სოკო ორქიდეების ნიადაგში

სუბსტრატში და მის ზედაპირზე წარმოიქმნება ღია ფერის საკმაოდ სქელი მიცელიუმის ქსელი, მას თან ახლავს ბამბისებრი ბურთულების წარმოქმნაც. თუ სუბსტრატს გაქექავთ, ტყის სოკოს სუნს იგრძნობთ. დროთა განმავლობაში ფოთოლი, ღერო, ფსევდობულბები შეიჭმუხნება, ყვითლდება, იფარება შავი დაჩუტული უბნებით, ბოლოს კი მცენარე მთლიანად ხმება. 

მიზეზი წყლის, ჰაერის და საკვები ნივთიერებების უკმარისობაა, რის პროვოცირებასაც ნიადაგის სოკო ახდენს. ეს სოკო ნესტიან სუბსტრატში სახლდება, თავიდან იქ პატარა, 1-2 მმ დიამეტრის მრგვალი, თეთრი ან ყვითელი ბურთები (სკლეროციები) წარმოიქმნება, შემდეგ კი ქსელი ვითარდება და სუბსტრატის ზედაპირზე პატარა ყვითელი სოკო ჩნდება. მისი თავი 5სმ -ია დიამეტრით.

სოკოს მავნეობა იმით გამოიხატება, რომ მისი მიცელიუმი სწრაფად იზრდება, იკავებს მთელ ქოთანს და თავად მოიხმარს მთელ მცენარისთვის მიწოდებულ წყალს,ჰაერს და საკვებს, ამის გამო ორქიდეა სუსტდება და ჭკნება, ფოთლებზე ჩნდება შავი დანეკროზებული უბნები, ფოთლები მასიურად ყვითლდება.. მოგვიანებით მიცელიუმის ზრდის გამო ასევე მასიურად კვდება ეპიფიტური ფესვები, რომლებიც უბრალოდ, იხრჩობა სუბსტრატში.

ქოთანში ხშირად ამ სოკოსთან ერთად სხვა, უფრო მეტად ან ნაკლებად აგრესიული ნიადაგის სოკოებიც გვხვდება, რომლებიც იწვევენ ფესვების დაშლას სუბსტრატის მოწამვლის გამო, როდესაც თავად კვდებიან და იშლებიან. ასეთი სუბსტრატი საშიშია ადამიანისთვისაც და ცხოველებისთვისაც.

მკურნალობა -ნებისმიერი სახის ნიადაგის სოკოს აღმოჩენისას, მისი განვითარების ნებისმიერ სტადიაზე ორქიდეა აუცილებლდ უნდა ამოიღოთ სუბსტრატიდან, გარეცხოთ ფესვები თბილი წყლით და გადარგოთ ახალ სუბსტრატში,თუ სუბსტრატი ძლიერაა დაზიანებული სოკოთი, ფესვებს ალბობენ 10-15 წთ-ით ფუნგიციდის სუსტ ხსნარში, რეკომენდებული დოზის ნახევარში ან მეოთხედში .ეს დამოკიდებულია სარწყავ წყალზე: თუ იგი უბრალოდ გაფილტრულია, ფუნგიციდის ნახევარ დოზას ხმარობენ, თუ ჩვეულებრივი ონკანის წყალია, მაშინ დოზის მეოთხედს იყენებენ. ძლიერ კონცენტრირებული პრეპარატი ხშირად ძლიერ უწვავს ფესვებს ორქიდეას, მათ სრულ კვდომამდეც კი. თუ არ ხართ დარწმუნებული არჩეული დოზის სისწორეში ან ამ პრეპარატს პირველად იყენებთ, დატოვეთ 5-6 სთ, მცენარე გასაშრობად, თუ ფესვები გაუმუქდა, შეიჭმუხნა და ცუდი სუნი აუვიდა, (ზოგჯერ მოტკბო), ესე იგი ფესვი დაეწვა.

სოკოთი დაავადებულ მცენარესთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, აუცილებელია ხელების ძალიან კარგად დაბანა საპნით, ეს სოკოები საშიშია ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის და არ უნდა ჭამონ, ძლიერ მოწამვლას იწვევს. ქოთანი, რომელშიც დაავადებული ორქიდეა იყო, უნდა გაირეცხოს კარგად ტუალეტის სარეცხი დეზინფექტორული საშუალებებით. ახალ სუბსტრატს კი უმატებენ 15-20 % ტორფს და 10-15 % ხის ნახშირს, ეს ქმნის სუბსტრატში არახელსაყრელ გარემოს სოკოსთვის.

არაფრით არ შეიძლება ახალგადარგული ორქიდეის მორწყვა! 2-5 დღე იგი მშრალად უნდა იყოს განათების ინტენსივობის და გარე ტემპერატურის გათვალისწინებით, რაც არ უნდა ფრთხილად გადაირგას მცენარე, მაინც მოინახება ტრავმირებული ფესვები, ამიტომ სანამ ისინი არ მოშუშდება, მაღალი რისკი არსებობს მათი ლპობის და შესაბამისად - დაკარგვის, საჭიროა პირობების ოპტიმიზაცია.- დებენ უფრო განათებულ ადგილზე, არეგულირებენ ტემპერატურას და რწყავენ მხოლოდ მაშინ, როცა სუბსტრატი მთლიანად გაშრება. ამ ტიპის სოკოს გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებია ნაკლები განათება, სითბო და ნესტი. yvavilebi.ge

11 June 0 273
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно