ლობელიას მოვლა საკმაოდ ადვილია

Lobelia მიეკუთვნება მაჩიტასებრთა ოჯახს,ზოგიერთი მეცნიერის აზრით ის ლობელიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია,ლობელია ბალახოვანი,ბუჩქბალახოვანი და ბუჩქისებრი მცენარეების სახით გვხვდება.მას სახელი მიენიჭა ნიდერლანდელი ბოტანიკოსის მატიას დე ლ’ობელის საპატივსაცემოდ,რომელიც სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო იაკობ I დროს.
ბუნებაში ეს მცენარე გვხვდება პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას,თუმცა ყველაზე ხშირად შეხვდებით სუბტროპიკულ ზონებში,შედარებით იშვიათად -ზომიერი კლიმატის სარტყლებში.ამ დროისათვის ლობელია აერთიანებს 300-მდე სახეობას.მათი ნაწილი წარმოადგენს სამკურნალო მცენარეს,რომლითაც კურნავენ ფილტვების დაავადებებს.
მებაღეები აშენებენ 20-მდე სახეობას,რომელიც დეკორატიულად ითვლება.მისი გაზრდა საკმაოდ ადვილია თესლიდან,ამიტომ რეკომენდებულია დამწყები მეყვავილეებისათვის.
1. დათესვა. საჩითილედ თესლი თებერვალში ითესება,ჩითილის გადატანა ღია გრუნტში ხდება 8-10 კვირის შემდეგ.
2. ყვავილობა. იწყება მაისში,მთავრდება სექტემბერში.
3. განათება. საჭიროებს დიდი რაოდენობით მის სინათლეს.
4. გრუნტი. ფხვიერი,ქვიშანარევი,ან თიხანარევი,საშუალოდ ნოყიერი ნიადაგი.
5. მორწყვა. ნიადაგს ხშირად ატენიანებენ,განსაკუთრებით ცხელ ამინდებში.ამპელური ჯიშების შემთხვევაში მათი მორწყვა ხდება დღეში ორჯერ.
6. სასუქი. გამოიყენება კომპლექსური მინერალური სასუქები მოყვავილე მცენარეებისათვის.სასუქი პირველად ჩითილის დარგვიდან ორ კვირაში უნდა მიეწოდოს,მეორედ და მესამედ - ყვავილობის დროს.ორგანუ;ლი სასუქის მიწოდება არ არის რეკომენდებული.
7. გამრავლება. მრავლდება ფესვების დაყოფით და დათესვით.ხუჭუჭა ჯიშების გამრავლება კი მხოლოდ დაკალმებით ხდება.
8. მავნებლები. ბუგრები,აბლაბუდიანი ტკიპი და ლოქორა.
9. დაავადებები. თეთრი ობი,ჟანგი,ფოთლოვანი და ღეროვანი ბაქტერიოზები,მეწამული ლაქიანობა.
ლობელიას მოვლა მორწყვა. ამ მცენარის მოვლა საკმაოდ ადვილია,მისი გაზრდა გამუცდელ მეყვავილესაც შეუძლია.მცენარის ყვავილობისა და კარგი განვითარებისათვის მთავარია რეგულარული მორწყვა.ყურადღება მიაქციეთ რომ ბუჩქის გარშემო ნიადაგი მუდამ ნოტიო იყოს.მორწყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ,ცხელ ამინდებში.ამპელური სახეობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ,რომ მორწყვა საჭირო იქნება დღეში ორჯერ.
გასხვლა. იმისათვის,რომ შეინარჩუნოთ ყვავილის დეკორატიულობა,საჭიროა ისინი დროულად გასხლათ.პირველად გასხვლა რეკომენდებულია პირველი
ყვავილობის შემდეგ.ღეროები ნიადაგიდან 50 მილიმეტრის სიმაღლემდე უნდა შეაჭრათ.ცოტა ხნის შემდეგ ახალი ყლორტები დაიწყებს ზრდას და ბუჩქი მეორედ იყვავილებს.როგორც წესი,მეორე ყვავილობა ბევრად უხვი და ეფექტურია.
კვება. ზაფხულის განმავლობაში მცენარეს ორჯერ ან სამჯერ უნდა მიაწოდოთ სასუქი.გამოიყენება კომპლექსური მინერალური სასუქები მოყვავილე მცენარეებისათვის.
მოვლა ყვავილობის შედეგ დაყვავილებული ბუჩქები შეგიძლიათ ამოიღოთ და ყველა ერთწლიანი მცენარის მსგავსად გადააგდოთ,ისე რომ წინასწარ შეაგროვოთ სათესლე მასალა.ასევე შეიძლება ქოთნების შეტანა შენობაში,ამ შემთხვევაში მოხდება თვითჩათესვა,თუმცა ამოსული მცენარე ბევრად გვიან იყვავილებს ვიდრე ჩითილის საშუალებით გაზრდილი.ამიტომ,სურვილის შემთხვევაში შეაგროვეთ სათესლე მასალა,გაზაფხულზე კი გამოიყენეთ დასათესად.თესლის შეგროვება ხდება შემდეგნაირად: გასხალით ბუჩქი და შეანჯღრიეთ ის გაშლილ გაზეთზე,გაასუფთავეთ ჩამოცვენილი თესლი და შეინახეთ ქაღალდის პაკეტში,არ დაგავიწყდეთ სახეობის,ჯიშის და შეგროვების თარიღის მითითება. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
10 June 0 434
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно