იგი აყვავდება, აძლევენ კალიუმ-ფოსფორიან სასუქს.

მავნებლები და დაავადებები - გრილ წვიმიან ამინდში შეიძლება დაავადდეს ნაცრით. ებრძვიან ფუნგიციდებით. ერთკვირიანი ინტერვალებით. მშრალ ამინდში კი თუ მას ხშირად არ მორწყავთ, უჩნდება აბლაბუდა ტკიპა .მათ ანადგურებენ ფიტოვერმით, აქტელიკით.მთლიანობაში მისი მოვლა არც ისე რთულია. მისი თესლის სუნი კი მწერებს აფრთხობს.

13 July 0 7 331

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно