როგორ მოვუაროთ იუკას

ამ მცენარის სამშობლოა ჩრდილოეთი,სამხრეთი,ცენტრალური ამერიკა და კარიბის აუზის კუნძულები.ის ასპარაგუსისებრთა(სატაცურიებრთა) ოჯახის წარმომადგენელია.იუკა ლამაზი,მარადმწვანე მცენარეა,რომელიც არანაირ სირთულეს არ შეგიქმნით მოვლის დროს.აქვს ბრტყელი,ბოლოში ეკლიანი ფოთლები,რომლებიც შეკრებილია როზეტად ღეროს დასასრულში.კარგია მისაღები ოთახისა და ჰოლისათვის.იუკა ხშირად ეშლებათ დრაცენასა და კორდილინაში,გარეგნულად წააგავს პალმას,მაგრამ პალმა არ არის.ის ნელამზარდი მცენარეა და დიდი მცენარის მისაღებად დრო არის საჭირო.თბილ პერიოდში სასურველია აივანზე ან ტერასაზე გატანა.იუკა კარგად იტანს ოთახის მშრალ ჰაერს,კარგად იზამთრებს აივანზეც,თუ ძლიერი ყინვები არაა.

როგორ მოვუაროთ იუკას ტემპერატურა. ბუნებაში იუკა პირდაპირ მზეზე იზრდება, ზომიერი ან სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებში.სახლის პირობებში(დახურულ შენობებში) არ უყვარს ძლიერი სიცხე,მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა +24+26 გრადუსი,არაუმეტეს +30 გრადუსისა.სამთარში საჭიროებს შედარებით გრილ ტემპერატურას - +18+20 გრადუსი,მაგრამ თუ განათება არასაკმარისია ტემპერატურა უფრო დაბალი უნდა იყოს,მინიმუმ +8 გრადუსი. ზამთარში რთულია ბინაში კარგად განათებული,გრილი და ორპირისაგან დაცული ადგილის მოძებნა,ასევე მნიშვნელოვანია მცენარის დაცვა გამათბობელის ცხელი ჰაერისაგან.მოუწყეთ იუკას ხელოვნური განათება მას შემდეგ რაც დღის ხანგრძლივობა დაიკლებს.

განათება. იუკას უყვარს ნათელი და მზიანი ადგილი.მცირე ზომის მცენარეები შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერ ფანჯრის რაფაზე.მოზრდილი მცენარეები დადგით ფანჯარასთან მაგიდაზე ან სადგამზე,ისე რომ არ ხვდებოდეს რადიატორის ცხელი ჰაერი.თუ მცენარეს სინათლე არ ყოფნის მალე შესამჩნევად გადაიხრება სინათლისაკენ,ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი განათება.

მორწყვა. იუკას რწყავენ ზომიერად,ისე რომ მორწყვებს შორის მიწამ მოასწროს გაშრობა.მორწყეთ ზედა ფენის გაშრობიდან 2-4 დღის შემდეგ.თუ სადგამზე მორწყვის შემდეგ წყალი გამოვა აუცილებლად გადაღვარეთ ის.შემოდგომაზე და ზამთარში მორწყვა შედარებით იშვიათად ხდება,ყურადღება უნდა მიაქციოთ ნიადაგის მდგომარეობას.

იუკა გამოშრობას უფრო ეგუება,ვიდრე წყლის სიჭარბეს.თუ 3-4 დღეში ნიადაგი არ შეშრება ნუ დაელოდებით წყლის სიჭარბის ნიშნებს - აუფხვიერეთ მიწა,რომ ადვილად გაშრეს.თუ ქოთანში გაჩნდა ქინქლა - ეს იმის ნიშანია,რომ მცენარეს ხშირად რწყავთ და ის ვერ ასწრებს წყლის ათვისებას.

ჰაერის ტენიანობა. იუკასათვის არ არის მნიშვნელოვანი ჰაერის ტენიანობა,მას არ სჭირდება ფოთლების დანამვა,მაგრამ ზოგჯერ საჭიროებს თბილი შხაპის მოწყობას - მტვრის ჩამოსარეცხად.ზამთარში,იმ ოთახში სადაც ცენტრალური გათბობაა და ჰაერის ტენიანობა 40%-ს ფარგლებშია,მცენარეს ესაჭიროება შესხურება ორ დღეში ერთხელ.თუ ტენიანობა მაღალია,შესხურება არ სჭირდება.

კვება. აქტიური ზრდის პერიოდში იუკას უნდა მიაწოდოთ დეკორატიული მცენარეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი ორ-სამ კვირაში ერთხელ.

გადარგვა. იუკა კარგად იტანს გადარგვას.ახალგაზრდა მცენარე ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას,მაგრამ ის კარგად იზრდება და მოზრდილი მცენარის გადარგვა ძნელდება.ამიტომ მოზრდილ მცენარეს საკმარისია გამოუცვალოთ მიწის ზედა ფენა ყოველ წელს.

ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი და ფხვიერი,რომ წყალი და ჰაერი ადვილად მიეწოდებოდეს ფესვებს.მაღაზიაში იყიდება მიწის მზა ნარევები,თუმცა ის თქვენც შეგიძლიათ მოამზადოთ.აიღეთ ორ-ორი წილი კორდის მიწა,ქვიშა, ტყის ნეშომპალიანი ნიადაგი,ერთი წილი გადამწვარი ნაკელი და კარგად აურიეთ.არ დაგავიწყდეთ რომ მცენარეს აუცილებლად ესაჭიროება დრენაჟის ფენა.ხშირად იუკას დიდი ზომის ქოთანში რგავენ,მცენარე ვერ ასწრებს საკვები ნივთიერებების ათვისებას,რაც იცვევს ნიადაგის დამჟავებას,ამის თავიდან ასაცილებლად ნიადაგის ნარევს დაუმატეთ ერთი წილი კერამზიტის ნამტვრევი,ვერმიკულიტი ან პერლიტი.

გამრავლება. გასამრავლებლად გამოიყენება თესლი,ღეროს კალმები,ან კენწეროს კალმები.იუკას გამრავლება დრაცენას მსგავსად ხდება,მაგრამ დრაცენას მიწის ნაზავში აფესვიანებენ,იუკას კი ქვიშა,ვერმიკულიტი ან პერლიტი ესაჭიროება.კალმები შეგიძლიათ წყალშიც მოათავსოთ.გამრავლება ხდება გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისისი ჩათვლით,დანარჩენ პერიოდში გამრავლება არასასურველია,რადგან შესაძლოა დედა მცენარე დაავადდეს.

18 June 0 558
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно