ორქიდეებზე სოკოთი გამოწვეული ინფექციური დაავადება

სოკოთი გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, ამ სოკოს უამრავი ქვესახეობა არსებობს, ბევრი მათგანი არაა დაავადების გამომწვევი და არ აზიანებს მცენარეს, პირიქითაც ხდება - ისინი სიმბიოზში არიან ორქიდეასთან. ბუნებაში იგი ყველგანაა გავრცელებული, აზიიდან ამერიკამდე, აზიანებს არა მხოლოდ ორქდეას, არამედ სხვა მცენარეებსაც. კოლექციაში ხვდება სუბსტრატიდან . ნებისმიერ ორქიდეაზე შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს მილტონიას, ვანდას, ონციდიუმს, პაფიოპედილუმს და ფალენოპსისს.

ეს სოკო ფესვების,შუაგულის და მცენარის ძირის მურა ლპობას იწვევს. ფოთლებზე ვითარდება სველი,ყავისფერი,მოწითალო-ყავისფერი, ან ნარინჯისფერი ლაქები, ხშირად გარშემოფარგლული ყვითელი არშიით, რომელზეც შემდეგში ვითარდება ღია-ყავისფერი ნადები-ეს სპორები ან მიცელიუმია. ფესვებზე მურა ლპობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მომენტალურად იცვლება თეთრი ფერი ყავისფრად. ამიტომ ლაბორატორიის გარეშეც, ერთი შეხედვით ფერის ასეთი ცვლილებით შეიძლება მივხვდეთ, რომ ეს დაავადება ამ სოკოს ბრალია. თუ ფესვები ცარიელდება, მაგრამ თეთრი ან შავია, მაშინ ეს სოკო არაფერ შუაშია. დაზიანებული ადგილები ადვილად სცილდება, შიშვლდება ფესვის შიგა ძაფი.

როგორც წესი, დაავადება იწყება ფესვებზე და ვრცელდება ზემოთ, ღეროსკენ. თუმცა შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს - როცა სოკო ჯერ ფოთოლზე ხვდება და მერე გადადის ფესვებზე. დაავადების განვითარებას ფოთლებზე და შუაგულზე ხელს უწყობს მომატებული ჰაერის ტენიანობა. ტემპერატურა ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერი იყოს.

სუბსტრატში მყოფი სოკო კარგად ვითარდება ზამთარშიც, როდესაც მცენარე მოსვენების პერიოდშია, მაგრამ მაინც უხვად ირწყვება. მძინარე მცენარის ფესვები მიწოდებულ წყალს ვერ ითვისებს, ორქიდეას შიგა პროცესები შეჩერებულია და წყალი არ ესაჭიროება,. რადგან ფესვების მხრიდან აქტიურობა არაა, 2-3 დღის განმავლობაში მორწყვის მერე სუბსტრატში იქმნება სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები, განსაკუთრებით, თუ მცენარე ცივ რაფაზე დგას. სიგრილე და ტენიანობა თავის საქმეს აკეთებს და სოკოც ადვილად აღწევს მცენარეში, ზოგჯერ ერთი კვირაც საკმარისია, რომ ჯანსაღი მცენარე მოკვდეს. ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზითაა შესაძლებელი. 

სრული გაჯანსაღება მცენარის შესაძლებელია, თუ სწრაფად დაისმება დიაგნოზი, სანამ ლპობა გავრცელდება მთელს მცენარეზე. მისი იზოლირება საჭიროა სხვებისგან, რომ მუშაობის დროს სოკოს სპორები არ გადავიდეს სხვა მცენარეებზე. მცენარეს იღებენ სუბსტრატიდან, რეცხავენ თბილ წყალში, აშორებენ დამპალ ნაწილებს, მერე გულდასმით ათვალიერებენ, თუ დარჩა საღი ნაწილი, ადეზინფიცირებენ ( ფოთლებს იოდით ან ბრილიანტის მწვანით, ფესვებს - დარიჩინით ან გააქტივებული ნახშირის ფხვნილით). გაშრობის მერე ამუშავებენ ფუნგიციდით. სოკოს სხვადასხვა ქვესახეობა სხვადასხვა ფუნგიციდზე რეაგირებს, ამიტომ ხშირად 2 განსხვავებული პრეპარატით ამუშავებენ.

მოქმედი ნივთიერებებიდან აღსანიშნავია tolclofosmethyl,boscalid, pencycuron,ამ სოკოზე ასევე კარგად მოქმედებს ბაქტერიები - bacillus subtilis, trichoderma harzianum. ამ პროცედურების მერე მცენარის უცებ ჩარგვა სუბსტრატში არ შეიძლება. Rhizoctonia solani - ძალიან სიცოცხლისუნარიანი სოკოა. მცენარეს განმეორებით სჭირდება ფუნგიციდით დამუშავება და მხოლოდ ამის მერე შეიძლება ჩარგვა. თუ ყვველაფერი კარგად გაკეთდა და ლპობა შეჩერდა, ორქიდეა კვირობით ძლებს სუბსტრატის გარეშე. თუ ცოცხალი ფესვები არ დარჩა, მაშინ მას სხვაგვარი რეანიმაცია ესაჭიროება.

11 June 0 291
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно