ქოქოსის სუბსტრატი ოთახის მცენარეებისათვის

თუ თქვენ დამოუკიდებლად ამზადებთ ნიადაგის ნაზავს ოთახის მცენარეებისათვის,გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ შედარებით ახალ,საინტერესო და საჭირო კომპონენტს - ქოქოსის სუბსტრატს.ქოქოსის კაკლისაგან(სინამდვილეში ის არის კურკა) მრავალ გემრიელ ნაწარმს ამზადებენ,ნაჭუჭი და ბოჭკოები კი საწარმოო ნარჩენებს წარმოადგენს.თუმცა ბოჭკოს გამოყენება დაიწყეს მატრასებში,დაქუცმაცებული ნაჭუჭის და ბოჭკოს ნარევს კი მებაღეობაში გამოიყენებენ.მაინც რაში გამოიყენება ქოქოსის ნარჩენები?

ქოქოსის სუბსტრატის უპირატესობები

ყველამ,ვინც დაკავებულია მებაღეობით,იცის,რომ მცენარისათვის მთავარია ფესვთა სისტემის განვითარება.თუ ფესვები ფხვიერ გრუნტში ვითარდება ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე მკვრივ თიხნარში.ფესვებს ესაჭიროება ტენი,მაგრამ ჰაერიც აუცილებელია მათთვის.

ამიტომ ნიადაგის ნარევის შემადგენლობაში ამატებენ სხვადასხვა გამაფხვიერებელს - ტორფს,ვერმიკულიტს,აგროპერლიტს და სხვა.თვითოეულ ამ მასალას აქვს თავისი პლუსები და მინუსები.როგორია ქოქოსის სუბსტრატი გამაფხვიერებლის როლში?

1. მას აქვს ფოროვანი სტრუქტურა და შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის ათვისება,რომელსაც თანდათანობით გადასცემს მცენარეს.ამასთანავე ის უზრუნველყოფს ჰაერის მიწოდებას ფესვებში.

2. აქვს ნეიტრალური ph.ეს საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის პრაქტიკულად ყველა მცენარისათვის,გარდა კაქტუსებისა.ქოქოსის სუბსტრატში სხვადასხვა კომპონენტის დამატებით შეიძლება შეიცვალოს ნარევის მჟავიანობის მაჩვენებელი.მაგალითად, ზედაპირული ტორფის დამატებით მიიღებთ მაღალი მჟავიანობის სუბსტრატს,სუსტადტუტე ნარევის მისაღებად კი უნდა დაუმატოთ - კირი.

3. ქოქოსის სუბსტრატი მსუბუქია ტრანსპორტირებისთვის.4 კილოგრამი დაწნეხილი სუბსტრატიდან შეგიძლიათ მიიღოთ 60 ლიტრამდე მზა კომპონენტი ნიადაგის ნარევებისათვის.

4. სრული სტერილურიბა - კიდევ ერთი უპირატესობაა.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თესლის გაღვივებისათვის,რადგან თესლი უმეტეს შემთხვევაში არასწორად მომზადებული ნარევის გამო იღუპება,რადგან გამოიყენება გაუსტერილებელი კომპონენტები(მიწა.ტორფი,ქვიშა).

5. წყლის გარდა,ქოქოსის სუბსტრატი შეიძლება გაიჟღინთოს თხევადი სასუქებით,რომლებიც შემდეგ თანდათანობით გადაეცემა მცენარეს.

6. გამოყენების შემდეგ ქოქოსის სუბსტრატი შეიძლება გამოიყენოთ განმეორებით 5 წლის განმავლობაში.ეს არის მთლიანად ორგანული მასალა,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ის არა მარტო ოთახის არამედ ბაღის მცენარეებისათვისაც გამოსადეგია.თანდათანობით სუბსტრატი სრულიად იშლება და თქვენი ბაღის ნიადაგის ნაწილი ხდება.

ქოქოსის სუბსტრატი თუ ტორფი? ყველამ კარგად იცის,რომ ტორფი საკმაოდ სწრაფად შრება. ქოქოსის სუბსტრატს ამ მხრივ კიდევ ერთი უპირატესობა გააჩნია,გამშრალი ტორფის დატენიანება საკმაოდ რთული პრობლემა ხდება.სრულიად გამშრალი ქოქოსის სუბსტრატის დასველება კი ადვილი შესაძლებელია, ერთი საათის განმავლობაში ის ბოლომდე იჟღინთება წყლით.

ტორფის წვრილი ნაწილაკები მორწყვისას წყალს გარეთ მიჰყვება.ქოქოსის სუბსტრატს უფრო მსხვილი ნაწილაკები აქვს,მისი ბოჭკოები კი ნაწილაკებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ჩვეულებრივ,ჩითილს,რომელიც ქოქოსის სუბსტრატში ან მის ნარევში გაიზარდა,უფრო თანაბრად განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს.ბევრი მწარმოებელი ნერგებისა და ჩითილისთვის ქოქოსის სუბსტრატს იყენებს,რადგან ის მსუბუქია და მასში მცენარე უკეთ ვითარდება.

რა შემთხვევაში გამოიყენება ქოქოსის სუბსტრატი

მისი გამოყენების ორი ვარიანტი არსებობს - ან სუფთა სახით,მაგრამ რეგულარულად სასუქის დამატებით,ან ნარევში,სადაც ბიოჰუმისი და მიწა უნდა შეურიოთ.

ქოქოსის სუბსტრატი ასევე გამოიყენება მულჩირებისათვის.მას იყენებენ ახალგაზრდა მცენარეების ფესვების დასათბუნებლად.

როგორ მოვამზადოთ სწორად დაწნეხილ ქოქოსის სუბსტრატს უნდა დაასხათ საჭირო რაოდენობის წყალი,ინსტრუქციის მიხედვით.მაგალითად,4 კგ-იანი ბრიკეტს ესაჭიროება 25 ლიტრი წყალი და ერთი საათის შემდეგ მიიღებთ დაახლოებით 60 ლიტრის ოდენობის მზა სუბსტრატს.თუ თქვენ არ გესაჭიროებათ ამ რაოდენობის სუბსტრატი,მაშინ ჩამოაჭერით სასურველი რაოდენობა.ჩამოჭრა შესაძლებელია ხერხის ან ელექტროხელსაწყოს დახმარებით.

გირჩევთ სუბსტრატის თვისებების გასაუმჯობესებლად,მას წყლის მაგიერ დაუმატოთ თხევადი კომპლექსური მინერალური სასუქი(ინსტრუქციის შესაბამისად),ასევე შესაძლებელია თხევადი ბიოჰუმუსის დამატებაც.

ასეთ სუბსტრატი უფრო ნოყიერი იქნება,მორწყვისას მცენარე ნელ-ნელა აითვისებს საკვებ ნივთიერებებს.შესაძლებელია დაამატოთ მშრალი ბიოჰუმუსიც.ასეთი ნარევი თქვენს მცენარეებს ყველა საჭირო ნივთიერებით მოამარაგებს.

ქოქოსის ქუბსტრატის ნაკლოვანებები სამწუხაროდ,ყველაფერს თავისი ნაკლი აქვს.ქოქოსის სუბსტრატის შემთხვევაში კი:

1. მას შედარებით მაღალი ფასი აქვს.ამიტომ ღია გრუნტში მისი გამოყენება არც ისე იაფი დაგიჯდებათ.

2. მას ესაჭიროება მომზადება,გამოყენების წინ ის უნდა დაალბოთ,რაც დროს მოითხოვს.

3. სამწუხაროდ,გვხვდება უხარისხო პროდუქციაც,რომელიც არასტერილურია,შეიცავს მცენარისათის მავნე ნივთიერებებს.საქმე იმაშია,რომ ქოქოსის პალმები ზღვის სანაპიროზე იზრდება და ბუნებრივია მათ შეთვისებული აქვთ ზღვის წყალი.პროდუქცია ყოველთვის გასუფთავებული არ არის ზღვის მარილებისაგან.ამიტომ,შეიძინეთ სანდო

მწარმოებლისაგან ან გარეცხეთ თვითონ,ამისათვის გამოდგება ჩვეულებრივი კაპრონის კოლგოტები.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ,შედარებით ახალ,პროდუქტთან დაკავშირებით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

17 June 0 391
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно