უფესვო ორქიდეა კატლეას რეანიმაცია

ამ ორქიდეამ ფესვები შეიძლება დაკრგოს არასწორი მოვლის, სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებების,სიბერის გამო.

რეანიმაცია მდგომარეობს მისთვის საჭირო პირობების შექმნაში უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ფესვები მცენარის სახეობების აგებულების თავისებურებების გათვალისწინებით ვითარდება ახალი ღივებიდან, ისინი კი წარმოიქმნება მხოლოდ გარკვეული სახის კვირტებიდან, ამიტომ უპირველესად საჭიროა მათი მოძებნა. ეს კვირტები უნდა იყოს ცოცხალი - მწვანე, წვნიანი, მშრალი ქერცლების გარეშე.

რეანიმაციის გზები - ყველაზე მარტივია მცენარის ყოველდღიური დალბობა წყალში. მას ათავსებენ ცარიელ უნახვრეტო ქოთანში, მზიანი ფანჯრის რაფაზე, სითბოში, 20 გრ ზე. დღის პირველ ნახევარში შიგ ასხამენ წყალს ისე, რომ დაფაროს მხოლოდ რიზომა, ასე ტოვებენ 1-2 სთ. წყალში იგი 24 სთ - იც ჩერდება დაუზიანებლად, ამიტომ არაა საშიში, თუ დროზე ვერ მოახერხებთ წყლის გადაღვრას,მაგრამ მერე, მომდევნო ასეთი წყლის პროცედურა უნდა ჩაუტარდეს ერთი დღე-ღამის შემდეგ, რეანიმაციის საწყის ეტაპზე, როცა მცენარის კვირტები მიძინებულია, კარგია ასევე მისი ბანაობა ზრდის რეგულატორში, მაგ. ეპინში, ან ცირკონში - 1 წვეთი - 1ლ წყალზე. ამას იმეორებენ 3-4 კვირაში ერთხელ, 2კვირაში ერთხელ კი კარგია სასუქის განზავებული ხსნარი, მიმართული მცენარის ზრდის სტიმულაციისკენ, ანუ აზოტის მეტი შემცველობით, ვიდრე ფოსფორის, კალიუმს ამ შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა, რეანიმაციის ხანგრძლივობა 1 თვიდან 1 წლამდეა. მარტ-ოქტომბრის შუალედში უკეთესი განათების გამო ახალი ღივები შედარებით სწრაფად იზრდება.

ახალი ფესვების ამოზრდის მერე კვებას ვაჩერებთ, მაგრამ მორწყვის ხანგრძლივობას 1 სთ-ით ვზრდით. ამ ეტაპზე ფესვები სწრაფად ვითარდება, პირველ 10 დღეში ღივის ძირთან შეინიშნება 3-5 პატარა ფესვი, როდესაც მათი ზომა მიაღწევს 5-7სმ-ს, მცენარეს რგავენ პატარა და ვიწრო ქოთანში და რწყავენ ისე, რომ მორწყვებს შორის სუბსტრატი კარგად გამოშრეს. სუბსტრატად იყენებენ ცარიელ ქერქებს, სფაგნუმს,ან მათ ნარევს.ზოგჯერ ამატებენ ხის ნახშირსაც. ორქიდეა რომ არ ყანყალებდეს და ფესვები რომ არ დაიზიანოს, ამაგრებენ სუბსტრატში ჩარჭობილ ჯოხებზე.

ასევე რეანიმაციის მიზნით შეიძლება სათბურის მოწყობა, იგი გამზადებულიც იყიდება და თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ხელთ არსებული მასალებით - აკვარიუმი,ტორტის გამჭირვალე ყუთები,პლასმასის ბოთლები და სხვ. ძირში ყრიან კერამზიტს თხელ ფენად, მერე სველ ხავსს ან სფაგნუმს აფენენ, მცენარეს დებენ შიგნით, ნათელ ადგილზე, არაპირდაპირი მზის ქვეშ, სითბოში -20 გრ ზე’  იდეალურია შიგნით 24-27გრ, მაქსიმუმ 32-33გრ, მის ზემოთ ორქიდეა გადახურდება და დაზიანდება, კერძოდ - წარმოიქმნება სხვადასხვაგვარი სველი მწვანე, მერე ყავისფერი და შავი წერტილები, ჩაღრმავებები ფოთლებზე, ფოთლები ყვითლდება, ჭკნება.

20 გრ ზე დაბლა მას ედება ობი და ლპება, ასე ხდება ხშირად ზამთარში, ამიტომ რეანიმაცია რომელ ორქიდეასაც სჭირდება, სათბურთან ერთად დამატებით განათებასაც უკეთებენ, (ფიტო -ნათურა). სათბურს დგამენ გამათბობელთან ახლოს, ჯობს მის თავზე, რომ სითბო ქვემოდან ჰქონდეს .მაგრამ აქაც ყურადღებაა საჭირო, რომ მცენარე არ გადახურდეს. სათბურის გასათბობად შეიძლება მასში ადუღებულწყლიანი ჭიქის ჩადგმაც. თბილი ორთქლი უკეთეს გარემოს ქმნის, ტემპერატურა პირველ 10 წთ ში ადის 33 გრ დე, მერე თანდათან ეცემა, ჰაერის ტენიანობა კი 95-98 %ია. მერე ჭიქას იღებენ, დღე-ღამეში რამდენჯერმე იმეორებენ ასე, (2-3 ჯერ ). სათბურს დღეში ერთხელ 10-15 წთ ანიავებენ, უფრო საღამოთი, რადგან დღე განათება-სითბო-ტენიანობის კარგი კომბინაციით საჭირო გარემო იქმნება სათბურში, საღამოს კი მცენარეში ნივთიერებათა ცვლა მუხრუჭდება, ამიტომ ტენიანობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ხოლმე,ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს ის ადგილი , სადაც მცენარეს ეხება სველი ხავსი, თუ იქ რაიმე სახის ცვლილებაა, ორქიდეა უნდა ამოიღოთ სათბურიდან, გააშროთ და მეორე გვერდით დადოთ მომდევნო ჯერზე, რაც არ უნდა ზუსტად მისდიოთ ამ რჩევებს, გარანტია იმისა, რომ თქვენი ორქიდეა გამოჯანმრთელდება, მაინც არ არსებობს.

08 June 0 299
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно